სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს
GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კორ­პო­რა­ცია GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და და­ნი­უ­რი სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის შემ­დე­გაც და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა GM Pharma-ს არ­სე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხნის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდი­სა და ახალ, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის, ფარ­მა­ცევ­ტულ ბაზ­რებ­ზე შეს­ვლის­თვის.

კომ­პა­ნია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბა ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბა­ში. NNE არის და­ნი­უ­რი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტის, ინ­სუ­ლი­ნე­ბი­სა და სხვა ან­ტი­დი­ა­ბე­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მწარ­მო­ებ­ლის, „ნოვო ნორ­დის­კის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია. NNE-ს სხვა­დას­ხვა წლებ­ში დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და აშე­ნე­ბუ­ლი აქვს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ქარ­ხნე­ბი: და­ნი­უ­რი Novo Nordisk-ის სამი ქარ­ხა­ნა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, შვე­ი­ცა­რუ­ლი Roche-ს ქარ­ხნე­ბი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარ­ხნე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, Celltrion-ის ქარ­ხა­ნა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, გერ­მა­ნუ­ლი Fresenius-ის ონ­კოპ­რე­პა­რა­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა და ა.შ. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­ხა­ნა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (EU GMP) და აშშ-ს კვე­ბი­სა და სამ­კურ­ნალ­წამ­ლო სა­ა­გენ­ტოს (FDA) მო­თხოვ­ნებს და ამა­ვე დროს, გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნით.

GM Pharma წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო, მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ფარ­მა­ცევ­ტულ კორ­პო­რა­ცი­ას, რომ­ლის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად-ები) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, ეს­პა­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, იტა­ლია, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში.

ამ­ჟა­მად GM Pharma აწარ­მო­ებს 100-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტს მსოფ­ლი­ოს 10 ქვე­ყა­ნა­ში და გა­აჩ­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა 5 ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლია 200-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა GM Pharma-ს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია. 2019 წელს GM Pharma-ს ექ­სპორტზე გა­ტა­ნილ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა პრო­დუქ­ცი­ამ პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლი­ზე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელს და 30 მლნ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, რაც ეროვ­ნუ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა GM Pharma-სა და და­ნი­ურ სა­ინ­ჟინ­რო კომ­პა­ნია NNE-ს შო­რის, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლო-გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც 2020-2025 წლებ­ში GM Pharma-ს წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბის 5-ჯერ გაზ­რდის, სულ მცი­რე ხუთ ახალ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­სა (ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის, კერ­ძოდ გერ­მა­ნი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის, ჩათ­ვლით) და ექ­სპორ­ტის 100 მლნ აშშ დო­ლა­რამ­დე გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.

GM Pharma-ს სხვა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში (ამ­პუ­ლე­ბის, ლი­ო­ფი­ლი­ზა­ტე­ბის, ორა­ლუ­რი ხსნა­რე­ბის სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რე­ე­ბის და­მა­ტე­ბა), მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­მოშ­ვე­ბის ფორ­მე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნი­სათ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნა. ასე­ვე NNE-სთან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად 2020 წლის ბო­ლომ­დე გა­და­წყდე­ბა, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში აშენ­დე­ბა ახა­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი.

R

გაგა
0

რა ეღირსათ დანიელეეებს?! :-)) 

ავტორი:

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma („ჯი-ემ-პი“) და დანიური საინჟინრო კომპანია NNE-ს (Novo Nordisk Engineering SA) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც დაიდო ხელშეკრულება GM Pharma-ს არსებული ფარმაცევტული ქარხნის წარმოების მოცულობის გაზრდისა და ახალ, მათ შორის ევროკავშირის, ფარმაცევტულ ბაზრებზე შესვლისთვის.

კომპანია NNE (Novo Nordisk Engineering SA) წარმოადგენს საერთაშორისო საინჟინრო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება ფარმაცევტული ქარხნების განვითარება-მშენებლობაში. NNE არის დანიური ფარმაცევტული გიგანტის, ინსულინებისა და სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების მწარმოებლის, „ნოვო ნორდისკის“ შვილობილი კომპანია. NNE-ს სხვადასხვა წლებში დაპროექტებული და აშენებული აქვს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების ქარხნები: დანიური Novo Nordisk-ის სამი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, შვეიცარული Roche-ს ქარხნები შვეიცარიაში, გერმანული კომპანიების - Beohringer Ingelheim-ისა და Merk KgaA-ს - ქარხნები გერმანიაში, Celltrion-ის ქარხანა სამხრეთ კორეაში, გერმანული Fresenius-ის ონკოპრეპარატების მწარმოებელი ქარხანა და ა.შ. ყველა აღნიშნული ქარხანა აკმაყოფილებს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) და აშშ-ს კვებისა და სამკურნალწამლო სააგენტოს (FDA) მოთხოვნებს და ამავე დროს, გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინით.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

ამჟამად GM Pharma აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და გააჩნია ოფიციალური წარმომადგენლობა 5 ქვეყანაში, სადაც დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი და წარმატებით ხორციელდება GM Pharma-ს ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია. 2019 წელს GM Pharma-ს ექსპორტზე გატანილმა ფარმაცევტულმა პროდუქციამ პირველად გადააჭარბა საქართველოში რეალიზებულ მაჩვენებელს და 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ეროვნული მრეწველობისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება GM Pharma-სა და დანიურ საინჟინრო კომპანია NNE-ს შორის, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განვითარების საშუალო-გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც 2020-2025 წლებში GM Pharma-ს წარმოების მოცულობის 5-ჯერ გაზრდის, სულ მცირე ხუთ ახალ ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლისა (ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ გერმანიისა და ესპანეთის, ჩათვლით) და ექსპორტის 100 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის საშუალებას მისცემს.

GM Pharma-ს სხვა სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა. ასევე NNE-სთან კონსულტაციის შედეგად 2020 წლის ბოლომდე გადაწყდება, თუ რომელ ქვეყანაში აშენდება ახალი ფარმაცევტული საწარმოები.

R

ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში

ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი უფრო სწრაფად გაიზრდება

კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის