მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა
"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა

3 მარტს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლად "ავერ­სის კლი­ნი­კის" სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დმა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცი­ის ოპე­რა­ცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ახ­ლად და­ნერ­გი­ლი მე­თო­დის გა­საც­ნო­ბად კლი­ნი­კა­ში გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის, მისი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ოპე­რა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც.

ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცია აუმ­ჯო­ბე­სებს პარ­კინ­სო­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სი­ცო­ცხლის ხა­რისხს. ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ვე­ღარ ხერ­ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­თა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კონ­ტრო­ლი. ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის ისე­თი სიმპტო­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­გო­რე­ბი­ცაა ტრე­მო­რი (კან­კა­ლი), აკი­ნე­ზია (მოძ­რა­ო­ბის მკვეთ­რი შე­ნე­ლე­ბა) და კუნ­თე­ბის რი­გი­დუ­ლო­ბა (პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ჭი­მუ­ლო­ბა). ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად მდგო­მა­რე­ო­ბა შე­სამ­ჩნე­ვად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი ხდე­ბი­ან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში.

"ავერ­სის კლი­ნი­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დი­მიტ­რი ჯორ­ბე­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცი­ით პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მე­დი­ცი­ნა­ში წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მისი და­ნერგვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც აა­მაღ­ლებს უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის ხა­რისხს. მათ აღარ მო­უ­წევთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად:

- ევ­რო­პის კლი­ნი­კებ­ში ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რია. ფასს უდი­დეს­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აპა­რა­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც ერთჯე­რა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოპე­რა­ცი­ის დროს. ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "მეტ­რო­ნიქსთან" მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია და სა­შუ­ა­ლოდ 70 ათას ლარს შე­ად­გენს, - გვი­თხრა ბა­ტონ­მა დი­მიტ­რიმ. მი­სი­ვე თქმით, "მეტ­რო­ნიქ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პირ­ველ ოპე­რა­ცი­ას დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით და­ეს­წრნენ და კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ "ავერ­სის კლი­ნი­კის" სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დი, ქი­რურ­გი და მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი მზა­დაა ამ რან­გის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცი­ის მე­თო­დის და­სა­ნერ­გად მუ­შა­ო­ბა 4-5 წლის წინ და­ვი­წყეთ. გარ­და იმი­სა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ძე­ნა სო­ლი­დურ ფი­ნან­სურ ხარჯს მო­ი­თხოვ­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლდათ ისე­თი გუნ­დის მომ­ზა­დე­ბაც, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დოდ წარ­მარ­თავ­და ამ ოპე­რა­ცი­ას. "ავერ­სის კლი­ნი­კის" ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა ლაშა ბაქ­რა­ძემ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ეს­წავ­ლა მე­თო­დი. დღეს ჩვე­ნი კლი­ნი­კა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მზად არი­ან ამ რთუ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

"ავერ­სის კლი­ნი­კის" ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლაშა ბაქ­რა­ძემ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ოპე­რა­ცი­ე­ბი უზუს­ტეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ უახ­ლე­სი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის აპა­რა­ტუ­რა გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებს ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა­ში:

- კარგ შე­დეგს თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბით შე­დე­გად ვი­ღებთ, რაც პირ­ველ­მა ოპე­რა­ცი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ აპა­რა­ტუ­რას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნევ­რო­ლო­გის, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­სა და გუნ­დის შე­წყო­ბი­ლი მუ­შა­ო­ბა. ნე­ი­რო­ქი­რურ­გი ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ პი­რა­მი­დის მწვერ­ვა­ლია, - აღ­ნიშ­ნა ბა­ტონ­მა ლა­შამ. მან გან­გვი­მარ­ტა, რომ ტვი­ნის ღრმა სტი­მუ­ლა­ცია (DBS) გუ­ლის­ხმობს გულ­მკერ­დის მი­და­მო­ში, კან­ქვეშ, მცი­რე ზო­მის მო­წყო­ბი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბას, რო­მე­ლიც ტვინ­ში ელექტრო­ნულ იმ­პულ­სებს გზავ­ნის, ამ­გვა­რად ბლო­კავს ტვი­ნის იმ ბრძა­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბის დარ­ღვე­ვას იწ­ვევს ან აკო­რექ­ტი­რებს მათ. პა­ცი­ენ­ტის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ერთ თვეს მო­ი­თხოვს – ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელექტროს­ტი­მუ­ლა­ტო­რის პა­რა­მეტ­რე­ბის მა­ტე­ბის პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად სრულ­დე­ბა, თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტი ეფექტს პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან გრძნობს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს, რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ი­დან ათი სა­ა­თი იყო გა­სუ­ლი, პა­ცი­ენ­ტმა, 36 წლის გოჩა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა, და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლო პა­ლა­ტი­დან გა­მოს­ვლა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "ავერ­სის კლი­ნი­კის" მედ­პერ­სო­ნალს და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თველ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა დამ­სა­ხუ­რე­ბით ამ პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცათ შან­სი, მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხმა საგ­რძნობ­ლად აი­წი­ოს. მათ აღარ მო­უ­წევთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად.

"ავერ­სის კლი­ნი­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გვაც­ნო­ბეს, რომ ამ დრო­ის­თვის კი­დევ სამი ოპე­რა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

R

ავტორი:

"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა

"ავერსის კლინიკაში" ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაცია ჩატარდა

3 მარტს ამიერკავკასიაში პირველად "ავერსის კლინიკის" სამედიცინო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. საზოგადოებისთვის ახლად დანერგილი მეთოდის გასაცნობად კლინიკაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ჩატარებული ოპერაციის, მისი მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც მედიკამენტებით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებათა სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდულობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება და პაციენტები გაცილებით დამოუკიდებელნი ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

"ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციით პარკინსონის დაავადების სიმპტომების მკურნალობა მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი დანერგვა საქართველოშიც აამაღლებს უამრავი პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად:

- ევროპის კლინიკებში ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაციის მინიმალური ღირებულება 40 ათასი ამერიკული დოლარია. ფასს უდიდესწილად განსაზღვრავს ის ტექნოლოგიები და აპარატურა, რომლებიც ერთჯერადად გამოიყენება ოპერაციის დროს. ამერიკულ კომპანია "მეტრონიქსთან" მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ოპერაციის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 70 ათას ლარს შეადგენს, - გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, "მეტრონიქსის" წარმომადგენლები პირველ ოპერაციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ "ავერსის კლინიკის" სამედიცინო გუნდი, ქირურგი და მთელი პერსონალი მზადაა ამ რანგის ოპერაციების ჩასატარებლად.

ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდის დასანერგად მუშაობა 4-5 წლის წინ დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიების შეძენა სოლიდურ ფინანსურ ხარჯს მოითხოვდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი გუნდის მომზადებაც, რომელიც სათანადოდ წარმართავდა ამ ოპერაციას. "ავერსის კლინიკის" ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ქვეყანაში გაიარა სტაჟირება, რომ სრულფასოვნად შეესწავლა მეთოდი. დღეს ჩვენი კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მზად არიან ამ რთული მანიპულაციების ჩასატარებლად.

"ავერსის კლინიკის" ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსმა ლაშა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციები უზუსტეს ტექნოლოგიებს მოითხოვს, ამიტომ უახლესი და მაღალი ხარისხის აპარატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპერაციის წარმატებაში:

- კარგ შედეგს თანმიმდევრული მუშაობით შედეგად ვიღებთ, რაც პირველმა ოპერაციამაც დაადასტურა. მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ნევროლოგის, ანესთეზიოლოგისა და გუნდის შეწყობილი მუშაობა. ნეიროქირურგი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირამიდის მწვერვალია, - აღნიშნა ბატონმა ლაშამ. მან განგვიმარტა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს გულმკერდის მიდამოში, კანქვეშ, მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას, რომელიც ტვინში ელექტრონულ იმპულსებს გზავნის, ამგვარად ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც მოძრაობის დარღვევას იწვევს ან აკორექტირებს მათ. პაციენტის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეს მოითხოვს – ამ ხნის განმავლობაში ელექტროსტიმულატორის პარამეტრების მატების პროცესი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა პაციენტი ეფექტს პირველივე დღეებიდან გრძნობს.

კონფერენციის დასასრულს, როდესაც ოპერაციიდან ათი საათი იყო გასული, პაციენტმა, 36 წლის გოჩა ნიკოლეიშვილმა, დამოუკიდებლად შეძლო პალატიდან გამოსვლა და ჟურნალისტებთან შეხვედრა. მან მადლობა გადაუხადა "ავერსის კლინიკის" მედპერსონალს და აღნიშნა, რომ ქართველ პროფესიონალთა დამსახურებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შანსი, მათი ცხოვრების ხარისხმა საგრძნობლად აიწიოს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

"ავერსის კლინიკის" ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, რომ ამ დროისთვის კიდევ სამი ოპერაციაა დაგეგმილი, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩატარდება.

R

როგორ გავახაროთ ქალები 8 მარტს - "ბილტმორ თბილისის" საუკეთესო შეთავაზება

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები