კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ - ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ს ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.
საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი აქამდე 36 იყო.
აღსანიშნავია, რომ გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი უკვე 174-ს აღწევს. პაციენტთაგან ორი გარდაიცვალა
Ჩემო ტკბილო ხადლო, ნუ ხარᲗ ᲨეᲨინებულები, იყავიᲗ ფრᲗხილები, ეს ᲦმერᲗისგან დაᲨვებულია და წინ ბევრი სასწაული გველის. საქარᲗველო აუცილებლად გაბრწყინდება. Ჩვენი მრავალᲭირნახული ხალხი აუცილებლად გაიხარებს. გვᲨია, გვწყურია, მაგრამ ეს ყველაფერი Ძალიან მალე Შეიცვლება უკეᲗესობისკენ. ხო კარგად დავინახეᲗ როგორ მოგვენატრა ერᲗმანეᲗი?