პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციურის დირექტორი
ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციურის დირექტორი

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნი­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა დღეს გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში და პა­სუხს დას­ჭირ­დე­ბა 2 ან 3 დღე. რო­გორც ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეს არა­ფერს არ ცვლის, იმი­ტომ, რომ მათ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რია. ამას­თან, რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ორ მცი­რე­წლო­ვანს, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ყაზ­ბე­გი­დან ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, არ და­უ­დას­ტურ­დათ კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია და მათ მხო­ლოდ გრი­პი აქვთ.

„4 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში, რომ­ლე­ბიც გუ­შინ შე­მო­იყ­ვა­ნეს. მათ­გან ორი ბავ­შვი იყო ჩი­ნე­ლი (ტყუ­პე­ბი არი­ან), რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ყაზ­ბეგ­ში ჩი­ნე­ლე­ბის ცხრა­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მათ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა და მო­იყ­ვა­ნეს ჩვენს კლი­ნი­კა­ში. ზოგ­ჯერ ვრცელ­დე­ბა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცხრა­ვე ჩვენს კლი­ნი­კა­ში მო­იყ­ვა­ნეს, ეს ასე არ არის. მხო­ლოდ ორი ბავ­შვი მო­იყ­ვა­ნეს, ვი­ნა­ი­დან მათ ჰქონ­დათ ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 7 პირი, რომ­ლე­ბიც ამა­ვე ჯგუფ­ში იყ­ვნენ, იმ­ყო­ფე­ბი­ან ბი­ნა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ბავ­შვებს შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა. რენტგე­ნე­ლო­გი­უ­რად გა­ირ­კვა, რომ მათ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა არ აქვთ, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, იმი­ტომ, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი სიმპტო­მი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის არის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, პნევ­მო­ნია, თუმ­ცა ის ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. ბავ­შვებს ზე­მო­სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან აღე­ბუ­ლი მა­სის ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით და­უდ­გი­ნათ „ა" ტი­პის გრი­პის ვირუ­სი - ჯერ, სწრა­ფი, მარ­ტი­ვი ტეს­ტით ჩვენს კლინ­კა­ში და შემ­დეგ ის და­დას­ტურ­და ლუ­გა­რის ცენ­ტრში“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, ბავ­შვე­ბი რჩე­ბი­ან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რად­გან სა­ჭი­რო­ე­ბენ სტა­ცი­ო­ნა­ლურ მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ რჩე­ბი­ან, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პით ავად­მყო­ფე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ პა­ცი­ენტს, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ერთი არის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, 24 წლის, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ჩი­ნეთ­ში და ჩა­მო­ვი­და ჩი­ნე­თი­დან. ცერ­ცვა­ძის თქმით, მა­მა­კაცს აე­რო­პორ­ტში­ვე და­უ­ფიქ­სირ­და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა 39 გრა­დუ­სამ­დე, ასე­ვე ყე­ლის ტკი­ვი­ლიც, ხოლო ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს 29 იან­ვარს და­ახ­ლო­ე­ბით, 13:00 სა­ათ­ზე მი­მარ­თა.

„მას ჩა­უ­ტარ­და რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და პნევ­მო­ნია მა­საც არ აქვს. მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბით იმ ბავ­შვე­ბი­სა, ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვით არ დად­გინ­და რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ვირუ­სი. ანუ, 20 გა­მომ­წვე­ვი­დან არც ერთი არ იქნა ნა­ნა­ხი, რის გა­მოც რჩე­ბა თე­ო­რი­უ­ლი შან­სი, რომ მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა სამი ქვეყ­ნის გარ­და არ­სად ხდე­ბა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მინ­და გი­თხრათ, რო­გორც მრა­ვა­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სის მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე რომ მას დიდი ალ­ბა­თო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, ზუს­ტად ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა მე­ო­თხე პა­ცი­ენტზე, რო­მე­ლიც არის ახალ­გაზ­რდა ქალი. მისი თქმით, ეს ქალი ჩი­ნეთ­ში სწავ­ლობ­და და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის­გან გან­სხვა­ვე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და ეპი­დე­მი­ის ეპი­ცენ­ტრში, ქა­ლაქ უხან­ში, რის გა­მოც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო მის მი­მართ ყურ­დღე­ბა. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, არც ამ ქალს არ აღ­მო­აჩ­ნდა პნევ­მო­ნია.

„ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვით, აქაც გრი­პის ვირუ­სი ან სხვა რო­მე­ლი­მე ვირუ­სი, რო­მე­ლიც მსგავს სინ­დრო­მებს იწ­ვევს, არ იქნა ნა­ნა­ხი. მისი სის­ხლიც გა­და­იგ­ზავ­ნე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში. თუმ­ცა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, არ აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა.

ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ახალ­გაზ­რდა ქალს და მა­მა­კაცს არ აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სი", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის­გან თა­ვის დაც­ვას, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ჭი­როა ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სი­თხის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამას­თან, სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტთან სი­ახ­ლო­ვი­სას უნდა მო­ვე­რი­დოთ მას­თან მჭიდ­რო კონ­ტაქტს.

ამას­თან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

კი ,მაგრამ თუ აეროპორტშივე აღენიშნებოდა ტემპერეტურა 39 გრადუსამდე, როგორც ამბობთ,რატომ მაშინვე არ გადაიყვანეს ინფექციურში, საინტერესოადა საბოლოოდ თვითონ მიაკითხა საავადმყოფოს.მაშინ რაღა აზრი აქვს აეროპორტში ექიმების ყოფნას და ტემპერატურის მონიტორინგს?

ჩემი აზრით
0

ჩინეთში დღეში ავადდება 200-250 ადამიანი ან უფრო მეტი და მარტო ინფექციური საავადმყოფო გაუმკლავდება რომ?ზღვა ხალხის მასას, რომელიც შეიტყობს რომ საქართველოშიც შემოაღწია ამ კორონავირუსმა?ეჭვი მეპარება, ვერ გაუმკლავდებიან ამიტომ საჭიროა დროებით ჩაიკეტოს საზღვრები ისედაც ცოტანი ვართ

ავტორი:

ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციურის დირექტორი

ორ პირს არ დაუდგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი და მათი ბიოლოგიური მასალა გერმანიაში გადაიგზავნება - ინფექციურის დირექტორი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს გადაიგზავნება გერმანიაში და პასუხს დასჭირდება 2 ან 3 დღე. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ მათთან კორონავირუსის საფრთხე ძალიან მინიმალურია. ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც გუშინ ყაზბეგიდან ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოიყვანეს, არ დაუდასტურდათ კორონავირუსის ინფექცია და მათ მხოლოდ გრიპი აქვთ.

„4 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, რომლებიც გუშინ შემოიყვანეს. მათგან ორი ბავშვი იყო ჩინელი (ტყუპები არიან), რომლებიც იმყოფებოდნენ ყაზბეგში ჩინელების ცხრაკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში. მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურის მომატება და მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ზოგჯერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ ცხრავე ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს, ეს ასე არ არის. მხოლოდ ორი ბავშვი მოიყვანეს, ვინაიდან მათ ჰქონდათ ტემპერატურა, ხოლო დანარჩენი 7 პირი, რომლებიც ამავე ჯგუფში იყვნენ, იმყოფებიან ბინაზე სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებს შემჭიდროვებულ ვადებში ჩაუტარდა გამოკვლევა. რენტგენელოგიურად გაირკვა, რომ მათ ფილტვების ანთება არ აქვთ, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი და სერიოზული სიმპტომი კორონავირუსის ინფექციის არის ფილტვების ანთება, პნევმონია, თუმცა ის ფილტვების ანთების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს. ბავშვებს ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასის ვირუსოლოგიური კვლევით დაუდგინათ „ა" ტიპის გრიპის ვირუსი - ჯერ, სწრაფი, მარტივი ტესტით ჩვენს კლინკაში და შემდეგ ის დადასტურდა ლუგარის ცენტრში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ბავშვები რჩებიან ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობა, მაგრამ რჩებიან, როგორც ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფები.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ერთი არის ახალგაზრდა მამაკაცი, 24 წლის, რომელიც მუშაობდა ჩინეთში და ჩამოვიდა ჩინეთიდან. ცერცვაძის თქმით, მამაკაცს აეროპორტშივე დაუფიქსირდა ტემპერატურის მომატება 39 გრადუსამდე, ასევე ყელის ტკივილიც, ხოლო ინფექციურ საავადმყოფოს 29 იანვარს დაახლოებით, 13:00 საათზე მიმართა.

„მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა და პნევმონია მასაც არ აქვს. მაგრამ განსხვავებით იმ ბავშვებისა, ვირუსოლოგიური გამოკვლევით არ დადგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი. ანუ, 20 გამომწვევიდან არც ერთი არ იქნა ნანახი, რის გამოც რჩება თეორიული შანსი, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირება სამი ქვეყნის გარდა არსად ხდება. დიდი ალბათობით, მინდა გითხრათ, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე ინფექციონისტმა, რომ მას კორონავირუსის მსგავსი ცვლილებები არ აღენიშნება. ასე რომ მას დიდი ალბათობით კორონავირუსის ინფექცია არ აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა მეოთხე პაციენტზე, რომელიც არის ახალგაზრდა ქალი. მისი თქმით, ეს ქალი ჩინეთში სწავლობდა და ზემოაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცისგან განსხვავებით იმყოფებოდა ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში, რის გამოც გაძლიერებული იყო მის მიმართ ყურდღება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არც ამ ქალს არ აღმოაჩნდა პნევმონია.

„ვირუსოლოგიური კვლევით, აქაც გრიპის ვირუსი ან სხვა რომელიმე ვირუსი, რომელიც მსგავს სინდრომებს იწვევს, არ იქნა ნანახი. მისი სისხლიც გადაიგზავნება გერმანიაში. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება ტემპერატურის მატება.

ძალიან დიდი ალბათობით, აღნიშნულ ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს არ აქვთ კორონავირუსი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვირუსისგან თავის დაცვას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო სითხის გამოყენება, ამასთან, საეჭვო პაციენტთან სიახლოვისას უნდა მოვერიდოთ მასთან მჭიდრო კონტაქტს.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა