პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ქართველი მეზღვაური, რომელიც ნიგერიაში მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა
4 ქართველი მეზღვაური, რომელიც ნიგერიაში მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ ნი­გე­რი­ა­ში მე­კობ­რე­ე­ბის მიერ ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბის გა­ტა­ცე­ბის სა­კი­თხზე.

რო­გორც სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ მცუ­რავ გემ­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან 4 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი, რო­მე­ლიც მე­კობ­რე­ებს გა­და­ურ­ჩა, ამ დრო­ის­თვის უსაფრ­თხო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა და დღეს და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ტო­გოს ნავ­სად­გურ ლო­მე­ში შევა.

თა­მარ იო­სე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი მე­ზღვა­უ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი მალე და­ი­წყე­ბა.

"გემთმფლო­ბე­ლი არის ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი. მან უკვე და­ი­ქი­რა­ვა კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს მე­ზღვა­უ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ტენ­სი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი პრო­ცეს­ში რო­გორც სა­ა­გენ­ტო, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გემ­ზე დარ­ჩე­ნილ ოთხ ქარ­თველ მე­ზღვა­ურს, ისი­ნი დღეს შევ­ლენ ლო­მეს პორ­ტში და და­ი­წყე­ბა დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­ზღვა­უ­რე­ბის რო­ტა­ცია მსოფ­ლი­ო­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, ვინც ამ პე­რი­ოდ­ში მო­ვა­ხერ­ხეთ მე­ზღვა­უ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ამ ოთხის დაბ­რუ­ნე­ბა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, ოღონდ ამ პრო­ცესს სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ იო­სე­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნი­გე­რი­ა­ში, პა­ნა­მის დრო­ში ქვეშ მცუ­რავ გემს მე­კობ­რე­ე­ბი 30 აპ­რილს და­ესხნენ თავს და მე­ზღვა­უ­რე­ბი გა­ი­ტა­ცეს, რო­მელ­თა შო­რი­საც სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქეა. მე­კობ­რე­ებს გა­და­ურ­ჩა გემ­ზე მყო­ფი 4 ქარ­თვე­ლი.

ავტორი:

4 ქართველი მეზღვაური, რომელიც ნიგერიაში მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა

4 ქართველი მეზღვაური, რომელიც ნიგერიაში მეკობრეების ტყვეობას გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობენ ნიგერიაში მეკობრეების მიერ ქართველი მეზღვაურების გატაცების საკითხზე.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი აცხადებს, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან 4 ქართველი მეზღვაური, რომელიც მეკობრეებს გადაურჩა, ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და დღეს დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში შევა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ოთხი მეზღვაურის საქართველოში დაბრუნების პროცედურები მალე დაიწყება.

"გემთმფლობელი არის ძალიან პასუხისმგებლიანი. მან უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. ინტენსიურად ვართ ჩართული პროცესში როგორც სააგენტო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური უწყებები. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურები. მოგეხსენებათ, მეზღვაურების როტაცია მსოფლიოში შეფერხებულია. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა, ოღონდ ამ პროცესს სჭირდება განსაკუთრებული ორგანიზება", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიაში, პანამის დროში ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები 30 აპრილს დაესხნენ თავს და მეზღვაურები გაიტაცეს, რომელთა შორისაც საქართველოს 9 მოქალაქეა. მეკობრეებს გადაურჩა გემზე მყოფი 4 ქართველი.

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ