პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა 9 პირი, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს
პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა 9 პირი, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის იძუ­ლე­ბით კა­რან­ტინ­ში 9 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ახა­ლი ფაქ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს.

ხა­რა­გა­უ­ლი­დან, თბი­ლი­სი­დან, ქუ­თა­ი­სი­დან, მარ­ნე­უ­ლი­დან, ქო­ბუ­ლე­თი­დან და ბა­თუ­მი­დან 9 მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­მაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და­არ­ღვი­ეს იძუ­ლე­ბით სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ამ დრო­ი­სათ­ვის, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში იძუ­ლე­ბის წე­სით 12 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი (მათ­გან 3 გუ­შინ გა­და­იყ­ვა­ნეს).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი ვალ­დე­ბუ­ლია და­ე­მორ­ჩი­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს და პა­ტი­ვი სცეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუარსაბი
3

ჯარიმა უნდა იყოს

morduxai
2

ასეტებს ფულადი ჯარიმები უნდა დააკისრო, მინიმუმ 1000 ლარი,,,.

ავტორი:

პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა 9 პირი, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს

პოლიციამ კარანტინში იძულებით გადაიყვანა 9 პირი, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი (მათგან 3 გუშინ გადაიყვანეს).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

გვყავდა მარნეულელი თანამშრომლები, რომლებიც გუშინდლამდე ჩვეულებრივ მუშაობდნენ... სიცხიანი თანამშრომლები აღმოაჩინეს... - "ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომელი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა