პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი
"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

კი­დევ ერთი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად უხ­დე­ბოდ­ნენ და ალა­მა­ზებ­დნენ თბი­ლის­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს; ამ­ბე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც მუ­დამ თან სდევ­და მწერ­ლი­სა და მთარ­გმნე­ლის, გრი­გოლ აბა­ში­ძის ოჯახს. მათ­ზე ბევ­რი ამ­ბა­ვი მო­მის­მე­ნია და ახლა თქვენც მინ­და, გი­ამ­ბოთ ბა­ტონ გრი­გოლ­სა და მის მე­უღ­ლე­ზე - ლა­მა­რა აბა­ში­ძე­ზე, ქალ­ზე, რო­მე­ლიც მწერ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მუ­ზად იქცა; ქალ­ზე - ისეთ ლა­მაზ­სა და მომ­ხიბ­ვლელ­ზე, რომ მოს­კო­ვის სვე­ტე­ბი­ან დარ­ბაზ­ში შე­სულს, იქ მყოფ­მა ყვე­ლა მა­მა­კაც­მა და­უ­ჩო­ქა.

ორი აბა­ში­ძის გაც­ნო­ბა

აბა­ში­ძე ჩვენ­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვა­რია და სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ კუ­თხე­ში შეხ­ვდე­ბი. მარ­თა­ლია, ერთი გვა­რი­სა­ნი იყ­ვნენ და თა­ნაც - იმე­რე­ლი აბა­ში­ძე­ე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი, მაგ­რამ მათი წი­ნაპ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ენა­თე­სა­ვე­ბოდ­ნენ.მწე­რალ­მა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა და გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი ლა­მა­რა აბა­ში­ძე პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში ნახა. იმ­ხა­ნად იგი 30-31 წლის იქ­ნე­ბო­და, ქალი - 12 წლით უმ­ცრო­სი. ქალს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ინ­გლი­სუ­რის გან­ხრით და ფრან­გუ­ლიც კარ­გად იცო­და, მუ­სი­კა კი მისი დიდი გა­ტა­ცე­ბა იყო და სა­ო­პე­რო სპექ­ტაკლს არ აც­დენ­და. სხვა­თა შო­რის, ფრან­გუ­ლი მა­მა­კაც­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცო­და. პიერ რონ­სა­რი ბწ­კა­რე­დის გა­რე­შე ჰქონ­და ნა­თარ­გმნი. მწე­რალს ლა­მა­რა აბა­ში­ძე და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ე­წო­ნა და შე­უყ­ვარ­და კი­დეც. ლექ­სიც მი­უ­ძღვნია - "ჯიქთა-ხა­თუ­ნი", რო­მე­ლიც მერე ყვე­ლას პირ­ზე ეკე­რა.

შინ

მალე და­ო­ჯახ­დნენ და ორი შვი­ლი ეყო­ლათ. მწე­რალ­მა ორი­ვეს დიდი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი უწო­და: ქა­ლიშ­ვილს - თა­მა­რი და ვაჟს - და­ვი­თი. მარ­თა­ლია, ცოლ-ქმარს შო­რის 12 წე­ლი­წა­დი იყო სხვა­ო­ბა, მაგ­რამ ეს არ იგ­რძნო­ბო­და. გრი­გოლ აბა­ში­ძე ბუ­ნე­ბით ისე­თი ახალ­გაზ­რდუ­ლი ტიპი იყო, ისე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი, იუ­მო­რით სავ­სე, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­შიც და მის გა­რე­თაც ყვე­ლას უად­ვილ­დე­ბო­და.

ეს ადა­მი­ა­ნი სულ სი­კე­თეს ას­ხი­ვებ­და. ამ­ბო­ბენ, შინ რომ შე­დი­ო­და, თით­ქოს, კედ­ლე­ბიც იცი­ნოდ­ნე­ნო. რა­ი­მე­საც რომ შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა, ოჯა­ხის წევ­რებს არას­დროს აგ­რძნო­ბი­ნებ­და. ბევრ ადა­მი­ანს სა­გან­გე­ბო პი­რო­ბე­ბი უნდა შე­უქ­მნა სა­მუ­შა­ოდ, იგი ამ შემ­თხვე­ვა­შიც არა­ვის უქ­მნი­და პრობ­ლე­მას - მუ­შა­ო­ბი­სა­საც კი არ წუხ­დე­ბო­და. თა­მა­რი მუ­სი­კა­ზე და­დი­ო­და და მა­მის შინ ყოფ­ნი­სა­საც ხში­რად უწევ­და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ერ­თმა­ნეთ­ში გა­მა­ვა­ლი ოთა­ხე­ბი ჰქონ­დათ და მამა თა­ვის ოთახ­ში რომ წერ­და, აქეთ თა­მა­რი უკ­რავ­და, თა­ნაც მარ­ტო შო­პენ­სა და ბე­თჰო­ვენს ხომ არ შე­ას­რუ­ლებ­და? - ხან გა­მებს უკ­რავ­და, ხან სხვა სა­ვარ­ჯი­შო­ებს, მამა კი მას ერთ საყ­ვე­დურ­საც არას­დროს ეტყო­და.

აბა­ში­ძე­ე­ბი­სე­უ­ლი "შერ­ბურ­გის ქოლ­გე­ბი"

ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და... თით­ქოს, კუნ­ძულ­ზე იყ­ვნენ... რა­ღაც აღ­მაფ­რე­ნა იყო მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. გრი­გო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ლა­მა­რას გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბო­და, არა­ფე­რი, რა­შიც ქალი არ იყო ჩარ­თუ­ლი. შვი­ლე­ბიც კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან­ნი იყ­ვნენ მათ­თვის... თით­ქოს, ერ­თმა­ნე­თის­თვის იყ­ვნენ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც ერთი მთლი­ა­ნო­ბა.ლა­მა­რა აბა­ში­ძე ძა­ლი­ან ნაზი ქალი იყო და მუ­სი­კა­ლუ­რი ხმა ჰქონ­და - რომ ლა­პა­რა­კობ­და, გე­გო­ნე­ბო­და, მღე­რი­სო. ერთხელ პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს უთ­ქვამს, გრი­გოლს რა უჭირს, "შერ­ბურ­გის ქოლ­გე­ბი" აქვს სახ­ლშიო. მწე­რა­ლი ყვა­ვი­ლე­ბის დახ­ლთან თუ გა­ივ­ლი­და, მე­უღ­ლეს­თან აუ­ცი­ლებ­ლად იები ან სხვა ყვა­ვი­ლი მიჰ­ქონ­და. ქალს სი­ლა­მა­ზე უყ­ვარ­და, ნი­ჭი­ერ მხატ­ვრებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და და სახ­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზად ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი.

ამ­გვა­რი მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა იმ­დე­ნად ალა­მა­ზებ­და მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­საც, რომ თუკი სად­მე ვინ­მე გა­ჭა­ჭან­დე­ბო­და თბი­ლის­ში, ან მოს­კო­ვი­დან, ან უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად მათ ოჯახ­ში მი­დი­ო­და. მი­დი­ოდ­ნენ იმი­ტომ, რომ აბა­ში­ძე­ე­ბის ოჯახს გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და მათ­თან. ლა­მა­რა აბა­ში­ძე ძა­ლი­ან კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი იყო და მა­გი­და­საც ისე ლა­მა­ზად გა­ა­წყობ­და ხოლ­მე, მარ­თლა ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში იყო. ყვე­ლა, ვინც მათ სახ­ლში ხვდე­ბო­და, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი რჩე­ბო­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
12

შეიძლება ცხოვრებაში ბევრად ეფექტური იყო, ვიდრე სურათზე ვხედავთ. ზოგჯერ პირიქითაა, არასიმპატიური გამოდის ფოტოზე კარგად.

ნენო
23

სილამაზის სტანდარტი იცვლება. დღეს ბევრს არც ნატო ვაჩნაძე მოსწონს.სამაგიეროდ ლამაზ ქალს დღეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბერილი ტუჩები, პაწაწა აპრეხილი ცხვირი, აძგიბული წარბები, დაჭიმული თვალები, გრძელი და გასწორებული თმა, აუცილებლად გაშლილი... ხო, გადიდებული მკერდი კიდევ.

ავტორი:

"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

"ისეთი ლამაზი იყო, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა" - ორი აბაშიძის საოცარი სიყვარულის ამბავი

კიდევ ერთი უსაზღვრო სიყვარულის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც საოცრად უხდებოდნენ და ალამაზებდნენ თბილისსა და მთელ საქართველოს; ამბები ურთიერთობებსა და სიყვარულზე, რომელიც მუდამ თან სდევდა მწერლისა და მთარგმნელის, გრიგოლ აბაშიძის ოჯახს. მათზე ბევრი ამბავი მომისმენია და ახლა თქვენც მინდა, გიამბოთ ბატონ გრიგოლსა და მის მეუღლეზე - ლამარა აბაშიძეზე, ქალზე, რომელიც მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების მუზად იქცა; ქალზე - ისეთ ლამაზსა და მომხიბვლელზე, რომ მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა.

ორი აბაშიძის გაცნობა

აბაშიძე ჩვენში საკმაოდ გავრცელებული გვარია და საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდები. მართალია, ერთი გვარისანი იყვნენ და თანაც - იმერელი აბაშიძეების შთამომავლები, მაგრამ მათი წინაპრები ერთმანეთს არ ენათესავებოდნენ.მწერალმა ძალიან ახალგაზრდა და გამორჩეულად ლამაზი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნახა. იმხანად იგი 30-31 წლის იქნებოდა, ქალი - 12 წლით უმცროსი. ქალს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. სხვათა შორის, ფრანგული მამაკაცმაც ძალიან კარგად იცოდა. პიერ რონსარი ბწკარედის გარეშე ჰქონდა ნათარგმნი. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა კიდეც. ლექსიც მიუძღვნია - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა.

შინ

მალე დაოჯახდნენ და ორი შვილი ეყოლათ. მწერალმა ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი. მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდული ტიპი იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის გარეთაც ყველას უადვილდებოდა.

ეს ადამიანი სულ სიკეთეს ასხივებდა. ამბობენ, შინ რომ შედიოდა, თითქოს, კედლებიც იცინოდნენო. რაიმესაც რომ შეეწუხებინა, ოჯახის წევრებს არასდროს აგრძნობინებდა. ბევრ ადამიანს საგანგებო პირობები უნდა შეუქმნა სამუშაოდ, იგი ამ შემთხვევაშიც არავის უქმნიდა პრობლემას - მუშაობისასაც კი არ წუხდებოდა. თამარი მუსიკაზე დადიოდა და მამის შინ ყოფნისასაც ხშირად უწევდა მეცადინეობა. ერთმანეთში გამავალი ოთახები ჰქონდათ და მამა თავის ოთახში რომ წერდა, აქეთ თამარი უკრავდა, თანაც მარტო შოპენსა და ბეთჰოვენს ხომ არ შეასრულებდა? - ხან გამებს უკრავდა, ხან სხვა სავარჯიშოებს, მამა კი მას ერთ საყვედურსაც არასდროს ეტყოდა.

აბაშიძეებისეული "შერბურგის ქოლგები"

ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა... თითქოს, კუნძულზე იყვნენ... რაღაც აღმაფრენა იყო მათ ურთიერთობაში. გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, არაფერი, რაშიც ქალი არ იყო ჩართული. შვილებიც კი მეორეხარისხოვანნი იყვნენ მათთვის... თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, როგორც ერთი მთლიანობა.ლამარა აბაშიძე ძალიან ნაზი ქალი იყო და მუსიკალური ხმა ჰქონდა - რომ ლაპარაკობდა, გეგონებოდა, მღერისო. ერთხელ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს უთქვამს, გრიგოლს რა უჭირს, "შერბურგის ქოლგები" აქვს სახლშიო. მწერალი ყვავილების დახლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც განსაკუთრებულად ლამაზად ჰქონდა მოწყობილი.

ამგვარი მეუღლის გვერდით ყოფნა იმდენად ალამაზებდა მწერლის შემოქმედებასაც, რომ თუკი სადმე ვინმე გაჭაჭანდებოდა თბილისში, ან მოსკოვიდან, ან უცხოეთიდან ჩამოსული, აუცილებლად მათ ოჯახში მიდიოდა. მიდიოდნენ იმიტომ, რომ აბაშიძეების ოჯახს გამორჩეულად მიიჩნევდნენ. ძალიან კარგი ხალხი იკრიბებოდა მათთან. ლამარა აბაშიძე ძალიან კარგი დიასახლისი იყო და მაგიდასაც ისე ლამაზად გააწყობდა ხოლმე, მართლა ხელოვნების ნიმუში იყო. ყველა, ვინც მათ სახლში ხვდებოდა, აღტაცებული რჩებოდა. წაიკითხეთ სრულად