პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს
"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არ ცნობს არას­რულ­წლო­ვან და-ძმას, რომ­ლე­ბიც მშობ­ლე­ბის მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ. 10 და 12 წლის ბავ­შე­ბის ორი­ვე მშო­ბე­ლი პა­ტი­მა­რია და ისი­ნი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რო­ბენ. არას­წრულ­წლოვ­ნე­ბის დედა შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზეა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და ოთხი წელი აქვს მის­ჯი­ლი, ხოლო მა­მას მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო წე­ლი­წა­დი და ოთხი თვე მი­ე­სა­ჯა.

ოჯა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე მე­სა­მე საქ­მეც არის აღ­ძრუ­ლი - მა­მის მხრი­დან შვი­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე. ბავ­შებს, რომ­ლე­ბიც ოჯახ­ში ორ­მხრი­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი იყ­ვნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა არ გა­წე­ვი­ათ. საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ისი­ნი მხო­ლოდ ერთხელ, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე.

საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია "სა­ფა­რი". არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის ელი­სო რუ­ხა­ძის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აქვს მთე­ლი რიგი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად უნდა ცნონ, თუმ­ცა პრო­ცე­სი თვე­ე­ბია ჭი­ა­ნურ­დე­ბა. რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, ბავ­შვე­ბის მამა ხუთ­ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამას­თან, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია.

"2018 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს ქალი, რო­მელ­მაც და­რე­კა 112-ში დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, რად­გან იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი მე­უღ­ლის მხრი­დან. ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია მის­თვის, იგი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან მის­მა ქმარ­მა ბავ­შებს დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ ცრუ ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნა და ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­სამ­რთლომ ბავ­შე­ბის დე­დას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"სა­ფა­რის" ჩარ­თვის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს და გა­ა­სა­მარ­თლეს მსხვერ­პლი ქა­ლის მე­უღ­ლე, ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად აღ­ძრუ­ლია მე­სა­მე საქ­მე, მა­მის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის, ფი­ზი­კუ­რი ცე­მის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე. ხუთი თვეა საქ­მე აღ­ძრუ­ლია და პრო­კუ­რა­ტუ­რა ბავ­შვებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად არ სცნობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი: ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ნე­იტ­რა­ლუ­რი მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და ა.შ. სა­ნამ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ ექ­ნე­ბათ ბავ­შვებს, ჩვენ საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას ვერ შევ­ძლებთ. საქ­მე აღ­ძრუ­ლია მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბით მი­ცე­მის ფაქ­ტზეც და­ი­წყოს.

ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით, სა­ხელ­მწი­ფომ კა­ხეთ­ში, მიმ­ღებ ოჯახ­ში გა­და­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი, სა­დაც ისი­ნი სი­მარ­თლე­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, რად­გან მა­ნამ­დე არ იყ­ვნენ ნე­იტ­რა­ლურ გა­რე­მო­ში. ძა­ლი­ან გუ­ლის­ხმი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი შეხ­ვდათ, რო­მელ­მაც გულ­წრფე­ლად მი­ი­ტა­ნა გულ­თან ბავ­შვე­ბის გა­სა­ჭი­რი და დიდი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­უ­ჩი­ნა" - გვიყ­ვე­ბა ად­ვო­კა­ტი.

ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ სო­ფელ ქი­ზიყ­ში მცხოვ­რებ მა­რი­ნა გ-ს, რო­მელ­საც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი:

"თა­ვი­დან სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა ჩემ­თან რომ მო­იყ­ვა­ნა ეს ბავ­შვე­ბი, სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ. დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ძეგ­ლე­ბუ­ლე­ბი. რომ ვე­ტყო­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­დეთ ვი­სა­დი­ლოთ მეთ­ქი, უხ­მოდ გა­მომ­ყვე­ბოდ­ნენ და სა­ერ­თოდ არ ლა­პა­რა­კობ­დნენ. მას შემ­დეგ რაც ამ ბავ­შე­ბის მამა და­ა­კა­ვეს და მათ ეს გა­ი­გეს, შემ­დეგ უფრო გა­იხ­სნენ და კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდათ. ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მო­მიყ­ვეს ბავ­შვებ­მა, ახ­ლაც ცრემ­ლი მომ­დის... რო­მე­ლი ერთი ვთქვა, არ ვიცი.

ბავ­შვმა მი­თხრა, მა­რი­ნა დე­ი­და, დე­დას­თან პა­ე­მან­ზე არ წა­ვე­დი ცი­ხე­ში, რად­გან თვა­ლებ­ში შე­ხედ­ვა არ შე­მეძ­ლოო. ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბე­ბის გამო და­ი­ჭი­რეს დედა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მამ იძუ­ლე­ბით გვათ­ქმე­ვი­ნაო.

ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბის და­წე­რა მა­ი­ძუ­ლა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ მომ­ხდა­რაო. მე დავ­წე­რე ჩვე­ნე­ბებ­ში, რომ დე­დამ მა­ი­სუ­რი შე­მო­მა­ხია და ისე მცე­მა, ზურ­გი მქონ­და და­კაწ­რუ­ლიო. სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ხე­უ­ლი მა­ი­სუ­რი ისე­დაც მეც­ვა და ის ზურ­გი კიდე სას­რი­ა­ლო­დან რომ ჩა­მოვსრი­ალ­დი მა­შინ და­მი­ზი­ან­დაო.

დე­დის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას ბავ­შვე­ბი არ ადას­ტუ­რებ­დნენ, სა­მა­გი­ე­როდ ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ მა­მის გა­უ­გო­ნარ სი­სას­ტი­კე­ზე. ბავ­შვე­ბის მამა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და ჰყვე­ბოდ­ნენ ისი­ნი, რომ მათ თავლწინ იკე­თებ­და ნარ­კო­ტიკს, წიხ­ლე­ბით სცემ­და და საჭ­მელ­ში თავს აყო­ფი­ნებ­და როცა გაბ­რაზ­დე­ბო­და. ასე­ვე ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ მა­მა­მი­სი დე­დას სტუმ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით აი­ძუ­ლებ­და და­ე­ლია და შემ­დეგ სცემ­და.

ერთხელ ისიც მო­მიყ­ვნენ, რომ როცა დედა სახ­ლში არ იყო, უც­ნო­ბი ქალი მიჰ­ყავ­და ბი­ნა­ში და შემ­დეგ ათი წლის ბიჭს უყ­ვე­ბო­და, თუ რო­გორ ამ­ყა­რებ­და სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ ქალ­თან და ა.შ. ბავ­შვე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მამა აი­ძუ­ლებ­და მათ დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მი­ე­ცა და თუ ამას არ გა­ა­კე­თებ­დნენ, საჭ­მელს არ აჭ­მევ­და. რო­მე­ლი ერთი ის­ტო­რია უნდა გა­ვიხ­სე­ნო..." - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE -ს მა­რი­ნა გ.

ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე AMBEBI.GE -სთან ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბის მო­ძა­ლა­დე მა­მას სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ორ თვე­ში უწევს, რაც სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის ბავ­შე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რად­გან მათ მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ცე­მუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
15

გამოდის, რომ პროკურატურა მოძალადეებს მფარველობს, ეს არის მათი სახელმწიფობრივი პოზიცია? პროკურატურას არ აინტერესებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების ბედი, ეკლესია ხმას არ იღებს, თითქოს მას არ ეხება ქვეყანაში ასე მომრავლებული სისასტიკე და ოჯახური ძალადობა და მიდის კიდეც ასეთი აშვებული სისწრაფით ჩვენი ეროვნული ცნობიერება და ფასელობები უფსკრულისკენ

ხათუნა
3

ელისო რუხაძე - გაიხარე,წარმატებები მინდა გისურვო...........კარგ საქმეს აკეთებ.........................დღეს საქართველოში თითქმის მასიური სახე აქვს ოჯახში ძალადობას......უბრალოდ რცხვენიათ და არ ხდება გამოაშკარავება.ნარკოტიკმა და კაზინოებმა დაღუპა ცვენი ახალგაზრდობა და არა მარტო.....

ავტორი:

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

პროკურატურა დაზარალებულად არ ცნობს არასრულწლოვან და-ძმას, რომლებიც მშობლების მხრიდან წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. 10 და 12 წლის ბავშების ორივე მშობელი პატიმარია და ისინი მინდობით აღზრდაში ბებიასთან ცხოვრობენ. არასწრულწლოვნების დედა შვილებზე ძალადობის ფაქტზეა გასამართლებული და ოთხი წელი აქვს მისჯილი, ხოლო მამას მეუღლეზე ძალადობის გამო წელიწადი და ოთხი თვე მიესაჯა.

ოჯახური დანაშაულის ფაქტზე მესამე საქმეც არის აღძრული - მამის მხრიდან შვილებზე ძალადობის ფაქტზე. ბავშებს, რომლებიც ოჯახში ორმხრივი ძალადობის მსხვერპლები იყვნენ ფსიქოლოგიური დახმარება არ გაწევიათ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, ისინი მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე.

საქმეში ჩართულია "საფარი". არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატის ელისო რუხაძის თქმით, გამოძიებას ხელთ აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც არასრულწლოვნები დაზარალებულად უნდა ცნონ, თუმცა პროცესი თვეებია ჭიანურდება. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ბავშვების მამა ხუთჯერ არის ნასამართლევი და ამასთან, ნარკოდამოკიდებულია.

"2018 წლის მაისში დააკავეს ქალი, რომელმაც დარეკა 112-ში დახმარების მიზნით, რადგან იყო ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს დახმარება გაეწია მისთვის, იგი დააკავეს, ვინაიდან მისმა ქმარმა ბავშებს დედის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინა და ბავშვების ჩვენებებზე დაყრდნობით, სასამრთლომ ბავშების დედას პატიმრობა შეუფარდა.

"საფარის" ჩართვის შედეგად დააკავეს და გაასამართლეს მსხვერპლი ქალის მეუღლე, ცოლზე ძალადობის ფაქტზე. ამის პარალელურად აღძრულია მესამე საქმე, მამის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის, ფიზიკური ცემის, სექსუალური ძალადობისა და ჩვენების იძულების ფაქტზე. ხუთი თვეა საქმე აღძრულია და პროკურატურა ბავშვებს დაზარალებულად არ სცნობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები: ექსპერტიზის დასკვნები, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები და ა.შ. სანამ დაზარალებულის სტატუსი არ ექნებათ ბავშვებს, ჩვენ საქმის მასალების გაცნობას ვერ შევძლებთ. საქმე აღძრულია მხოლოდ ძალადობის ფაქტზე და ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ გამოძიება ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზეც დაიწყოს.

ჩვენი მოთხოვნით, სახელმწიფომ კახეთში, მიმღებ ოჯახში გადაიყვანა ბავშვები, სადაც ისინი სიმართლეზე ალაპარაკდნენ, რადგან მანამდე არ იყვნენ ნეიტრალურ გარემოში. ძალიან გულისხმიერი ქალბატონი შეხვდათ, რომელმაც გულწრფელად მიიტანა გულთან ბავშვების გასაჭირი და დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინა" - გვიყვება ადვოკატი.

ადვოკატი ელისო რუხაძე

AMBEBI.GE დაუკავშირდა სიღნაღის რაიონ სოფელ ქიზიყში მცხოვრებ მარინა გ-ს, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ოთხი თვის განმავლობაში ჰყავდა შეფარებული:

"თავიდან სოციალურმა მუშაკმა ჩემთან რომ მოიყვანა ეს ბავშვები, საცოდავ მდგომარეობაში იყვნენ. დათრგუნულები და რაღაცნაირად გაძეგლებულები. რომ ვეტყოდი სამზარეულოში გავიდეთ ვისადილოთ მეთქი, უხმოდ გამომყვებოდნენ და საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. მას შემდეგ რაც ამ ბავშების მამა დააკავეს და მათ ეს გაიგეს, შემდეგ უფრო გაიხსნენ და კონტაქტში შემოსვლის სურვილი გაუჩნდათ. ისეთი რაღაცები მომიყვეს ბავშვებმა, ახლაც ცრემლი მომდის... რომელი ერთი ვთქვა, არ ვიცი.

ბავშვმა მითხრა, მარინა დეიდა, დედასთან პაემანზე არ წავედი ციხეში, რადგან თვალებში შეხედვა არ შემეძლოო. ჩვენი ჩვენებების გამო დაიჭირეს დედა და ეს ყველაფერი მამამ იძულებით გვათქმევინაო.

ისეთი რაღაცეების დაწერა მაიძულა, რაც სინამდვილეში არ მომხდარაო. მე დავწერე ჩვენებებში, რომ დედამ მაისური შემომახია და ისე მცემა, ზურგი მქონდა დაკაწრულიო. სინამდვილეში დახეული მაისური ისედაც მეცვა და ის ზურგი კიდე სასრიალოდან რომ ჩამოვსრიალდი მაშინ დამიზიანდაო.

დედის მხრიდან ძალადობას ბავშვები არ ადასტურებდნენ, სამაგიეროდ ბევრს ლაპარაკობდნენ მამის გაუგონარ სისასტიკეზე. ბავშვების მამა ნარკოდამოკიდებული იყო და ჰყვებოდნენ ისინი, რომ მათ თავლწინ იკეთებდა ნარკოტიკს, წიხლებით სცემდა და საჭმელში თავს აყოფინებდა როცა გაბრაზდებოდა. ასევე ჰყვებოდნენ, რომ მამამისი დედას სტუმრების თანდასწრებით აიძულებდა დაელია და შემდეგ სცემდა.

ერთხელ ისიც მომიყვნენ, რომ როცა დედა სახლში არ იყო, უცნობი ქალი მიჰყავდა ბინაში და შემდეგ ათი წლის ბიჭს უყვებოდა, თუ როგორ ამყარებდა სექსუალურ კავშირს ამ ქალთან და ა.შ. ბავშვები ამბობდნენ, რომ მამა აიძულებდა მათ დედის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა და თუ ამას არ გააკეთებდნენ, საჭმელს არ აჭმევდა. რომელი ერთი ისტორია უნდა გავიხსენო..." - უყვება AMBEBI.GE -ს მარინა გ.

ადვოკატი ელისო რუხაძე AMBEBI.GE -სთან ამბობს, რომ ბავშვების მოძალადე მამას საპატიმროდან გათავისუფლება ორ თვეში უწევს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშების მდგომარეობას, რადგან მათ მამის წინააღმდეგ ჩვენებები აქვთ მიცემული.

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

სროლა ნაფარეულის ქუჩაზე - "სამჯერ გაისროლეს... სავარაუდოდ, ქუჩური გარჩევა იყო"

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს