პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"
ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

ავ­სტრა­ლი­ა­ში ხან­ძარს უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოჰ­ყვა. CNN-ის ცნო­ბით, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 24 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო და­კარ­გუ­ლად 20-ზე მეტი ით­ვლე­ბა. დამ­წვა­რია 1300-ზე მეტი სახ­ლი. CNN-ის ცნო­ბით, ხან­ძარ­მა ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მი­ლი­არ­დო­ბით ბი­ნა­და­რი იმ­სხვერ­პლა.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­თან, ჯა­რის­კა­ცებ­თან ერ­თად, ხან­ძარს რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ებ­რძვი­ან და ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია ავ­სტრა­ლი­უ­რი ოჯა­ხის, ირ­ვი­ნე­ბის ღვაწ­ლი. 21 წლის ბინ­დი ირ­ვინ­მა, ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­თან ერ­თად, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 90 ათას­ზე მეტი ცხო­ვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა. მათი უმე­ტე­სო­ბა ხან­ძრის გამო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

ირ­ვი­ნე­ბის ოჯა­ხი ავ­სტრა­ლი­ის ზო­ო­პარ­კის მფლო­ბე­ლე­ბი და მმარ­თვე­ლე­ბი არი­ან. მათ აქვთ ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი და ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლი, სა­დაც ცხო­ვე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და და გული მტკი­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის გამო“, - ამ­ბობს 21 წლის ბინ­დი ირ­ვი­ნი.

გო­გო­ნას ხან­ძარს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი თავ­შე­სა­ფარ­ში მიჰ­ყავს და მათ მკურ­ნა­ლობს. ბინ­დი ირ­ვი­ნი ამ­ბობს, რომ ზო­ო­პარ­კი და თავ­შე­სა­ფა­რი უსაფრ­თხო ად­გი­ლა­საა და ხან­ძა­რი არ ემუქ­რე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­შე­სა­ფარ­ში ამ­დე­ნი ცხო­ვე­ლი არა­სო­დეს ჰყო­ლი­ათ. ის გა­დარ­ჩე­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს და მიმ­დევ­რებს უზი­ა­რებს.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად“, - ამ­ბობს ბინ­დი ირ­ვი­ნი. გო­გო­ნა გარ­და იმი­სა, რომ ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­მარ­თვე­ლია, ამავდრო­უ­ლად, გა­რე­მოს დამ­ცვე­ლია და აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

"ჩვენ მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვცდი­ლობთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნას და მათ­თვის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას“ - წერს ბინ­დი "ინ­სტაგ­რამ­ზე“.

ამ დრო­ი­სათ­ვის ავ­სტრა­ლი­ა­ში ტყის ხან­ძრის შე­დე­გად, 4 მი­ლი­ონ ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია და­იწ­ვა. ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სის შტა­ტის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შტატ­ში ხან­ძრის 127 კერა ფიქ­სირ­დე­ბა.

ავტორი:

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

ოჯახი, რომელმაც ავსტრალიაში ხანძრისგან 90 ათასზე მეტი ცხოველი იხსნა - "მთელი მონდომებით ვცდილობთ მათ გადარჩენას"

ავსტრალიაში ხანძარს უდიდესი ტრაგედია მოჰყვა. CNN-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად 20-ზე მეტი ითვლება. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი. CNN-ის ცნობით, ხანძარმა ველური ბუნების მილიარდობით ბინადარი იმსხვერპლა.

მეხანძრე-მაშველებთან, ჯარისკაცებთან ერთად, ხანძარს რიგითი მოქალაქეებიც ებრძვიან და ბუნებისა და ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია ავსტრალიური ოჯახის, ირვინების ღვაწლი. 21 წლის ბინდი ირვინმა, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, ბოლო მონაცემებით, 90 ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა. მათი უმეტესობა ხანძრის გამო დაზიანებული იყო.

ირვინების ოჯახი ავსტრალიის ზოოპარკის მფლობელები და მმართველები არიან. მათ აქვთ ცხოველთა თავშესაფარი და ასევე ჰოსპიტალი, სადაც ცხოველებს მკურნალობენ.

"საშინელება მოხდა და გული მტკივა ადამიანების, ბუნებისა და ცხოველების გამო“, - ამბობს 21 წლის ბინდი ირვინი.

გოგონას ხანძარს გადარჩენილი ცხოველები თავშესაფარში მიჰყავს და მათ მკურნალობს. ბინდი ირვინი ამბობს, რომ ზოოპარკი და თავშესაფარი უსაფრთხო ადგილასაა და ხანძარი არ ემუქრება.

მისივე თქმით, თავშესაფარში ამდენი ცხოველი არასოდეს ჰყოლიათ. ის გადარჩენილი ცხოველების ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს და მიმდევრებს უზიარებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ველური ბუნების გადასარჩენად“, - ამბობს ბინდი ირვინი. გოგონა გარდა იმისა, რომ ზოოპარკის თანამმართველია, ამავდროულად, გარემოს დამცველია და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობებში.

"ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობთ დაზარალებული ცხოველების გადარჩენას და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნებას“ - წერს ბინდი "ინსტაგრამზე“.

ამ დროისათვის ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად, 4 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა

იტალიაში ტურისტების ჯგუფს ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა

ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ქალაქ აჰვაზში გადასვენებას ათასობით ადამიანი დაესწრო