მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე
"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში დღი­თი­დღე ფარ­თოვ­დე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

რა როლს ითა­მა­შებს მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით? რე­ა­ლუ­რად იკლო თუ არა იტა­ლი­ა­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა და რო­გო­რია სი­ნად­ვი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბის სა­პა­სუ­ხოდ? - აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ მაია ბუ­წაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა ეტა­პია ახლა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მინ­დი­ნა­რე­ობს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იტა­ლია ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ეს­პა­ნე­თიც ნელ-ნელა იტა­ლი­ის მა­გა­ლითს ემ­სგავ­სე­ბა. გერ­მა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ იქ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ და­ბა­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა - ოთხი პრო­ცენ­ტია თუ შე­ვა­და­რებთ იტა­ლი­ის 9%-ს.

თურ­ქეთ­ში თა­ვი­დან არ იყო შემ­თხვე­ვე­ბი და შემ­დეგ უცებ დამ­ძიმ­და სი­ტუ­ა­ცია, რაც შე­საძ­ლოა, ამიხ­სნას იმით, რომ იქ გა­მოვ­ლე­ნა გა­უმ­ჯო­ბეს­და. შემ­თხვე­ვა­თა ასე­თი სწრა­ფი ზრდის მი­ზე­ზად ასე­ვე სა­ხელ­დე­ბა რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, ირა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­და­პირ ეს არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის მთა­ვარ წყა­როდ.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში, ირა­ნის ქა­ლაქ კო­მის მე­ჩეთ­ში რე­ლი­გი­ურ­მა წი­ნამ­ძღოლ­მა მო­უ­წო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მუს­ლი­მებს, ერ­თად ელო­ცათ ვირუ­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად. ფიქ­რო­ბენ, რომ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამ კონ­კრე­ტუ­ლი შეკ­რე­ბი­დან გავ­რცელ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი

სა­ნამ არ დამ­თავ­რდე­ბა პან­დე­მია და არ იქ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შე­და­რე­ბა და ანა­ლი­ზი. სა­ქარ­თვე­ლოს სი­ტუ­ა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით პი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა არ გვქო­ნია და შე­საძ­ლოა, არც იყოს ასე­თი რამ. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რომ იყოს ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი მა­ტე­ბა ჩვენ­თან. შე­საძ­ლე­ბე­ლია, იყოს ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბა, შემ­დეგ მრუ­დი და და­ი­წყოს დაღ­მას­ვლა.

- რამ­დე­ნად და­ამ­ძი­მა მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ეპიდსი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა როლს ითა­მა­შებს ეს ფაქ­ტი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ?

- კარ­გია, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­მო­ცხად­და სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნად, მაგ­რამ მე ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მაქვს მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ზე. არ მი­მაჩ­ნია, რომ იქ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ზო­ნაა, ან რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. იქ გა­მოვ­ლინ­და ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და კონ­ტაქ­ტე­ბი. ასე­თი ერთი და მრა­ვა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც და შე­საძ­ლოა ახ­ლაც გა­და­ად­გილ­დე­ბო­დეს სად­მე. ამი­ტომ ყვე­ლა რე­გი­ონს ვერ ჩავ­კე­ტავთ. თუმ­ცა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­ვენ­ცი­ის­თვის ამ ეტაპ­ზე არ იყო ცუდი.

- ჩი­ნეთ­ში ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. ბოლო დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბა იმე­დის­მომ­ცე­მი ცნო­ბე­ბი იტა­ლი­ი­და­ნაც, რომ იქ კო­რო­ნა­ვის­რუ­სის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა იკლო. რე­ა­ლუ­რად, შემ­ცირ­და COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იტა­ლი­ა­ში?

- ყვე­ლა­ზე ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, თუ რა­ტომ არის იტა­ლი­ა­ში სიკ­ვდი­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი? ამ სა­კი­თხზე ბევ­რი მო­საზ­რე­ბა იწე­რე­ბა, თუმ­ცა, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო თვი­თონ იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბია.

იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის უპირ­ვე­ლეს მი­ზე­ზად ასა­ხე­ლებს იმას, რომ ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ასა­კი ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ელ პა­ცი­ენ­ტთა ასა­კის მე­დი­ა­ნა (და არა სა­შუ­ა­ლო) არის 67 წელი, მა­შინ, რო­დე­საც, ჩი­ნეთ­ში - 47 წე­ლია.

სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რო­მელ­საც ის ასა­ხე­ლებს - ეს არის იტა­ლი­ა­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­რი­ცხვა. კერ­ძოდ, იტა­ლი­ა­ში, თუ ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ პა­ცი­ენტს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად ფორმ­დე­ბა ეს ინ­ფექ­ცია და არა მისი ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბა. ვი­ნა­ი­დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ­თა 88%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა ერთი, ორი ან მეტი ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ამ სეგ­მენ­ტში დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა არ ხდე­ბა, რა შემ­თხვე­ვა­შია გარ­დაც­ვა­ლე­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი ვირუ­სი და რა შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბა (რა თქმა უნდა, ამის გარ­ჩე­ვა ზოგ­ჯერ მარ­თლაც რთუ­ლია).

სხვა ქვეყ­ნებ­ში ასე ცალ­სა­ხად, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბა არ ხდე­ბა. ამ­ჟა­მად, იტა­ლი­ამ გა­და­ხე­და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის კლა­სი­ფი­კა­ცი­ის ამ მე­თოდს და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ამ დღე­ებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი და­იკ­ლებს. თუმ­ცა, ზო­გა­და­დაც აღი­ნიშ­ნე­ბა კლე­ბის ტენ­დენ­ცია.

- მინ­და გკი­თხოთ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­მე­ლი მი­თე­ბი გხვდე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად და რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე?

- ყვე­ლა­ზე და­უძ­ლე­ვე­ლი მი­თია ნი­ო­რის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს იგი არის პრე­ვენ­ცი­ის­თვის კარ­გი. ეს ცხა­დია არა­ნა­ირ მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას არ ეფუძ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს ის მი­თია, რო­მე­ლიც არა­ფერს არ აშა­ვებს, ამი­ტომ იყოს, არ არის პრობ­ლე­მა.

სა­მა­გი­ე­როდ ძა­ლი­ან აშა­ვებს ის მითი, თით­ქოს ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის და იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, არის ეფექ­ტუ­რი. "პლაქ­ვე­ნილ­ზე" მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თო. ამ მე­დი­კა­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა და­დე­ბი­თი ეფექ­ტი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, საპ­რე­ვენ­ცი­ოდ, რად­გან მას აქვს უამ­რა­ვი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა და იქ­ნე­ბა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი!!

ასე­ვე არ არის სწო­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რებს მი­ღე­ბა ვი­თომ­და იმუნ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად. და­ვინ­ტე­რეს­დი და შე­ვი­ა­რე რამ­დე­ნი­მე აფ­თი­აქ­ში, ყველ­გან დე­ფი­ცი­ტში იყო "პლაქ­ვე­ნი­ლი", ასე­თი მო­ლო­დი­ნიც მქონ­და. ხალ­ხი ყი­დუ­ლობს და იმა­რა­გებს სახ­ლში. რო­დე­საც გაჩ­ნდე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა ამ მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ჩვენ, ექი­მე­ბი ვში­შობთ, რომ შე­საძ­ლოა ის ვერ ვი­შო­ვოთ.

ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, რომ ნუ იყი­დი­ან "პლაქ­ვე­ნილს", რად­გან ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ბო­გის მიღ­მა, და­უშ­ვე­ბე­ლია ამ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა!

ასე­ვე უწყი­ნა­რი მი­თია, არის თუ არა ცხე­ლი წყლის სმა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. არა­ვი­თა­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ცხე­ლი წყლის სმა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან იცავს, არ არ­სე­ბობს. ეს არის მითი, რო­მე­ლიც ბევ­რმა აი­ტა­ცა. თა­ვის­თა­ვად, წყლის სმა­ში ცუდი არა­ფე­რია და სი­თხით შევ­სე­ბა სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, თუმ­ცა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რას ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ცხე­ლი წყლის და­ლე­ვა ვირუსს ვერ კლავს!

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, იწყე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია და რო­გორ შეც­ვლის იგი ვი­თა­რე­ბას?

- ახლა მთე­ლი აქ­ცენ­ტი გა­და­ვი­და სწრაფ ტეს­ტი­რე­ბა­ზე. ჩვენ ამ დღე­ებ­ში, რო­დე­საც რე­აქ­ტი­ვე­ბის და ტეს­ტი­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, მხო­ლოდ სწრაფ ტეს­ტი­რე­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ­დით. ლა­პა­რა­კი არ არის მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის უსიმპტო­მო­ე­ბის მა­სი­ურ ტეს­ტი­რე­ბა­ზე სწრა­ფი ტეს­ტით, რა­საც აკე­თებს კო­რეა. ეს მე­თო­დი, თა­ვის­თა­ვად, შე­სა­ნიშ­ნა­ვია, თუმ­ცა ჩვენ­თან ამის გან­ხორ­ცი­ი­ე­ლე­ბა ძნე­ლად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია.

სწრა­ფი ტეს­ტე­ბი უნდა შე­მო­ვი­დეს (რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე კერ­ძო დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბის მიერ) და უნდა და­ი­წყოს ტეს­ტი­რე­ბა მა­სი­უ­რად, სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ოღონდ მკაც­რად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და არა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სის და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ჩვენ­მა ჯგუფ­მა შე­ად­გი­ნა და გა­დას­ცა სა­მი­ნის­ტროს.

ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ მხო­ლოდ ან­ტი­გე­ნის სწრა­ფი ტეს­ტე­ბის შე­მო­ტა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, არა­მედ ვლა­პა­რა­კობთ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და რაც მთა­ვა­რია, მე­თო­დის ტეს­ტებ­ზე. გან­მარ­ტე­ბის­თვის, ეს ის მე­თო­დია, რა­საც ლუ­გა­რი იყე­ნებს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ბევ­რად უფრო იაფი ანა­ლო­გე­ბი და ისი­ნი უნდა გაჩ­ნდეს ქვე­ყა­ნა­ში; უფრო მე­ტიც, თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფომ უნდა ეძე­ბოს მე­ტად ეკო­ნო­მი­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი, რად­გან ამ­ჟა­მად ტეს­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა.

არას­წო­რია გან­ცხა­დე­ბა, რომ ჯერ არ არის ასე­თი მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ტეს­ტი­რე­ბამ აჩ­ვე­ნოს, რომ მარ­თლაც ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ესეც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დას­კვნა იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სწო­რად და­გეგ­მვი­სათ­ვის, რად­გან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბიც ბევრ კა­ტას­ტრო­ფულ შე­დეგს მო­ი­ტანს, შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე უა­რეს­საც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა ძა­ლი­ან კარ­გი დი­ნა­მი­კაა. არ გვყავს არ­ცერ­თი გარ­დაც­ვლი­ლი. რით ახ­სნით ასეთ კარგ შე­დეგს და რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს პროგ­ნო­ზი არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?

- ამის მი­ზე­ზია ის, რომ ჩვენ­თან გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბო­და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ანუ სა­ზღვარ­ზე, კონ­ტაქ­ტე­ბით და ა.შ. და არა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­მარ­თვის შე­დეგ. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში კი ვირუ­სი მარ­ტი­ვად იკურ­ნე­ბა და სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვეს ადა­მი­ა­ნი.

ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თვე­ვაა ჩვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში, სა­დაც უკვე 240 შემ­თხვე­ვაა და არ­ცერ­თი ლე­ტა­ლო­ბა. რა თქმა უნდა ამის ილუ­ზია, რომ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა არ არის, მაგ­რამ გა­აჩ­ნია ტენ­დენ­ცი­ას, რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა რო­გორ სვამს დი­აგ­ნოზს. ჩვენ­თან ინ­ფექ­ცი­ურ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ისე­დაც იყო იმის კან­დი­და­ტი, რომ თა­ვი­სით გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან დრო­უ­ლად იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქონ­დათ.

მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­უ­ლის მა­გა­ლით­ზე, პა­ცი­ენ­ტი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­დაც მძი­მე ფონი იყო, აქ გა­მო­სა­ვა­ლი შე­საძ­ლოა ლე­ტა­ლუ­რი იყოს. მაგ­რამ აწი, რო­დე­საც და­ის­მე­ბა სიმპტო­მურ პა­ცი­ენ­ტებ­ში დი­აგ­ნო­ზი და არა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად, მა­შინ სი­ტუ­ა­ცია უფრო გარ­თულ­დე­ბა.

როცა შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ვი­დეთ სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ მკაც­რი იზო­ლა­ცი­ით, რომ სხვას არ გა­და­ე­დოს

თუმ­ცა, ექი­მებს სულ უნდა ჰქონ­დეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რათა არ დამ­ძიმ­დეს სი­ტუ­ა­ცია მო­უ­ლოდ­ნე­ლად. სცე­ნა­რი გათ­ვლი­ლი უნდა იყოს რო­გორც სა­უ­კე­თე­სო, ისე უა­რე­სი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის. თუმ­ცა ვი­მე­ო­რებ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დამ­ძიმ­დეს სი­ტუ­ა­ცია, რად­გან ჩვენ­თან საკ­მა­ოდ სწრა­ფად და ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო სა­ზღვრე­ბის კონ­ტრო­ლი, ახლა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

თუ იქ­ნე­ბა იზო­ლა­ცი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი, თუ დავ­რჩე­ბით სახ­ლში, შე­საძ­ლოა არ გვქონ­დეს სწრა­ფი გა­და­ცე­მის ჯაჭ­ვი, არც პი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და ნელ-ნელა წა­ვი­დეთ ეპი­დე­მი­ის ლო­კა­ლი­ზე­ბი­კენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიკა
4

მე მაინტერესებს კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ. არ გაინტერესებთ მკითხველის აზრი? უსაქმურებო!

jiji
19

როდის მერე გახდა ეს კვალიფიციური ექიმი

ავტორი:

"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

COVID-19-ის გავრცელების არეალი მთელს მსოფლიოში დღითიდღე ფართოვდება. ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს საქართველოშიც.

რა როლს ითამაშებს მარნეულსა და ბოლნისში განვითარებული მოვლენები ვირუსის გავრცელების კუთხით? რეალურად იკლო თუ არა იტალიაში ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა და როგორია სინადვილე საზოგადოებაში ვირუსთან დაკავშირებით არსებული მითების საპასუხოდ? - აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ესაუბრა.

- რა ეტაპია ახლა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში?

- მსოფლიოში სხვადასხვანაირად მინდინარეობს ვირუსის გავრცელების პროცესი. მოგეხსენებათ, იტალია ჯერ კიდევ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა, ესპანეთიც ნელ-ნელა იტალიის მაგალითს ემსგავსება. გერმანია განსაკუთრებულია იმით, რომ იქ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ დაბალია სიკვდილიანობა - ოთხი პროცენტია თუ შევადარებთ იტალიის 9%-ს.

თურქეთში თავიდან არ იყო შემთხვევები და შემდეგ უცებ დამძიმდა სიტუაცია, რაც შესაძლოა, ამიხსნას იმით, რომ იქ გამოვლენა გაუმჯობესდა. შემთხვევათა ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზად ასევე სახელდება რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. მაგალითად, ირანის შემთხვევაში, პირდაპირ ეს არის დასახელებული გავრცელების მთავარ წყაროდ.

ვირუსის გავრცელების პირველ დღეებში, ირანის ქალაქ კომის მეჩეთში რელიგიურმა წინამძღოლმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნების მუსლიმებს, ერთად ელოცათ ვირუსის შესაჩერებლად. ფიქრობენ, რომ ბევრ ქვეყანაში ამ კონკრეტული შეკრებიდან გავრცელდა კორონავირუსი

სანამ არ დამთავრდება პანდემია და არ იქნება დეტალური ეპიდემიოლოგიური ანალიზი, ძალიან რთულია ამ მონაცემების შედარება და ანალიზი. საქართველოს სიტუაციას რაც შეეხება, ჯერჯერობით პიკური აღმავლობა არ გვქონია და შესაძლოა, არც იყოს ასეთი რამ. არ არის აუცილებელი რომ იყოს ნახტომისებური მატება ჩვენთან. შესაძლებელია, იყოს ზომიერი მატება, შემდეგ მრუდი და დაიწყოს დაღმასვლა.

- რამდენად დაამძიმა მარნეულსა და ბოლნისში განვითარებულმა მოვლენებმა ეპიდსიტუაცია საქართველოში და რა როლს ითამაშებს ეს ფაქტი ვირუსის გავრცელების მხრივ?

- კარგია, რომ ეს ტერიტორიები გამოცხადდა საკარანტინე ზონად, მაგრამ მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მარნეულსა და ბოლნისზე. არ მიმაჩნია, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული რისკის ზონაა, ან რაიმე განსხვავებულ საშიშროებასთან გვაქვს საქმე. იქ გამოვლინდა ერთი ინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა კონტაქტები. ასეთი ერთი და მრავალი ინფიცირებული შეიძლება იყოს სხვა რეგიონებშიც და შესაძლოა ახლაც გადაადგილდებოდეს სადმე. ამიტომ ყველა რეგიონს ვერ ჩავკეტავთ. თუმცა, ეს გადაწყვეტილება პრევენციისთვის ამ ეტაპზე არ იყო ცუდი.

- ჩინეთში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოლო დღეებში ვრცელდება იმედისმომცემი ცნობები იტალიიდანაც, რომ იქ კორონავისრუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვმა იკლო. რეალურად, შემცირდა COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები იტალიაში?

- ყველაზე ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ არის იტალიაში სიკვდილობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი? ამ საკითხზე ბევრი მოსაზრება იწერება, თუმცა, ალბათ, ყველაზე საინტერესო თვითონ იტალიელი სპეციალისტების განმარტებებია.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის უპირველეს მიზეზად ასახელებს იმას, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების ასაკი ბევრად აღემატება სხვა ქვეყნებისას. მაგალითად, იტალიელ პაციენტთა ასაკის მედიანა (და არა საშუალო) არის 67 წელი, მაშინ, როდესაც, ჩინეთში - 47 წელია.

საინტერესოა ასევე, კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ის ასახელებს - ეს არის იტალიაში სიკვდილის მიზეზის განსხვავებული აღრიცხვა. კერძოდ, იტალიაში, თუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მისი სიკვდილის მიზეზად ფორმდება ეს ინფექცია და არა მისი ძირითადი დაავადება. ვინაიდან ჰოსპიტალიზებულთა 88%-ს აღენიშნება ერთი, ორი ან მეტი ფონური დაავადება, ამ სეგმენტში დიფერენცირება არ ხდება, რა შემთხვევაშია გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ვირუსი და რა შემთხვევაში ძირითადი დაავადება (რა თქმა უნდა, ამის გარჩევა ზოგჯერ მართლაც რთულია).

სხვა ქვეყნებში ასე ცალსახად, სიკვდილის მიზეზად კორონავირუსის დაფიქსირება არ ხდება. ამჟამად, იტალიამ გადახედა სიკვდილის მიზეზის კლასიფიკაციის ამ მეთოდს და მაღალი ალბათობით ამ დღეებში სიკვდილობის პროცენტი დაიკლებს. თუმცა, ზოგადადაც აღინიშნება კლების ტენდენცია.

- მინდა გკითხოთ გავრცელებული ცრუ წარმოდგენების შესახებაც. რომელი მითები გხვდებათ ყველაზე ხშირად და როგორია სინამდვილე?

- ყველაზე დაუძლეველი მითია ნიორის მოხმარებასთან დაკავშირებით, თითქოს იგი არის პრევენციისთვის კარგი. ეს ცხადია არანაირ მეცნიერულ მტკიცებულებას არ ეფუძნება, მაგრამ ეს ის მითია, რომელიც არაფერს არ აშავებს, ამიტომ იყოს, არ არის პრობლემა.

სამაგიეროდ ძალიან აშავებს ის მითი, თითქოს ზოგიერთი მედიკამენტის და იმუნოსტიმულატორის გამოყენება, არის ეფექტური. "პლაქვენილზე" მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო. ამ მედიკამენტმა აჩვენა დადებითი ეფექტი ვირუსის მკურნალობის პროცესში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება პროფილაქტიკისთვის, საპრევენციოდ, რადგან მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა და იქნება ზიანის მომტანი!!

ასევე არ არის სწორი გაურკვეველი იმუნოსტიმულატორებს მიღება ვითომდა იმუნნიტეტის ასამაღლებლად. დავინტერესდი და შევიარე რამდენიმე აფთიაქში, ყველგან დეფიციტში იყო "პლაქვენილი", ასეთი მოლოდინიც მქონდა. ხალხი ყიდულობს და იმარაგებს სახლში. როდესაც გაჩნდება საჭიროება ამ მედიკამენტის გამოყენებისა, ჩვენ, ექიმები ვშიშობთ, რომ შესაძლოა ის ვერ ვიშოვოთ.

ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ იყიდიან "პლაქვენილს", რადგან ექიმის დანიშნულების გარეშე, მისი მეთვალყურებოგის მიღმა, დაუშვებელია ამ წამლის გამოყენება!

ასევე უწყინარი მითია, არის თუ არა ცხელი წყლის სმა კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალება. არავითარი ბიოლოგიური მექანიზმი და მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ცხელი წყლის სმა კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს, არ არსებობს. ეს არის მითი, რომელიც ბევრმა აიტაცა. თავისთავად, წყლის სმაში ცუდი არაფერია და სითხით შევსება სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა წყლის ტემპერატურას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ცხელი წყლის დალევა ვირუსს ვერ კლავს!

- როგორც ცნობილია, იწყება მოსახლეობის სწრაფი ტესტირება. რამდენად მნიშვნელოვანი მექანიზმია და როგორ შეცვლის იგი ვითარებას?

- ახლა მთელი აქცენტი გადავიდა სწრაფ ტესტირებაზე. ჩვენ ამ დღეებში, როდესაც რეაქტივების და ტესტირების ხელმისაწვდომობაზე ვლაპარაკობდით, მხოლოდ სწრაფ ტესტირებას არ ვგულისხმობდით. ლაპარაკი არ არის მთელი მოსახლეობის, მათ შორის უსიმპტომოების მასიურ ტესტირებაზე სწრაფი ტესტით, რასაც აკეთებს კორეა. ეს მეთოდი, თავისთავად, შესანიშნავია, თუმცა ჩვენთან ამის განხორციიელება ძნელად წარმოგვიდგენია.

სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს (როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო დისტრიბუტორების მიერ) და უნდა დაიწყოს ტესტირება მასიურად, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ოღონდ მკაცრად გაწერილი კრიტერიუმების და არა მოქალაქეების ინტერესის და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ეს კრიტერიუმები ჩვენმა ჯგუფმა შეადგინა და გადასცა სამინისტროს.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ანტიგენის სწრაფი ტესტების შემოტანის აუცილებლობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ანტისხეულების ტესტების საჭიროებაზე და რაც მთავარია, მეთოდის ტესტებზე. განმარტებისთვის, ეს ის მეთოდია, რასაც ლუგარი იყენებს, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო იაფი ანალოგები და ისინი უნდა გაჩნდეს ქვეყანაში; უფრო მეტიც, თვითონ სახელმწიფომ უნდა ეძებოს მეტად ეკონომიური ალტერნატივები, რადგან ამჟამად ტესტირება ძალიან ძვირი ჯდება.

არასწორია განცხადება, რომ ჯერ არ არის ასეთი მასიური ტესტირების აუცილებლობა. შეიძლება ტესტირებამ აჩვენოს, რომ მართლაც ერთეული შემთხვევებია ქვეყანაში, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სწორად დაგეგმვისათვის, რადგან გადაჭარბებული შეზღუდვებიც ბევრ კატასტროფულ შედეგს მოიტანს, შეიძლება კორონავირუსზე უარესსაც.

- საქართველოში გამოჯანმრთელებულთა ძალიან კარგი დინამიკაა. არ გვყავს არცერთი გარდაცვლილი. რით ახსნით ასეთ კარგ შედეგს და როგორი შეიძლება იყოს პროგნოზი არსებული მოცემულობის გათვალისწინებით?

- ამის მიზეზია ის, რომ ჩვენთან გამოვლენა ხდებოდა ეპიდემიოლოგიურად ანუ საზღვარზე, კონტაქტებით და ა.შ. და არა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის შედეგ. ასეთ ვითარებაში კი ვირუსი მარტივად იკურნება და სულაც არ არის აუცილებელი მაინცდამაინც საავადმყოფოში დაწვეს ადამიანი.

ანალოგიური შემთვევაა ჩვენს მეზობელ სომხეთში, სადაც უკვე 240 შემთხვევაა და არცერთი ლეტალობა. რა თქმა უნდა ამის ილუზია, რომ ეს ასე გაგრძელდება არ არის, მაგრამ გააჩნია ტენდენციას, რომელი ქვეყანა როგორ სვამს დიაგნოზს. ჩვენთან ინფექციურში მოთავსებულების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო იმის კანდიდატი, რომ თავისით გამოჯანმრთელებულიყო, რადგან დროულად იყო აღმოჩენილი და ფონური დაავადებები არ ჰქონდათ.

მაგალითად, მარნეულის მაგალითზე, პაციენტი ისეთ მდგომარეობაში გამოვლინდა, სადაც მძიმე ფონი იყო, აქ გამოსავალი შესაძლოა ლეტალური იყოს. მაგრამ აწი, როდესაც დაისმება სიმპტომურ პაციენტებში დიაგნოზი და არა ეპიდემიოლოგიურად, მაშინ სიტუაცია უფრო გართულდება.

როცა შემთხვევები მოიმატებს, აუცილებლად უნდა გადავიდეთ სახლში მკურნალობაზე, მაგრამ მკაცრი იზოლაციით, რომ სხვას არ გადაედოს

თუმცა, ექიმებს სულ უნდა ჰქონდეთ პაციენტებთან კომუნიკაცია, რათა არ დამძიმდეს სიტუაცია მოულოდნელად. სცენარი გათვლილი უნდა იყოს როგორც საუკეთესო, ისე უარესი შემთხვევებისთვის. თუმცა ვიმეორებ, არ არის აუცილებელი დამძიმდეს სიტუაცია, რადგან ჩვენთან საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად დაიწყო საზღვრების კონტროლი, ახლა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

თუ იქნება იზოლაციის, სოციალური დისტანცირების ნორმები დაცული, თუ დავრჩებით სახლში, შესაძლოა არ გვქონდეს სწრაფი გადაცემის ჯაჭვი, არც პიკური სიტუაცია და ნელ-ნელა წავიდეთ ეპიდემიის ლოკალიზებიკენ.

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში