მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი
რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი

ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვან უჯრე­დებს და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად იყე­ნე­ბენ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ზურ­გის ტვი­ნი­სა და თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მე­ბის, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, პარ­კინ­სო­ნის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ცე­რებ­ლა­რუ­ლი დამ­ბლის, აუ­ტიზ­მი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში ეფექ­ტი­ა­ნია.

2003 წელს მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ახალ­შო­ბილს ჭიპ­ლა­რის გარ­და დიდი ოდე­ნო­ბი­თა აქვს სარ­ძე­ვე კბი­ლებ­შიც. ამ აღ­მო­ჩე­ნას მსოფ­ლიო სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა, რად­გან მშობ­ლებს მი­ე­ცათ მე­ო­რე შან­სი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, ასე ვთქვათ, და­ე­ზღვი­ათ. სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის ამ მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი და­ნერგვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE პე­დი­ატრ ნატო ხა­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა

- გვი­ამ­ბეთ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის შე­ნახ­ვი­სა და ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა­ზე...

- ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა. ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­ცე­ლე­ბუ­ლია ახალ­შო­ბი­ლის ჭიპ­ლა­რი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის და­მუ­შა­ვე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მი­სა­ღე­ბად. თუმ­ცა არ­სე­ბობს სხვა გზე­ბიც. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ჭიპ­ლა­რის სის­ხლს ამუ­შა­ვე­ბენ, სის­ხლი სამ­შო­ბი­ა­რო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რით 24 სა­ა­თის გა­ნა­მავ­ლო­ბა­ში უნდა მოხ­ვდეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სის­ხლი და­მუ­შავ­დეს და გა­ი­ფილტროს. ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვან უჯრე­დებს გა­ყინ­ვის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

ოთახ­ში, სა­დაც გა­ყი­ნუ­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ინა­ხე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რაა. ახალ­შო­ბი­ლის მარ­კი­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი თხე­ვა­დი აზო­ტის სა­ცა­ვებ­ში 196 გრა­დუს­ზე ინა­ხე­ბა და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა მის მფლო­ბელს ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე შე­უძ­ლია. უჯრე­დე­ბის გა­ყინ­ვა -196 გრა­დუ­სამ­დე მა­შინ­ვე არ ხდე­ბა. ეს პრო­ცე­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რის მეშ­ვე­ო­ბით თან­და­თა­ნო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში უჯრე­დე­ბი მოკ­ვდე­ბა. თუ პა­ცი­ენტს უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ჭირ­დე­ბა, გა­ყი­ნუ­ლი უჯრე­დე­ბი უნდა გა­ალ­ღონ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ ეს სის­ხლი.

- რაც შე­ე­ხე­ბა სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის პრაქ­ტი­კას ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, რო­გო­რია ეს პრო­ცე­სი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბან­კი და იქ ხდე­ბა ჭიპ­ლა­რი­დან აღე­ბუ­ლი სის­ხლის შე­ნახ­ვა-და­მუ­შა­ვე­ბა. ეს პრაქ­ტი­კა წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა წლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა სარ­ძე­ვე კბი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვქო­ნია. ამ აღ­მო­ჩე­ნამ და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ადა­მი­ა­ნებს, ვი­ნაც ვერ მო­ა­ხერ­ხა ახალ­შო­ბი­ლო­ბის დროს ჭიპ­ლა­რი­დან სის­ხლის აღე­ბა, მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­ში გა­ა­კე­თონ ეს.

მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი სარ­ძე­ვე კბი­ლებ­შიც არ­სე­ბობს, თა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. თითო კბილ­ში 2000. თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ინც ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ჭიპ­ლარ­ში არ­სე­ბულს. ჭიპ­ლა­რის სის­ხლი უფრო ეფექ­ტუ­რია. პრო­ცე­დუ­რა ასე­თია: კბი­ლის პულ­პი­დან ხდე­ბა მა­სა­ლის აღე­ბა. შემ­დეგ უკვე ხდე­ბა ნე­ო­რო­ნე­ბის და იმ ორ­გა­ნოს აქ­ტი­ვო­ბის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. არის ერთი სირ­თუ­ლე, 48 სა­ა­თი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­ყი­ნუ­ლი ეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა და რაც მთა­ვა­რია, სარ­ძე­ვე კბი­ლის ამო­ღე­ბა სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში უნდა მოხ­დეს. ბავ­შვს აქვს 20 სარ­ძე­ვე კბი­ლი, რო­მელ­თა შეც­ვლაც ხდე­ბა მა­ქი­მუმ 9 წლის ასა­კამ­დე. ამ ასა­კამ­დე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა.

- ხდე­ბა თუ არა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და კურ­ნავს თუ არა იგი სიმ­სივ­ნის­გან?

- პრე­ვენ­ცი­ის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი. მას აქვს მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ახერ­ხებს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის აღ­დგე­ნას, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას.

კვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ კურ­ნავს ლიმ­ფო­მას, ლე­ი­კე­მი­ას, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს და სხვა გავ­რცე­ლე­ბულ რთულ და­ა­ვა­დე­ბებს, მაგ­რამ მთლი­ა­ნად ნე­ბის­მი­ერ სიმ­სივ­ნურ პრო­ცე­სებს რომ ამარ­ცხებ­დეს, არ მგო­ნია და ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბიც არ არის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, კო­მერ­ცი­უ­ლის გარ­და, ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კე­ბიც არ­სე­ბობს. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ბანკს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც ჭიპ­ლა­რის სის­ხლი დას­ჭირ­დე­ბა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ შე­სა­ფე­რი­სი სის­ხლის შოვ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ჭიპ­ლა­რის სის­ხლის მხო­ლოდ კო­მერ­ცი­ულ ბან­კი - “ჯე­ო­ქორ­დი", სა­დაც ჭიპ­ლა­რის სის­ხლის შეგ­რო­ვე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბის, ტეს­ტი­რე­ბი­სა და პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი კრი­ო­გე­ნუ­ლი შე­ნახ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 780 ევ­როს შე­ად­გენს. ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წელი კი 100 ევრო ჯდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი

რა დაავადებების დამარცხება შეუძლია ბავშვის სარძევე კბილებიდან აღებულ უჯრედებს - პედიატრის პასუხი

ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს დაახლოებით 25 წელია მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების დასამარცხებლად იყენებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ღეროვანი უჯრედების გამოყენება ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ტრავმების, შაქრიანი დიაბეტის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ცერებლარული დამბლის, აუტიზმისა და სხვა დაავადებების შემთხვევებში ეფექტიანია.

2003 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღეროვანი უჯრედები ახალშობილს ჭიპლარის გარდა დიდი ოდენობითა აქვს სარძევე კბილებშიც. ამ აღმოჩენას მსოფლიო სიხარულით შეხვდა, რადგან მშობლებს მიეცათ მეორე შანსი საკუთარი შვილების ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, დაეზღვიათ. სარძევე კბილების ამ მიზნით გამოყენების პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი დანერგვა სავსებით შესაძლებელია.

ამ საკითხზე AMBEBI.GE პედიატრ ნატო ხატიაშვილს ესაუბრა

- გვიამბეთ ღეროვანი უჯრედების შენახვისა და ტრანსპლანტაციის პროცედურაზე...

- ეს არ არის მარტივი პროცედურა. ყველაზე ფართოდ გავცელებულია ახალშობილის ჭიპლარიდან აღებული სისხლის დამუშავება ღეროვანი უჯრედების მისაღებად. თუმცა არსებობს სხვა გზებიც. ლაბორატორიაში, სადაც ჭიპლარის სისხლს ამუშავებენ, სისხლი სამშობიაროდან სპეციალური კონტეინერით 24 საათის განამავლობაში უნდა მოხვდეს. დაახლოებით, 2 საათია საჭირო იმისთვის, რომ სისხლი დამუშავდეს და გაიფილტროს. ერთი საათის განმავლობაში კი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს გაყინვისთვის ამზადებენ.

ოთახში, სადაც გაყინული ღეროვანი უჯრედები ინახება, შესაბამისი ტემპერატურაა. ახალშობილის მარკირებული უჯრედები თხევადი აზოტის საცავებში 196 გრადუსზე ინახება და მათი გამოყენება მის მფლობელს ცხოვრების ბოლომდე შეუძლია. უჯრედების გაყინვა -196 გრადუსამდე მაშინვე არ ხდება. ეს პროცესი სპეციალური დანადგარის მეშვეობით თანდათანობით მიმდინარეობს, ეს აუცილებელი პირობაა, სხვა შემთხვევაში უჯრედები მოკვდება. თუ პაციენტს უჯრედების გამოყენება დაჭირდება, გაყინული უჯრედები უნდა გაალღონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ეს სისხლი.

- რაც შეეხება სარძევე კბილების დამუშავების პრაქტიკას ღეროვანი უჯრედების მიღების მიზნით, როგორია ეს პროცესი?

- საქართველოში გვაქვს ჭიპლარის სისხლის ბანკი და იქ ხდება ჭიპლარიდან აღებული სისხლის შენახვა-დამუშავება. ეს პრაქტიკა წარმატებით ხორციელდება წლებია. რაც შეეხება სარძევე კბილების გამოყენებას, ჩემი ინფორმაციით, ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ გვქონია. ამ აღმოჩენამ დამატებითი შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, ვინაც ვერ მოახერხა ახალშობილობის დროს ჭიპლარიდან სისხლის აღება, მოზრდილობის ასაკში გააკეთონ ეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღეროვანი უჯრედები სარძევე კბილებშიც არსებობს, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. თითო კბილში 2000. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ჩამოუვარდება ჭიპლარში არსებულს. ჭიპლარის სისხლი უფრო ეფექტურია. პროცედურა ასეთია: კბილის პულპიდან ხდება მასალის აღება. შემდეგ უკვე ხდება ნეორონების და იმ ორგანოს აქტივობის აღდგენა, რომელიც დაზიანებულია. არის ერთი სირთულე, 48 საათი აუცილებლად უნდა იყოს გაყინული ეს ბიოლოგიური მასალა და რაც მთავარია, სარძევე კბილის ამოღება სტომატოლოგიურ კლინიკაში უნდა მოხდეს. ბავშვს აქვს 20 სარძევე კბილი, რომელთა შეცვლაც ხდება მაქიმუმ 9 წლის ასაკამდე. ამ ასაკამდე არის შესაძლებელი ამ პროცედურის ჩატარება.

- ხდება თუ არა დაავადების პრევენციისთვის ღეროვანი უჯრედების გამოყენება და კურნავს თუ არა იგი სიმსივნისგან?

- პრევენციისთვის არ გამოიყენება ღეროვანი უჯრედები. მას აქვს მკურნალობის დანიშნულება და ახერხებს დაზიანებული ორგანოების აღდგენას, გამოჯანმრთელებას.

კვლევებმა დაადგინა, რომ კურნავს ლიმფომას, ლეიკემიას, შაქრიან დიაბეტს და სხვა გავრცელებულ რთულ დაავადებებს, მაგრამ მთლიანად ნებისმიერ სიმსივნურ პროცესებს რომ ამარცხებდეს, არ მგონია და ამის შესახებ ცნობებიც არ არის.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, კომერციულის გარდა, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების სახელმწიფო ბანკებიც არსებობს. საზოგადოებრივ ბანკს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ჭიპლარის სისხლი დასჭირდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შესაფერისი სისხლის შოვნა ძალიან რთულია. საქართველოში არსებობს ჭიპლარის სისხლის მხოლოდ კომერციულ ბანკი - “ჯეოქორდი", სადაც ჭიპლარის სისხლის შეგროვების, დამუშავების, ტესტირებისა და პირველი წლის განმავლობაში მისი კრიოგენული შენახვის ღირებულება 780 ევროს შეადგენს. ყოველი შემდეგი წელი კი 100 ევრო ჯდება.

საქართველოში კორონავირუსისგან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"ერთი კოვზით ზიარებას არ შევწყვეტთ... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ექი­მე­ბო, პო­ლი­ტი­კო­სე­ბო შეეშვით ზიარების საიდუმლოს!" - დეკანოზი შალვა კეკელია

"კეთილი და ერთგული ადამიანი მოგვტაცა კორონამ..." - მოსკოვში COVID-19-ით ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა