მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ
"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ

შპს „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ მძღო­ლებს და მგზავ­რებს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გამო, ნაღ­დი ფული ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ, რად­გან ფული ერ­თგვარ რისკ-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნია „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში“ გა­ნუ­ცხა­დეს.

მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია და გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს გა­დახ­დის სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტე­ბი.

ამას­თან, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ყვე­ლა მძღოლს აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის პირ­ბა­დე­ე­ბი და ხელ­თათ­მა­ნი, რის მი­წო­დე­ბა­საც კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს.

„ყვე­ლა მძღოლს აქვს მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­რი­გეთ პირ­ბა­დე­ე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა იყოს ფულ­თან, რად­გან ფული ერ­თგვარ რისკ-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. თუმ­ცა, არ გვაქვს უფ­ლე­ბა მძღოლს ვუბ­რძა­ნოთ თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ ზრუ­ნავს თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ჩვენ­გან ამ ტი­პის რე­კო­მე­და­ცი­ე­ბი ყვე­ლა მათ­განს მი­ღე­ბუ­ლი აქვს. თუ მძღო­ლე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა, ჩვენ და­მა­ტე­ბით კი­დევ მი­ვაწ­ვდით თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ქე­შით მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას, კომ­პა­ნი­ას არ აქვს უფ­ლე­ბა აკ­რძა­ლოს ქე­შით გა­დახ­და. ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში დგას გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი და აქვს უფ­ლე­ბა ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ი­ხა­დოს, თუმ­ცა, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი არ იყე­ნებს ბა­რათს, ქე­შით გა­დახ­დის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა არ გვაქვს“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში“.

რაც შე­ე­ხე­ბა მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლის ეჭ­ვებს, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, რად­გან და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოძ­რა­ობს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს 2-3 დღე­ში ერთხელ დე­ზინ­ფექ­ცი­აც უტარ­დე­ბა.

„1200-ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით აქამ­დე მოძ­რა­ობ­და, ახ­ლაც მოძ­რა­ობს შე­უ­ფერ­ხებ­ლად. ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­დის დე­ზინ­ფექ­ცი­ას იტა­ლი­უ­რი ხა­რის­ხის ხსნა­რე­ბით, რო­მელ­საც 7-დღი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის ვადა აქვს, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, 2-3 დღე­ში ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ამ პრო­ცესს თა­ვი­დან გა­დის. ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­წო­დოთ ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­საც ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებთ. დე­ზინ­ფექ­ცია ტარ­დე­ბა რო­გორც შიდა, ასე­ვე გარე და­მუ­შა­ვე­ბით. ყვე­ლა მგზავრს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­ად­გილ­დეს შე­უ­ფერ­ხებ­ლად მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - გა­ნუ­ცხა­დეს კომ­პა­ნი­ა­ში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Saba
1

მძღოლი თავს გაგიტეხავს ბარათი რომ მიადო

განრისხებული
0

გარეცხეეეეეთ !!! შიგნიდან მარშუტკები გარეცხეეეეთ!!!

დეზინფექციას არვჩივით საშინელი სიბინძურეააა!!!!!!

გამაგიჟებთ რაა !! ნახეთ შეამოწმეთ რეალობა სხვააა !!!! წლებია არ გარეცხულა და საშინელი სიბინძურეააა!!! კორონა კიარა ისედაც დაგვემართება რამე !!

ავტორი:

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს - კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენეთ

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ყველა მიკროავტობუსში დამონტაჟებულია და გამართულად მუშაობს გადახდის სპეციალური აპარატები.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსების ყველა მძღოლს აქვს ინფორმაცია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანი, რის მიწოდებასაც კომპანია უზრუნველყოფს.

„ყველა მძღოლს აქვს მიცემული რეკომენდაციები. რამდენჯერმე დავარიგეთ პირბადეები და ხელთათმანები. ბუნებრივია გაფრთხილებულები არიან, რომ ნაკლები შეხება იყოს ფულთან, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, არ გვაქვს უფლება მძღოლს ვუბრძანოთ თავდაცვის საშუალებები გამოიყენონ. ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ჩვენგან ამ ტიპის რეკომედაციები ყველა მათგანს მიღებული აქვს. თუ მძღოლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ დამატებით კიდევ მივაწვდით თავდაცვის საშუალებებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში ქეშით მგზავრობის საფასურის გადახდას, კომპანიას არ აქვს უფლება აკრძალოს ქეშით გადახდა. ყველა მიკროავტობუსში დგას გადახდის აპარატები და აქვს უფლება ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე გადაიხადოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ბარათს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მიკროავტობუსში“.

რაც შეეხება მგზავრების ნაწილის ეჭვებს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა შესაძლოა, შემცირებული იყოს, რადგან დაწესებულებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კომპანია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსები შეუფერხებლად მოძრაობს.

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებს 2-3 დღეში ერთხელ დეზინფექციაც უტარდება.

„1200-ვე მიკროავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით აქამდე მოძრაობდა, ახლაც მოძრაობს შეუფერხებლად. ყველა მიკროავტობუსი გადის დეზინფექციას იტალიური ხარისხის ხსნარებით, რომელსაც 7-დღიანი მოქმედების ვადა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2-3 დღეში ყველა მიკროავტობუსი ამ პროცესს თავიდან გადის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია მივაწოდოთ ვიდეომასალა, რომელსაც ავტოფარეხებიდან ყოველდღიურად ვიღებთ. დეზინფექცია ტარდება როგორც შიდა, ასევე გარე დამუშავებით. ყველა მგზავრს აქვს საშუალება გადაადგილდეს შეუფერხებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განუცხადეს კომპანიაში “ინტერპრესნიუსს“.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"