სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

10

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:18-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:07-დან თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა. არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ. არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 შვილი დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ" - ვინ იყო ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი
"5 შვილი დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ" - ვინ იყო ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ვი­ღეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც ჰქონ­და ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა და ამა­ვე დროს, კო­რო­ნა­ვირუ­სი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­ჟა­მად კავ­შირ­ზეა რო­გორც შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან ეს­პა­ნეთ­ში, ასე­ვე ოჯახ­თან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მოხ­დეს ამ ოჯა­ხის ყო­ველ­მხრივ დახ­მა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი 5 შვი­ლის დედა, 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლია. ის ოჯახ­თან ერ­თად სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

ალი­ხა­ნაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მა და­უდ­გი­ნეს, რის გა­მოც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "დე­დე­ბის ფონდმა" ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა.

"ქი­მი­ო­თე­რა­პია 17 ათა­სი ლარი ჯდე­ბო­და... ჩვენ მათი გზის ფული და­ვა­ფი­ნან­სეთ. დახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ წა­ვიდ­ნენ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ სხვა დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და და არ იყო ეს მე­ლა­ნო­მა. და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გორც ჩანს ორ­გა­ნიზ­მმა ვერ გა­უძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­მარ­თა, ვერ გე­ტყვით, არ მაქვს მე ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია...

გარ­დაც­ვლილს 5 შვი­ლი დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­როდ­ნენ... ბავ­შვებს ახლა მამა და მა­მი­და მი­ხე­და­ვენ" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლი­კუ­ნა წი­ქა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა ჰქონ­და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯახ­თან.

გიორგი
8

ანუ, თუ სწორად გავიგე, კიდევ ერთი მსხვერპლი გვაქვს არასწორი ონკოლოგიური დიაგნოზისა, ხომ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

"5 შვილი დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ" - ვინ იყო ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი

"5 შვილი დარჩა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ" - ვინ იყო ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ქალი

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირზეა როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება", - განაცხადა იმნაძემ.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, გარდაცვლილი ქართველი ქალი 5 შვილის დედა, 34 წლის ცირა ალიხანაშვილია. ის ოჯახთან ერთად სამტრედიაში ცხოვრობდა.

ალიხანაშვილს საქართველოში მელანომა დაუდგინეს, რის გამოც საქველმოქმედო ფონდ "დედების ფონდმა" ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა.

"ქიმიოთერაპია 17 ათასი ლარი ჯდებოდა... ჩვენ მათი გზის ფული დავაფინანსეთ. დახლოებით ორი კვირის წინ წავიდნენ. ჩემი ინფორმაციით იქ სხვა დიაგნოზი დაუდგინდა და არ იყო ეს მელანომა. დაიწყეს მკურნალობა და როგორც ჩანს ორგანიზმმა ვერ გაუძლო. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებას, სავარაუდოდ კლინიკის ტერიტორიაზე დაემართა, ვერ გეტყვით, არ მაქვს მე ამის შესახებ ინფორმაცია...

გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა, სოციალურად დაუცველები არიან, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვროდნენ... ბავშვებს ახლა მამა და მამიდა მიხედავენ" - უყვება AMBEBI.GE-ს ფონდის თანამშრომელი ლიკუნა წიქარიშვილი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა გარდაცვლილი ქალის ოჯახთან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 70-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რა ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსით ინფიცირებულ 62 წლის მარნეულელ ქალზე "ჯეო ჰოსპიტალსი"