სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს
ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს. ამის შე­სა­ხებ kommersant.ru წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ზე, მათ შო­რის დამ­ცავ ნიღ­ბებ­ზე, ტესტ-სის­ტე­მებ­სა და სა­სუნ­თქ აპა­რა­ტებ­ზე.

kommersant.ru-ს ცნო­ბით, ბე­ლო­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მსგავ­სი თხოვ­ნით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, დსთ-ს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­სა და თურ­ქმე­ნეთ­საც მი­მარ­თა.

"ასე­თი სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად - ქვეყ­ნი­დან სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" – ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, არც ისე დიდი ხნის წინ, ბე­ლო­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას არ აღი­ა­რებ­და და მას "მა­სობ­რი­ვი ფსი­ქო­ზი" უწო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებ­და რუ­სეთ­საც COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თი თა­ვად არის დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე.

2 აპ­რი­ლის სა­ღა­მოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთ დღე-ღა­მე­ში მას და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 771 ახა­ლი შემ­თხვე­ვა აქვს; მთლი­ა­ნო­ბა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვუ­რი­სის 3548 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, აქე­დან 30 გარ­და­იც­ვა­ლა.

თუმ­ცა, მე­დია, რო­მე­ლიც კრემ­ლის მიერ არ კონ­ტროლ­დე­ბა, წერს, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ბევ­რად მძი­მეა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ათასს აჭარ­ბებს.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რივ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ აღი­ა­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა გა­ზეთ "Деловой интерес"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ანას­ტა­სია პეტ­რო­ვა.

"თუ იცო­დით, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, რა­ტომ დუმ­დით ამა­ზე?.. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვა, რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან ყო­ვე­ლი კონ­ტაქ­ტი სა­ხი­ფა­თოა... გთხოვთ, ნუ მო­ა­ტყუ­ებთ ხალ­ხს.." - ამ­ბობს პერ­მის გუ­ბერ­ნა­ტო­რი დმიტ­რი მა­ხო­ნი­ნი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს ცხედ­რის გა­და­ცე­მა­ში და­ეხ­მა­რა.

1-ელ აპ­რილს მხა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ოქ­სა­ნა მელე­ხო­ვა იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ პეტ­რო­ვას პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზით მკურ­ნა­ლობ­დნენ, რო­გორც ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე პა­ცი­ენტს. მისი პირ­ვე­ლა­დი ანა­ლი­ზე­ბი ეჭვს იწ­ვევ­და, ამი­ტომ გან­მე­ო­რე­ბით ანა­ლი­ზის­თვის, ფე­დე­რა­ლურ ცეტრში გაგ­ზავ­ნეს.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ბოლო მე­სი­ჯი ახ­ლობ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით 24 მარტს გა­უგ­ზავ­ნა – "ტემ­პე­რა­ტუ­რა 38-ს გა­დას­ცდა. უა­რე­სად მახ­ვე­ლებს... მო­ვიდ­ნენ რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი და სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი მო­ი­ტა­ნეს. სის­ხლი ამი­ღეს ვე­ნი­დან და მი­თხრეს, რომ ჯერ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა არ მჭირ­დე­ბა... თუ ვი­თა­რე­ბა გა­გი­უ­ა­რეს­დე­ბა, აქვე ვარ­თო. თავს გა­უფრ­ხილ­დით ყვე­ლა!.." - წერ­და ის.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პერ­მის მხა­რე­ში ვირუ­სის 14 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ­გან ორი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
shako
28
ესენი ჩარჩენილი არიან 80 იანებში.
სააკაძე
94

ერთი ათასად!!!

ავტორი:

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

ბელორუსის პრეზიდენტი რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ kommersant.ru წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების ცნობით, საუბარია სამედიცინო აღჭურვილობაზე, მათ შორის დამცავ ნიღბებზე, ტესტ-სისტემებსა და სასუნთქ აპარატებზე.

kommersant.ru-ს ცნობით, ბელორუსის ხელისუფლებამ მსგავსი თხოვნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დსთ-ს ყველა ქვეყანას, ასევე უკრაინასა და თურქმენეთსაც მიმართა.

"ასეთი საკითხების გადასაწყვეტად რუსეთის ფედერაციის სპეციალური ნებართვაა საჭირო, თუმცა, საქმე ის არის, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენიმე ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად - ქვეყნიდან სამედიცინო პროდუქციის გატანა აკრძალულია" – ნათქვამია რუსეთის ფედერაციის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, არც ისე დიდი ხნის წინ, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კორონავირუსის პანდემიას არ აღიარებდა და მას "მასობრივი ფსიქოზი" უწოდა.

შესაბამისად, მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთსაც COVID-19-ის პრევენციისთვის ჩატარებული ღონისძიებების გამო. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი თავად არის დიდი პრობლემების წინაშე.

2 აპრილის საღამოს მონაცემებით, ერთ დღე-ღამეში მას დაინფიცირების 771 ახალი შემთხვევა აქვს; მთლიანობაში, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავურისის 3548 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 30 გარდაიცვალა.

თუმცა, მედია, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება, წერს, რომ რეალური სურათი ბევრად მძიმეა, დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აჭარბებს.

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ აღიარა, რომ კორონავირუსით გარდაიცვალა გაზეთ "Деловой интерес"-ის მთავარი რედაქტორი ანასტასია პეტროვა.

"თუ იცოდით, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, რატომ დუმდით ამაზე?.. როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის დამალვა, როდესაც ასეთი ადამიანის მხრიდან ყოველი კონტაქტი სახიფათოა... გთხოვთ, ნუ მოატყუებთ ხალხს.." - ამბობს პერმის გუბერნატორი დმიტრი მახონინი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს ცხედრის გადაცემაში დაეხმარა.

1-ელ აპრილს მხარის ჯანდაცვის მინისტრი ოქსანა მელეხოვა იტყობინებოდა, რომ პეტროვას პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდნენ, როგორც ევროპაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტს. მისი პირველადი ანალიზები ეჭვს იწვევდა, ამიტომ განმეორებით ანალიზისთვის, ფედერალურ ცეტრში გაგზავნეს.

ჟურნალისტმა ბოლო მესიჯი ახლობლებს სოციალური ქსელის მეშვეობით 24 მარტს გაუგზავნა – "ტემპერატურა 38-ს გადასცდა. უარესად მახველებს... მოვიდნენ რეანიმატოლოგები და სასუნთქი აპარატი მოიტანეს. სისხლი ამიღეს ვენიდან და მითხრეს, რომ ჯერ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არ მჭირდება... თუ ვითარება გაგიუარესდება, აქვე ვართო. თავს გაუფრხილდით ყველა!.." - წერდა ის.

ოფიციალური ინფორმაციით, პერმის მხარეში ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი დაინფიცირებული გარდაიცვალა.

reuters : ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

"ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ" - რას ამბობს ენტონი ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინაზე