სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა
"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

მა­რი­ამ, მემე ჟორ­და­ნია 17 წლი­საა, მე­თორ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე. ეს უსაყ­ვარ­ლე­სი გო­გო­ნა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­დან" ბევ­რს ახ­სოვს. ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლეა - უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სის" კონ­კურ­სან­ტი გახ­და და მას­შტა­ბურ მე­გაპ­რო­ექ­ტში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი.

"ვაუ, სა­ქარ­თვე­ლო­დან ხარ? ღმერ­თო, რო­გო­რი მზი­ა­ნი, მშვე­ნი­ე­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ ქარ­თვე­ლე­ბი... მად­ლო­ბა ამის­თვის! მოვ­ბრუნ­დით იმი­ტომ, რომ თქვენ არა­რე­ა­ლუ­რი ხმა გაქვთ, მაგ­რამ როცა მოვ­ბრუნ­დით და და­გი­ნა­ხეთ - რო­გო­რი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი ხარ, ნამ­დვი­ლი ემო­ცი­ე­ბის შად­რე­ვა­ნი! თქვენს ხმა­ში არის ძალა, ძალა ერი­სა, ქარ­თუ­ლი ერი­სა! შენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვო­კა­ლის­ტი ხარ" - ასე მი­მარ­თეს შოუს მენ­ტო­რებ­მა მა­რი­ამს ენერ­გი­უ­ლი სიმ­ღე­რის შემ­დეგ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­სი­კა­საც წერს და ბო­დი­არ­ტის­ტია. ეს საქ­მე კი წარ­სულ­ში მძი­მე ავად­მყო­ფო­ბამ და­ა­წყე­ბი­ნა, ავად­მყო­ფო­ბამ, რო­მე­ლიც ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ა­მარ­ცხა...

რო­გორ აღ­მოჩ­ნდა უკ­რა­ი­ნულ პრო­ექ­ტში და რა მო­ლო­დი­ნი აქვს შო­უს­გან - ამის შე­სა­ხებ მა­რი­ამ ჟორ­და­ნია AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

"უკ­რა­ი­ნულ შო­უ­ში იმი­ტომ გა­ვე­დი, რომ მინ­და, ხალ­ხმა გა­მიც­ნოს, მო­მის­მი­ნოს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ჩემ­ში პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­ნა­ხონ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" შემ­დეგ ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. სოლო კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად ჯერ მზად არ ვი­ყა­ვი, ამი­ტომ, რაც იმ წუ­თის­თვის მჭირ­დე­ბო­და იყო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი...

ერთხე­ლაც, ტე­ლე­ფონ­ში სქ­როლ­ვი­სას უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სის" კას­ტინ­გი შემ­ხვდა, მერე ოჯა­ხის წევ­რებს ამის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი. მირ­ჩი­ეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. მეც დავ­ფიქ­რდი და გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გა­ნაც ჩემ­თვის მარ­თლაც კარ­გი შან­სი იქ­ნე­ბო­და. მა­ნამ­დე ჩემი არ­ტის­ტიზ­მი, სიმ­ღე­რა, ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს არ გას­ცდე­ნია.

მოკ­ლედ, აქ ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვე და უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ევ­ში მარ­ტო წა­ვე­დი. არა­ვინ მახ­ლდა, მქონ­და მხო­ლოდ იმე­დი და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რომ გა­მო­მი­ვი­დო­და.

- პრე­კას­ტიგ­ზე რა მოხ­და?

- ონ­ლა­ინ გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი ვი­დეო და იქი­დან თან­ხმო­ბა მი­ვი­ღე... მოს­მე­ნა­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ჩემი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა რთუ­ლი იყო, რად­გა­ნაც კონ­კუ­რენ­ცია დი­დია, ათო­ბით ათა­სი მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვით. მათ შო­რის უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რომ­ლებ­საც სოლო კა­რი­ე­რაც აქვთ და ალ­ბო­მე­ბის ავ­ტო­რე­ბიც არი­ან.

ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის უნდა მერ­წმუ­ნა და ხელ­ში ამეყ­ვა­ნა. მოკ­ლედ, სიმ­ღე­რით კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი. ეს იყო ზა­ფხულ­ში და მი­თხრეს, - და­გი­რე­კავ­თო. რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და და არ შე­მეხ­მი­ან­ნენ. იმე­დი დავ­კარ­გე და აღარ მე­გო­ნა, თუ და­რე­კავ­დნენ...

ერთ დღე­საც, ჩემ­თვის სახ­ლში სიმ­ღე­რას ვწერ­დი და ზარი გა­ის­მა, უცხო ნო­მე­რი იყო, გულ­მა მიგ­რძნო, უკ­რა­ი­ნი­დან იყო. ვუ­პა­სუ­ხე და მი­თხრეს: "მა­რი­ამ გი­ლო­ცავთ, თქვენ მოხ­ვდით ჩვენს შო­უ­ში!" სი­ხა­რუ­ლის­გან ვკი­ო­დი. მა­შინ­ვე დე­დას და­ვუ­რე­კე. უკ­რა­ი­ნულ „ვო­ის­ში“ მოხ­ვედ­რა ჩემი და ბე­ბი­ას ოც­ნე­ბა იყო, რად­გა­ნაც პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ამ კონ­კურსს მე და ბებო სულ ვუ­ყუ­რებ­დით...

მოკ­ლედ, ნივ­თე­ბი მა­შინ­ვე ჩა­ვა­ლა­გე და ისევ მარ­ტო წა­ვე­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­ტო ვი­ყა­ვი და იქ არა­ვის ვიც­ნობ­დი, სა­ოც­რად თბი­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა, ყვე­ლამ კარ­გად მი­მი­ღო. და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­მენ­ტი მა­შინ­ვე მო­მეხ­სნა. რე­პე­ტი­ცი­ის გავ­ლა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც მა­ღალ დო­ნე­ზე და უნაკ­ლოდ ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი...

რომ გა­ვე­დი, მხო­ლოდ ბე­ბო­ზე ვფიქ­რობ­დი და იმა­ზე, ეს რო­გორ არ უნდა გა­ვა­კე­თო და რო­გორ არ უნდა გა­მო­მი­ვი­დეს, როცა ამ­დე­ნი ვიწ­ვა­ლე და აქამ­დე მო­ვე­დი-მეთ­ქი?! მოკ­ლედ, უფ­ლე­ბა არ მქონ­და, უკან და­მე­ხია. სიმ­ღე­რა რომ და­ვი­წყე, უკვე აღარ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი...

- და ჟი­უ­რის სამი წევ­რი მა­შინ­ვე შე­მო­აბ­რუ­ნე...

- კი და ამა­ზე გავ­გიჟ­დი. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტი იყო, როცა მივ­ხვდი, რომ ეს ეტა­პიც გა­დავ­ლა­ხე... მინ­დო­და, პა­ტა­პთან და ნას­ტი­ას­თან მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი და მათ­თან მოვ­ხვდი...

ახლა შემ­დეგ ეტაპს ვე­ლო­დე­ბი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ერ­თია - კი­ევს ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე, შე­ვე­გუე, თბი­ლი ხალ­ხია და ეს მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ნაკ­ლე­ბი ვი­ნერ­ვი­უ­ლო... სი­ურპრი­ზებს ვამ­ზა­დებ და მგო­ნია, რომ ხალ­ხს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა. პა­ტა­პის და ნას­ტი­ას ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. მი­ხა­რია, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტი არ გვაქვს.

მა­რი­ამ ჟორ­და­ნია მენ­ტო­რე­ბი - პა­ტა­პი და ნას­ტია კა­მენ­სკი

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ჩემ­თვის ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მთა­ვა­რი არ არის. მთა­ვა­რია, რომ პრო­ექ­ტი და­მეხ­მა­როს, გა­ვიხ­სნა რო­გორც ინ­დი­ვი­დი და არ­ტის­ტი. მინ­და, სცე­ნა­ზე გას­ვლით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ამ პრო­ცეს­ში ვიც­ნობ, უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. ჩემი ერთ-ერთი მი­ზა­ნიც რო­გორც ვთქვი, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბაა და ის, რომ ხალ­ხმა რო­გორც არ­ტის­ტი, მომ­ღე­რა­ლი გა­მიც­ნოს.

- მა­რი­ამ, ვიცი, რომ რე­ჟი­სორ გიზო ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი ხარ... რა გას­წავ­ლა ცნო­ბილ­მა ბა­ბუ­ამ?

- მისი ძმის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ... გიზო ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩემ­ში რა არ­ტის­ტიზ­მიც არის და სას­ცე­ნო ხე­ლოვ­ნე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან სულ მის­გან მომ­ყვე­ბა. გიზო ბა­ბუს­თან ხში­რად ვი­ყა­ვი ხოლ­მე, ბევრ რა­მე­ში შთა­მა­გო­ნა, ხე­ლოვ­ნე­ბა მან შე­მაყ­ვა­რა. სულ რა­ღა­ცებს მიყ­ვე­ბო­და, ის­ტო­რი­ე­ბი არას­დროს ელე­ო­და, თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ზი­ა­რებ­და, თუ რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სოა სცე­ნა­ზე, ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა.

ამი­ტომ, პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სცე­ნას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი, მიკ­ვირ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ იყ­ვნენ ასე­თი გამ­ბე­და­ვე­ბი იქ. ამის გარ­და, სხვა­დას­ხვა არ­ტის­ტებს თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი, დროს ვუთ­მობ­დი იმა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, სხვა სცე­ნა­ზე რო­გორ გა­მო­დი­ო­და, მოძ­რა­ობ­და. მერე მივ­ხვდი, რომ ხალ­ხს ბუ­ნებ­რი­ვო­ბა სჭირ­დე­ბა, სცე­ნამ არ უნდა და­გა­კომ­პლექ­სოს. ამას რომ გა­და­ლა­ხავ, თა­ვი­სუფ­ლე­ბას მე­ტად აღ­წევ და სიმ­ღე­რის­გან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ.

- "მემე" შენი ფსევ­დო­ნი­მი რას ნიშ­ნავს?

- პა­ტა­რა­ო­ბა­ში და­ვირ­ქვი და ყვე­ლა ასე მე­ძახ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ამან გა­და­ი­ა­რა და ჩემი სა­ხე­ლი და­ვიბ­რუ­ნე. „მემე“ მე და მე-ს ნიშ­ნავს, ანუ მე ვარ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი, თან, ამ სა­ხელს შე­ვეჩ­ვიე და ვფიქ­რობ, რომ ჩემს პერ­სო­ნაჟს უხ­დე­ბა.

- ბო­დი­არ­ტის­ტო­ბა ხომ არ მი­ა­ტო­ვე?

- არა, მიყ­ვარს ამის კე­თე­ბაც. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა რო­გორც ბო­დი­არ­ტის­ტი და მხატ­ვა­რი ისე გა­მიც­ნო. არა­და, მუ­სი­კა ერ­თა­დერ­თი რამ არის, რაც მინ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თო. ახლა სწო­რედ ეგ პე­რი­ო­დია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ხალ­ხმა სიმ­ღე­რით და სცე­ნი­დან, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი გა­მიც­ნოს.

ბო­დი­არ­ტის­ტო­ბა შემ­თხვე­ვით შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც იყო, როცა სხე­ულ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, რად­გა­ნაც "შრა­მე­ბი" მქონ­და... მა­შინ ეს ხე­ლოვ­ნე­ბა ბევ­რს ნიშ­ნავ­და ჩემ­თვის, თუმ­ცა დღემ­დე ასეა. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ამ ხე­ლოვ­ნე­ბას არ ვი­ვი­წყებ და და­ვი­წყე­ბას არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ.

- მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ხარ და ახლა სწავ­ლის პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი გაქვს. სკო­ლა­ში რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ამ მხრივ რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლო­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი იმას, რომ მე­მუ­შა­ვა, ვიდ­რე სკო­ლა­ში მეს­წავ­ლა. სკო­ლა ხომ არ არის ერ­თა­დერ­თი წყა­რო, სა­ი­და­ნაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია?! თუმ­ცა ჩემ­მა სკო­ლამ ხელი ძა­ლი­ან შე­მი­წყო მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მიყ­ვარს, გა­მი­გეს და მად­ლი­ე­რი ვარ.

ვიცი, თუ მუ­სი­კას არ მივ­ხე­დავ, სკო­ლა ვერ მიშ­ვე­ლის, ბი­ო­ლო­გია და მა­თე­მა­ტი­კა ვერ და­მეხ­მა­რე­ბა. 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ მუ­სი­კის კე­თე­ბა მინ­და. ამას­თან, ძა­ლი­ან ბევრ მუ­სი­კას ვწერ, მაგ­რამ ჯერ არ მაქვს იმის სახ­სრე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­მო­ვუშ­ვა... მოკ­ლედ, ამ­ჯე­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნაა ჩემს წინ და მის და­საძ­ლე­ვად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
19

კაი პურისმჭამელი და მოქეიფე ჩანს

ლია
10

ყველანაირად კარგი გოგო ხარ, მხიარული, ნიჭიერი, პოზიტიური... ამ საყურეების გარეშე უფრო საყვარელი იქნები, არ გეწყინოს :) წარმატებებს გისურვებ

ავტორი:

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

მარიამ, მემე ჟორდანია 17 წლისაა, მეთორმეტე კლასის მოსწავლე. ეს უსაყვარლესი გოგონა "საქართველოს ვარსკვლავიდან" ბევრს ახსოვს. ახლა მის ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა - უკრაინული "ვოისის" კონკურსანტი გახდა და მასშტაბურ მეგაპროექტში აქტიურადაა ჩართული.

"ვაუ, საქართველოდან ხარ? ღმერთო, როგორი მზიანი, მშვენიერი, ხალისიანი ადამიანები ხართ ქართველები... მადლობა ამისთვის! მოვბრუნდით იმიტომ, რომ თქვენ არარეალური ხმა გაქვთ, მაგრამ როცა მოვბრუნდით და დაგინახეთ - როგორი ქარიზმატული, მხიარული, ენერგიული ხარ, ნამდვილი ემოციების შადრევანი! თქვენს ხმაში არის ძალა, ძალა ერისა, ქართული ერისა! შენ არაჩვეულებრივი ვოკალისტი ხარ" - ასე მიმართეს შოუს მენტორებმა მარიამს ენერგიული სიმღერის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ თინეიჯერი გოგონა სიმღერის პარალელურად, მუსიკასაც წერს და ბოდიარტისტია. ეს საქმე კი წარსულში მძიმე ავადმყოფობამ დააწყებინა, ავადმყოფობამ, რომელიც ექიმების დახმარებით დაამარცხა...

როგორ აღმოჩნდა უკრაინულ პროექტში და რა მოლოდინი აქვს შოუსგან - ამის შესახებ მარიამ ჟორდანია AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"უკრაინულ შოუში იმიტომ გავედი, რომ მინდა, ხალხმა გამიცნოს, მომისმინოს, პროფესიონალებმა ჩემში პოტენციალი დაინახონ.

"საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. სოლო კარიერის დასაწყებად ჯერ მზად არ ვიყავი, ამიტომ, რაც იმ წუთისთვის მჭირდებოდა იყო, რომ მაქსიმალური გამოცდილება დამეგროვებინა და ამისთვის ვემზადებოდი...

ერთხელაც, ტელეფონში სქროლვისას უკრაინული "ვოისის" კასტინგი შემხვდა, მერე ოჯახის წევრებს ამის შესახებ ვუთხარი. მირჩიეს, მონაწილეობა მიმეღო. მეც დავფიქრდი და გადავწყვიტე მონაწილეობა, რადგანაც ჩემთვის მართლაც კარგი შანსი იქნებოდა. მანამდე ჩემი არტისტიზმი, სიმღერა, ხელოვნება საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია.

მოკლედ, აქ ყველაფერი მივატოვე და უკრაინაში, კიევში მარტო წავედი. არავინ მახლდა, მქონდა მხოლოდ იმედი და საკუთარი თავის რწმენა, რომ გამომივიდოდა.

- პრეკასტიგზე რა მოხდა?

- ონლაინ გავაგზავნე ჩემი ვიდეო და იქიდან თანხმობა მივიღე... მოსმენამაც კარგად ჩაიარა, ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა რთული იყო, რადგანაც კონკურენცია დიდია, ათობით ათასი მონაწილე ვიყავით. მათ შორის უკვე ჩამოყალიბებული არტისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც სოლო კარიერაც აქვთ და ალბომების ავტორებიც არიან.

ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარი თავის უნდა მერწმუნა და ხელში ამეყვანა. მოკლედ, სიმღერით კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ზაფხულში და მითხრეს, - დაგირეკავთო. რამდენიმე თვე გავიდა და არ შემეხმიანნენ. იმედი დავკარგე და აღარ მეგონა, თუ დარეკავდნენ...

ერთ დღესაც, ჩემთვის სახლში სიმღერას ვწერდი და ზარი გაისმა, უცხო ნომერი იყო, გულმა მიგრძნო, უკრაინიდან იყო. ვუპასუხე და მითხრეს: "მარიამ გილოცავთ, თქვენ მოხვდით ჩვენს შოუში!" სიხარულისგან ვკიოდი. მაშინვე დედას დავურეკე. უკრაინულ „ვოისში“ მოხვედრა ჩემი და ბებიას ოცნება იყო, რადგანაც პატარა რომ ვიყავი, ამ კონკურსს მე და ბებო სულ ვუყურებდით...

მოკლედ, ნივთები მაშინვე ჩავალაგე და ისევ მარტო წავედი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავი და იქ არავის ვიცნობდი, საოცრად თბილი გარემო დამხვდა, ყველამ კარგად მიმიღო. დაძაბულობის მომენტი მაშინვე მომეხსნა. რეპეტიციის გავლა რთული აღმოჩნდა, რადგანაც მაღალ დონეზე და უნაკლოდ ხდება ყველაფერი...

რომ გავედი, მხოლოდ ბებოზე ვფიქრობდი და იმაზე, ეს როგორ არ უნდა გავაკეთო და როგორ არ უნდა გამომივიდეს, როცა ამდენი ვიწვალე და აქამდე მოვედი-მეთქი?! მოკლედ, უფლება არ მქონდა, უკან დამეხია. სიმღერა რომ დავიწყე, უკვე აღარ ვნერვიულობდი...

- და ჟიურის სამი წევრი მაშინვე შემოაბრუნე...

- კი და ამაზე გავგიჟდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, როცა მივხვდი, რომ ეს ეტაპიც გადავლახე... მინდოდა, პატაპთან და ნასტიასთან მოვხვედრილიყავი და მათთან მოვხვდი...

ახლა შემდეგ ეტაპს ველოდები, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ერთია - კიევს ძალიან შევეჩვიე, შევეგუე, თბილი ხალხია და ეს მეხმარება იმაში, რომ ნაკლები ვინერვიულო... სიურპრიზებს ვამზადებ და მგონია, რომ ხალხს ძალიან მოეწონება. პატაპის და ნასტიას ჯგუფის წევრები ძალიან დავმეგობრდით. მიხარია, რომ კონკურენციის მომენტი არ გვაქვს.

მარიამ ჟორდანია მენტორები - პატაპი და ნასტია კამენსკი

- რა მოლოდინი გაქვს?

- ჩემთვის ამ კონკურსში გამარჯვება მთავარი არ არის. მთავარია, რომ პროექტი დამეხმაროს, გავიხსნა როგორც ინდივიდი და არტისტი. მინდა, სცენაზე გასვლით სიამოვნება მივიღო. ადამიანებისგან, რომლებსაც ამ პროცესში ვიცნობ, უდიდეს გამოცდილებას ვიღებ. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც როგორც ვთქვი, გამოცდილების მიღებაა და ის, რომ ხალხმა როგორც არტისტი, მომღერალი გამიცნოს.

- მარიამ, ვიცი, რომ რეჟისორ გიზო ჟორდანიას შვილიშვილი ხარ... რა გასწავლა ცნობილმა ბაბუამ?

- მისი ძმის შვილიშვილი ვარ... გიზო ფენომენალური ადამიანი იყო, ჩემში რა არტისტიზმიც არის და სასცენო ხელოვნება, ბავშვობიდან სულ მისგან მომყვება. გიზო ბაბუსთან ხშირად ვიყავი ხოლმე, ბევრ რამეში შთამაგონა, ხელოვნება მან შემაყვარა. სულ რაღაცებს მიყვებოდა, ისტორიები არასდროს ელეოდა, თავის გამოცდილებას მიზიარებდა, თუ როგორი საინტერესოა სცენაზე, ხელოვან ადამიანებთან მუშაობა.

ამიტომ, პატარაობიდანვე სცენას აღფრთოვანებული ვუყურებდი, მიკვირდა, ადამიანები როგორ იყვნენ ასეთი გამბედავები იქ. ამის გარდა, სხვადასხვა არტისტებს თვალყურს ვადევნებდი, დროს ვუთმობდი იმაზე დაკვირვებას, სხვა სცენაზე როგორ გამოდიოდა, მოძრაობდა. მერე მივხვდი, რომ ხალხს ბუნებრივობა სჭირდება, სცენამ არ უნდა დაგაკომპლექსოს. ამას რომ გადალახავ, თავისუფლებას მეტად აღწევ და სიმღერისგან დიდ სიამოვნებას იღებ.

- "მემე" შენი ფსევდონიმი რას ნიშნავს?

- პატარაობაში დავირქვი და ყველა ასე მეძახდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ამან გადაიარა და ჩემი სახელი დავიბრუნე. „მემე“ მე და მე-ს ნიშნავს, ანუ მე ვარ ინდივიდუალი, თან, ამ სახელს შევეჩვიე და ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟს უხდება.

- ბოდიარტისტობა ხომ არ მიატოვე?

- არა, მიყვარს ამის კეთებაც. ბევრმა ადამიანმა როგორც ბოდიარტისტი და მხატვარი ისე გამიცნო. არადა, მუსიკა ერთადერთი რამ არის, რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო. ახლა სწორედ ეგ პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, რომ ხალხმა სიმღერით და სცენიდან, როგორც მომღერალი გამიცნოს.

ბოდიარტისტობა შემთხვევით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაც იყო, როცა სხეულთან მქონდა შეხება, რადგანაც "შრამები" მქონდა... მაშინ ეს ხელოვნება ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, თუმცა დღემდე ასეა. კონცერტის შემდეგ ამ ხელოვნებას არ ვივიწყებ და დავიწყებას არც მომავალში ვაპირებ.

- მეთორმეტეკლასელი ხარ და ახლა სწავლის პროცესი შეჩერებული გაქვს. სკოლაში რას გეუბნებიან?

- ამ მხრივ რთული პერიოდი მაქვს. მეთორმეტეკლასელობა, აბიტურიენტობა და კონკურსში მონაწილეობა არ არის ადვილი, მაგრამ ყოველთვის ვამჯობინებდი იმას, რომ მემუშავა, ვიდრე სკოლაში მესწავლა. სკოლა ხომ არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც განათლების მიღება შეგვიძლია?! თუმცა ჩემმა სკოლამ ხელი ძალიან შემიწყო მეკეთებინა ის, რაც მიყვარს, გამიგეს და მადლიერი ვარ.

ვიცი, თუ მუსიკას არ მივხედავ, სკოლა ვერ მიშველის, ბიოლოგია და მათემატიკა ვერ დამეხმარება. 100%-ით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მუსიკის კეთება მინდა. ამასთან, ძალიან ბევრ მუსიკას ვწერ, მაგრამ ჯერ არ მაქვს იმის სახსრები და საშუალება, რომ გამოვუშვა... მოკლედ, ამჯერად სერიოზული ამოცანაა ჩემს წინ და მის დასაძლევად ყველაფერს ვაკეთებ.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს