სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი
"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ჩვენ არ გვე­მუქ­რე­ბა ის, რაც იტა­ლი­ა­ში მოხ­და. ​"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლებ­თან " ინ­ტერ­ვი­უ­ში ქა­შა­კაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რომ მა­საც და მის მე­უღ­ლე­საც და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს.

"ანუ არ არის ისე­თი რამ, რაც თქვენ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოთ - რა­ღაც ისე­თი "და­გე­ცეს თავ­ში", რომ ვერ და­დი­ო­დე, ხო­ხავ­დე… ღმერ­თმა და­ი­ფა­როს. აქ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს და სა­ხი­ფა­თო გახ­დეს სხვე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვი­საც სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბა აქვს. ეს იყო მი­ზე­ზი ჩვე­ნი მოს­ვლის და ეს არის მო­თხოვ­ნა და რე­კო­მენ­და­ცია ყვე­ლა ექი­მის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან“, -აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი უნდა გა­ვი­დეს და შემ­დეგ ტესტს ხელ­მე­ო­რედ აუ­ღე­ბენ.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბენო ქა­შა­კაშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ 11 მარტს რეს­ტო­რან "ვი­ნო­ტელ­ში" მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის თავ­ზე სა­დი­ლი გა­მარ­თეს, რო­მელ­საც ჯამ­ში 20 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

"გული მწყდე­ბა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა თქვეს, ვი­თომ ვი­ღაც რო­მა­ნო­ვე­ბის შთა­მო­მა­ვალ­მა ჩა­მო­ი­ტა­ნა ვირუ­სი თბი­ლის­ში, რომ იცო­დეთ, რო­მა­ნო­ვე­ბის მემ­კვიდ­რეს 100 წე­ლია ეძებს მსოფ­ლიო და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ის ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და ჯან­მრთე­ლი, გაფ­რინ­და ჯან­მრთე­ლი და ჯან­მრთე­ლად გრძნობს თავს. სა­ერ­თოდ არა­ვის არა­ფე­რი არ ჩა­მო­უ­ტა­ნია. ვირუსს არ გა­აჩ­ნია არც გე­ოგ­რა­ფია, არც ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბა და არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა რომ ხდე­ბა, ეს ჩემ­თვის უფრო მტკივ­ნე­უ­ლია, ვიდ­რე ქი­ლი­კი და შუ­რის­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბა", - აცხა­დებს ქა­შა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
53

ამ ინდივიდს და სხვებს ხომ მიცეს რეკომენდაცია შეკრების აკრძალვაზე და რატომ არ გაითვალისწინა, ამის ჯიბეს ეს არ შეეტყობა, მაგრამ მაინც უნდა აკიდონ ჯარიმა, ეს კი თურმე იმაზე დარდობს, რომანოვები აღარ არიანო

გერა
68

შენ ხომ ჩამოიტანე ნაგავო?

ავტორი:

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

"გული მწყდება... ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი" - რას ამბობს კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი

კორონავირუსით ინფიცირებული ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ​"რადიო თავისუფლებთან " ინტერვიუში ქაშაკაშვილი ყვება, რომ მასაც და მის მეუღლესაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.

"ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ - რაღაც ისეთი "დაგეცეს თავში", რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე… ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან“, -აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ინკუბაციის პერიოდი უნდა გავიდეს და შემდეგ ტესტს ხელმეორედ აუღებენ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან "ვინოტელში" მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, რომელსაც ჯამში 20 ადამიანი ესწრებოდა.

"გული მწყდება, რომ ჟურნალისტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.

ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა", - აცხადებს ქაშაკაშვილი.

20 მარტოხელა დედას სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ მწუხარება სიხარულით შეიცვლება - პატრიარქი

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ