პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ყნოსვის და გემოს შეგრძნება დაკარგეთ, შესაძლოა, კორონავირუსი გქონდეთ - ასეთი ადამიანები ვირუსს "ფარულად ავრცელებენ"
თუ ყნოსვის და გემოს შეგრძნება დაკარგეთ, შესაძლოა, კორონავირუსი გქონდეთ - ასეთი ადამიანები ვირუსს "ფარულად ავრცელებენ"

თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გე­მო­სა და ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბა და­კარ­გეთ, თქვენ, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სით იყოთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თა­ნაც ისე, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი - ხვე­ლე­ბა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ გქონ­დეთ.

ამის შე­სა­ხებ დიდი ბრი­ტა­ნე­თის წამ­ყვან რი­ნო­ლო­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით Busines Insider წერს.

რი­ნო­ლო­გე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, ჩი­ნეთ­სა და იტა­ლი­ა­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედ­მა ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა და­კარ­გა. ამ მოვ­ლე­ნას მე­დი­ცი­ნა­ში ანოს­მი­ას, ან ჰი­პოს­მი­ას უწო­დე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი კვლე­ვის დას­კვნა­ში ბრი­ტა­ნე­თის რი­ნო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი კლერ ჰო­პ­კინ­სი და ბრი­ტა­ნე­თის ოტო­რი­ნო­ლა­რინ­გო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ნირ­მალ კუ­მა­რი.

პრო­ფე­სო­რე­ბის თქმით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა დიდ ნა­წილს ვირუ­სის სა­წყის ეტაპ­ზე მხო­ლოდ ყნოს­ვი­სა და გე­მოს და­კარ­გვის სიმპტო­მი აქვთ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ეს აქამ­დე არ ით­ვლე­ბო­და ვირუ­სის მი­მა­ნიშ­ნე­ბელ სიმპტო­მე­ბად, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ იყ­ვნენ იზო­ლი­რე­ბულ­ნი. ამი­ტო­მაც ექი­მე­ბი მათ ვირუ­სის "ფა­რულ გა­მავ­რცე­ლებ­ლებს“ უწო­დე­ბენ.

"მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც ანოს­მია და­უდ­გინ­დათ. მა­გა­ლი­თად, ირა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­ზარ­და ანოს­მი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, იგი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რე­ბენ ამე­რი­კე­ლი, ფრან­გი და იტა­ლი­ე­ლი მე­დი­კო­სე­ბი,“ - ამ­ბო­ბენ პრო­ფე­სო­რე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, სა­ჭი­როა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის იზო­ლი­რე­ბაც. "ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის "ფა­რუ­ლი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი“ იყ­ვნენ და ხელი შე­უ­წყონ COVID-19-ის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბას", - ამ­ბო­ბენ მე­დი­კო­სე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვით, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ახალ­გაზ­რდებ­ში ვლინ­დე­ბა.

რო­გორც პრო­ფე­სო­რი კუ­მა­რი Sky News-სთან ამ­ბობს, ახალ­გაზ­რდებ­ში შე­საძ­ლოა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი (ხვე­ლე­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა) სა­ერ­თოდ არ გა­მოვ­ლინ­დეს და მათ მხო­ლოდ ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა და­კარ­გონ. ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყონ, მაგ­რამ არ გა­მო­ი­ხა­ტოს ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ფე­სო­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, რომ თუ მსგავს სიმპტო­მებს შე­ამ­ჩნე­ვენ, შვი­დი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩნენ იმის­თვის, რომ და­ა­ვა­დე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
10

პატრიარქმა თქვა: საქართველოში არ გარცელდებაო.

simarTle
9

კი,არის რაღაცა მაგრამ დაგვაკლდა რამე? მოგვერია?სწორედ თქვა [ატრიარქმა, როცა განაცხადამ რომ საქართველოს ეს ვირუსი ვერაფერს დააკლებსო უფლის წყალობითო! ხომ ხედავთ, რომ არავინ არ მოკვდა!

ავტორი:

თუ ყნოსვის და გემოს შეგრძნება დაკარგეთ, შესაძლოა, კორონავირუსი გქონდეთ - ასეთი ადამიანები ვირუსს "ფარულად ავრცელებენ"

თუ ყნოსვის და გემოს შეგრძნება დაკარგეთ, შესაძლოა, კორონავირუსი გქონდეთ - ასეთი ადამიანები ვირუსს "ფარულად ავრცელებენ"

თუ მოულოდნელად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნება დაკარგეთ, თქვენ, შესაძლოა, კორონავირუსით იყოთ ინფიცირებული, თანაც ისე, რომ ვირუსის გავრცელებული სიმპტომები - ხველება და მაღალი ტემპერატურა არ გქონდეთ.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის წამყვან რინოლოგებზე დაყრდნობით Busines Insider წერს.

რინოლოგების ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით მესამედმა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგა. ამ მოვლენას მედიცინაში ანოსმიას, ან ჰიპოსმიას უწოდებენ.

აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ თავიანთი კვლევის დასკვნაში ბრიტანეთის რინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კლერ ჰოპკინსი და ბრიტანეთის ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ნირმალ კუმარი.

პროფესორების თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა დიდ ნაწილს ვირუსის საწყის ეტაპზე მხოლოდ ყნოსვისა და გემოს დაკარგვის სიმპტომი აქვთ, მაგრამ ვინაიდან ეს აქამდე არ ითვლებოდა ვირუსის მიმანიშნებელ სიმპტომებად, ასეთი ადამიანები არ იყვნენ იზოლირებულნი. ამიტომაც ექიმები მათ ვირუსის "ფარულ გამავრცელებლებს“ უწოდებენ.

"მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ანოსმია დაუდგინდათ. მაგალითად, ირანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოულოდნელად გაიზარდა ანოსმიის შემთხვევები, იგივე გამოცდილებას გვიზიარებენ ამერიკელი, ფრანგი და იტალიელი მედიკოსები,“ - ამბობენ პროფესორები.

მათივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების იზოლირებაც. "ეს ადამიანები შეიძლება ვირუსის "ფარული გამავრცელებლები“ იყვნენ და ხელი შეუწყონ COVID-19-ის კიდევ უფრო გავრცელებას", - ამბობენ მედიკოსები.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვით, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებში ვლინდება.

როგორც პროფესორი კუმარი Sky News-სთან ამბობს, ახალგაზრდებში შესაძლოა კორონავირუსის გავრცელებული სიმპტომები (ხველება, მაღალი ტემპერატურა) საერთოდ არ გამოვლინდეს და მათ მხოლოდ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგონ. ვირუსის მატარებლები იყონ, მაგრამ არ გამოიხატოს ეს გავრცელებული სიმპტომებით. სწორედ ამიტომ, პროფესორი მოუწოდებს ყველას, რომ თუ მსგავს სიმპტომებს შეამჩნევენ, შვიდი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ იმისთვის, რომ დაავადების კიდევ უფრო მეტად გავრცელება ავიცილოთ თავიდან.

ესპანეთში თავშესაფრებში მიტოვებული და საწოლში გარდაცვლილი მოხუცები იპოვეს - თავშესაფრები პერსონალმა თვითნებურად მიატოვა

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების წყარო საფეხბურთო მატჩი გახდა? - "ეს იყო ნამდვილი ბიოლოგიური ბომბი..."

"მეშინია სამსახურში წასვლის, დავიღალე..." - როგორ გამოიყურებიან და რას ჰყვებიან ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან