პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის
09:09 / 09-04-2020
როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის
09:09 / 09-04-2020

მსოფ­ლიო წეს­რი­გი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს მო­ი­ცავს, დღეს­დღე­ო­ბით მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუსს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უზარ­მა­ზარ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც და­ტო­ვოს კვა­ლი.


AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ მსოფ­ლიო და სა­ქარ­თვე­ლო, და გა­მოჰ­ყო მთა­ვა­რი სფე­რო­ე­ბი, სა­დაც დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი - პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა და გა­რე­მო.



  • მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა

ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია; ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა და სა­ერ­თოდ, გლო­ბა­ლი­ზა­ცია - დგე­ბა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ?


ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის, თუ რა კვალს და­ტო­ვებს კრი­ზი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, მის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.



"მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის, ვინც 102 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კი­საა, არ გა­მო­უც­დია არა­ფე­რი მსგავ­სი, და არც არა­ვინ იცის, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს. დიდი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ცე­სი­აა სა­ხე­ზე, შე­იძ­ლე­ბა, უა­რე­სიც. ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი, ერ­თის მხრივ - დო­ნალდ ტრამპს ეს არ უნდა და მე­ო­რეს მხრივ - მისი და ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ კრი­ზის­ზე პა­სუ­ხის აშ­კა­რა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო.


ჩი­ნე­თი ბევ­რად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჰქონ­დათ, ახლა ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან, მა­თი­ვე ეკო­ნო­მი­კით, თან, იმ ყვე­ლა­ნა­ირ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ე­ბენ, რაც ყვე­ლა და­ნარ­ჩენს გვჭირ­დე­ბა


რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა არის ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, თუ ევ­რო­კავ­ში­რი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას კარ­გავს, თუ აშშ არ არის ლი­დე­რი? სულ უფრო მეტი იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კი­თხუ­ლობს - რაში გვჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი, როცა ის არ გვეხ­მა­რე­ბა, რა­ტომ უნდა ვი­ყოთ იქ?! არა­და ისი­ნი პრო­ევ­რო­პე­ლი იტა­ლი­ე­ლე­ბი არი­ან...


თუ ევ­რო­კავ­ში­რი რა­მეს არ მო­ი­ფიქ­რებს სა­ყო­ველ­თაო სო­ლი­და­რო­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, მით უფრო, იტა­ლი­ე­ლე­ბი­სა და ეს­პა­ნე­ლე­ბის­თვის, მის სა­მო­მავ­ლო არ­სე­ბო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა


მსოფ­ლიო მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა! რთუ­ლია ივა­რა­უ­დო, რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი. რაც უფრო დიდი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა, უფრო ღრმა ფეს­ვე­ბი ექ­ნე­ბა, ჩი­ნე­თი ბევ­რად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის. ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნონს ჰგავს, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და NATO-ს იდეა მთლი­ა­ნად კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე, კა­ნო­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ეკო­ნო­მი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი.



ახლა კი რა ხდე­ბა ჩი­ნე­თის მი­წა­ზე? ერთი ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმე­ბას აღ­წევს სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ვი­ღაც სხვა ჩნდე­ბა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, „ქე­შით“ სავ­სე ჩე­მოდ­ნით, უხ­დის ჩი­ნელ მომ­წო­დე­ბელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახ­ლო­ე­სი რე­ი­სით სხვა ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ. ყო­ველ­დღი­უ­რად ასე ხდე­ბა და ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნო­ნია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან.


როცა ხალ­ხი ნაკ­ლებს ფიქ­რობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ფო­კუ­სი­რე­ბას აკე­თებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ძლი­ერ­დე­ბა, მე­მარ­ჯვე­ნე­ო­ბა, ქსე­ნო­ფო­ბია... არ ვამ­ბობ, რომ ასე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რია ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის წინ ასე გან­ვი­თარ­და: პან­დე­მია, დიდი დეპ­რე­სია (პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბო­და პან­დე­მი­ას, მაგ­რამ მა­ინც), მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა, პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, ფა­შიზ­მი, მსოფ­ლიო ომი...


იმე­დია, ის­ტო­რი­ი­დან ვის­წავ­ლეთ, ასე­ვე, ვის­წავ­ლეთ ოპ­ტი­მიზ­მი და ის, თუ რო­გორ ვემ­ზა­დოთ COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღის­თვის, რო­მე­ლიც ალ­ბათ, შე­მოდ­გო­მა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, და იქ­ნებ, მე­სა­მე ტალ­ღის­თვი­საც უნდა ვემ­ზა­დოთ" - ამ­ბობს მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.



  • სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო

რა კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე რყე­ვებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და რა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში? - ამა­ზე AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია ესა­უბ­რა:



- პან­დე­მი­ამ უფრო შე­უ­წყო ხელი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რად­გან გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გე­ბი, მათ შო­რის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ხელს აძ­ლევს ასეთ ძა­ლებს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სუპ­რა­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი­დან, რო­გო­რიც ევ­რო­კავ­ში­რია, ერ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე გა­და­ვი­დეს.


პან­დე­მი­ის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი დარ­ჩე­ბა. მთავ­რო­ბე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კას და გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებს და უახ­ლო­ეს წლებ­ში მა­ინც, ძი­რი­თად ყუ­რა­დღე­ბას ეროვ­ნულ პრობ­ლე­მებს მი­აქ­ცე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს უფრო დიდი ძა­ლის­ხმე­ვის გა­ღე­ბა მო­უ­წევს, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროს, არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მხარ­და­ჭე­რის მხრივ, არა­მედ, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კას დას­ჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა.


სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გვე­ლის - ჩვენ­ნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მცი­რე ქვეყ­ნე­ბი და ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნაა და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რი კი ის მხარ­და­ჭე­რაა, რაც NATO-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ევ­რო­კავ­შირ­თან მეტი და­ახ­ლო­ე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა


რაც შე­ე­ხე­ბა შიდა პო­ლი­ტი­კას, კრი­ზი­სე­ბის დროს „ერთი დრო­შის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ ხდე­ბა, ყვე­ლა ცდი­ლობს, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ან­დეს. თუმ­ცა, ეს პე­რი­ო­დი გა­ივ­ლის და პარ­ტი­ე­ბი თა­ვი­ანთ, ჩვე­უ­ლებ­რივ დღის წეს­რიგს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, არ­ჩევ­ნე­ბი წლის ბო­ლოს მა­ინც უნდა ჩა­ტარ­დეს. შე­იც­ვა­ლა ის, რომ ამომ­რჩე­ველს აღარ აინ­ტე­რე­სებს ვიწ­რო­პარ­ტი­უ­ლი დღის წეს­რი­გე­ბი და კინ­კლა­ო­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის­გან ელო­დე­ბი­ან არა ვი­ღა­ცის კრი­ტი­კას და პო­პუ­ლის­ტურ ლო­ზუნ­გებს, არა­მედ კონ­კრე­ტულ კონ­ცეფ­ცი­ა­სა და პროგ­რა­მებს, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეთ კრი­ზი­სი­დან.


ამომ­რჩევ­ლის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ოპო­ზი­ცი­ის­გან იქ­ნე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად პარ­ტი­ებ­საც მე­ტის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ ამ კუ­თხით. ამ კრი­ზის­მა და „ერთი დრო­შის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ“ ხელი შე­უ­წყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის მეტ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.


თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით კრი­ზი­სი არ გაგ­ვივ­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რა შე­დე­გით დამ­თავ­რდე­ბა პან­დე­მია ქვეყ­ნის­თვის, არა მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის კუ­თხით და რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს მმარ­თვე­ლი ძალა პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც ჯერ არ ჩანს. პროგ­რა­მა თუ არ იქ­ნე­ბა ქმე­დი­თი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა, ბუ­მე­რან­გის ეფექ­ტი იქო­ნი­ოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რო­ბას უკან შე­მო­უბ­რუნ­დეს, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა კი მეტი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვონ" - ვა­რა­უ­დობს კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია.



  • ეკო­ნო­მი­კა

პან­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მის­ტებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი "უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­ა­კოტ­რებს, ვიდ­რე - მოკ­ლავს". გა­ე­როს პროგ­ნო­ზით, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას COVID-19-ის აფეთ­ქე­ბა მი­ნი­მუმ, 1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის აზ­რით, პან­დე­მი­ამ შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის არა­არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის წარ­მო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. წარ­მო­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­ყიდ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას ნიშ­ნავს, რაც თა­ვის მხრივ, სარ­გე­ბელს ამ­ცი­რებს, რისი შე­დე­გიც და­საქ­მე­ბის შემ­ცი­რე­ბაა.


თუ მეტი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გავს სამ­სა­ხურს, ნაკ­ლე­ბი პრო­დუქ­ტი გა­ი­ყი­დე­ბა, რაც მო­ჯა­დო­ე­ბულ წრეს ემ­სგავ­სე­ბა და შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სამ­დე მი­ვი­დეს


კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­ჩე­ნი­დან პირ­ვე­ლი 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ჩი­ნე­თის ინ­დუსტრი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, გა­ყიდ­ვე­ბი და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, 2019 წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად და­ე­ცა. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩი­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ე.წ. მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვებ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, ამ ქვე­ყა­ნას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გა­და­ა­ფა­სე­ბენ.


ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა ცდი­ლობს, ნორ­მა­ლურ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დეს, თუმ­ცა, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სი უკვე სხვა ქვეყ­ნებ­შიც გავ­რცელ­და, მათი ეკო­ნო­მი­კის გა­ჩე­რე­ბის გამო შე­საძ­ლოა, ჩი­ნეთ­მა მთა­ვა­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბი და­კარ­გოს. ასეა თუ ისე, ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ბუნ­დო­ვა­ნი მო­მავ­ლის პი­რო­ბებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­მო­მავ­ლო გათ­ვლე­ბი, არა­მედ, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს.


იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მე­ბი ყვე­ლა­ზე უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ "გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა", ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: და­ნია, სინ­გა­პუ­რი, აშშ, რუ­ან­და და ახა­ლი ზე­ლან­დია.


თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რი, გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:



- ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა მა­ინც ეკო­ნო­მი­კის ფის­კა­ლურ და მო­ნე­ტა­რულ სტი­მუ­ლი­რე­ბას მი­მარ­თავს - კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბის გა­წე­ვა, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, დღგ-ს დაბ­რუ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­და­ვა­დე­ბა და ა.შ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი წინა პლან­ზეა, რაც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი დახ­მა­რე­ბა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნებ­სა და კომ­პა­ნი­ებ­ზე, ვინც ამ დროს და­ზა­რალ­და


რად­გან უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ მოგ­ვი­წევს ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით და შემ­დეგ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ ყვე­ლაფ­რის გა­დახ­და


კვლე­ვა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ. გვქონ­და გათ­ვლი­ლი სამი სცე­ნა­რი, რა ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ტუ­რიზ­მის სექ­ტორს. პირ­ვე­ლი სცე­ნა­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ვირუ­სი მა­ი­სის ბო­ლოს დამ­თავ­რდე­ბა და ტუ­რიზ­მი აღ­დგე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ზე­გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე, მხო­ლოდ ტუ­რიზ­მის გავ­ლით, ძა­ლი­ან მცი­რე იყო - და­ახ­ლო­ე­ბით 514 მლნ დო­ლა­რის ზა­რა­ლი, რაც 1%-ით ამ­ცი­რებ­და მშპ-ს.


ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტუ­რი სცე­ნა­რია, რომ სექ­ტო­რი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი. 3 კვი­რის წინ, როცა ეს კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ, ეს სცე­ნა­რი ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რად ჩან­და, ახლა კი შე­იძ­ლე­ბა, რე­ა­ლის­ტუ­რიც ვუ­წო­დოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტუ­რიზ­მის და­ნაკ­ლი­სი 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი უნდა იყოს, რაც მშპ-ს 5.4%-ით შე­ამ­ცი­რებს. თუ ეს სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და, მხო­ლოდ ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს მშპ 2020 წელს უარ­ყო­ფით ზრდას და­ა­ფიქ­სი­რებს


ეს გან­სა­კუთ­რე­ბით რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ზე იქო­ნი­ებს დიდ გავ­ლე­ნას უმუ­შევ­რო­ბი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის და­კარ­გვის კუ­თხით - თბი­ლი­სი, აჭა­რა, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი და ალ­ბათ, იმე­რე­თი


ასე­ვე, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, დიდი და­ნაკ­ლი­სი ექ­ნე­ბათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ე­თი­დან ფუ­ლად გზავ­ნი­ლებს იღე­ბენ. გზავ­ნი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი რუ­სე­თი­დან შე­მო­დის, ასე­ვე, სა­ბერ­ძნე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან, ამე­რი­კის წი­ლიც გაზ­რდი­ლია. ყვე­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მია ფარ­თოვ­დე­ბა, მკაცრ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­მო­სავ­ლებს კარ­გა­ვენ, რაც ჩვე­ნი ემიგ­რან­ტე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ ფუ­ლად გზავ­ნი­ლებ­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას.



აქ რამ­დე­ნი­მე დაშ­ვე­ბა გვაქვს: პირ­ვე­ლი სცე­ნა­რით, 10%-ით შემ­ცირ­დე­ბა ფუ­ლა­დი შე­მო­სავ­ლე­ბი, მე­ო­რის მი­ხედ­ვით - 30%-ით და მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ში - 50%-ით. სა­ქარ­თვე­ლო და­ახ­ლო­ე­ბით 100-დან 600 მი­ლი­ო­ნამ­დე დო­ლარს და­კარ­გავს, ამას დიდი ზე­გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მოხ­მა­რე­ბა­ზე, რად­გან ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80% სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯებ­ში მი­დის. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხარ­ჯე­ბი უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, 5.5%-ით შემ­ცირ­დე­ბა.


მშპ-ზე უფრო რთუ­ლია ვა­რა­უ­დი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 2020 წელს მო­იხ­მარს ნაკ­ლებ პრო­დუქტს და ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა შემ­ცირ­დე­ბა


გა­ვა­კე­თეთ მცი­რე მა­თე­მა­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბიც - რო­გორ კავ­შირ­შია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა სხვა ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას­თან. ღია ეკო­ნო­მი­კა ვართ და ჩვენს მთა­ვარ პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ძვრე­ბი ჩვენ­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. მი­ვი­ღეთ, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის უა­რე­სი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში 2020 წელს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა 0.8%-მდე იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ISET-ის მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი მჟა­ვა­ნა­ძე.



  • რო­გორ შე­იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

კო­რო­ნა­ვირუ­სი ცვლის ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის „ენა­საც“. ვეჩ­ვე­ვით სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა აღა­რა­ვის­თვი­საა მი­სა­ღე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ში­შის ქვეშ არი­ან. სო­ცი­ო­ლო­გი იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სწო­რედ სო­ცი­ა­ლუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა AMBEBI.GE-ს:



- ვირ­ტუ­ა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი მა­ნამ­დეც იყო, მაგ­რამ ახლა დო­მი­ნან­ტუ­რი ხდე­ბა - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი, რაც სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ციფ­რულ რე­ჟიმ­ში გა­და­ერ­თო. ვცხოვ­რობთ ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სახ­ლი ოფი­სად იქცა.


პან­დე­მია როცა გა­და­ივ­ლის, ჩვენ­თვის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია უფრო ში­ნა­უ­რი და ნაც­ნო­ბი, მე­ტად გან­მსა­ზღვრე­ლი გახ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, და ეს ყვე­ლა­ფე­რი დარ­ჩე­ბა უფრო დიდი დო­ზით, ვიდ­რე მა­ნამ­დე იყო


მე­ო­რეა, რომ ცხა­დია, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს. აქ იკ­ვე­თე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი, რო­მელ­საც შეგ­ვიძ­ლია, დეპ­რე­სი­უ­ლიც ვუ­წო­დოთ, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით აშ­კა­რაა ქარ­თვე­ლე­ბის ან ქარ­თვე­ლე­ბის­ნა­ი­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი ერე­ბის მა­გა­ლით­ზე;


ჩვენ ძა­ლი­ან ღრმად ვართ ჩარ­თუ­ლი, ასე ვთქვათ, ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბის კულ­ტუ­რა­ში, იქ­ნე­ბა ეს ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, გა­და­კოც­ნა, ხე­ლის გა­დახ­ვე­ვა, ჩა­ხუ­ტე­ბა თუ სხვა. არ გვყოფ­ნის მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ფი­ზი­კუ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც ახლა აკ­რძა­ლუ­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ორ მეტრზე ახ­ლოს ერ­თმა­ნეთს არ უახ­ლოვ­დე­ბი­ან, ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე და გა­დახ­ვე­ვა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. რო­გორც ჩანს, ამას ძა­ლი­ან მძი­მედ გან­ვიც­დით. ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ემო­ცი­უ­რი და­მა­ტე­ბა იყო, რო­მე­ლიც ურ­თი­ერ­თო­ბას უფრო და­მა­ჯე­რე­ბელს და სან­დოს ხდი­და, ახლა კი ეს ტაბუ მათ უფრო გა­უ­ცხო­ე­ბულს და მშრალს ხდის.



ეს ვირუ­სი უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტე­ბად გვა­ყა­ლი­ბებს, თუმ­ცა, ძნე­ლია თქმა, რამ­დე­ნად დარ­ჩე­ბა ასე შემ­დგომ­შიც. ამას გარ­და, კი­დევ მოხ­და სა­ინ­ტე­რე­სო რამ, რომ გან­ტვირ­თვის ფუნ­ქცი­ამ სახ­ლი­დან გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლა, ანუ თუ მა­ნამ­დე სახ­ლი, ოჯა­ხი ით­ვლე­ბო­და გან­ტვირ­თვის ცენ­ტრად და ეს იყო ფუ­ფუ­ნე­ბა, ახლა გა­რეთ გას­ვლაა ფუ­ფუ­ნე­ბა. ალ­ბათ, ეს გა­და­ი­ლა­ხე­ბა და ისევ და­უბ­რუნ­დე­ბა სახ­ლს გან­ტვირ­თვის ფუნ­ქცია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა.


სა­ინ­ტე­რე­სო სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა ისი­ცაა, რომ პრო­ფე­სი­ე­ბის გა­და­ფა­სე­ბა მოხ­და. ჩემი აზ­რით, ის პრო­ფე­სი­ე­ბი და­ფას­დე­ბა, რომ­ლე­ბიც უფრო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას მო­ი­თხოვს, არ სჭირ­დე­ბა ფარ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, და ასე­ვე, ე.წ. უნი­ვერ­სა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ე­ბი, ანუ, კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­შიც სა­ჭი­რო­ნი" - გვე­უბ­ნე­ბა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.




  • მწვა­ნე პო­ლი­ტი­კა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მი­ის დროს მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე შემ­ცირ­და, მწვა­ნე პო­ლი­ტი­კის მკვლე­ვა­რის, გი­ორ­გი ცინ­ცა­ძის თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­ლე­ნით ისეთ ცვლი­ლე­ბებს ვერ ვხე­დავთ, რაც გა­რე­მოს დაც­ვის კუ­თხით დე­და­მი­წა­ზე კვალს და­ტო­ვებს.


"კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე ისაა, რაც ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბას მოჰ­ყვე­ბა - სა­წარ­მო პრო­ცე­სე­ბი შე­ი­ზღუ­და ევ­რო­პა­შიც და ჩი­ნეთ­შიც, ყველ­გან, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ამას მოჰ­ყვა ემი­სი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბაც, მათ შო­რის, ატ­მოს­ფე­რუ­ლი ემი­სი­ე­ბის, სით­ბუ­რი გა­ზე­ბის შემ­ცი­რე­ბა და ა.შ. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ და ფის­კა­ლურ შოკს მოს­დევს.



მე­ო­რე გავ­ლე­ნა - სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლის გამო მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღარ და­დი­ან მან­ქა­ნით, ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია და მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემი­სი­ე­ბიც, მათ შო­რის, თუნ­დაც, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­მო­ნა­ბოლ­ქვთან ასო­ცი­რე­ბუ­ლი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბიც, მცირ­დე­ბა.


ზე­და­პი­რუ­ლად ვი­ღებთ სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა და­ა­სუფ­თა­ვა ჩვე­ნი გა­რე­მო - და­სავ­ლეთ­შიც სა­ნა­პი­რო­ე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ყუ­რე­ე­ბი გა­იწ­მინ­და. თუმ­ცა, ეს ზე­და­პი­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ტა­ნა არა ეკო­ნო­მი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რის ან წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბამ, არა­მედ, წარ­მო­ე­ბის და მოხ­მა­რე­ბის ჯაჭ­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბამ.


ფუნ­და­მენ­ტუ­რად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა იმა­ში, თუ რო­გორ ვა­წარ­მო­ებთ და მო­ვიხ­მართ პრო­დუქ­ტებს, უბ­რა­ლოდ, ნაკ­ლებს მო­ვიხ­მართ და ნაკ­ლებს ვა­წარ­მო­ებთ


ეს მწვა­ნე პო­ლი­ტი­კის ან მდგრა­დი ეკო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვან წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. თუ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე და ღრმა ეკო­ლო­გი­ურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, რის წი­ნა­შეც მსოფ­ლიო და ჩვენც ვდგა­ვართ, ამას სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­სა და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს შო­რის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ჯაჭ­ვე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა და მათ­ზე გა­აზ­რე­ბუ­ლად ზე­მოქ­მე­დე­ბა, და არა ის, რომ რა­ღაც გარე შოკი მოხ­და და ამან მე­ქა­ნი­კუ­რად რა­ღაც შე­ამ­ცი­რა.



სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­რე­მოს დაც­ვა­სა და მწვა­ნე პო­ლი­ტი­კა­ზე, ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - დარ­ჩე­ბა მე­ქა­ნი­კურ შო­კად თუ გა­და­იქ­ცე­ვა პრო­დუქ­ტი­ულ, კო­ლექ­ტი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბად, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში უფრო ღრმა და ფარ­თო თე­მებს გაგ­ვა­აზ­რე­ბი­ნებს. ტრან­ზი­ცია სა­მარ­თლი­ა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უნდა იყოს და მას მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი არ უნდა შე­ე­წი­როს. ასე რომ, ჯერ არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს, ვი­ფიქ­როთ, რომ ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მდგრა­დი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა.


ისიც უნდა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ეკო­ლო­გი­უ­რად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, „საქ­ნახ­ში­რი“ ტყი­ბულ­ში და „ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ ჭი­ა­თუ­რა­ში, მუ­შა­ო­ბას არ წყვე­ტენ - მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში არი­ან კომ­პა­ნი­ე­ბის სი­ა­ში, რო­მელ­თაც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ ეხე­ბათ და წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ­თან კი­დევ უფრო ირო­ნი­უ­ლი გა­მო­დის იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ გა­რე­მომ ამო­ი­სუნ­თქა", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე.


ილუსტრა­ცი­ე­ბი და ტექ­სტი ეკა აბა­ში­ძე


მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
2

ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა

2×2
8

მთელ მსოფლიოში ისეთი ეკონომიკური კრიზისი დგება, რომ ეს ვირუსი გადაივლის თუ არა, მაშინვე ომები გაჩაღდება ქვეყნებს შორის. აქამდე არ ინდობდნენ ერთმანეთს და ეხლა ხომ საერთოდ....

ავტორი:

როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის

როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის

მსოფლიო წესრიგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, დღესდღეობით მთლიანად კორონავირუსს ექვემდებარება. უზარმაზარმა ცვლილებებმა შესაძლოა, პანდემიის დამარცხების შემდეგაც დატოვოს კვალი.


AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი იქნება კორონავირუსის შემდეგ მსოფლიო და საქართველო, და გამოჰყო მთავარი სფეროები, სადაც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი - პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოებრივი ცხოვრება და გარემო.



  • მსოფლიო პოლიტიკა

ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების ინტეგრაცია; ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო, თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, გლობალიზაცია - დგება თუ არა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ?


ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ის, თუ რა კვალს დატოვებს კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.



"მსოფლიოში არავის, ვინც 102 წელზე ნაკლები ასაკისაა, არ გამოუცდია არაფერი მსგავსი, და არც არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს. დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესიაა სახეზე, შეიძლება, უარესიც. ცხადად ვხედავთ, რომ აშშ-მა მსოფლიო ლიდერობის ყველანაირ როლზე თქვა უარი, ერთის მხრივ - დონალდ ტრამპს ეს არ უნდა და მეორეს მხრივ - მისი და ფედერალური მთავრობის მიერ კრიზისზე პასუხის აშკარა არაკომპეტენტურობის გამო.


ჩინეთი ბევრად უკეთ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული პასუხი ჰქონდათ, ახლა ძლიერ პოზიციაზე არიან, მათივე ეკონომიკით, თან, იმ ყველანაირ აღჭურვილობას აწარმოებენ, რაც ყველა დანარჩენს გვჭირდება


რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა არის ტრანსატლანტიკური ალიანსი, თუ ევროკავშირი ერთსულოვნებას კარგავს, თუ აშშ არ არის ლიდერი? სულ უფრო მეტი იტალიელი პოლიტიკოსი კითხულობს - რაში გვჭირდება ევროკავშირი, როცა ის არ გვეხმარება, რატომ უნდა ვიყოთ იქ?! არადა ისინი პროევროპელი იტალიელები არიან...


თუ ევროკავშირი რამეს არ მოიფიქრებს საყოველთაო სოლიდარობის საჩვენებლად, მით უფრო, იტალიელებისა და ესპანელებისთვის, მის სამომავლო არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება


მსოფლიო მთლიანად იცვლება! რთულია ივარაუდო, რა იქნება შემდეგი. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, უფრო ღრმა ფესვები ექნება, ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ჯუნგლების კანონს ჰგავს, ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის და NATO-ს იდეა მთლიანად კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, საერთო ინტერესებზე, კანონებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზეა აგებული.



ახლა კი რა ხდება ჩინეთის მიწაზე? ერთი ქვეყანა შეთანხმებას აღწევს სამედიცინო აღჭურვილობის დიდ რაოდენობაზე, ვიღაც სხვა ჩნდება, პირდაპირი მნიშვნელობით, „ქეშით“ სავსე ჩემოდნით, უხდის ჩინელ მომწოდებელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახლოესი რეისით სხვა ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ. ყოველდღიურად ასე ხდება და ეს ჯუნგლების კანონია, რადგან ადამიანები პანიკაში არიან.


როცა ხალხი ნაკლებს ფიქრობს თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ფოკუსირებას აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად, ნაციონალიზმი ძლიერდება, მემარჯვენეობა, ქსენოფობია... არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ისტორია ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ ასე განვითარდა: პანდემია, დიდი დეპრესია (პირდაპირ არ უკავშირდებოდა პანდემიას, მაგრამ მაინც), მემარჯვენე ნაციონალიზმის აღორძინება, პროტექციონიზმი, ფაშიზმი, მსოფლიო ომი...


იმედია, ისტორიიდან ვისწავლეთ, ასევე, ვისწავლეთ ოპტიმიზმი და ის, თუ როგორ ვემზადოთ COVID-19-ის მეორე ტალღისთვის, რომელიც ალბათ, შემოდგომაზე დაბრუნდება, და იქნებ, მესამე ტალღისთვისაც უნდა ვემზადოთ" - ამბობს მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში.



  • საქართველო და მსოფლიო

რა კავშირი შეიძლება იყოს მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე რყევებსა და საქართველოს შორის და რა შეიძლება შეიცვალოს საშინაო პოლიტიკაში? - ამაზე AMBEBI.GE-ს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია ესაუბრა:



- პანდემიამ უფრო შეუწყო ხელი ნაციონალისტური პოლიტიკური ძალების გააქტიურებას, რადგან გლობალიზაციის შედეგები, მათ შორის პანდემიის გავრცელება, ხელს აძლევს ასეთ ძალებს. არაა გამორიცხული, ძირითადი აქცენტი სუპრანაციონალური წარმონაქმნებიდან, როგორიც ევროკავშირია, ერ-სახელმწიფოებზე გადავიდეს.


პანდემიის შემდეგ სერიოზული სოციალური, ეკონომიკური პრობლემები დარჩება. მთავრობები ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ საერთაშორისო პოლიტიკას და გლობალურ პრობლემებს და უახლოეს წლებში მაინც, ძირითად ყურადღებას ეროვნულ პრობლემებს მიაქცევენ. საქართველოსნაირ პატარა სახელმწიფოს უფრო დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევს, რათა საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიპყროს, არა მხოლოდ პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის მხრივ, არამედ, განსაკუთრებით ეკონომიკას დასჭირდება დახმარება.


სერიოზული კონკურენცია გველის - ჩვენნაირ მდგომარეობაში მცირე ქვეყნები და ბევრი განვითარებადი ქვეყანაა და ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. მთავარი კი ის მხარდაჭერაა, რაც NATO-ში ინტეგრაციისა და ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის გვჭირდება


რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, კრიზისების დროს „ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება“ ხდება, ყველა ცდილობს, საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანდეს. თუმცა, ეს პერიოდი გაივლის და პარტიები თავიანთ, ჩვეულებრივ დღის წესრიგს დაუბრუნდებიან, არჩევნები წლის ბოლოს მაინც უნდა ჩატარდეს. შეიცვალა ის, რომ ამომრჩეველს აღარ აინტერესებს ვიწროპარტიული დღის წესრიგები და კინკლაობები, პოლიტიკური აქტორებისგან ელოდებიან არა ვიღაცის კრიტიკას და პოპულისტურ ლოზუნგებს, არამედ კონკრეტულ კონცეფციასა და პროგრამებს, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან.


ამომრჩევლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციისგან იქნება შემოთავაზებული წინადადება თუ ხელისუფლებისგან და სავარაუდოდ, მათი ყურადღების მისაპყრობად პარტიებსაც მეტის გაკეთება მოუწევთ ამ კუთხით. ამ კრიზისმა და „ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებამ“ ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ ლიდერების მეტ ლეგიტიმაციას საზოგადოებაში.


თუმცა, ჯერჯერობით კრიზისი არ გაგვივლია. მნიშვნელოვანი იქნება, რა შედეგით დამთავრდება პანდემია ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პირობების კუთხით და რამდენად მოახერხებს მმართველი ძალა პოსტკრიზისული პროგრამის შეთავაზებას, რომელიც ჯერ არ ჩანს. პროგრამა თუ არ იქნება ქმედითი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული, შეიძლება, ბუმერანგის ეფექტი იქონიოს და ეს ყველაფერი მთავრობას უკან შემოუბრუნდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა კი მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ" - ვარაუდობს კორნელი კაკაჩია.



  • ეკონომიკა

პანდემიის დაწყებისთანავე მსოფლიო ეკონომისტებმა ივარაუდეს, რომ კორონავირუსი "უფრო მეტ ადამიანს გააკოტრებს, ვიდრე - მოკლავს". გაეროს პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკას COVID-19-ის აფეთქება მინიმუმ, 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პანდემიამ შესაძლოა, ეკონომიკური საქმიანობის არაარსებითი ნაწილის წარმოების შემცირებას შეუწყოს ხელი. წარმოების შემცირება გაყიდვების შემცირებას ნიშნავს, რაც თავის მხრივ, სარგებელს ამცირებს, რისი შედეგიც დასაქმების შემცირებაა.


თუ მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ნაკლები პროდუქტი გაიყიდება, რაც მოჯადოებულ წრეს ემსგავსება და შესაძლოა, ეკონომიკურ კრიზისამდე მივიდეს


კორონავირუსის გაჩენიდან პირველი 2 თვის განმავლობაში, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ჩინეთის ინდუსტრიული წარმოება, გაყიდვები და ინვესტიციები, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად დაეცა. ვარაუდობენ, რომ ჩინეთზე დამოკიდებული კომპანიები, რომლებიც ე.წ. მიწოდების ჯაჭვებში არიან ჩართულნი, ამ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობას გადააფასებენ.


ჩინეთის ეკონომიკა ცდილობს, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, თუმცა, რადგან კორონავირუსი უკვე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მათი ეკონომიკის გაჩერების გამო შესაძლოა, ჩინეთმა მთავარი სავაჭრო პარტნიორები დაკარგოს. ასეა თუ ისე, ექსპერტების ვარაუდით, ბუნდოვანი მომავლის პირობებში კომპანიების გადაწყვეტილებებს არა გრძელვადიანი სამომავლო გათვლები, არამედ, ამჟამად არსებული გარემოებები განსაზღვრავს.


იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური სისტემები ყველაზე უმტკივნეულოდ "გამოჯანმრთელდება", ექსპერტების ვარაუდით, ასე გამოიყურება: დანია, სინგაპური, აშშ, რუანდა და ახალი ზელანდია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევები მიუთითებს, როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ეკონომიკური მომავალი კორონავირუსის შემდეგ. ორგანიზაციის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, გიორგი მჟავანაძე სავარაუდო სცენარების შესახებ AMBEBI.GE-ს უყვება:



- ყველა განვითარებული ქვეყანა მაინც ეკონომიკის ფისკალურ და მონეტარულ სტიმულირებას მიმართავს - კომპანიებისთვის შეღავათების გაწევა, ჩვენს შემთხვევაში, დღგ-ს დაბრუნება, სხვადასხვა საშემოსავლო გადასახადის გადავადება და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური პრობლემები წინა პლანზეა, რაც არ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ნებისმიერი დახმარება მიმართული უნდა იყოს ადამიანებსა და კომპანიებზე, ვინც ამ დროს დაზარალდა


რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოგვიწევს ჩვენი რესურსებით და შემდეგ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ამ ყველაფრის გადახდა


კვლევა რამდენიმე მიმართულებით ჩავატარეთ. გვქონდა გათვლილი სამი სცენარი, რა ზიანი მიადგება კორონავირუსის გამო ტურიზმის სექტორს. პირველი სცენარი ითვალისწინებს, რომ ვირუსი მაისის ბოლოს დამთავრდება და ტურიზმი აღდგება, ამ შემთხვევაში ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მხოლოდ ტურიზმის გავლით, ძალიან მცირე იყო - დაახლოებით 514 მლნ დოლარის ზარალი, რაც 1%-ით ამცირებდა მშპ-ს.


ყველაზე პესიმისტური სცენარია, რომ სექტორი მთელი წლის განმავლობაში იქნება შეჩერებული. 3 კვირის წინ, როცა ეს კვლევა ჩავატარეთ, ეს სცენარი ძალიან პესიმისტურად ჩანდა, ახლა კი შეიძლება, რეალისტურიც ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში, ტურიზმის დანაკლისი 2 მილიარდი დოლარი უნდა იყოს, რაც მშპ-ს 5.4%-ით შეამცირებს. თუ ეს სცენარი განვითარდა, მხოლოდ ტურიზმის სექტორის გავლით საქართველოს მშპ 2020 წელს უარყოფით ზრდას დააფიქსირებს


ეს განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონზე იქონიებს დიდ გავლენას უმუშევრობისა და შემოსავლების დაკარგვის კუთხით - თბილისი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი და ალბათ, იმერეთი


ასევე, ჩვენი ვარაუდით, დიდი დანაკლისი ექნებათ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთიდან ფულად გზავნილებს იღებენ. გზავნილების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, ასევე, საბერძნეთიდან და იტალიიდან, ამერიკის წილიც გაზრდილია. ყველა ამ ქვეყანაში პანდემია ფართოვდება, მკაცრდება ეკონომიკური პოლიტიკა, მოქალაქეები შემოსავლებს კარგავენ, რაც ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე იქონიებს გავლენას.



აქ რამდენიმე დაშვება გვაქვს: პირველი სცენარით, 10%-ით შემცირდება ფულადი შემოსავლები, მეორის მიხედვით - 30%-ით და მესამე შემთხვევაში - 50%-ით. საქართველო დაახლოებით 100-დან 600 მილიონამდე დოლარს დაკარგავს, ამას დიდი ზეგავლენა ექნება მოხმარებაზე, რადგან ფულადი გზავნილების დაახლოებით 80% სამომხმარებლო ხარჯებში მიდის. ჩვენი გათვლებით, სამომხმარებლო ხარჯები უკიდურეს შემთხვევაში, 5.5%-ით შემცირდება.


მშპ-ზე უფრო რთულია ვარაუდი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა 2020 წელს მოიხმარს ნაკლებ პროდუქტს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კეთილდღეობა შემცირდება


გავაკეთეთ მცირე მათემატიკური გათვლებიც - როგორ კავშირშია საქართველოს ეკონომიკა სხვა ქვეყნების ეკონომიკასთან. ღია ეკონომიკა ვართ და ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყნებში მომხდარი ეკონომიკური ძვრები ჩვენზეც ახდენს გავლენას. მივიღეთ, რომ გლობალური პანდემიის უარესი სცენარის შემთხვევაში 2020 წელს ეკონომიკური ზრდა 0.8%-მდე იქნება" - ამბობს ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე.



  • როგორ შეიცვლება საზოგადოება?

კორონავირუსი ცვლის ადამიანებს შორის ურთიერთობის „ენასაც“. ვეჩვევით სოციალურ დისტანცირებას, ხელის ჩამორთმევა აღარავისთვისაა მისაღები, ადამიანები ყოველდღიურად შიშის ქვეშ არიან. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სწორედ სოციალური ტრანსფორმაციების შესახებ ესაუბრა AMBEBI.GE-ს:



- ვირტუალური კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მანამდეც იყო, მაგრამ ახლა დომინანტური ხდება - გადაწყვეტილებების მიღება, პროექტების განხორციელება, ყველაფერი, რაც სოციალურ ცხოვრებას უკავშირდება, ციფრულ რეჟიმში გადაერთო. ვცხოვრობთ ვითარებაში, რომლის ფარგლებშიც სახლი ოფისად იქცა.


პანდემია როცა გადაივლის, ჩვენთვის დიგიტალიზაცია უფრო შინაური და ნაცნობი, მეტად განმსაზღვრელი გახდება სოციალური ცხოვრებისთვის, და ეს ყველაფერი დარჩება უფრო დიდი დოზით, ვიდრე მანამდე იყო


მეორეა, რომ ცხადია, ციფრული ტექნოლოგიები რეალურ ურთიერთობებს ვერ ჩაანაცვლებს. აქ იკვეთება საინტერესო მომენტი, რომელსაც შეგვიძლია, დეპრესიულიც ვუწოდოთ, რომელიც განსაკუთრებით აშკარაა ქართველების ან ქართველებისნაირი ტემპერამენტიანი ერების მაგალითზე;


ჩვენ ძალიან ღრმად ვართ ჩართული, ასე ვთქვათ, ფიზიკური შეხების კულტურაში, იქნება ეს ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, ხელის გადახვევა, ჩახუტება თუ სხვა. არ გვყოფნის მხოლოდ სიტყვიერი კომუნიკაცია, ფიზიკურიც მნიშვნელოვანია, რაც ახლა აკრძალულია. ადამიანები ორ მეტრზე ახლოს ერთმანეთს არ უახლოვდებიან, ხელის ჩამორთმევაზე და გადახვევაზე საუბარი ზედმეტია. როგორც ჩანს, ამას ძალიან მძიმედ განვიცდით. ფიზიკური შეხება კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ემოციური დამატება იყო, რომელიც ურთიერთობას უფრო დამაჯერებელს და სანდოს ხდიდა, ახლა კი ეს ტაბუ მათ უფრო გაუცხოებულს და მშრალს ხდის.



ეს ვირუსი უფრო ინდივიდუალისტებად გვაყალიბებს, თუმცა, ძნელია თქმა, რამდენად დარჩება ასე შემდგომშიც. ამას გარდა, კიდევ მოხდა საინტერესო რამ, რომ განტვირთვის ფუნქციამ სახლიდან გარეთ გადაინაცვლა, ანუ თუ მანამდე სახლი, ოჯახი ითვლებოდა განტვირთვის ცენტრად და ეს იყო ფუფუნება, ახლა გარეთ გასვლაა ფუფუნება. ალბათ, ეს გადაილახება და ისევ დაუბრუნდება სახლს განტვირთვის ფუნქცია, მაგრამ ჯერჯერობით ასეა.


საინტერესო სოციალური ცვლილება ისიცაა, რომ პროფესიების გადაფასება მოხდა. ჩემი აზრით, ის პროფესიები დაფასდება, რომლებიც უფრო ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობას მოითხოვს, არ სჭირდება ფართო სოციალური ქსელები, და ასევე, ე.წ. უნივერსალური მნიშვნელობის პროფესიები, ანუ, კრიზისულ ვითარებაშიც საჭირონი" - გვეუბნება კაჭკაჭიშვილი.




  • მწვანე პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში დაბინძურების დონე შემცირდა, მწვანე პოლიტიკის მკვლევარის, გიორგი ცინცაძის თქმით, კორონავირუსის გავლენით ისეთ ცვლილებებს ვერ ვხედავთ, რაც გარემოს დაცვის კუთხით დედამიწაზე კვალს დატოვებს.


"კორონავირუსის პირველი გავლენა გარემოზე ისაა, რაც ეკონომიკური აქტივობის შემცირებას მოჰყვება - საწარმო პროცესები შეიზღუდა ევროპაშიც და ჩინეთშიც, ყველგან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. ამას მოჰყვა ემისიების შემცირებაც, მათ შორის, ატმოსფერული ემისიების, სითბური გაზების შემცირება და ა.შ. თუმცა, ეს ყველა ეკონომიკურ და ფისკალურ შოკს მოსდევს.



მეორე გავლენა - საკარანტინე რეჟიმზე გადასვლის გამო მოხმარების შემცირებაა, მოქალაქეები აღარ დადიან მანქანით, ყველაფერი დაკეტილია და მოხმარებასთან დაკავშირებული ემისიებიც, მათ შორის, თუნდაც, საავტომობილო გამონაბოლქვთან ასოცირებული დამაბინძურებლებიც, მცირდება.


ზედაპირულად ვიღებთ სიტუაციას, რომ კორონავირუსმა დაასუფთავა ჩვენი გარემო - დასავლეთშიც სანაპიროები, მდინარეები, ყურეები გაიწმინდა. თუმცა, ეს ზედაპირული ცვლილებები მოიტანა არა ეკონომიკური სტრუქტურის ან წარმოებისა და მოხმარების რეჟიმის ცვლილებამ, არამედ, წარმოების და მოხმარების ჯაჭვების შემცირებამ.


ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა იმაში, თუ როგორ ვაწარმოებთ და მოვიხმართ პროდუქტებს, უბრალოდ, ნაკლებს მოვიხმართ და ნაკლებს ვაწარმოებთ


ეს მწვანე პოლიტიკის ან მდგრადი ეკოლოგიური რეჟიმის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება. თუ კლიმატის ცვლილებაზე და ღრმა ეკოლოგიურ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რის წინაშეც მსოფლიო და ჩვენც ვდგავართ, ამას სჭირდება ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოს შორის ურთიერთდამოკიდებულების, ჯაჭვების ურთიერთობების გააზრება და მათზე გააზრებულად ზემოქმედება, და არა ის, რომ რაღაც გარე შოკი მოხდა და ამან მექანიკურად რაღაც შეამცირა.



საბოლოო ჯამში, რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი გარემოს დაცვასა და მწვანე პოლიტიკაზე, ამაზე იქნება დამოკიდებული - დარჩება მექანიკურ შოკად თუ გადაიქცევა პროდუქტიულ, კოლექტიურ გამოცდილებად, რომელიც ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში უფრო ღრმა და ფართო თემებს გაგვააზრებინებს. ტრანზიცია სამართლიანი, დემოკრატიული უნდა იყოს და მას მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები არ უნდა შეეწიროს. ასე რომ, ჯერ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ცვლილებები მდგრადი და გრძელვადიანი იქნება.


ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე ეკოლოგიურად დამაზიანებელი და ინტენსიური სამუშაოები, მაგალითად, „საქნახშირი“ ტყიბულში და „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, მუშაობას არ წყვეტენ - მთავრობის დადგენილებებში არიან კომპანიების სიაში, რომელთაც საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული შეზღუდვები არ ეხებათ და წიაღისეულის მოპოვებას აგრძელებენ. ამის გათვალისწინებით, ჩვენთან კიდევ უფრო ირონიული გამოდის იმაზე საუბარი, რომ გარემომ ამოისუნთქა", - გვეუბნება გიორგი ცინცაძე.


ილუსტრაციები და ტექსტი ეკა აბაშიძე


"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"