პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ
საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მე პო­ზი­ტი­უ­რი, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის მომ­ტა­ნი ფილ­მე­ბის ნახ­ვაა. სა­ა­ხალ­წლო ფილ­მე­ბი მხი­ა­რულ და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ხა­სი­ათ­ზე გვა­ყე­ნებს.

Ambebi.ge და­გეხ­მა­რე­ბით, რომ მა­გი­უ­რი ატ­მოს­ფე­რო შე­იქ­მნათ და გან­წყო­ბა აი­მაღ­ლოთ. ამის­თვის კი, სა­ა­ხალ­წლო ფილ­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს წარ­მო­გიდ­გენთ. მერე რა, თუ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უკვე ბევ­რჯერ გი­ნა­ხავთ. ასე რომ, მო­იმ­ზა­დეთ ცხე­ლი შო­კო­ლა­დი, მო­იხ­ვი­ეთ პლე­დი და ჩა­უ­ჯე­ქით:

1. "სა­შო­ბაო დაბ­ნე­უ­ლო­ბა“/A Very Merry Mix-Up (2013)

ეს გი­ჟუ­რი ის­ტო­რია შექ­მნი­ლია მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს კე­თი­ლი ამ­ბე­ბი. მო­იმ­ზა­დეთ ცხე­ლი შო­კო­ლა­დი, მო­იხ­ვი­ეთ პლე­დი და ჩა­უ­ჯე­ქით. გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ელი­სი სა­შო­ბა­ოდ საქმროს მშობ­ლე­ბის გაც­ნო­ბას გეგ­მავს. აე­რო­პორ­ტში ის ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, ბარ­გი და­ე­კარ­გე­ბა, ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ტყდე­ბა, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხვდე­ბა უც­ნობ ადა­მი­ანს, მეთს და და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც იწყე­ბა.

2. პრინ­ცე­სას შეც­ვლა/The Princess Switch (2018)

თუ გინ­დათ, რომ შო­ბას რო­მან­ტი­კუ­ლი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნათ, ამ ფილ­მს უნდა უყუ­როთ. ჰერ­ცო­გი­ნია მარ­გა­რე­ტი და უბ­რა­ლო ჩი­კა­გო­ე­ლი გო­გო­ნა სტე­ი­სი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როს ეკუთ­ვნი­ან. ისი­ნი გა­და­წყვე­ტენ ად­გი­ლე­ბი გაც­ვა­ლონ და ორი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბის გმი­რე­ბი ხდე­ბი­ან.

3. "ბრი­ჯიტ ჯონ­სის ბავ­შვი“/Bridget Jones’s Baby (2016)

ამ ფილმში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ ვერ აე­წყო ბრი­ჯიტ ჯონ­სის კა­რი­ე­რა, მაგ­რამ ის კვლავ ავ­ლენს თა­ვის სუ­პერ­ძა­ლას და ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­და­ნაც ახერ­ხებს თა­ვის დაძ­ვრე­ნას. ფილ­მი სავ­სეა მხი­ა­რუ­ლი პა­სა­ჟე­ბით. თუ გიყ­ვართ თბი­ლი, სი­კე­თით სავ­სე ის­ტო­რი­ე­ბი, ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლით, სწო­რედ ეს ფილ­მი გჭირ­დე­ბათ.

4. "ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შობა გა­მო­ი­გო­ნა“/The Man Who Invented Christmas (2017)

ინ­გლი­სელ მწე­რალს, ჩარლზ დი­კენსს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და დიდი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი უა­რით ის­ტუმ­რე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის იმედს არ კა­რავს და გა­და­წყვეტს, და­წე­როს და გა­მო­აქ­ვეყ­ნოს წიგ­ნი სა­ხე­ლად - "სა­შო­ბაო ზღა­პა­რი“. ეს ფილ­მი არის სიმ­ბო­ლო პა­ტი­ე­ბის, მად­ლი­ე­რე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის. აქ აღ­წე­რი­ლი ის­ტო­რია და­გა­ჯე­რე­ბით, რომ ოც­ნე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად აგიხ­დე­ბათ და რომ შობა-ახალ წელს სას­წა­უ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

5. "მხი­ა­რუ­ლი შობა“/Nativity! (2009)

მას შემ­დეგ, რაც სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი პოლ მე­დენ­სი ცხოვ­რე­ბის ხა­ლისს და­კარ­გავს, ის მი­ი­ღებს შე­თა­ვა­ზე­ბას, გახ­დეს მის­ტერ პო­პის ასის­ტენ­ტი. პოლს ბევ­რი უც­ნა­უ­რი რამ და­ე­ვა­ლე­ბა. მან სა­შო­ბაო წარ­მოდ­გე­ნე­ბი უნდა გა­მარ­თოს და ეს წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვებს მო­ა­წო­ნოს. ყო­ვე­ლი­ვე წარ­მო­უდ­გენ­ლად მხი­ა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

6. "სა­შო­ბაო ქრო­ნი­კე­ბი“/The Christmas Chronicles (2018)

და-ძმა ტედი და ქე­ი­თი გა­და­წყვე­ტენ, როცა მათ­თან სან­ტა მივა, ვი­დეო გა­და­უ­ღონ, რათა და­ამ­ტკი­ცონ, რომ ის ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. მალე მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხდე­ბა ის, რომ სან­ტას­თან ერ­თად შობა გა­და­არ­ჩი­ნონ. ეს არის კე­თი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც მთელ­მა ოჯახ­მა ერ­თად უნდა უყუ­როთ.

7. "რა­ინ­დი შო­ბის წინ“/The Knight Before Christmas (2019)

ეს მსუ­ბუ­ქი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა, რო­მე­ლიც გულს სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბით აგივ­სებთ და შობა-ახა­ლი წლის მა­გი­უ­რო­ბა­ში და­გარ­წმუ­ნებთ. შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რა­ინ­დი, სერ კო­უ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, ბრუკს გა­იც­ნობს. ბრუ­კი ფიქ­რობს, რომ კო­ულს ამ­ნე­ზია აქვს, მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს. და წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში კო­უ­ლი პრინ­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და.

8. "გა­ყი­ნუ­ლი“ II/ Frozen II (2019)

ეს შთამ­ბეჭ­და­ვი, შე­უ­და­რე­ბე­ლი და კე­თი­ლი ის­ტო­რი­აა მთე­ლი ოჯა­ხის­თვის. ფილ­მი გვიყ­ვე­ბა ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­ზე, მე­გობ­რო­ბის ძა­ლა­ზე და რა თქმა უნდა, მა­გი­ა­ზე. ეს არის ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი ელ­სას ახა­ლი ვერ­სია. გმი­რი სა­მე­ფოს გა­და­სარ­ჩე­ნად კვლავ სა­ხი­ფა­თო თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ეხ­ვე­ვა.

9. "უკა­ნას­კნე­ლი შობა“/Last Christmas (2019)

ეს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა და წლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად ფილ­მად ით­ვლე­ბა, რომ­ლის მი­მარ­თაც დიდი მო­ლო­დი­ნი იყო. ფილმში ემი­ლია კლარ­კი­სა და ემა ტომპსო­ნის შე­სა­ნიშ­ნავ ტან­დემს ნა­ხავთ. მხი­ა­რუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და უკ­ვდა­ვი სიმ­ღე­რა Last Christmas, მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბია, რო­მელ­თა გა­მოც, ამ ფილ­მს უნდა უყუ­როთ.

აკა-კა
3

„კუჩხი ბედნიერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“ ძალიან კარგი ფლმებია, მაგრამ თანამედროვე გაგებით „გოიმური“ და სიაში რა შესატანია!!

ავტორი:

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

ახალი წლის პერიოდში ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე პოზიტიური, დადებითი ემოციების მომტანი ფილმების ნახვაა. საახალწლო ფილმები მხიარულ და სადღესასწაულო ხასიათზე გვაყენებს.

Ambebi.ge დაგეხმარებით, რომ მაგიური ატმოსფერო შეიქმნათ და განწყობა აიმაღლოთ. ამისთვის კი, საახალწლო ფილმების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ. მერე რა, თუ ზოგიერთი მათგანი უკვე ბევრჯერ გინახავთ. ასე რომ, მოიმზადეთ ცხელი შოკოლადი, მოიხვიეთ პლედი და ჩაუჯექით:

1. "საშობაო დაბნეულობა“/A Very Merry Mix-Up (2013)

ეს გიჟური ისტორია შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს კეთილი ამბები. მოიმზადეთ ცხელი შოკოლადი, მოიხვიეთ პლედი და ჩაუჯექით. გოგონა, სახელად ელისი საშობაოდ საქმროს მშობლების გაცნობას გეგმავს. აეროპორტში ის ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, ბარგი დაეკარგება, ტელეფონი გაუტყდება, თუმცა, საბედნიეროდ, ხვდება უცნობ ადამიანს, მეთს და დაუვიწყარი თავგადასავალიც იწყება.

2. პრინცესას შეცვლა/The Princess Switch (2018)

თუ გინდათ, რომ შობას რომანტიკული ატმოსფერო შექმნათ, ამ ფილმს უნდა უყუროთ. ჰერცოგინია მარგარეტი და უბრალო ჩიკაგოელი გოგონა სტეისი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნიან. ისინი გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ და ორივე საინტერესო, ამაღელვებელი ამბის გმირები ხდებიან.

3. "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“/Bridget Jones’s Baby (2016)

ამ ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ ვერ აეწყო ბრიჯიტ ჯონსის კარიერა, მაგრამ ის კვლავ ავლენს თავის სუპერძალას და ყველაზე სულელური სიტუაციებიდანაც ახერხებს თავის დაძვრენას. ფილმი სავსეა მხიარული პასაჟებით. თუ გიყვართ თბილი, სიკეთით სავსე ისტორიები, ბედნიერი დასასრულით, სწორედ ეს ფილმი გჭირდებათ.

4. "ადამიანი, რომელმაც შობა გამოიგონა“/The Man Who Invented Christmas (2017)

ინგლისელ მწერალს, ჩარლზ დიკენსს ცხოვრებაში ბევრი წარუმატებლობა და დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. გამომცემლობები უარით ისტუმრებენ. მიუხედავად ამისა, ის იმედს არ კარავს და გადაწყვეტს, დაწეროს და გამოაქვეყნოს წიგნი სახელად - "საშობაო ზღაპარი“. ეს ფილმი არის სიმბოლო პატიების, მადლიერებისა და სიყვარულის. აქ აღწერილი ისტორია დაგაჯერებით, რომ ოცნებები აუცილებლად აგიხდებათ და რომ შობა-ახალ წელს სასწაულები შეიძლება მოხდეს.

5. "მხიარული შობა“/Nativity! (2009)

მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებელი პოლ მედენსი ცხოვრების ხალისს დაკარგავს, ის მიიღებს შეთავაზებას, გახდეს მისტერ პოპის ასისტენტი. პოლს ბევრი უცნაური რამ დაევალება. მან საშობაო წარმოდგენები უნდა გამართოს და ეს წარმოდგენები ჰოლივუდის ვარსკვლავებს მოაწონოს. ყოველივე წარმოუდგენლად მხიარული და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდება.

6. "საშობაო ქრონიკები“/The Christmas Chronicles (2018)

და-ძმა ტედი და ქეითი გადაწყვეტენ, როცა მათთან სანტა მივა, ვიდეო გადაუღონ, რათა დაამტკიცონ, რომ ის ნამდვილად არსებობს. მალე მათი მთავარი მიზანი ხდება ის, რომ სანტასთან ერთად შობა გადაარჩინონ. ეს არის კეთილი და ბედნიერი ამბავი, რომელსაც მთელმა ოჯახმა ერთად უნდა უყუროთ.

7. "რაინდი შობის წინ“/The Knight Before Christmas (2019)

ეს მსუბუქი რომანტიკული კომედიაა, რომელიც გულს სიყვარულითა და ბედნიერებით აგივსებთ და შობა-ახალი წლის მაგიურობაში დაგარწმუნებთ. შუა საუკუნეების რაინდი, სერ კოული მოულოდნელად თანამედროვე ეპოქაში აღმოჩნდება და სკოლის მასწავლებელს, ბრუკს გაიცნობს. ბრუკი ფიქრობს, რომ კოულს ამნეზია აქვს, მის დახმარებას ცდილობს. და წარმოდგენა არ აქვს, რომ სინამდვილეში კოული პრინცია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა.

8. "გაყინული“ II/ Frozen II (2019)

ეს შთამბეჭდავი, შეუდარებელი და კეთილი ისტორიაა მთელი ოჯახისთვის. ფილმი გვიყვება ნამდვილ სიყვარულზე, მეგობრობის ძალაზე და რა თქმა უნდა, მაგიაზე. ეს არის ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ელსას ახალი ვერსია. გმირი სამეფოს გადასარჩენად კვლავ სახიფათო თავგადასავლებში ეხვევა.

9. "უკანასკნელი შობა“/Last Christmas (2019)

ეს ახალი რომანტიკული კომედიაა და წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფილმად ითვლება, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი იყო. ფილმში ემილია კლარკისა და ემა ტომპსონის შესანიშნავ ტანდემს ნახავთ. მხიარული, რომანტიკული თავგადასავალი და უკვდავი სიმღერა Last Christmas, მთავარი მიზეზებია, რომელთა გამოც, ამ ფილმს უნდა უყუროთ.

როგორ გამოიყურება 15 მილიონიანი ნაძვის ხე? - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ფოტოები

"ლოგინის ქვეშ დადეთ შვიდი ქვა..." - რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს სიყვარულისა და იღბლის მისაზიდად

შავი საქორწინო კაბა და ქორწილი გამხმარ ხესთან - წლის ყველაზე უჩვეულო ცერემონიის ფოტოები