პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"
ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ქვევრში ქარ­თუ­ლი ვის­კი გა­მო­ხა­და ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძე გახ­ლავთ. სა­კუ­თა­რი გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით, მან ქვევ­რი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­გორც დის­ტი­ლა­ცი­ის აპა­რა­ტი.

არა­ერთ სფე­რო­ში დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძე, სამ­წუ­ხა­როდ, 10 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა... ამ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს - ქარ­თუ­ლი ვის­კის წარ­მო­ე­ბას კი, ამ­ჟა­მად, მისი მე­უღ­ლე, ნია ნაც­ვლიშ­ვი­ლი უდ­გას სა­თა­ვე­ში.

"ამ ყვე­ლა­ფერ­ში რა­ღაც დო­ზით ეგო­იზ­მი, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნაც დევს... ალე­კომ ყვე­ლა­ზე კარ­გად იცო­და ჩემი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. სა­ოც­რად ვზო­გავ­დით ერ­თმა­ნეთს... "შე­მა­ტო­ვა" ურ­თუ­ლეს პრობ­ლე­მებს და არ და­მი­ტო­ვა არ­ჩე­ვა­ნი... არა­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ერ­თად დავ­ბერ­დე­ბო­დით. ასე რომ, არ "და­ვი­კა­ვო" თავი, შე­იძ­ლე­ბა გავ­გიჟ­დე... თუმ­ცა ამ რე­ჟიმ­ში რო­დემ­დე გავძლებ, არ ვიცი.

ალე­კოს არა­სო­დეს უღა­ლა­ტია სი­ტყვის­თვის. დაგვპირ­და ჩა­მო­ვა­ლო, ძა­ლი­ან უნ­დო­და, მაგ­რამ ასე ვერ მოხ­და... ბო­ლოს აე­რო­პორ­ტში ვნა­ხე, გა­ღი­მე­ბულ­მა რომ გა­მა­ცი­ლა და ხელი და­მიქ­ნია... ბავ­შვებ­თან გერ­მა­ნი­ა­ში დღე-ნა­ხევ­რის წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი და "გა­მე­პა­რა", პირ­ვე­ლად ვერ შე­მის­რუ­ლა და­ნა­პი­რე­ბი... 10 დღე­ში უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, იქი­დან ერ­თად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს უამ­რა­ვი ჩა­ნა­ფიქ­რი გვქონ­და,“ - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ნია.

საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის საყ­ვა­რელ საქ­მეს ნია ნაც­ვლიშ­ვი­ლი დიდი გულ­მოდ­გი­ნე­ბით და თავ­და­დე­ბით აგ­რძე­ლებს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იხ­სე­ნებს, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და ქმარს მის მი­მართ:

"ერთხელ ჩვენ­თან მო­სულ­მა სტუ­მარ­მა ჩემ­ზე ჰკი­თხა - ვინ არის? რო­გორც ჩანს, ჩემი აურა მძაფ­რად შე­იგ­რძნო... ალე­კომ უპა­სუ­ხა: ნია? ნია მოვ­ლე­ნაა... იცით, რა არის? ჭექა-ქუ­ხი­ლი, ელვა, სე­ტყვა, ცი­სარ­ტყე­ლა! არა­სო­დეს არ იცი, რას იზამს... კარ­გი გო­გოა, და­ნარ­ჩენს თვი­თონ მიხ­ვდიო" - იხ­სე­ნებს ნია ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე ნა­ამ­ბო­ბი­დან ვი­გებთ, რომ ალექ­სან­დრე კვერ­ნა­ძის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო - პა­ტენ­ტრწმუ­ნე­ბუ­ლი, მუ­შა­ობ­და უცხო­ურ გა­მო­გო­ნე­ბებ­ზე და სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნებ­ზე. ვის­კის იდეა თბი­ლის­ში გა­უჩ­ნდა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სო­ფელ ალექ­სე­ევ­კა­ში, აგა­რაკ­ზე გა­და­იდ­გა...

"ნელ-ნელა თბი­ლის­ში გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მე­ებს იქ 4 დღე­ში ვას­წრებ­დით... ხან­და­ხან ყო­ფი­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად წა­მო­სას­ვლე­ლი იყო თბი­ლის­ში და ერთ დღე­ში წა­სუ­ლა და წა­მო­სუ­ლა. ვის­კის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი, ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­მოწ­მე­ბა იყო დიდ ქვევ­რზე, მა­ნამ­დე მცი­რე ზო­მი­სა­ში კეთ­დე­ბო­და. მას უხა­რო­და და აინ­ტე­რე­სებ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­ხა­რო­და მისი სი­ხა­რუ­ლი და ხელს ვუ­წყობ­დი.

ერ­თა­დერ­თი, ვი­საც სჯე­რო­და, რომ ეს საქ­მე გა­მო­ვი­დო­და, მე ვი­ყა­ვი. ზოგს ახი­რე­ბა ეგო­ნა, როცა დარ­წმუნ­დნენ, რომ ამას სა­ფუძ­ვლად ნამ­დვი­ლი კვლე­ვა ედო (პა­რა­მეტ­რე­ბი, დი­აგ­რა­მე­ბი, მრუ­დე­ბი) და­ი­ჯე­რეს, ოღონდ, ყვე­ლა­ფერს დრო დას­ჭირ­და... ვი­მე­ო­რებ, ეს იყო ფიქ­რი, დაკ­ვირ­ვე­ბა და შე­დე­გის მო­ლო­დი­ნი. ყვე­ლა­ფე­რი დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბო­და. თან, სა­ჭი­რო გახ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მო­წყო­ბა, გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, აშე­ნე­ბა, დახ­ვე­წა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ნელ- ნელა "ჩაგ­ვით­რია"... ერ­თად ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ­დით.

პა­რა­ლე­ლუ­რად მე ეზოს მო­წყო­ბა­ზე ვზრუ­ნავ­დი. გაჩ­ნდა ახა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. იყო სა­ერ­თო სა­ფიქ­რა­ლი. ვქმნი­დით ახალს, რაც ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებ­და. მერე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ბიზ­ნეს­ში გა­და­ი­ზარ­და.

- მე­უღ­ლის და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა თქვენ შე­ძე­ლით. რა გაძ­ლევთ ამ ენერ­გი­ას, რწმე­ნას, იმედს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მარ­ტომ აკე­თოთ?

- ალე­კოს ეს ისე უყ­ვარ­და, ისე ზრუ­ნავ­და, იმ­დენ დროს და ფიქ­რს უძღვნი­და, ვერ ვუ­ღა­ლა­ტებ­დი... ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩემ­გან მისი ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და, რა­საც ვერ და­ვუშ­ვებ­დი... ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, მაგ­რამ ორ­მო­ციც არ იყო გა­სუ­ლი, რომ გავ­ხსე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი და და­ვი­წყე დე­ტა­ლუ­რად გარ­ჩე­ვა, შეს­წავ­ლა ფი­ზი­კა-ქი­მი­ის დო­ნე­ზე, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის, ჩვე­ნი და კლა­ის­კუ­რი მე­თო­დის გან­სხვა­ვე­ბე­ბი, ზო­გა­დად, ვის­კი­ზე უამ­რა­ვი მა­სა­ლა წა­ვი­კი­თხე, დე­ტა­ლუ­რად გა­ვერ­კვიე...

ამ ყვე­ლა­ფერს უკვე ჩემი ხა­სი­ა­თი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­მა­ტა... თავს ვერ ვა­კად­რებ­დი, რომ მე­სა­უბ­რა იმა­ზე, რა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი. ამას ვერც ალე­კოს ვა­კად­რებ­დი...

პრო­ფე­სი­ით ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი ვარ, ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და და­ცუ­ლი მაქვს მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ვარ სამი გა­მო­გო­ნე­ბის და პა­ტენ­ტის მფლო­ბე­ლი (რუ­სე­თის), ორი თე­ო­რი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში და ერთი პრაქ­ტი­კულ მე­დი­ცი­ნა­ში... 18 წლის ლექ­ტო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მოს­კოვ­სა და თბი­ლის­ში.

- დღეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვინ­მე თუ გეხ­მა­რე­ბათ?

- უშუ­ა­ლოდ ვის­კის გა­მოხ­დას ანუ ტექ­ნი­კურ მხა­რეს, ალე­კოს ნა­თე­სა­ვი ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც მან­ვე ას­წავ­ლა ეს ტექ­ნო­ლო­გია... და­ნარ­ჩე­ნი გო­ნებ­რი­ვი, ტექ­ნი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, მი­ღე­ბა, გა­მას­პინ­ძლე­ბა, და­გეგ­მვა - ყვე­ლა­ფერს მე ვას­რუ­ლებ... ახლა ვებგ­ვერ­დის­თვის ვწერ ტექ­სტებს და კი­დევ და­სას­რუ­ლე­ბელ სა­პა­ტენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც. აქაც ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა...

- მოგ­ვი­ყე­ვით სო­ფელ ალექ­სე­ევ­კა­ზე, რო­მელ­შიც ამ საქ­მე­ებს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და სა­დაც უმე­ტეს დროს ატა­რებთ...

- ადრე ალექ­სე­ევ­კა და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო ძი­რი­თა­დად ოსე­ბით, მაგ­რამ 90-იან წლებ­ში სახ­ლე­ბი გა­ყი­დეს და წა­ვიდ­ნენ... შემ­დეგ სვა­ნე­ბი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ჩა­მო­სახ­ლდნენ და დღეს იქ 90% სვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაა... ძი­რი­თა­დად მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბას მის­დე­ვენ. ჰყავთ ძრო­ხა, ღორი. ამ­ზა­დე­ბენ სულ­გუნს...

- რო­გო­რია თქვე­ნი ერთი დღე?

- ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა... წარ­მო­ე­ბის­თვის რა­ღა­ცის შე­ძე­ნა - ბოთ­ლი, სა­ცო­ბი, ქერი, სი­მინ­დი, ფერ­მენ­ტი, შემ­დეგ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი, მუდ­მი­ვი წერა-კი­თხვა, თუ იქ ვარ, მშე­ნებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა (ევ­რო­კავ­ში­რის გრან­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ვართ)... კვე­ბა, ეზო, ყვა­ვი­ლი, სტუ­მა­რი, სა­უბ­რე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე - ყვე­ლა­ფერ­ზე... ბევ­რი ისე­თი რამ, რა­ზეც ადრე არც მი­ფიქ­რია, რომ ჩემი სა­ფიქ­რა­ლი იქ­ნე­ბო­და...

ეს მო­გე­ბუ­ლი გრან­ტიც ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი იყო, შე­ვე­ჭი­დე­ბო­დი თუ არა. ალე­კომ და­წყე­ბა მო­ას­წრო, სულ პირ­ვე­ლი მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი - ჰა­ერ­ში იყო. მერე ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე და საქ­მეს ისე შე­ვე­ჭი­დე.

ჩვენ ბევ­რს ვსა­უბ­რობ­დით გეგ­მებ­ზე. ვიცი, მისი სურ­ვი­ლე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი. ჯერ იმ ეტაპ­ზე ვარ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო მისი და­წყე­ბუ­ლი და ახალ­ფე­ხად­გმუ­ლი საქ­მე... უამ­რა­ვი რამ და­მი­ტო­ვა უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი, ვი­ფიქ­რებ, მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე... მის ერთ ოც­ნე­ბას უკვე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ და და­ბა­დე­ბის დღის­თვის "ვა­ჩუ­ქებ"...

უა­ლე­კო­ო­ბა ძნე­ლია... და­ნარ­ჩე­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად დაძ­ლე­ვა­დი. ხე­ლის ჩაქ­ნე­ვა ად­ვი­ლი გა­მო­სა­ვა­ლია, მე ამ­ჯე­რა­დაც რთუ­ლი გზა ავირ­ჩიე, თო­რემ შვი­ლი, სიძე და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მყავს გერ­მა­ნი­ა­ში და წა­ვი­დო­დი... ქა­ლიშ­ვი­ლი იქ ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეა... აქ მხო­ლოდ შვე­ბუ­ლე­ბით ჩა­მო­დის... თუ რა­მის გა­კე­თე­ბა გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ, თუ არა, ყო­ველ­თვის არის მი­ზე­ზი, რა­ტომ არ გა­ა­კე­თე...

- ე.ი. მყა­რად და გულ­და­გულ აგ­რძე­ლებთ მის და­წყე­ბულ საქ­მეს.

- აუ­ცი­ლებ­ლად ისევ ვაგ­რძე­ლებ და ისე, რო­გორც მას უნ­დო­და და მი­აჩ­ნდა... ახი­რე­ბა არა­ფერ­ში იცო­და, ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­აზ­რე­ბუ­ლი და ნა­ფიქ­რი ჰქონ­და... რა­ღაც ასე რომ იყო, ე.ი. ტყუ­ი­ლად არ იყო ასე... ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და და აზრს ხვე­წდა... მე მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ინ­ტე­რი­ე­რი „შევ­ცვა­ლე“, და­ვა­მა­ტე მისი ჯილ­დო­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი, პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის „პას­პორ­ტე­ბი“...

ალე­კოს იდე­ი­დან არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ გა­დახ­ვე­ვას, არა იმი­ტომ, რომ ბრმად მივ­დევ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ის მისი აზ­რია და მე მისი იდე­ის შემ­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და იმ ხა­რისხში გამ­კე­თე­ბე­ლი ვარ... ამას ხომ მის­თვის ვა­კე­თებ...

ამას­თან, მხო­ლოდ ვის­კი არ გვაქვს, არის კი­დევ ორი და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ აქვს. გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხელ­ნა­კე­თი ეტი­კე­ტე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თი­თო­ე­უ­ლი ბოთ­ლის­თვის კეთ­დე­ბა, ბოთ­ლე­ბი და­ნომ­რი­ლია და ეტი­კე­ტი არ მე­ორ­დე­ბა, რად­გან მათ მე ვხა­ტავ. ასე რომ, ალე­კოს ვუ­კე­თებ იმას, რაც ძა­ლი­ან უყარ­და...

მგო­ნია, რომ უნდა მო­ვი­დეს და უნდა და­ვახ­ვედ­რო თა­ვა­წე­ულ­მა არ­გა­ჩე­რე­ბუ­ლი მისი ნა­ფე­რებ-ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი და არა ათა­სი, ან თუნ­დაც ერთი მი­ზე­ზით ახ­სნი­ლი - რა­ტომ ვერ... მის­თვის მხო­ლოდ რომ მეთ­ქვა - და­ვი­ღა­ლე და ვერ შევ­ძე­ლი, - ესეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და... ზუს­ტად ვიცი, რა უნ­დო­და და ზუს­ტად ვიცი, რომ არ­და­ვი­წყე­ბის ღირ­სია.

ნა­ხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ზე"

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემე
2

წარმატებებს გისურვებთ, :) ალექსეევკა-ჩემი სოფელი

ნანკა
0

კიდევ წარმატებები უკვე წარმატებულო ქალბატონო ნია, როგორ მიხარია ესეთ ერთგულებაზე რომ გავიგებ რაიმეს.

ავტორი:

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

ქართული ვისკი ქვევრში და ქალი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის საქმეს აგრძელებს - "მის ოცნებას ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"

პირველი ქართველი, რომელმაც ქვევრში ქართული ვისკი გამოხადა ალექსანდრე კვერნაძე გახლავთ. საკუთარი გამოგონების წყალობით, მან ქვევრი გამოიყენა, როგორც დისტილაციის აპარატი.

არაერთ სფეროში დიდი დამსახურების მქონე ალექსანდრე კვერნაძე, სამწუხაროდ, 10 თვის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა... ამ საინტერესო საქმეს - ქართული ვისკის წარმოებას კი, ამჟამად, მისი მეუღლე, ნია ნაცვლიშვილი უდგას სათავეში.

"ამ ყველაფერში რაღაც დოზით ეგოიზმი, თავის გადარჩენაც დევს... ალეკომ ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. საოცრად ვზოგავდით ერთმანეთს... "შემატოვა" ურთულეს პრობლემებს და არ დამიტოვა არჩევანი... არადა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ერთად დავბერდებოდით. ასე რომ, არ "დავიკავო" თავი, შეიძლება გავგიჟდე... თუმცა ამ რეჟიმში როდემდე გავძლებ, არ ვიცი.

ალეკოს არასოდეს უღალატია სიტყვისთვის. დაგვპირდა ჩამოვალო, ძალიან უნდოდა, მაგრამ ასე ვერ მოხდა... ბოლოს აეროპორტში ვნახე, გაღიმებულმა რომ გამაცილა და ხელი დამიქნია... ბავშვებთან გერმანიაში დღე-ნახევრის წასული ვიყავი და "გამეპარა", პირველად ვერ შემისრულა დანაპირები... 10 დღეში უნდა ჩამოსულიყო, იქიდან ერთად დაბრუნებულებს უამრავი ჩანაფიქრი გვქონდა,“ - გვიყვება ქალბატონი ნია.

საყვარელი მეუღლის საყვარელ საქმეს ნია ნაცვლიშვილი დიდი გულმოდგინებით და თავდადებით აგრძელებს. ჩვენთან საუბარში იხსენებს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქმარს მის მიმართ:

"ერთხელ ჩვენთან მოსულმა სტუმარმა ჩემზე ჰკითხა - ვინ არის? როგორც ჩანს, ჩემი აურა მძაფრად შეიგრძნო... ალეკომ უპასუხა: ნია? ნია მოვლენაა... იცით, რა არის? ჭექა-ქუხილი, ელვა, სეტყვა, ცისარტყელა! არასოდეს არ იცი, რას იზამს... კარგი გოგოა, დანარჩენს თვითონ მიხვდიო" - იხსენებს ნია ნაცვლიშვილი.

მისივე ნაამბობიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე კვერნაძის ძირითადი საქმიანობა იყო - პატენტრწმუნებული, მუშაობდა უცხოურ გამოგონებებზე და სასაქონლო ნიშნებზე. ვისკის იდეა თბილისში გაუჩნდა და პირველი ნაბიჯები სოფელ ალექსეევკაში, აგარაკზე გადაიდგა...

"ნელ-ნელა თბილისში გასაკეთებელ საქმეებს იქ 4 დღეში ვასწრებდით... ხანდახან ყოფილა, აუცილებლად წამოსასვლელი იყო თბილისში და ერთ დღეში წასულა და წამოსულა. ვისკის შექმნის გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ექსპერიმენტის შემოწმება იყო დიდ ქვევრზე, მანამდე მცირე ზომისაში კეთდებოდა. მას უხაროდა და აინტერესებდა ეს ყველაფერი. მიხაროდა მისი სიხარული და ხელს ვუწყობდი.

ერთადერთი, ვისაც სჯეროდა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა, მე ვიყავი. ზოგს ახირება ეგონა, როცა დარწმუნდნენ, რომ ამას საფუძვლად ნამდვილი კვლევა ედო (პარამეტრები, დიაგრამები, მრუდები) დაიჯერეს, ოღონდ, ყველაფერს დრო დასჭირდა... ვიმეორებ, ეს იყო ფიქრი, დაკვირვება და შედეგის მოლოდინი. ყველაფერი დინამიკურად ვითარდებოდა. თან, საჭირო გახდა ლაბორატორიის მოწყობა, გარკვეული პირობების შექმნა, აშენება, დახვეწა, ამ ყველაფერმა ნელ- ნელა "ჩაგვითრია"... ერთად ბევრ რამეს ვაკეთებდით.

პარალელურად მე ეზოს მოწყობაზე ვზრუნავდი. გაჩნდა ახალი ინტერესები. იყო საერთო საფიქრალი. ვქმნიდით ახალს, რაც ძალიან გვაინტერესებდა. მერე კი ეს ყველაფერი ბიზნესში გადაიზარდა.

- მეუღლის დაწყებული საქმის გაგრძელება თქვენ შეძელით. რა გაძლევთ ამ ენერგიას, რწმენას, იმედს, ეს ყველაფერი უკვე მარტომ აკეთოთ?

- ალეკოს ეს ისე უყვარდა, ისე ზრუნავდა, იმდენ დროს და ფიქრს უძღვნიდა, ვერ ვუღალატებდი... ეს ჩვენს ურთიერთობაში ჩემგან მისი ღალატი იქნებოდა, რასაც ვერ დავუშვებდი... ძალიან მიჭირდა, მაგრამ ორმოციც არ იყო გასული, რომ გავხსენი კომპიუტერი და დავიწყე დეტალურად გარჩევა, შესწავლა ფიზიკა-ქიმიის დონეზე, ტერმინოლოგიის, ჩვენი და კლაისკური მეთოდის განსხვავებები, ზოგადად, ვისკიზე უამრავი მასალა წავიკითხე, დეტალურად გავერკვიე...

ამ ყველაფერს უკვე ჩემი ხასიათი და პასუხისმგებლობა დაემატა... თავს ვერ ვაკადრებდი, რომ მესაუბრა იმაზე, რაშიც დარწმუნებული არ ვიყავი. ამას ვერც ალეკოს ვაკადრებდი...

პროფესიით ნეიროფიზიოლოგი ვარ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომები შესრულებული და დაცული მაქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ სამი გამოგონების და პატენტის მფლობელი (რუსეთის), ორი თეორიულ მედიცინაში და ერთი პრაქტიკულ მედიცინაში... 18 წლის ლექტორობის გამოცდილება მაქვს მოსკოვსა და თბილისში.

- დღეს საქმიანობაში ვინმე თუ გეხმარებათ?

- უშუალოდ ვისკის გამოხდას ანუ ტექნიკურ მხარეს, ალეკოს ნათესავი ასრულებს, რომელსაც მანვე ასწავლა ეს ტექნოლოგია... დანარჩენი გონებრივი, ტექნიკური, ფინანსური საკითხები, შეხვედრები, მიღება, გამასპინძლება, დაგეგმვა - ყველაფერს მე ვასრულებ... ახლა ვებგვერდისთვის ვწერ ტექსტებს და კიდევ დასასრულებელ საპატენტო საქმიანობასაც. აქაც ბევრი ვალდებულება...

- მოგვიყევით სოფელ ალექსეევკაზე, რომელშიც ამ საქმეებს ჩაეყარა საფუძველი და სადაც უმეტეს დროს ატარებთ...

- ადრე ალექსეევკა დასახლებული იყო ძირითადად ოსებით, მაგრამ 90-იან წლებში სახლები გაყიდეს და წავიდნენ... შემდეგ სვანები თავისი სურვილით ჩამოსახლდნენ და დღეს იქ 90% სვანი მოსახლეობაა... ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. ჰყავთ ძროხა, ღორი. ამზადებენ სულგუნს...

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ძალიან რთულად გამოიყურება... წარმოებისთვის რაღაცის შეძენა - ბოთლი, საცობი, ქერი, სიმინდი, ფერმენტი, შემდეგ სატელეფონო საუბრები, მუდმივი წერა-კითხვა, თუ იქ ვარ, მშენებლობის ორგანიზება (ევროკავშირის გრანტის ბენეფიციარები ვართ)... კვება, ეზო, ყვავილი, სტუმარი, საუბრები ტექნოლოგიაზე, ისტორიაზე - ყველაფერზე... ბევრი ისეთი რამ, რაზეც ადრე არც მიფიქრია, რომ ჩემი საფიქრალი იქნებოდა...

ეს მოგებული გრანტიც ჩემი გადასაწყვეტი იყო, შევეჭიდებოდი თუ არა. ალეკომ დაწყება მოასწრო, სულ პირველი მარტივი ნაბიჯები, დანარჩენი - ჰაერში იყო. მერე ღრმად ჩავისუნთქე და საქმეს ისე შევეჭიდე.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით გეგმებზე. ვიცი, მისი სურვილები და ინტერესები. ჯერ იმ ეტაპზე ვარ, რომ შევინარჩუნო მისი დაწყებული და ახალფეხადგმული საქმე... უამრავი რამ დამიტოვა უკვე მოგვარებული, ვიფიქრებ, მხოლოდ განვითარებაზე... მის ერთ ოცნებას უკვე ვახორციელებ და დაბადების დღისთვის "ვაჩუქებ"...

უალეკოობა ძნელია... დანარჩენი მეტ-ნაკლებად დაძლევადი. ხელის ჩაქნევა ადვილი გამოსავალია, მე ამჯერადაც რთული გზა ავირჩიე, თორემ შვილი, სიძე და შვილიშვილები მყავს გერმანიაში და წავიდოდი... ქალიშვილი იქ ერთ-ერთ კლინიკაში გინეკოლოგიური განყოფილების გამგეა... აქ მხოლოდ შვებულებით ჩამოდის... თუ რამის გაკეთება გინდა, აუცილებლად გააკეთებ, თუ არა, ყოველთვის არის მიზეზი, რატომ არ გააკეთე...

- ე.ი. მყარად და გულდაგულ აგრძელებთ მის დაწყებულ საქმეს.

- აუცილებლად ისევ ვაგრძელებ და ისე, როგორც მას უნდოდა და მიაჩნდა... ახირება არაფერში იცოდა, ყველა დეტალი გააზრებული და ნაფიქრი ჰქონდა... რაღაც ასე რომ იყო, ე.ი. ტყუილად არ იყო ასე... ბევრს კითხულობდა და აზრს ხვეწდა... მე მხოლოდ ლაბორატორიის ინტერიერი „შევცვალე“, დავამატე მისი ჯილდოები, ფოტოები, ხელნაწერები, პირველი ექსპერიმენტების „პასპორტები“...

ალეკოს იდეიდან არანაირად არ ვაპირებ გადახვევას, არა იმიტომ, რომ ბრმად მივდევ, არამედ იმიტომ, რომ ის მისი აზრია და მე მისი იდეის შემნარჩუნებელი და იმ ხარისხში გამკეთებელი ვარ... ამას ხომ მისთვის ვაკეთებ...

ამასთან, მხოლოდ ვისკი არ გვაქვს, არის კიდევ ორი დასახელების ღვინო, რომელსაც ანალოგი არ აქვს. გაფორმებულია ხელნაკეთი ეტიკეტებით, ინდივიდუალურად თითოეული ბოთლისთვის კეთდება, ბოთლები დანომრილია და ეტიკეტი არ მეორდება, რადგან მათ მე ვხატავ. ასე რომ, ალეკოს ვუკეთებ იმას, რაც ძალიან უყარდა...

მგონია, რომ უნდა მოვიდეს და უნდა დავახვედრო თავაწეულმა არგაჩერებული მისი ნაფერებ-ნალოლიავები და არა ათასი, ან თუნდაც ერთი მიზეზით ახსნილი - რატომ ვერ... მისთვის მხოლოდ რომ მეთქვა - დავიღალე და ვერ შევძელი, - ესეც საკმარისი იქნებოდა... ზუსტად ვიცი, რა უნდოდა და ზუსტად ვიცი, რომ არდავიწყების ღირსია.

ნახეთ ვრცლად "კვირის პალიტრაზე"

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"