პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო
ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

სხვა სხვა­ნუ­რი კოშ­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახალ­გაზ­რდაა, მაგ­რამ ომ­გა­მოვ­ლი­ლი, არც 90-იან­მა წლებ­მა და­ინ­დო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­ძარ­ცვა - ამ­დე­ნი რამ გა­მო­ი­ა­რა კოშკმა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში აფხა­ზე­ბი­სა და სვა­ნე­ბის ძმო­ბის ნიშ­ნად, სო­ხუმ­ში სვან­მა კაც­მა ააგო.

არე­თა კვი­ცი­ა­ნი აფხა­ზეთ­ში ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ვი­და, სა­დაც აფხა­ზე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო, გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღო და ცნო­ბი­ლი მშე­ნე­ბე­ლის სა­ხე­ლიც მო­ი­პო­ვა.

არე­თა კვი­ცი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი - კახა კვი­ცი­ა­ნი AMBEBI.GE-ს მა­მის ცხოვ­რე­ბი­სა და კოშ­კის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

- მამა დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ში უმ­ცრო­სი იყო. რად­გა­ნაც მის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ჭირ­და, ხალ­ხი შიმ­ში­ლობ­და, სო­ხუმ­ში ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა და მარ­ტო წა­ვი­და. გუ­ლი­ა­ნი, ალა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო, აფხა­ზებ­მა რომ გა­იც­ნეს, და­ი­ახ­ლო­ვეს, სამ­შე­ნებ­ლო გან­ხრით უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც და­ეხ­მარ­ნენ.

დღეს თუ ვინ­მეს სას­მე­ლი წყა­ლი აქვს კო­ჩა­რა­ში, გვა­და­ში, ჩლო­უ­ში, თხი­ნა­ში, გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში - წყალ­სა­დე­ნი ყველ­გან მა­მა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლია. იქ 40 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძე­ზე შე­ყავ­და გზე­ბი და სა­თა­ვე ნა­გე­ბობს აკე­თებ­და, წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი­დან მი­ლე­ბით წყა­ლი სოფ­ლებ­ში ნა­წილ­დე­ბო­და. აფ­ზა­ხეთ­ში ბევ­რი ნაშ­რომ-ნაღ­ვა­წი აქვს.

- რო­გო­რია სვა­ნუ­რი კოშ­კის აგე­ბის ის­ტო­რია?

- სო­ხუმ­ში არის და­სახ­ლე­ბა, რო­მელ­საც შრო­მას ეძა­ხი­ან. იქ უკ­რა­ი­ნას ქარ­ხა­ნა ჰქონ­და, ტექ­ნი­კურ ბა­ზას აშე­ნებ­და, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა წყლით არ მა­რაგ­დე­ბო­და. მა­მას შეკ­ვე­თა მის­ცეს, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყა­ლი გა­მო­ეყ­ვა­ნა. მას რუ­სეთ­ში დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრე ჰყავ­და, ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თა­ნაც, მა­გა­ლი­თად, ალექ­სეი კო­სი­გი­ნი (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­ჯდო­მა­რე) ჩვენ­თან სახ­ლშიც ნამ­ყო­ფია...

მოკ­ლედ, ამ კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით, არე­თა კვი­ცი­ან­მა რუ­სე­თი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი ჩა­მო­ი­ტა­ნა. წყლის გა­მო­საყ­ვა­ნად მთებ­ში 30 კი­ლო­მეტ­რი გზა იყო გა­საჭ­რე­ლი და აფეთ­ქე­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­მა­რი­ლოს კა­რი­ე­რიც აღ­მო­ა­ჩი­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად მარ­მა­რი­ლოს საქ­მე­საც შე­ე­ჭი­და, თან, აფხა­ზე­ბი­სა და სვა­ნე­ბის ძმო­ბის სიმ­ბო­ლოდ სვა­ნუ­რი კოშ­კის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა.

მა­მა­ჩე­მის ძმად­ნა­ფი­ცი იყო ლე­ვან არ­ძინ­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და მა­მას სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე მის­ცეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ იქ სვა­ნუ­რი კოშ­კი აეგო, არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში აფხა­ზეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნა­პერ­წკლე­ბი უკვე ღვივ­დე­ბო­და.

მოკ­ლედ, რად­გან მა­მას დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და, ყვე­ლა იც­ნობ­და, ამ მშე­ნებ­ლო­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად უარი არ უთ­ქვამთ, თუმ­ცა ერთი ასე­თი ფაქ­ტი კი მოხ­და, რა­საც პი­რა­დად შე­ვეს­წა­რი...

ერთ დღეს მა­მა­ჩე­მი სახ­ლში უხა­სი­ა­თოდ დაბ­რუნ­და. რა ხდე­ბა-მეთ­ქი? - ვკი­თხე. პირ­ველ პირ­თან ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი და მგო­ნი, ცუ­დად არის საქ­მეო. პირ­ვე­ლი პირი ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბა იყო. წა­მოგ­ყვე­ბი-მეთ­ქი და წა­ვე­დით. არ­ძინ­ბას მი­სა­ღებ­ში რომ შე­ვე­დით (მა­მას აფხა­ზე­ბი და­თოს ეძახ­დნენ) მდი­ვან­მა - თქვენ ხართ და­ვი­თი? შე­ბძან­დი­თო, და კა­ბი­ნეტ­ზე ხე­ლით ანიშ­ნა. მე მი­სა­ღებ­ში დავ­რჩი, კარი ოდ­ნავ ღია დარ­ჩა და სა­უბ­რის ხმა გა­მო­დი­ო­და.

მა­მას არ­ძინ­ბა უხე­შად შეხ­ვდა - ვინ მოგ­ცათ უფ­ლე­ბა, რომ აქ ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებს აშე­ნებთ? (კოშკს გუ­ლის­ხმობ­და). მა­მამ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მი­უ­გო: "აფხა­ზებ­თან ძმო­ბა და მე­გობ­რო­ბა მაქვს, ლეო კონ­სტან­ტი­ნო­ვიჩ არ­ძინ­ბა ჩემი ძმად­ნა­ფი­ცია". სა­კუ­თა­რი ყუ­რით მო­ვის­მი­ნე არ­ძინ­ბას სი­ტყვე­ბი და მახ­სოვს: "აა, შენ ხარ ის და­ვით კვი­ცი­ა­ნი, ლე­ვა­ნის ძმად­ნა­ფი­ცი?! რაც გინ­და, ის აა­შე­ნე!" ხელი ჩა­მო­არ­თვა და გა­მო­უშ­ვა. მამა მისი კა­ბი­ნე­ტი­დან გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­ხით გა­მო­ვი­და.

სვა­ნუ­რი კოშ­კი დღე­საც ამა­ყად დგას იქ, 3 ჰექ­ტარ­ზე იყო მთე­ლი კომ­პლექ­სით გა­შე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც 40-მდე ოთა­ხი იყო, თა­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბით, ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ამ­თავ­რა, ორ წე­ლი­წად­ში აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო...

ომში მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი, ახალ­გაზ­რდა გახ­ლდით, შევ­ყე­ვი, შევ­ყე­ვი და სო­ხუ­მის და­ცე­მა­საც შე­ვეს­წა­რი... ჩე­მე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ქა­ლე­ბი - დედა, დები გა­მოვ­ხიზ­ნე იქი­დან. მა­მა­ჩე­მი დარ­ჩა, მარ­ტო არ დამ­ტო­ვა. სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტის კო­მენ­დან­ტიც ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ყვე­ლა წინა ხაზ­ზე გახ­ლდით და უმ­ძი­მე­სი ეპი­ზო­დე­ბი­სა თუ ტკი­ვი­ლი­ა­ნი დღე­ე­ბის მოწ­მე ვარ, რა­ზეც სა­უ­ბა­რი დი­დად არ მინ­და...

- სო­ხუ­მის და­ცე­მა ახ­სე­ნეთ...

- გუ­მის­თა­ზე რომ მოგ­ვი­ახ­ლოვ­დნენ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნე (იმ დროს იქ იყ­ვნენ, რად­გა­ნაც მშვი­დო­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბა იყო მი­ღე­ბუ­ლი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სკო­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლეს, გა­ხიზ­ნუ­ლი ხალ­ხი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ხელშკრუ­ლე­ბა და­არ­ღვი­ეს), იმ დროს ყვე­ლა იმას ფიქ­რობ­და, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა.

"კა­მაზ­ზე" დავ­სვი ისი­ნი და ასე უყ­ვე­ლაფ­როდ გა­მო­ვიყ­ვა­ნე. არა­და, აფხა­ზეთ­ში ცო­ტა­თი შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის სტა­ტუ­სი გვქონ­და. მამა არც "ბრჭყვი­ა­ლებს" მის­დევ­და და არც სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჰქონ­და ფული. ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნი ჰქო­ნო­და და მე­ო­რე დღეს კა­პი­კი - აღარ. გამ­ცე­მი კაცი იყო, სხვე­ბის დამ­ხმა­რე, მაგ­რამ იქი­დან ვე­რა­ფე­რი წა­მო­ვი­ღეთ.

გა­მო­ვაქ­ციე ოჯა­ხი, ერთი სული მქონ­და, სო­ხუ­მი­დან დრო­უ­ლად გა­მო­მეყ­ვა­ნა. კო­დო­რის გზას რომ ავუ­ყე­ვით, უღელ­ტე­ხი­ლით მოგ­ვი­წია წა­მოს­ვლა.

- ჭუ­ბე­რის გზა გა­მო­ი­ა­რეთ?

- დიახ, მერე ისევ უკან დავ­ბრუნ­დი და დარ­ჩე­ნი­ლე­ბი წა­მო­ვიყ­ვა­ნე, მათ შო­რის, მამა. სვა­ნეთ­ში და­ვუბ­რუნ­დით სო­ფელ ბე­ჩო­ში ჩვენს ძირ სახ­ლს, სა­ი­და­ნაც მა­მა­ჩე­მი იყო.

რო­დე­საც მამა წლე­ბის წინ სო­ხუმ­ში წა­ვი­და, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნა (თა­ვად უმ­ცრო­სი იყო) და ხუ­თი­ვე იქ და­ა­სახ­ლა, ცხოვ­რე­ბა აუ­წყო და გზა­ზე და­ყე­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს კი მთე­ლი ეს სა­ნა­თე­საო ჩვენ­სა­ვით დევ­ნი­ლე­ბი გახ­დნენ. თა­ვი­დან, ამ ხალ­ხმა ყვე­ლამ ერ­თად, იმ მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლში მო­ვი­ყა­რეთ თავი...

- ე.ი. მამა დაბ­რუნ­და სვა­ნეთ­ში...

- ცოტა ხანს იყო იქ და მერე თა­ვი­სი სა­ნაც­ნო­ბოს დახ­მა­რე­ბით, სა­მუ­შაო ზუგ­დიდ­ში გა­მო­ნა­ხა. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ბონ­დო ჯი­ქი­ამ ზუგ­დი­დის ცენ­ტრში მიწა გა­მო­უ­ყო. მა­შინ შე­ვარ­დნა­ძის გან­კარ­გუ­ლე­ბა იყო - რე­გი­ო­ნებ­ში კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო და ზუგ­დი­დის ცენ­ტრში ეს საქ­მე მა­მას და­ა­ვა­ლეს. შუ­ა­გულ ზუგ­დიდ­ში, ბაზ­რის გვერ­დით, 3 000 კვ/მ-ზე ვე­ე­ბერ­თე­ლა კომ­პლექ­სი თა­ვის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბით და სვა­ნუ­რი კოშ­კით (სი­მაღ­ლე 28 მეტ­რი) აა­შე­ნა.

მა­მას ხსოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 2005 წელს, გვინ­დო­და, ზუგ­დიდ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბა მოგ­ვე­წყო, ამის­თვის აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნახ­ვა იყო სა­ჭი­რო. ჩემი იქ გა­დას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც მო­მი­წია. გა­და­ვე­დი თუ არა, გა­ლის შე­სას­ვლელ­ში და­მი­ჭი­რეს, 8 დღე ვი­ყა­ვი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

ჩემს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და საქ­მე­ე­ბიც წინ დამ­ხვდა... მოკ­ლედ, 8 დღე­ში დავ­ბრუნ­დი. შემ­დეგ კი­დევ ერთხელ შევ­ძე­ლი აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლა და სვა­ნუ­რი კოშ­კი მა­შინ მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მთე­ლი კომ­პლექ­სი გა­ძარ­ცვუ­ლია, ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი დამ­ხვდა, შე­ნო­ბას რუ­სუ­ლად ეწე­რა - "ზა­ნი­ა­ტო".

- რო­გორ აფა­სებთ ომის ამ­ბებს, რომ­ლებ­მაც თქვენს თვალ­წინ ჩა­ი­ა­რა, ასე­ვე იმ ცხოვ­რე­ბა­საც, რაც ომამ­დე გა­ი­ა­რეთ?

- ომი რომ და­ი­წყო, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და. სპე­ცი­ა­ლო­ბით იმის მერე არ მი­მუ­შა­ვია. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას რომ გავ­ყუ­რებ, ამ ხნის მან­ძილ­ზე, ომის პე­რი­ო­დამ­დე გან­ვლილ წლებ­ზე უკე­თე­სი არ მი­ნა­ხავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იმ ცხოვ­რე­ბა­ში, რაც 80-იან წლე­ბი­დან გვახ­სოვს, მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის ნა­ხე­ვარს მა­ინც მი­ი­ღე­ბენ ჩემს ასა­კამ­დე რომ მო­აღ­წე­ვენ.

- ზუგ­დი­დის კოშკს რა ბედი ერგო?

- წინა მთავ­რო­ბის დროს რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. გა­სა­ქანს არ გვაძ­ლევ­დნენ. მთავ­რო­ბა რომ შე­იც­ვა­ლა, და­ვი­კა­ნო­ნეთ, მაგ­რამ მის მოვ­ლა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ის მოჰ­ყვა, რომ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ხან რა იყო და ხან - რა. ბო­ლოს იძუ­ლე­ბით გავ­ყი­დეთ. ბედ­ნი­ე­რე­ბი იმით ვართ, რომ მა­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩვე­ნი ვა­ლე­ბიც გას­ტუმ­რე­ბუ­ლე­ბი გვაქვს.

მე­სა­მე წე­ლია სა­ცხოვ­რებ­ლად ურეკ­ში გად­მო­ვე­დი. თუკი გუ­რი­ა­ში მა­მის ხსოვ­ნის­თვის, გუ­რუ­ლე­ბი­სა და სვა­ნე­ბის მე­გობ­რო­ბის ნიშ­ნად, სვა­ნურ კოშკს ავა­შე­ნებ - ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის მიერ აგე­ბუ­ლი მე­სა­მე სვა­ნუ­რი კოშ­კი და ამ საქ­მეს და­ერ­ქმე­ვა - "კოშ­კე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა". ამით მა­მა­ჩე­მის და­წყე­ბულ საქ­მე­ებს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან და კვი­ცი­ა­ნე­ბის­გან მო­რი­გი "ძმო­ბის სახ­ლი" და­ი­ბა­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
3

"აფხა­ზებს ხელი არ და­უ­კა­რე­ბი­ათ ჩემ­თვის, ომი სუფ­თად მქონ­და გა­მოვ­ლი­ლი" - რაას ნიშნავს???

დევნილი კოლხი
1

საღვთო საქმეს შესჭიდებიხარ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ნაღდო ქართველო! 

ავტორი:

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

ერთადერთი სვანური კოშკი აფხაზეთში, რომელიც სვანმა კაცმა აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობის ნიშნად ააგო

სხვა სხვანური კოშკებისგან განსხვავებით, ახალგაზრდაა, მაგრამ ომგამოვლილი, არც 90-იანმა წლებმა დაინდო, რამდენჯერმე გაიძარცვა - ამდენი რამ გამოიარა კოშკმა, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აფხაზებისა და სვანების ძმობის ნიშნად, სოხუმში სვანმა კაცმა ააგო.

არეთა კვიციანი აფხაზეთში ბედის საძებნელად გასულ საუკუნეში ჩავიდა, სადაც აფხაზების მხარდაჭერით, ახალი ცხოვრება დაიწყო, განათლებაც მიიღო და ცნობილი მშენებელის სახელიც მოიპოვა.

არეთა კვიციანის უფროსი ვაჟი - კახა კვიციანი AMBEBI.GE-ს მამის ცხოვრებისა და კოშკის საინტერესო ისტორიის შესახებ უყვება:

- მამა დედმამიშვილებში უმცროსი იყო. რადგანაც მის ახალგაზრდობაში ცხოვრება ჭირდა, ხალხი შიმშილობდა, სოხუმში ბედის საძებნელად სრულიად ახალგაზრდა და მარტო წავიდა. გულიანი, ალალი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, აფხაზებმა რომ გაიცნეს, დაიახლოვეს, სამშენებლო განხრით უმაღლესი განათლების მიღებაშიც დაეხმარნენ.

დღეს თუ ვინმეს სასმელი წყალი აქვს კოჩარაში, გვადაში, ჩლოუში, თხინაში, გუდაუთის რაიონში - წყალსადენი ყველგან მამაჩემის აშენებულია. იქ 40 კილომეტრის სიგრძეზე შეყავდა გზები და სათავე ნაგებობს აკეთებდა, წყლის რეზერვუარებიდან მილებით წყალი სოფლებში ნაწილდებოდა. აფზახეთში ბევრი ნაშრომ-ნაღვაწი აქვს.

- როგორია სვანური კოშკის აგების ისტორია?

- სოხუმში არის დასახლება, რომელსაც შრომას ეძახიან. იქ უკრაინას ქარხანა ჰქონდა, ტექნიკურ ბაზას აშენებდა, მაგრამ იქაურობა წყლით არ მარაგდებოდა. მამას შეკვეთა მისცეს, რომ იმ ტერიტორიაზე წყალი გამოეყვანა. მას რუსეთში დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა, ურთიერთობა ჰქონდა მთავრობის წევრებთანაც, მაგალითად, ალექსეი კოსიგინი (საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე) ჩვენთან სახლშიც ნამყოფია...

მოკლედ, ამ კავშირების წყალობით, არეთა კვიციანმა რუსეთიდან აღნიშნული სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო მასალები ჩამოიტანა. წყლის გამოსაყვანად მთებში 30 კილომეტრი გზა იყო გასაჭრელი და აფეთქების პერიოდში მარმარილოს კარიერიც აღმოაჩინა. პარალელურად მარმარილოს საქმესაც შეეჭიდა, თან, აფხაზებისა და სვანების ძმობის სიმბოლოდ სვანური კოშკის აშენება გადაწყვიტა.

მამაჩემის ძმადნაფიცი იყო ლევან არძინბა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და მამას სახელმწიფო დონეზე მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ იქ სვანური კოშკი აეგო, არადა, იმ პერიოდში აფხაზეთში დაძაბულობის პირველი ნაპერწკლები უკვე ღვივდებოდა.

მოკლედ, რადგან მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ყველა იცნობდა, ამ მშენებლობის საწარმოებლად უარი არ უთქვამთ, თუმცა ერთი ასეთი ფაქტი კი მოხდა, რასაც პირადად შევესწარი...

ერთ დღეს მამაჩემი სახლში უხასიათოდ დაბრუნდა. რა ხდება-მეთქი? - ვკითხე. პირველ პირთან ვარ დაბარებული და მგონი, ცუდად არის საქმეო. პირველი პირი ვლადისლავ არძინბა იყო. წამოგყვები-მეთქი და წავედით. არძინბას მისაღებში რომ შევედით (მამას აფხაზები დათოს ეძახდნენ) მდივანმა - თქვენ ხართ დავითი? შებძანდითო, და კაბინეტზე ხელით ანიშნა. მე მისაღებში დავრჩი, კარი ოდნავ ღია დარჩა და საუბრის ხმა გამოდიოდა.

მამას არძინბა უხეშად შეხვდა - ვინ მოგცათ უფლება, რომ აქ ქართულ ისტორიულ ძეგლებს აშენებთ? (კოშკს გულისხმობდა). მამამ მოკრძალებულად მიუგო: "აფხაზებთან ძმობა და მეგობრობა მაქვს, ლეო კონსტანტინოვიჩ არძინბა ჩემი ძმადნაფიცია". საკუთარი ყურით მოვისმინე არძინბას სიტყვები და მახსოვს: "აა, შენ ხარ ის დავით კვიციანი, ლევანის ძმადნაფიცი?! რაც გინდა, ის ააშენე!" ხელი ჩამოართვა და გამოუშვა. მამა მისი კაბინეტიდან გახარებული სახით გამოვიდა.

სვანური კოშკი დღესაც ამაყად დგას იქ, 3 ჰექტარზე იყო მთელი კომპლექსით გაშენებული, სადაც 40-მდე ოთახი იყო, თავის მექანიზმებით, ტექნიკურად აღჭურვილი. მშენებლობა რომ დაამთავრა, ორ წელიწადში აფხაზეთში ომი დაიწყო...

ომში მოხალისედ წავედი, ახალგაზრდა გახლდით, შევყევი, შევყევი და სოხუმის დაცემასაც შევესწარი... ჩემები, ოჯახის წევრები, ქალები - დედა, დები გამოვხიზნე იქიდან. მამაჩემი დარჩა, მარტო არ დამტოვა. სოხუმის აეროპორტის კომენდანტიც ვიყავი. მოკლედ, ყველა წინა ხაზზე გახლდით და უმძიმესი ეპიზოდებისა თუ ტკივილიანი დღეების მოწმე ვარ, რაზეც საუბარი დიდად არ მინდა...

- სოხუმის დაცემა ახსენეთ...

- გუმისთაზე რომ მოგვიახლოვდნენ, ოჯახის წევრები გამოვიყვანე (იმ დროს იქ იყვნენ, რადგანაც მშვიდობიანი შეთანხმება იყო მიღებული, რის საფუძველზეც სკოლებმა მუშაობა განაახლეს, გახიზნული ხალხი დაბრუნდა, მაგრამ ხელშკრულება დაარღვიეს), იმ დროს ყველა იმას ფიქრობდა, ოჯახის წევრები გადაერჩინა.

"კამაზზე" დავსვი ისინი და ასე უყველაფროდ გამოვიყვანე. არადა, აფხაზეთში ცოტათი შეძლებული ოჯახის სტატუსი გვქონდა. მამა არც "ბრჭყვიალებს" მისდევდა და არც საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა ფული. ერთ დღეს შეიძლება მილიონი ჰქონოდა და მეორე დღეს კაპიკი - აღარ. გამცემი კაცი იყო, სხვების დამხმარე, მაგრამ იქიდან ვერაფერი წამოვიღეთ.

გამოვაქციე ოჯახი, ერთი სული მქონდა, სოხუმიდან დროულად გამომეყვანა. კოდორის გზას რომ ავუყევით, უღელტეხილით მოგვიწია წამოსვლა.

- ჭუბერის გზა გამოიარეთ?

- დიახ, მერე ისევ უკან დავბრუნდი და დარჩენილები წამოვიყვანე, მათ შორის, მამა. სვანეთში დავუბრუნდით სოფელ ბეჩოში ჩვენს ძირ სახლს, საიდანაც მამაჩემი იყო.

როდესაც მამა წლების წინ სოხუმში წავიდა, დედმამიშვილებიც წაიყვანა (თავად უმცროსი იყო) და ხუთივე იქ დაასახლა, ცხოვრება აუწყო და გზაზე დაყენებაში დაეხმარა. სოხუმის დაცემის დღეს კი მთელი ეს სანათესაო ჩვენსავით დევნილები გახდნენ. თავიდან, ამ ხალხმა ყველამ ერთად, იმ მამა-პაპისეულ სახლში მოვიყარეთ თავი...

- ე.ი. მამა დაბრუნდა სვანეთში...

- ცოტა ხანს იყო იქ და მერე თავისი სანაცნობოს დახმარებით, სამუშაო ზუგდიდში გამონახა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ბონდო ჯიქიამ ზუგდიდის ცენტრში მიწა გამოუყო. მაშინ შევარდნაძის განკარგულება იყო - რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო-სავაჭრო ცენტრები უნდა აშენებულიყო და ზუგდიდის ცენტრში ეს საქმე მამას დაავალეს. შუაგულ ზუგდიდში, ბაზრის გვერდით, 3 000 კვ/მ-ზე ვეებერთელა კომპლექსი თავის შენობა-ნაგებობებით და სვანური კოშკით (სიმაღლე 28 მეტრი) ააშენა.

მამას ხსოვნასთან დაკავშირებით, 2005 წელს, გვინდოდა, ზუგდიდში ღონისძიება მოგვეწყო, ამისთვის აფხაზეთში ადამიანების ნახვა იყო საჭირო. ჩემი იქ გადასვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც მომიწია. გადავედი თუ არა, გალის შესასვლელში დამიჭირეს, 8 დღე ვიყავი დაპატიმრებული.

ჩემს გათავისუფლებაში ბევრი ადამიანი ჩაერთო. მამაჩემის სახელი და საქმეებიც წინ დამხვდა... მოკლედ, 8 დღეში დავბრუნდი. შემდეგ კიდევ ერთხელ შევძელი აფხაზეთში ჩასვლა და სვანური კოშკი მაშინ მოვინახულე. მთელი კომპლექსი გაძარცვულია, ცარიელი კედლები დამხვდა, შენობას რუსულად ეწერა - "ზანიატო".

- როგორ აფასებთ ომის ამბებს, რომლებმაც თქვენს თვალწინ ჩაიარა, ასევე იმ ცხოვრებასაც, რაც ომამდე გაიარეთ?

- ომი რომ დაიწყო, იურიდიული ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა. სპეციალობით იმის მერე არ მიმუშავია. ამ გადასახედიდან საკუთარ ცხოვრებას რომ გავყურებ, ამ ხნის მანძილზე, ომის პერიოდამდე განვლილ წლებზე უკეთესი არ მინახავს. კარგი იქნება, თუ ჩვენი შვილები და შვილიშვილები იმ ცხოვრებაში, რაც 80-იან წლებიდან გვახსოვს, მიღებული სიამოვნების ნახევარს მაინც მიიღებენ ჩემს ასაკამდე რომ მოაღწევენ.

- ზუგდიდის კოშკს რა ბედი ერგო?

- წინა მთავრობის დროს რთული პერიოდები გამოვიარეთ. გასაქანს არ გვაძლევდნენ. მთავრობა რომ შეიცვალა, დავიკანონეთ, მაგრამ მის მოვლა-შენარჩუნებას ის მოჰყვა, რომ დედმამიშვილები, ყველანი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით, ხან რა იყო და ხან - რა. ბოლოს იძულებით გავყიდეთ. ბედნიერები იმით ვართ, რომ მამის ვალდებულებები, ჩვენი ვალებიც გასტუმრებულები გვაქვს.

მესამე წელია საცხოვრებლად ურეკში გადმოვედი. თუკი გურიაში მამის ხსოვნისთვის, გურულებისა და სვანების მეგობრობის ნიშნად, სვანურ კოშკს ავაშენებ - ეს იქნება ჩვენი ოჯახის მიერ აგებული მესამე სვანური კოშკი და ამ საქმეს დაერქმევა - "კოშკების მოგზაურობა". ამით მამაჩემის დაწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვან და კვიციანებისგან მორიგი "ძმობის სახლი" დაიბადება.