პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები
არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

ორ­სუ­ლო­ბის დროს ექოს­კო­პი­ის გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ჯერ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო: 11 კვი­რა­სა 3 დღი­დან და 13 კვი­რა­სა და 7 დღემ­დე, 18-22 კვი­რა­ზე და 30-34 კვი­რა­ზე. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნი მოქ­მე­დებს და ეს ციფ­რიც შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა. კლი­ნი­კებ­საც აქვთ თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ორ­სუ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ხდე­ბა.

რო­გორც „გა­გუ­ას კლი­ნი­კის“ რა­დი­ო­ლო­გი ალექ­სან­დრე გვა­სა­ლია გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა ორ­სუ­ლის­თვის, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე ნა­ყო­ფის კონ­კრე­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ შე­იძ­ლე­ბა მათი გა­მო­ტო­ვე­ბა ან გა­და­ვა­დე­ბა.

რას ვა­მოწ­მებთ ორ­სუ­ლო­ბის მე-12 კვი­რა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ექოს­კო­პი­ით და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ პრო­ცე­დუ­რით და­უ­ნის სინ­დრო­მის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

12 კვი­რა­ზე (11კვი­რი­სა და 3 დღი­დან 13 კვი­რა­სა და 6 დღემ­დე) ვა­ფა­სებთ ე.წ. კის­რის ნა­ოჭს, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ქრო­მო­სო­მუ­ლი აბე­რა­ცი­ე­ბის, ანუ რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლია და­უ­ნის სინ­დრო­მის. თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს არ არის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ზუს­ტი მე­თო­დი. კის­რის ნა­ო­ჭის ზრდა ამ პა­თო­ლო­გი­ის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ანუ რო­დე­საც კის­რის ნა­ო­ჭი აღე­მა­ტე­ბა ნორ­მას, იზ­რდე­ბა ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ბავ­შვს შე­იძ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ან სხვა ქრო­მო­სო­მუ­ლი პა­თო­ლო­გია აღ­მო­აჩ­ნდეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში და­მა­ტე­ბით ინიშ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზის დას­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

რისი შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა ექოს­კო­პი­ის სხვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს?

18-22 კვი­რა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ექოს­კო­პი­ას მორ­ფო­ლო­გი­ურ ან სკრი­ნინ­გულ გა­მოკ­ვლე­ვას ვუ­წო­დებთ. ამ დროს დე­ტა­ლუ­რად ვა­მოწ­მებთ, თუ რო­გორ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ბავ­შვის თი­თო­ე­უ­ლი ორ­გა­ნო ანუ ნა­ყო­ფის სრუ­ლი ანა­ტო­მია. ამ კვლე­ვის შემ­დეგ მშო­ბელ­მა იცის, რომ მის შვილს მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით არა­ნა­ი­რი პა­თო­ლო­გია არ ემუქ­რე­ბა.

30-34 კვი­რა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე კი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ექ­ცე­ვა მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ნა­ყო­ფის ზრდის პა­რა­მეტ­რე­ბი, წო­ნა­ში მა­ტე­ბა, სა­ნა­ყო­ფე სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა და ასე შემ­დეგ. ამ ვა­და­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს იმას აქვს თუ არა ნა­ყოფს ჰი­პოქ­სი­ის ნიშ­ნე­ბი. ამის გა­მო­სავ­ლე­ნად ვი­ყე­ნებთ დოპ­ლე­რო­მეტ­რულ გა­მოკ­ვლე­ვას. პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვი­დან დე­ტა­ლუ­რად ვა­მოწ­მებთ ნა­ყო­ფის ანა­ტო­მი­ას.

რა შემ­თხვე­ვა­ში ინიშ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა?

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი პრო­ცე­დუ­რის გარ­და ექოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ბა ტარ­დე­ბა ორ­სუ­ლო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. ეს არის მე­ო­თხე სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რა ორ­სუ­ლო­ბის დროს. და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის და­ნიშ­ვნა კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ექიმ­სა და კონ­კრე­ტუ­ლი კლი­ნი­კის გა­იდ­ლა­ინ­ზე. ამა თუ იმ ვა­და­ზე სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოს ექიმ­მა სა­ჭი­როდ ექოს­კო­პი­ის გა­კე­თე­ბა. 36-40 კვი­რა­ზე ხში­რად პრო­ცე­დუ­რა სა­ჭი­როა ნა­ყო­ფის წო­ნის გა­და­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად, ჰი­პოქ­სი­ის ნიშ­ნე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად, სა­ნა­ყო­ფე სი­თხის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრის­თვის. ეს არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, თუმ­ცა ექი­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ჭი­როდ თვლის მშო­ბი­ა­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბის მი­ნი­მუ­მა­დე დაყ­ვა­ნის მიზ­ნად.

ექოს­კო­პი­ის ხში­რი გა­კე­თე­ბა გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

ამ კი­თხვით ძა­ლი­ან ბევ­რი ორ­სუ­ლი მო­დის ჩე­მამ­დე. თუმ­ცა უნდა და­ვა­კონ­კრე­ტოთ, თუ რა იგუ­ლის­ხმე­ბა ხშირ გა­კე­თე­ბა­ში. დღე­გა­მოშ­ვე­ბით ექოს­კო­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რა თქმა უნდა, სა­სურ­ვე­ლი არაა. თუმ­ცა თვე­ში ერთხელ ან ორ­ჯე­რაც კი ეს სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია. რო­დე­საც პრო­ცე­დუ­რის დროს გა­მო­სავ­ლე­ნი პრობ­ლე­მის რის­კი აღე­მა­ტე­ბა მისი გა­კე­თე­ბის რისკს, ექოს­კო­პია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ტარ­დეს. ყო­ველ­თვის სჯობს, ორ­სულს ჩა­უ­ტა­რო პრო­ცე­დუ­რა და გა­არ­კვიო, რა საფრ­თხის წი­ნა­შე დგას ის თა­ვად ან ნა­ყო­ფი.

თქვე­ნი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მე­ბი ვლინ­დე­ბა ხოლ­მე ექოს­კო­პი­ის დროს?

12 კვი­რა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ე­ქოს­კო­პი­ის დროს, თუ არ ჩავ­თვლით ქრო­მო­სო­მუ­ლი აბე­რა­ცი­ე­ბის მარ­კე­რებს, ყვე­ლა­ზე ხში­რია თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ანო­მა­ლი­ე­ბი.

18-22 კვი­რა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, რად­გან ამ დროს ყვე­ლა ორ­გა­ნო უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. მი­თი­თე­ბულ ვა­დებ­ზე პირ­ველ ად­გილ­ზე გა­დის გუ­ლის, გულ-სის­ხლ-ძარ­ღვთა და თა­ვის ტვი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ანო­მა­ლი­ე­ბი. აგ­რეთ­ვე გვხვდე­ბა სა­შარ­დე სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი. უფრო იშ­ვი­ა­თია კუჭ-ნაწ­ლა­ვი ტრაქ­ტის და საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის ანო­მა­ლი­ე­ბი.

ექოს­კო­პი­ის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია?

ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.თუმ­ცა არის რიგი პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ჩა­რე­ვით გვარ­დე­ბა. გვაქვს ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პრობ­ლე­მა გა­და­უჭ­რე­ლია და სა­ჭი­რო ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბის ნა­ად­რე­ვად დამ­თავ­რე­ბა. მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის, მა­გა­ლი­თად, წო­ნა­ში ჩა­მორ­ჩე­ნის ან ნა­ყო­ფის ჰი­პოქ­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ ვხე­დავთ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა მე­თო­დი უძ­ლუ­რია, ორ­სუ­ლო­ბის ნა­ად­რე­ვად დას­რუ­ლე­ბა გვი­წევს.

ექოს­კო­პი­ის გა­კე­თე­ბის დროს, აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი აპა­რა­ტით ვა­კე­თებთ მას? რა გან­სხვა­ვე­ბაა 3D და 4D აპა­რა­ტებს შო­რის?

აპა­რატს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუმ­ცა ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­დი­ო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია და აპა­რა­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ტან­დემ­ში იყოს. რაც უნდა კარ­გი აპა­რა­ტი ჰქონ­დეს კლი­ნი­კას, თუ ექი­მი თი­თო­ე­ულ პა­თო­ლო­გი­ას კარ­გად არ იც­ნობს, მას პრო­ცე­დუ­რის დროს მა­ინც ვერ ამო­იც­ნობს. მე არა­ერთ აპა­რატ­ზე მი­მუ­შა­ვია და შე­მიძ­ლია თა­მა­მად გი­თხრათ, რომ რაც უფრო კარ­გია აპა­რა­ტი, მით უფრო მარ­ტი­ვი ხდე­ბა ამა თუ იმ პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნა. მა­გა­ლი­თად, ამ ეტაპ­ზე „გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში“ ყვე­ლა რა­დი­ო­ლო­გი გა­მოკ­ვლე­ვებს ატა­რებს Voluson E8 აპა­რა­ტებ­ზე. ეს არის მსოფ­ლი­ო­ში მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში წამ­ყვა­ნი ბრენ­დის ტექ­ნი­კა, რო­მელ­მაც გან­ვი­თა­რე­ბით ათე­უ­ლი წლით გა­ას­წრო კონ­კუ­რენ­ტებს. მას იმ­დე­ნად კარ­გი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აქვს და პროგ­რა­მუ­ლად იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლია, რომ რა­დი­ო­ლოგს სწო­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმარ­ტივ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა 3D და 4D გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, მათ შო­რის არის სხვა­ო­ბაა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით იყე­ნე­ბენ. 3D არის სტა­ტი­კუ­რი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა - სუ­რა­თი. 4D არის იგი­ვე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა რე­ა­ლურ დრო­ში ანუ ვი­დეო. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სწო­რედ 4D გვეხ­მა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნა­ში.მა­გა­ლი­თად,სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას აქვს წამ­ყვა­ნი როლი სა­ხის ანო­მა­ლი­ე­ბის, ცხვირ-ტუ­ჩის და ხერ­ხემ­ლის სვე­ტის პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში.

მე­ო­რე მხრივ, 4D გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლე­ბის­თვის, რად­გან ისი­ნი უყუ­რე­ბენ ბავ­შვის მოძ­რა­ო­ბას, მი­მი­კას რე­ა­ლურ დრო­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მშობ­ლე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მა­ვა­ლი დე­დის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი ახ­დე­ნენ პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას ორ­სუ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­სა და შე­დეგ­ზე.

თუ გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ორ­სუ­ლებს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი ჰქო­ნი­ა­თე­ქოს­კო­პი­ის პრო­ცე­დუ­რის­გან?

სამ­წუ­ხა­როდ, ასე ხში­რად ხდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რად ექ­ცე­ვა სხვი­სი, არა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. სწო­რედ ეს იწ­ვევს გა­და­ჭარ­ბე­ბულ მო­ლო­დინს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ პირ­ვე­ლი­ვე კვი­რი­დან გვთხო­ვენ სქე­სის დად­გე­ნას. ხან­და­ხან იმი­თაც კი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუ რა ფე­რის თვა­ლე­ბი აქვს ბავ­შვს.

ვურ­ჩევ ყვე­ლა ორ­სულს,რომ და­უ­ჯე­როს მკურ­ნალ ექიმ­სა და რა­დი­ო­ლოგს, ვა­და­ზე გა­ი­კე­თონ ექოს­კო­პი­აც და ყვე­ლა სხვა და­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვაც, არ იყ­ვნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ. არ ეცა­დონ, გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის რჩე­ვით ან ინ­ტერ­ნე­ტის გა­დაჭ­რას. კვა­ლი­ფი­ცუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი­სა და კარ­გი აპა­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი გაურკვეველია. ასეთი საფრთხის არსებობა არავის დაუმტკიცებია აქამდე.

ავტორი:

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

ორსულობის დროს ექოსკოპიის გაკეთება საქართველოში სამჯერ არის სავალდებულო: 11 კვირასა 3 დღიდან და 13 კვირასა და 7 დღემდე, 18-22 კვირაზე და 30-34 კვირაზე. ყველა ქვეყანაში განსხვავებული გაიდლაინი მოქმედებს და ეს ციფრიც შესაბამისად იცვლება. კლინიკებსაც აქვთ თავისი ინდივიდუალური გაიდლაინები, რომლის ფარგლებშიც დამატებითი პროცედურები სავალდებულოა. ეს ყველაფერი კი ორსულის მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ხდება.

როგორც „გაგუას კლინიკის“ რადიოლოგი ალექსანდრე გვასალია განმარტავს, აღნიშნული ვადები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ორსულისთვის, რადგან თითოეულ მათგანზე ნაყოფის კონკრეტული მდგომარეობის შემოწმება ხდება. შესაბამისად, არ შეიძლება მათი გამოტოვება ან გადავადება.

რას ვამოწმებთ ორსულობის მე-12 კვირაზე გაკეთებული ექოსკოპიით და შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურით დაუნის სინდრომის გარანტირებულად დიაგნოსტირება?

12 კვირაზე (11კვირისა და 3 დღიდან 13 კვირასა და 6 დღემდე) ვაფასებთ ე.წ. კისრის ნაოჭს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი ქრომოსომული აბერაციების, ანუ როგორც საზოგადოებაში ცნობილია დაუნის სინდრომის. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დიაგნოსტირების ზუსტი მეთოდი. კისრის ნაოჭის ზრდა ამ პათოლოგიის მიმანიშნებელია. ანუ როდესაც კისრის ნაოჭი აღემატება ნორმას, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ბავშვს შეიძლება აღნიშნული ან სხვა ქრომოსომული პათოლოგია აღმოაჩნდეს. ამ შემთხვევაში დამატებით ინიშნება რამდენიმე კიდევ უფრო სიღრმისეული გამოკვლევა, რომელთა საფუძველზეც საბოლოო დიაგნოზის დასმაა შესაძლებელია.

რისი შემოწმება ხდება ექოსკოპიის სხვა სავალდებულო პროცედურების დროს?

18-22 კვირაზე ჩატარებულ ექოსკოპიას მორფოლოგიურ ან სკრინინგულ გამოკვლევას ვუწოდებთ. ამ დროს დეტალურად ვამოწმებთ, თუ როგორ არის ჩამოყალიბებული ბავშვის თითოეული ორგანო ანუ ნაყოფის სრული ანატომია. ამ კვლევის შემდეგ მშობელმა იცის, რომ მის შვილს მაღალი პროცენტულობით არანაირი პათოლოგია არ ემუქრება.

30-34 კვირაზე ჩატარებულ გამოკვლევაზე კი ყურადღების ქვეშ ექცევა მონაცემები, როგორიცაა: ნაყოფის ზრდის პარამეტრები, წონაში მატება, სანაყოფე სითხის რაოდენობა და ასე შემდეგ. ამ ვადაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას აქვს თუ არა ნაყოფს ჰიპოქსიის ნიშნები. ამის გამოსავლენად ვიყენებთ დოპლერომეტრულ გამოკვლევას. პარალელურად, თავიდან დეტალურად ვამოწმებთ ნაყოფის ანატომიას.

რა შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ექოსკოპიური გამოკვლევა?

აღნიშნული სამი პროცედურის გარდა ექოსკოპიური გამოკვლება ტარდება ორსულობის დასადასტურებლად. ეს არის მეოთხე სავალდებულო პროცედურა ორსულობის დროს. დამატებითი პროცედურების დანიშვნა კი დამოკიდებულია ექიმსა და კონკრეტული კლინიკის გაიდლაინზე. ამა თუ იმ ვადაზე სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ჩათვალოს ექიმმა საჭიროდ ექოსკოპიის გაკეთება. 36-40 კვირაზე ხშირად პროცედურა საჭიროა ნაყოფის წონის გადასაკონტროლებლად, ჰიპოქსიის ნიშნების გამოსავლენად, სანაყოფე სითხის ოდენობის განსაზღვრისთვის. ეს არ არის სავალდებულო, თუმცა ექიმების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის მშობიარობის ყველანაირი გართულების მინიმუმადე დაყვანის მიზნად.

ექოსკოპიის ხშირი გაკეთება გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული?

ამ კითხვით ძალიან ბევრი ორსული მოდის ჩემამდე. თუმცა უნდა დავაკონკრეტოთ, თუ რა იგულისხმება ხშირ გაკეთებაში. დღეგამოშვებით ექოსკოპიის ჩატარება, რა თქმა უნდა, სასურველი არაა. თუმცა თვეში ერთხელ ან ორჯერაც კი ეს სრულიად მისაღებია. როდესაც პროცედურის დროს გამოსავლენი პრობლემის რისკი აღემატება მისი გაკეთების რისკს, ექოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ყოველთვის სჯობს, ორსულს ჩაუტარო პროცედურა და გაარკვიო, რა საფრთხის წინაშე დგას ის თავად ან ნაყოფი.

თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად რა პრობლემები ვლინდება ხოლმე ექოსკოპიის დროს?

12 კვირაზე ჩატარებულიექოსკოპიის დროს, თუ არ ჩავთვლით ქრომოსომული აბერაციების მარკერებს, ყველაზე ხშირია თავის ტვინის განვითარების ანომალიები.

18-22 კვირაზე გამოვლენილი პათოლოგიები უფრო მრავალფეროვანია, რადგან ამ დროს ყველა ორგანო უკვე ჩამოყალიბებულია. მითითებულ ვადებზე პირველ ადგილზე გადის გულის, გულ-სისხლ-ძარღვთა და თავის ტვინის განვითარების ანომალიები. აგრეთვე გვხვდება საშარდე სისტემის პათოლოგიები. უფრო იშვიათია კუჭ-ნაწლავი ტრაქტის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანომალიები.

ექოსკოპიის დროს გამოვლენილი პრობლემების მოგვარება რამდენად შესაძლებელია?

ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია.თუმცა არის რიგი პრობლემებისა, რომელიც მედიკამენტური ჩარევით გვარდება. გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც პრობლემა გადაუჭრელია და საჭირო ხდება ორსულობის ნაადრევად დამთავრება. მედიცინის განვითარების ტემპის მიუხედავად, გარკვეული პრობლემების, მაგალითად, წონაში ჩამორჩენის ან ნაყოფის ჰიპოქსიის მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ვხედავთ, რომ მკურნალობის ყველა მეთოდი უძლურია, ორსულობის ნაადრევად დასრულება გვიწევს.

ექოსკოპიის გაკეთების დროს, აქვს მნიშვნელობა რომელი აპარატით ვაკეთებთ მას? რა განსხვავებაა 3D და 4D აპარატებს შორის?

აპარატს, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადიოლოგის კვალიფიკაცია და აპარატის შესაძლებლობები ტანდემში იყოს. რაც უნდა კარგი აპარატი ჰქონდეს კლინიკას, თუ ექიმი თითოეულ პათოლოგიას კარგად არ იცნობს, მას პროცედურის დროს მაინც ვერ ამოიცნობს. მე არაერთ აპარატზე მიმუშავია და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რაც უფრო კარგია აპარატი, მით უფრო მარტივი ხდება ამა თუ იმ პათოლოგიის გამოვლენა. მაგალითად, ამ ეტაპზე „გაგუას კლინიკაში“ ყველა რადიოლოგი გამოკვლევებს ატარებს Voluson E8 აპარატებზე. ეს არის მსოფლიოში მეანობა-გინეკოლოგიაში წამყვანი ბრენდის ტექნიკა, რომელმაც განვითარებით ათეული წლით გაასწრო კონკურენტებს. მას იმდენად კარგი გამოსახულება აქვს და პროგრამულად იმდენად დახვეწილია, რომ რადიოლოგს სწორი დასკვნის გაკეთება მნიშვნელოვნად უმარტივდება.

რაც შეეხება 3D და 4D გამოსახულებას, მათ შორის არის სხვაობაა და სპეციალისტები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. 3D არის სტატიკური სამგანზომილებიანი გამოსახულება - სურათი. 4D არის იგივე სამგანზომილებიანი გამოსახულება რეალურ დროში ანუ ვიდეო. არის შემთხვევები, როდესაც სწორედ 4D გვეხმარება კონკრეტული პათოლოგიის გამოვლენაში.მაგალითად,სამგანზომილებიან გამოსახულებას აქვს წამყვანი როლი სახის ანომალიების, ცხვირ-ტუჩის და ხერხემლის სვეტის პრობლემების გამოვლენაში.

მეორე მხრივ, 4D გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან ისინი უყურებენ ბავშვის მოძრაობას, მიმიკას რეალურ დროში. აქედან გამომდინარე მშობლების და განსაკუთრებით მომავალი დედის დადებითი ემოციები ახდენენ პოზიტიურ გავლენას ორსულობის მიმდინარეობასა და შედეგზე.

თუ გქონიათ შემთხვევები, რომ ორსულებს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონიათექოსკოპიის პროცედურისგან?

სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება. საზოგადოება ჯერ კიდევ აქტიურად ექცევა სხვისი, არა სამედიცინო პერსონალის ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ეს იწვევს გადაჭარბებულ მოლოდინს. ყოფილა შემთხვევა, რომ პირველივე კვირიდან გვთხოვენ სქესის დადგენას. ხანდახან იმითაც კი ინტერესდებიან, თუ რა ფერის თვალები აქვს ბავშვს.

ვურჩევ ყველა ორსულს,რომ დაუჯეროს მკურნალ ექიმსა და რადიოლოგს, ვადაზე გაიკეთონ ექოსკოპიაც და ყველა სხვა დანიშნული კვლევაც, არ იყვნენ საზოგადოების გავლენის ქვეშ. არ ეცადონ, გამოვლენილი პრობლემების საზოგადოების რჩევით ან ინტერნეტის გადაჭრას. კვალიფიცური სპეციალისტისა და კარგი აპარატურის საშუალებით გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

თურქეთის კლინიკაში გამოჯანმრთელებული ქართველი ფეხბურთელი სპორტს  დაუბრუნდა - განკურნებული პაციენტის ისტორია