სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობაზე
"არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობაზე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 44 წლის მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­თხეა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და, კვლავ მძი­მეა, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე ამ ეტაპ­ზე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე არ­ცერთ პირს არ ემუქ­რე­ბა სი­ცო­ცხლით­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, პირ­ვე­ლი სამი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რია, ამ ეტაპ­ზე რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი­რე­ბა არ ვლინ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ პა­ცი­ენ­ტებ­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს.

მე­ო­თხე მძი­მე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თა­ნაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია პნევ­მო­ნია, კვლავ მძი­მეა. ცხე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა 38-39 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. მის სი­ცო­ცხლეს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხე ამ ეტაპ­ზე არ ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა ასე და­წყნა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გია სა­ჭი­რო.

და­ნარ­ჩენ პა­ცი­ენ­ტებ­ში ყვე­ლას­თან არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მით - ტემ­პე­რა­ტუ­რით, ხვე­ლით, სურ­დო­თი, ყე­ლის ტკი­ვი­ლით და სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლით. ამ პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან სამ­თან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია პნევ­მო­ნია და მათ­თან და­წყე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა, გრძელ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი. მარ­თა­ლია, ამ ეტაპ­ზე არ­ცერთ პირს არ ემუქ­რე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ გვაძ­ლევს სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ველს, იმი­ტომ რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას პროგ­რე­სი­რე­ბა ახა­სი­ა­თებს“, - აცხა­დებს ეზუგ­ბა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 15 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

ავტორი:

"არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობაზე

"არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა, კვლავ მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.

როგორც ეზუგბაიამ კორონავირუსით დაავადებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლითვის საშიში გართულება.

„რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ამ ეტაპზე რამე მნიშვნელოვანი პროგრესირება არ ვლინდება. დანარჩენ პაციენტებთან განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

მეოთხე მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელთანაც დადასტურებულია პნევმონია, კვლავ მძიმეა. ცხელება გრძელდება 38-39 გრადუსის ფარგლებში. ლაბორატორიული მონაცემებით, მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება, თუმცა ასე დაწყნარება არ შეიძლება, დინამიკაში დაკვირვება და მონიტორინგია საჭირო.

დანარჩენ პაციენტებში ყველასთან არის გამოვლენილი დაავადება სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით - ტემპერატურით, ხველით, სურდოთი, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ჩივილით. ამ პაციენტებიდან სამთან კომპიუტერული კვლევებით დადასტურებულია პნევმონია და მათთან დაწყებულია მკურნალობა, გრძელდება თითოეულის მონიტორინგი. მართალია, ამ ეტაპზე არცერთ პირს არ ემუქრება სიცოცხლისთვის საშიში გართულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, იმიტომ რომ ამ დაავადებას პროგრესირება ახასიათებს“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"