პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს
ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ა.-ს გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლად და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ს.გ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ს.გ.-მ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აივ­ნი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თო გას­რო­ლა. გას­რო­ლი­ლი ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რებ თ.ა.-ს, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ შე­საძ­ლოა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის მიერ, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად გად­მო­ე­ცა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

საქ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ჩა­ტარ­და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კა. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა გას­რო­ლი­ლი ტყვი­ის მას­რე­ბი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა. მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი პირი. საქ­მე­ზე აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. ს.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 116-ე მუხ­ლით.

შემ­თხვე­ვა ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დედა, 50 წლის თა­მუ­ნა ან­თე­ლა­ვა ოჯახ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ფან­ჯრი­დან შე­მო­ვარ­დნი­ლი ბრმა ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე­ვე მოკ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოც-უღმერთოებს
0

ესაა ბეზპრედელი! 90-იანების ბინძური კუნთმაგარი-გონებაჩლუნგთა პარპაში! არქიფო-მაფიოზ და საპატრიარქო-კგბ-ცნიკური სიმბიოზი! უკანონობა-უსამართლობის თარეში! ძალადობის-სიძულვილის წახალისება საერო-სასულიერო ხელისუფლებებიდან! ამას ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო!...

ლერა
0

ეს პათოლოგი დეგრადირებული...რად უნდა იარაღი ამისთანა შეზოიდს....პოლიციელებზე მკაცრი მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს,არიან თუ არა ფსიქიურად ჯანმრთელები...გამოლეშა მუცელი და იმსხვერპლა ადამიანი....რამდენია საკუთარ ოჯახის წევრზე რომ ძალადობს....შეეთრევა ახლა ციხეში და მერე დიდი ამბით შეიწყალებწნ

ავტორი:

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.

ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით.

შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა. მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 50 წლის თამუნა ანთელავა ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრიდან შემოვარდნილი ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზევე მოკლა.

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს

"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს