მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის" - რაზე ისაუბრა მირზა სუბელიანის შვილმა სასამართლოში
"მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის" - რაზე ისაუბრა მირზა სუბელიანის შვილმა სასამართლოში

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვილ­მა, ალექ­სან­დრე სუ­ბე­ლი­ან­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას და­ვით სა­რა­ლი­ძე არ მო­უკ­ლავს. რო­გორც სუ­ბე­ლი­ან­მა გან­მარ­ტა, ის და­ვით სა­რა­ლი­ძის დაჭ­რას არ შეს­წრე­ბია,თუმ­ცა აცხა­დებს, რომ კა­ლან­დია მკვლე­ლი არაა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მას კა­ლან­დია ფარ­დულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ და­უ­ნა­ხავს, მაგ­რამ და­ი­ნა­ხა, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძე კოჭ­ლობ­და და ფეხი სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­და.

„ჩემი მყა­რი პო­ზი­ცია მაქვს და ამის თქმის არ მო­მე­რი­დე­ბა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მი­ხე­ი­ლი მკვლე­ლი არ არის, არა იმი­ტომ, რომ ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლია. ამის თქმა რომ მინ­დო­და, იმი­ტომ მინ­დო­და სხდო­მა ღია ყო­ფი­ლი­ყო. გი­ორ­გი­სა და სა­რა­ლი­ძეს შო­რის იყო უშუ­ა­ლო ჩხუ­ბი, მიბ­ჯე­ნი­ლი ჰყავ­და ჯა­ნა­ში­ას სა­რა­ლი­ძე, გი­ორ­გიმ ამო­ი­ღო დანა და და­არ­ტყა ერთხელ, ან რამ­დენ­ჯერ­მე”, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ან­მა.

ამას­თან, ალექ­სან­დრე სუ­ბე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვილ­თან გუგა ბარ­ბა­ქა­ძეს დანა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს. მი­სი­ვე თქმით, ბარ­ბა­ქა­ძემ და გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ დანა გა­მო­ი­ყე­ნეს და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თა­ნაც.

„ბარ­ბა­ქა­ძე­საც აქვს დანა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­რა­ლი­ძეს­თან, მე­ნაბ­დე­საც, მაგ­რამ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს არ ვიცი. თვა­ლი მოვ­კა­რი ბარ­ბა­ქა­ძემ ხელი მო­უქ­ნია და­დუ­ნაშ­ვილს. რა­ღაც სა­გა­ნი ეჭი­რა, ეს უფრო შემ­დეგ დღე­ებ­ში აღ­ვიდ­გი­ნე, იმ მო­მენ­ტში მე­გო­ნა, რომ უბ­რა­ლოდ ჩხუ­ბი იყო, ალ­ბათ, დანა იყო”, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ან­მა.

ამას­თან, სუ­ბე­ლი­ან­მა სკო­ლის სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­წყე­ბულ ინ­ცი­დენტზე და შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა. მათ შო­რის, იმა­ზეც, თუ რო­გორ მი­იყ­ვა­ნა ის მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. რო­გორც სუ­ბე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ის მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­ლე­ფო­ნით შე­ეხ­მი­ა­ნა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც მას დე­ი­დაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ ენერ­ვი­უ­ლა, რად­გან მას­თან მი­ვი­დო­და.

„ფაქ­ტობ­რი­ვად შევ­რიგ­დით, რა დრო­საც დათო სა­რა­ლი­ძე უკა­ნა ფლან­გებ­ში იყო, გა­მო­ვი­და და უხე­შად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რა­ზეც გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ ხელი მი­ა­დო მხარ­ზე და დამ­შვი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და. სა­რა­ლი­ძე აგი­ნებ­და, ვის ეხე­ბიო, შეხ­ლა-შე­მოხ­ლა რომ და­ი­წყო, ბი­ჭე­ბი შუ­ა­ში ჩად­გნენ და და­ი­წყო გაშ­ვე­ლე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვერ შე­ა­კა­ვეს ერ­თმა­ნე­თი და ჩხუ­ბი ატყდა. ხალ­ხი აშ­ვე­ლებ­და, ვერ ვხე­დავ­დი, რა ხდე­ბო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­რა­ლი­ძის შე­უ­რა­ცხყო­ფა ვერ მო­ით­მი­ნა და გი­ორ­გიმ და­არ­ტყა. ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა სის­ხლიო“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ან­მა.

გური
3

ესე იგი გამოდის რომ სარალიძეს დანა არავინ დაარტყა ვაი ჩვენს პატრონს

ავტორი:

"მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის" - რაზე ისაუბრა მირზა სუბელიანის შვილმა სასამართლოში

"მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის" - რაზე ისაუბრა მირზა სუბელიანის შვილმა სასამართლოში

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, სადაც მირზა სუბელიანის შვილმა, ალექსანდრე სუბელიანმა ჩვენება მისცა, განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს. როგორც სუბელიანმა განმარტა, ის დავით სარალიძის დაჭრას არ შესწრებია,თუმცა აცხადებს, რომ კალანდია მკვლელი არაა.

მისივე განცხადებით, მას კალანდია ფარდულთან შემხებლობაში არ დაუნახავს, მაგრამ დაინახა, რომ დავით სარალიძე კოჭლობდა და ფეხი სისხლიანი ჰქონდა.

„ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა რომ მინდოდა, იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე”, - განაცხადა სუბელიანმა.

ამასთან, ალექსანდრე სუბელიანმა განაცხადა, რომ ლევან დადუნაშვილთან გუგა ბარბაქაძეს დანა გამოყენებული აქვს. მისივე თქმით, ბარბაქაძემ და გიორგი მენაბდემ დანა გამოიყენეს დავით სარალიძესთანაც.

„ბარბაქაძესაც აქვს დანა გამოყენებული სარალიძესთან, მენაბდესაც, მაგრამ რამდენად რეალურია ეს არ ვიცი. თვალი მოვკარი ბარბაქაძემ ხელი მოუქნია დადუნაშვილს. რაღაც საგანი ეჭირა, ეს უფრო შემდეგ დღეებში აღვიდგინე, იმ მომენტში მეგონა, რომ უბრალოდ ჩხუბი იყო, ალბათ, დანა იყო”, - განაცხადა სუბელიანმა.

ამასთან, სუბელიანმა სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზეც, თუ როგორ მიიყვანა ის მირზა სუბელიანმა პოლიციის განყოფილებაში. როგორც სუბელიანმა განაცხადა, ის მიხეილ კალანდიას სავარაუდოდ, ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, რაზეც მას დეიდაშვილმა უპასუხა, რომ არ ენერვიულა, რადგან მასთან მივიდოდა.

„ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო“, - განაცხადა სუბელიანმა.

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როცა მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი

"ოცნებამ" ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი" - როგორ ეხმაურებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას