მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღემდე საქართველოში 12 ათასამდე PCR ტესტია ჩატარებული - ამირან გამყრელიძე
დღემდე საქართველოში 12 ათასამდე PCR ტესტია ჩატარებული - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 4 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად 12 ათა­სამ­დე ტეს­ტია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე AMBEBI.GE-ს კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, და­გეგ­მი­ლია, რომ მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად 3000-მდე ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტეს­ტოს.

"ჩვენ ტეს­ტებს ვით­ვლით 4 თე­ბერ­ვლი­დან და ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენს ვებ-გვერ­დზე და „ფე­ის­ბუკ­ზე“ ქვეყ­ნდე­ბა გა­ნახ­ლე­ბა ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის. სულ დღე­ვან­დელ დღემ­დე არის 11 942 PCR ტეს­ტი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ხე­დავთ, რომ 20 აპ­რი­ლი­დან ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­და, კი­დევ და­ვა­მა­ტეთ ლა­ბო­რა­ტო­რია. პიკ­ზე იყო 859 ტეს­ტი, ეს არის პირ­ვე­ლა­დი ტეს­ტე­ბი და გან­მე­ო­რე­ბით­თან ერ­თად 900-ზე ზე­მოთ ავე­დით.

515 გვქონ­და გუ­შინ და ნაკ­ლე­ბი იყო მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ ვი­საც ზუს­ტი რი­ცხვი აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნი ტეს­ტი ტარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ის, 11 ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კეთ­დე­ბა და ბოლო 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 600-700 ტესტს სცილ­დე­ბა. და­გეგ­მი­ლია, რომ ამ თვის ბო­ლოს უნდა ავი­დეთ 1000 ტეს­ტი­რე­ბა­ზე, მა­ი­სის 10-15-სთვის და­გეგ­მი­ლი გვაქვს 1500 და შემ­დეგ ძა­ლი­ან გვინ­და, რომ თუ სიმ­ძლავ­რე­ე­ბით ამას შევ­ძლებთ, 3000 ტეს­ტი გვქონ­დეს დღე­ში, რო­მე­ლიც ის სტან­დარ­ტია, რო­მელ­საც აწარ­მო­ე­ბენ ავ­სტრია, გერ­მა­ნია, შვე­ი­ცა­რია და მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 0,6%.

"ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­შუ­ა­ლო ვართ იმ ტი­პის ქვეყ­ნებს შო­რის, რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბით ჩვენ ვართ. მი­ვის­წრაფ­ვით ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის­კენ და თუ ჩვენ ავალთ დღე­ში 2000-2500 მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, ეს იქ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ის და ავ­სტრი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მაგ­რამ ეს არ არის მა­სობ­რი­ვი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ C ჰე­პა­ტიტ­ზე ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 65% უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია, რაც და­ახ­ლო­ე­ბით, 2 მი­ლი­ონ 150 ათა­სია. ეს არის მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა. კო­ვიდ­მა „ხელი შეგ­ვი­შა­ლა“, თო­რემ 600 ათასს ვა­პი­რებ­დით და 2021 წელ­ში სრუ­ლად უნდა მოვ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ტეს­ტი­რე­ბას C ჰე­პა­ტიტ­ზე - 2 მი­ლი­ონ 800 ათას ადა­მი­ან­ზე.

არ­ცერთ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბე­ბი არ ტარ­დე­ბა. გარ­და ის­ლან­დი­ი­სა, 2-3%-ს არ სცილ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით. პა­ტი­ო­სან სი­ტყვას გაძ­ლევთ, ვი­საც დღეს სჭირ­დე­ბო­და ან სჭირ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა, ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­და ეს ტეს­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

კიკა
5

დაასვენეთ ეს კაცი ცოტა ხანი,გადაღლილია ძალიან,ბევრი უნებლიე ცდომილებები მოსდის,ეს გადაღლილობის მაჩვენებელია

ავტორი:

დღემდე საქართველოში 12 ათასამდე PCR ტესტია ჩატარებული - ამირან გამყრელიძე

დღემდე საქართველოში 12 ათასამდე PCR ტესტია ჩატარებული - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე AMBEBI.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაგეგმილია, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ყოველდღიურად 3000-მდე ადამიანი გაიტესტოს.

"ჩვენ ტესტებს ვითვლით 4 თებერვლიდან და ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდზე და „ფეისბუკზე“ ქვეყნდება განახლება ეპიდსიტუაციის. სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. ხედავთ, რომ 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა, კიდევ დავამატეთ ლაბორატორია. პიკზე იყო 859 ტესტი, ეს არის პირველადი ტესტები და განმეორებითთან ერთად 900-ზე ზემოთ ავედით.

515 გვქონდა გუშინ და ნაკლები იყო მომართვიანობა. ამიტომ ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც ის სტანდარტია, რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%.

"ამ მაჩვენებლით საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორი განვითარებით ჩვენ ვართ. მივისწრაფვით ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლისკენ და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000-2500 მაჩვენებელზე, ეს იქნება გერმანიის და ავსტრიის მაჩვენებელი. მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება ქვეყანაში მხოლოდ C ჰეპატიტზე ტარდება.

საქართველოში მოსახლეობის 65% უკვე გამოკვლეულია, რაც დაახლოებით, 2 მილიონ 150 ათასია. ეს არის მასობრივი ტესტირება. კოვიდმა „ხელი შეგვიშალა“, თორემ 600 ათასს ვაპირებდით და 2021 წელში სრულად უნდა მოვრჩენილიყავით მოზრდილი ადამიანების ტესტირებას C ჰეპატიტზე - 2 მილიონ 800 ათას ადამიანზე.

არცერთ დაავადებაზე მასობრივი ტესტირებები არ ტარდება. გარდა ისლანდიისა, 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებლით. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ცოლს აღმერთებდა... მაგრამ ამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი ცინარიძის დაკავებაზე

თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას

რა გზას გადის COVID 19-ის ვაქცინა შექმნიდან გამოყენებამდე?