მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში 40 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა და მათ­გან 32 ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ცი­ენ­ტია. ამ 32-დან ერთი უკვე გა­ე­წე­რა ბი­ნა­ზე და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია.

ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის კი სტა­ბი­ლუ­რი:

"მათ შო­რის სა­მია შე­და­რე­ბით პრობ­ლე­მუ­რი, რაც ნიშ­ნავს რომ მათ რის­კის შემ­ცვე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი აქვთ. ერთი პა­ცი­ენ­ტი არის 80 წელ­ზე მე­ტის და მას აქვს თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა მძი­მე ნერ­ვო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის სა­ხით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­დეს ნე­ბის­მი­ერ დროს და პროგ­ნო­ზი გახ­დეს არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო.

ამ ქალ­ბა­ტო­ნის გარ­და კი­დევ ორი პრობ­ლე­მუ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს - ერთს აქვს ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მას­თა­ნაც შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა და პროგ­ნო­ზუ­ლად ცუდი გა­მო­სა­ვა­ლი.

მე­სა­მე პრობ­ლე­მუ­რი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ დი­ნა­მი­უ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ ეს შემ­თხვე­ვე­ბი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ პროგ­ნო­ზუ­ლად ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბათ და­ნარ­ჩე­ნებს, ნა­წილ­თან არის სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პნევ­მო­ნი­ე­ბი და ნა­წილ­თან მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის. ყვე­ლას­თან მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, არ­სად პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ვე­ლო­დე­ბით, რომ დად­გე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 80-წელ­ზე მეტი ასა­კის პა­ცი­ენ­ტი „ერთ-ერთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქტს წარ­მო­ად­გენს“.

ილია
3

მოვიᲗხოვᲗ დაგვანახეᲗ ვინ არიან ᲗვიᲗიზოლაციის დამრᲦვევი პირები. დროულად დაგვანახეᲗ Თორე გარეᲗ Თუ გამოვედიᲗ მერე განახებᲗ კორონას

ავტორი:

"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში 40 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 32 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. ამ 32-დან ერთი უკვე გაეწერა ბინაზე და თვითიზოლაციაშია.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენების კი სტაბილური:

"მათ შორის სამია შედარებით პრობლემური, რაც ნიშნავს რომ მათ რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთი პაციენტი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო.

ამ ქალბატონის გარდა კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს - ერთს აქვს ჰიპერტონული დაავადება და მასთანაც შესაძლოა დაავადების გართულება და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი.

მესამე პრობლემური პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებულია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული იყო მაჩვენებელი. თუ ეს შემთხვევები კარგად დამთავრდება ძალიან კარგია, მაგრამ პროგნოზულად ამ პაციენტების მდგომარეობა რთულია.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 80-წელზე მეტი ასაკის პაციენტი „ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს“.

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე