პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები
"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი დეკ­რე­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­სამ­რთლო პრო­ცე­სე­ბი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აქამ­დეც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მოწ­მის ონ­ლა­ინ-გა­მო­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თუმ­ცა პრო­ცე­სე­ბი სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ მო­ერგნენ ად­ვო­კა­ტე­ბი ახალ რე­ა­ლო­ბას და რა და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას.

ად­ვო­კატ გაგი მო­სი­აშ­ვილს პირ­ვე­ლი დის­ტან­ცი­უ­რი პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჰქონ­და. იგი AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს:

"დის­ტან­ცი­უ­რი წე­სით მოწ­მის და­კი­თხვას, თუ ის მა­გა­ლი­თად უცხო­ეთ­ში იყო, კა­ნო­ნი აქამ­დეც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ანუ ეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ახა­ლი არ არის, თუმ­ცა რაც შე­ე­ე­ხე­ბა სრუ­ლი­ად პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­უ­რი წე­სით ჩა­ტა­რე­ბას, ეს მარ­თლაც ნო­ვა­ცი­აა. მხა­რე­ე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დის­კომ­ფორ­ტი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­ინც და­დე­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს.

კარ­გი ის არის, რომ ზო­გავს დროს და ფი­ნან­სურ მხა­რე­საც. თუმ­ცა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე დის­ტან­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ცოტა არა­ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან ასე­თი სა­ხის პრო­ცე­სე­ბი ცო­ცხა­ლი უნდა იყოს და იქ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცო­ცხა­ლი, ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა ად­ვო­კატ­სა და მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან. უფრო ეფექ­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს დის­ტან­ცი­უ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სებ­ზე. რა­საც ვერ ვი­ტყვით სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ებ­ზე - ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს კი­დეც დაც­ვის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ახლა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის.

მქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის დის­ტან­ცი­უ­რი პრო­ცე­სი. ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს მხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბა და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. 109-ე მუხ­ლია, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში. გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი იყო. მხა­რე­ებს ერ­თმა­ნე­თის კარ­გად არ გვეს­მო­და. ბო­ლომ­დე და სრულ­ყო­ფი­ლად ინ­ფორ­მა­ცია ვერ გავცვა­ლეთ ერ­თმა­ნეთ­ში. ეს და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია" - გვე­უბ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

იუ­რის­ტი კახა კო­ჟო­რი­ძე დის­ტან­ცი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში

ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს მო­ნი­ტო­რინგს წლე­ბია უწევს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბაში გარ­კვე­ულ საფრ­თხე­საც ხე­დავს:

"საია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­ნი­ტო­რინ­გებს სა­სამ­არ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს არ ეყო­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი თვა­ლი, ამი­ტომ ვნა­ხოთ ეს რო­გორ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა" - ამ­ბობს იგი.

ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გამო პრო­ცე­სე­ბის მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს ად­ვო­კა­ტი ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი იწე­რე­ბა და მისი მო­ნი­ტო­რინ­გი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია.

"ჩემი აზ­რით, ეს ეჭ­ვე­ბი უსა­ფუძ­ვლოა, რად­გან ამ დის­ტან­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის კონ­ტრო­ლიც თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. იწე­რე­ბა ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბით და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­თხო­ვონ და შემ­დეგ და­ა­მო­ნი­ტო­რინ­გონ. სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც ოთხდო­ნი­ა­ნი დის­ტან­ცი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ასე რომ, ამის სა­შიშ­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად დგას.

რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ სი­ტუ­ა­ცია, პა­ტი­მა­რი გვერ­თვე­ბა სა­პა­ტიმ­რო­დან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­სი­დან ჩარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდე­ბე­ლი, ად­ვო­კა­ტე­ბი დაც­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კომ­პა­ნი­ის ოფი­სე­ბი­დან, ხოლო სა­სა­მარ­თლო ზის დარ­ბაზ­ში და იქე­დან გვერ­თვე­ბა

თუ და­ნა­შა­უ­ლი არ არის მძი­მე, იმ გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­შიც ახლა მთე­ლი ქვე­ყა­ნაა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გარ­კვე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი შე­იც­ვლე­ბა და რე­ა­ლო­ბა­ზე უფრო მორ­გე­ბუ­ლი გახ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლია, რო­მე­ლიც აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს, თუ ეს მუხ­ლი აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბა­ში მოვა, ეს კარგ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს.

მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვა დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თავს სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს

ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებს არ ვგუ­ლის­ხმობ. არის კა­ტე­გო­რია და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს ეს მუხ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი არ იქ­ნეს და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე ვთქვათ, ეს იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი გა­და­ვა­დე­ბა პრო­ცე­სე­ბის. დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ღა­ვა­თე­ბი გა­ე­წი­ოს მხა­რებს, რად­გან დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ხალ­ხი ჩა­კე­ტი­ლია სახ­ლში, ასე რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მოწ­მე­ებ­ზე ვერ მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას, სახ­ლში ხომ არ მი­უ­ვარ­დე­ბა?!

მოკ­ლედ, ახალ პი­რო­ბებ­ში, თა­ვი­სუფ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­და­ვად­დეს ბრალ­დე­ბულ­თა პრო­ცე­სე­ბი და და რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, რა თქმა უნდა, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია" - ამ­ბობს ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკე
1

გაიხარეთ, რაა? მოკლედ სად წავიდა მედიცინა! ბრავო!

ავტორი:

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტების შესაბამისად, სასამრთლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კანონმდებლობა აქამდეც ითვალისწინებდა მოწმის ონლაინ-გამოკითხვის შესაძლებლობას, თუმცა პროცესები სრულად დისტანციურად საქართველოში პირველად ტარდება.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ მოერგნენ ადვოკატები ახალ რეალობას და რა დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილს პირველი დისტანციური პროცესი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. იგი AMBEBI.GE-ს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს:

"დისტანციური წესით მოწმის დაკითხვას, თუ ის მაგალითად უცხოეთში იყო, კანონი აქამდეც ითვალისწინებდა. ანუ ეს რაიმე განსაკუთრებული და ახალი არ არის, თუმცა რაც შეეეხება სრულიად პროცესის დისტანციური წესით ჩატარებას, ეს მართლაც ნოვაციაა. მხარეებისთვის გარკვეული სახის დისკომფორტი არსებობს, თუმცა არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს.

კარგი ის არის, რომ ზოგავს დროს და ფინანსურ მხარესაც. თუმცა, სისხლის სამართლის საქმეებზე დისტანციური სასამართლო პროცესები ცოტა არაბუნებრივია, რადგან ასეთი სახის პროცესები ცოცხალი უნდა იყოს და იქ აუცილებელი ცოცხალი, ფიზიკური ურთიერთობაა ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან. უფრო ეფექტური შეიძლება იყოს დისტანციური სასამართლო პროცესები ადმინისტრაციულ, სამოქალაქო პროცესებზე. რასაც ვერ ვიტყვით სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებზე - ამ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს კიდეც დაცვის უფლება, თუმცა ახლა სხვა გამოსავალი არ არის.

მქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირის დისტანციური პროცესი. ამ საქმეში არსებობს მხოლოდ ბრალდებულის აღიარება და სხვა მტკიცებულება არ არის. 109-ე მუხლია, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. გარკვეული ტექნიკური ხარვეზები იყო. მხარეებს ერთმანეთის კარგად არ გვესმოდა. ბოლომდე და სრულყოფილად ინფორმაცია ვერ გავცვალეთ ერთმანეთში. ეს დასარეგულირებელია" - გვეუბნება უფლებადამცველი.

იურისტი კახა კოჟორიძე დისტანციურად მონაწილეობს სასამართლო პროცესში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო პროცესებს მონიტორინგს წლებია უწევს. არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი მერაბ ქართველიშვილი სასამართლო პროცესების დისტანციურ რეჟიმში ჩატარებაში გარკვეულ საფრთხესაც ხედავს:

"საია წლების განმავლობაში ამონიტორინგებს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ სასამართლო პროცესებს არ ეყოლება ობიექტური მაკონტროლებელი თვალი, ამიტომ ვნახოთ ეს როგორ დარეგულირდება" - ამბობს იგი.

ახალი მოცემულობის გამო პროცესების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების გაჩენის საფუძველს ვერ ხედავს ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე. მისი თქმით, სასამართლო პროცესები იწერება და მისი მონიტორინგი დაინტერესებულ მხარეს უპრობლემოდ შეუძლია.

"ჩემი აზრით, ეს ეჭვები უსაფუძვლოა, რადგან ამ დისტანციური პროცესების კონტროლიც თავისუფლად არის შესაძლებელი. იწერება ეს სპეციალური პროგრამებით და შეუძლიათ გამოითხოვონ და შემდეგ დაამონიტორინგონ. სპეციალური პროგრამაა, რომელიც ოთხდონიანი დისტანციური კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ამის საშიშროება ნაკლებად დგას.

რომ წარმოიდგინოთ სიტუაცია, პატიმარი გვერთვება საპატიმროდან, პროკურატურის ოფისიდან ჩართულია სახელმწიფო ბრალმდებელი, ადვოკატები დაცვას ახორციელებენ კომპანიის ოფისებიდან, ხოლო სასამართლო ზის დარბაზში და იქედან გვერთვება

თუ დანაშაული არ არის მძიმე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაშიც ახლა მთელი ქვეყანაა, კარგი იქნება თუ გარკვეული მიდგომები შეიცვლება და რეალობაზე უფრო მორგებული გახდება. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლია, რომელიც აღკვეთი ღონისძიების საკითხებს არეგულირებს, თუ ეს მუხლი აქტიურ მოქმედებაში მოვა, ეს კარგ შედეგებს გამოიღებს.

მოსამართლე რომან ხორავა დისტანციურად მართავს სასამართლო პროცესს

ხაზგასმით ვამბობ, მძიმე დანაშაულებს არ ვგულისხმობ. არის კატეგორია დანაშაულებისა, რომლებსაც შეიძლება შეეხოს ეს მუხლი და ბრალდებული არ იქნეს დაკავებული. ასე ვთქვათ, ეს იქნება გარკვეული გადავადება პროცესების. დღეს შესაძლებელია შეღავათები გაეწიოს მხარებს, რადგან დღევანდელ რეალობაში ხალხი ჩაკეტილია სახლში, ასე რომ ბრალდებული მოწმეებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას, სახლში ხომ არ მიუვარდება?!

მოკლედ, ახალ პირობებში, თავისუფლად არის შესაძლებელი გადავადდეს ბრალდებულთა პროცესები და და რაც შეიძლება ნაკლებად იქნეს გამოყენებული პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით, რა თქმა უნდა, სადაც ეს შესაძლებელია" - ამბობს ბესიკ ქარცივაძე.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები