პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ - მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული - აუდიტი
"სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ - მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული - აუდიტი

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, შპს "სა­რაგ­ბო კლუბ ბა­თუმ­ში" ერთი ადა­მი­ა­ნი სამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე-მა­სა­ჟის­ტად, დაც­ვის უფ­რო­სად და ბავ­შვთა მწვრთნე­ლად არის და­ნიშ­ნუ­ლი.

აჭა­რის ა/რ და ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წი­ლობ­რი­ვად მოქ­მედ სა­წარ­მო­ებ­ში სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის ფორ­მი­რე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის აუ­დი­ტის ან­გა­რი­ში­დან ირ­კვე­ვა, რომ შპს "სა­რაგ­ბო კლუბ ბა­თუ­მის" საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის არმ­ქო­ნე პი­რე­ბი, მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად გა­წე­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა კლუბს გა­ცე­მუ­ლი აქვს ანა­ზღა­უ­რე­ბა.

"მა­სა­ჟის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი პირი, ამავდრო­უ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი იყო დაც­ვის უფ­რო­სად და ბავ­შვთა მწვრთნე­ლად და გა­ცე­მუ­ლია შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა 4,750 ლარი, თუმ­ცა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი მწვრთნე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი და მწვრთნე­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, ჯამ­ში ორ პირ­ზე გა­ცე­მუ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბა 13,000 ლარი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა წარ­მო­შობს შპს-ის ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვის რის­კებს",-აღ­ნიშ­ნუ­ლია აუ­დი­ტის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც 2017-2018 წლებს მო­ი­ცავს.

ამას­თან, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი სა­რაგ­ბო კლუ­ბის მიერ თან­ხე­ბის არა­მარ­თლზო­მი­ე­რად გან­კარ­გვის რის­კზე მი­უ­თი­თებს, რად­გან 2-ჯერ თბი­ლის­ში და ერთხელ ქუ­თა­ის­ში მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის კლუ­ბის მიერ ჯამ­ში გა­დახ­დი­ლია 8,636 ლარი თუმ­ცა მივ­ლი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მივ­ლი­ნე­ბულ ად­გილ­ზე სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა, ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ტა­რე­ბა და გუნ­დის ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ დგინ­დე­ბა",- ნათ­ქვა­მია აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ან­გა­რიშ­ში.

ავტორი:

"სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ - მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული - აუდიტი

"სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ - მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, შპს "სარაგბო კლუბ ბათუმში" ერთი ადამიანი სამ თანამდებობაზე-მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დანიშნული.

აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს "სარაგბო კლუბ ბათუმის" საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები, მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.

"მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ჯამში ორ პირზე გაცემულია ანაზღაურება 13,000 ლარი. აღნიშნული გარემოება წარმოშობს შპს-ის ფულადი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს",-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს.

ამასთან, აუდიტის სამსახური სარაგბო კლუბის მიერ თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკზე მიუთითებს, რადგან 2-ჯერ თბილისში და ერთხელ ქუთაისში მივლინების ხარჯებისათვის კლუბის მიერ ჯამში გადახდილია 8,636 ლარი თუმცა მივლინების პერიოდში მივლინებულ ადგილზე სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, ფაქტობრივად ჩატარება და გუნდის ფაქტობრივი მონაწილეობა არ დგინდება",- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება