პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტები, COVID-19-ის მსუბუქი ფორმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში"
"პაციენტები, COVID-19-ის მსუბუქი ფორმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ და ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ შემ­თხვე­ვა­ში მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ოჯა­ხის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბას გა­ივ­ლი­ან სახ­ლში. ხოლო პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ექიმ­თან კოს­ნულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მას ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

„კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პირ­ვე­ლი დღი­დან, ვგუ­ლის­ხმობ ამა­ში იან­ვარს, რო­დე­საც ზო­გა­დად კო­ვი­დი და­ფიქ­სირ­და, ჩი­ნელ­მა ექი­მებ­მა მოგ­ვა­წო­დეს სტა­ტის­ტი­კა, რომ ძი­რი­თა­დი შემ­თხვე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს უსიმპტო­მოდ ან მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მით და ყო­ვე­ლი­ვე ეს და­ა­ვა­დე­ბულ­თა 80%-ს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვთ ოჯა­ხის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბას გა­ივ­ლი­ან სახ­ლში. მათი პირ­ვე­ლა­დი კო­მუ­ნი­კა­ცია, რა თქმა უნდა, მოხ­დე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რით და დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ უკვე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ 112-ზე ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზა­რე­ბი მი­ვი­ღოთ და შე­სა­ბა­მი­სად მათ­თან შემ­დე­გი ტაქ­ტი­კა დავ­გეგ­მოთ, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობთ შემ­დეგს. თუ ადა­მი­ანს უფიქ­სირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მი ექი­მი-სპე­ცი­ა­ლის­ტი აძ­ლევს მას რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ და­ყოვ­ნდეს სახ­ლში და ანამ­ნე­ზის ზუს­ტი აკ­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, უნდა მოხ­დეს ამ პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­დაყ­ვა­ნა თუ შემ­დგო­მი მო­ნი­ტო­რინ­გი ბი­ნა­ზე. ეს არის ძი­რი­თა­დი სქე­მა რი­თაც ჩვენ ვა­პი­რებთ მოქ­მე­დე­ბას, ხოლო პა­ცი­ენ­ტის სიმპტო­მე­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და ტრან­სპორ­ტით პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჰოს­პი­ტალ­ში, რაც მოხ­დე­ბა ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

Dd
2

დაგიმშვენდეს თავი, რასაც ამბობ ყოველთვის უაზროს

ავტორი:

"პაციენტები, COVID-19-ის მსუბუქი ფორმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში"

"პაციენტები, COVID-19-ის მსუბუქი ფორმით, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას გაივლიან სახლში"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ და ეს ყველაფერი მათ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. ხოლო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი, ექიმთან კოსნულტაციის შედეგად მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ ამაში იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ყოველივე ეს დაავადებულთა 80%-ს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება სატელეფონო ზარით და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე ჩვენი მოქალაქეების ზარები მივიღოთ და შესაბამისად მათთან შემდეგი ტაქტიკა დავგეგმოთ, რაშიც ვგულისხმობთ შემდეგს. თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ აღდგომას - საპატრიარქო

მარტყოფის მამათა მონასტერში 6 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა