სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ
"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

როცა საქ­მე პარ­კე­ბი­სა და მწვა­ნე და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის მო­წყო­ბას ეხე­ბა, და­ნი­ე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრე­ა­ტი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინო­ვა­ცი­ე­ბი შეს­თა­ვა­ზონ.

რო­გორც copenhagenislands.com წერს, და­ნი­ე­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ახა­ლი ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რცის მო­წყო­ბის გეგ­მა და ამ გეგ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია "მცუ­რა­ვი პარ­კის" მო­წყო­ბა. პარ­კი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში უნდა გა­კეთ­დეს. პარ­კის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი "მცუ­რა­ვი ხე­ე­ბი" იქ­ნე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "მცუ­რა­ვი ხე­ე­ბი" წლე­ბია აღა­რა­ვის აკ­ვირ­ვებს, თუმ­ცა ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ნი­ე­ლებ­მა იდეა ინო­ვა­ცი­ად აქ­ცი­ეს და ორი­გი­ნა­ლუ­რი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კის მო­წყო­ბა გა­და­წყვი­ტეს.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ნა­პი­რო ზო­ლის კი­დევ უფრო გა­მო­ცო­ცხლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბაა.

ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის პარ­კი. პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს მო­ცუ­რა­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბის­გან, "მო­ცუ­რა­ვე კა­ფე­ე­ბის­გან" და ასე­ვე "მო­ცუ­რა­ვე ხე­ე­ბის­გან" შემ­დგარ პარკს, სა­დაც მის­ვლა პა­ტა­რა ნა­ვე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პარ­კის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ და­კავ­დნენ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით - ცურ­ვით, თევ­ზა­ო­ბით, ან უბ­რა­ლოდ, დას­ხდნენ, "მცუ­რავ კუნ­ძულ­ზე" და დატ­კბ­ნენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხე­დე­ბით.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მი­ზა­ნია ინო­ვა­ცი­უ­რი პარ­კის სა­შუ­ა­ლე­ბით, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ნია კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად აქ­ცი­ონ და ასე­ვე ისე და­ა­გეგ­მა­რონ, რომ იქ ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­მარ­თვაც იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
4

აუუ ბიძომ რა უდეა მიაწიდააა... 

სანდრო
8

ბიძინას სამოთხე

ავტორი:

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

"მცურავი ხეების" და ხელოვნური კუნძულების პარკი - დანიაში უჩვეულო დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

როცა საქმე პარკებისა და მწვანე დასასვენებელი ადგილების მოწყობას ეხება, დანიელები განსაკუთრებული კრეატივით გამოირჩევიან და ცდილობენ, რომ საზოგადოებას ინოვაციები შესთავაზონ.

როგორც copenhagenislands.com წერს, დანიელებმა შეიმუშავეს ახალი ურბანული სივრცის მოწყობის გეგმა და ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია "მცურავი პარკის" მოწყობა. პარკი ქვეყნის დედაქალაქში, კოპენჰაგენში უნდა გაკეთდეს. პარკის განსაკუთრებული ნაწილი "მცურავი ხეები" იქნებიან.

საქართველოში "მცურავი ხეები" წლებია აღარავის აკვირვებს, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, დანიელებმა იდეა ინოვაციად აქციეს და ორიგინალური დასასვენებელი პარკის მოწყობა გადაწყვიტეს.

პროექტის მიზანი ადგილობრივი სანაპირო ზოლის კიდევ უფრო გამოცოცხლება და განვითარებაა.

ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ტიპის პარკი. პროექტი მოიცავს მოცურავე ხელოვნური კუნძულებისგან, "მოცურავე კაფეებისგან" და ასევე "მოცურავე ხეებისგან" შემდგარ პარკს, სადაც მისვლა პატარა ნავებით იქნება შესაძლებელი.

პარკის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით - ცურვით, თევზაობით, ან უბრალოდ, დასხდნენ, "მცურავ კუნძულზე" და დატკბნენ შესანიშნავი ხედებით.

პროექტის ავტორების მიზანია ინოვაციური პარკის საშუალებით, უცხოელი ტურისტებისთვის დანია კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქციონ და ასევე ისე დააგეგმარონ, რომ იქ ფესტივალების გამართვაც იყოს შესაძლებელი.