სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება
ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება

სა­კა­რან­ტი­ნო წე­სის დარ­ღვე­ვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სი­თა და ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა ხდე­ბა. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­უ­როს ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსსა" და "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი წა­რედგნე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს ემა­ტე­ბა ახა­ლი მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კა­რან­ტი­ნის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­რან­ტი­ნის წესს, მას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ­ტკი­ცებს.

ასე­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მის შემ­დგე­ნი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სილ პირ­თან ერ­თად, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, სხვა­თა სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად, შე­სა­ბა­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დელ­თან ერ­თად, რო­გორც პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს დამ­რღვე­ვი ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მო­სა­თავ­სებ­ლად გა­დაყ­ვა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ცვლი­ლე­ბებს, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, თუ კა­რან­ტი­ნის წესს და­არ­ღვევს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამა­ვე ქმე­დე­ბის გამო უკვე შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი ან ამ ქმე­დე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვია, მა­შინ ასეთ პირს მი­ეს­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა 6 თვი­დან 1 წლამ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
10

მეტის ღირსები არიან

 

ხათუნა
15

მივესალმები მთავრობის ძალიან კარგ და გონივრულ გადაწყვეტილებას!

ავტორი:

ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება

ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგნება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება კარანტინის წესს, მას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ ასეთ პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

LIVE: "360 გრადუსი" - ნინო ბურჯანაძე

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"