პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან
10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ტყის ქვე­და სა­ფა­რის ხან­ძრის 10 აქ­ტი­უ­რი კე­რაა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ცე­ცხლი უკი­დია ეკალ-ბარდს, ბა­ლახს და ფოთ­ლებს.

„სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე, სო­ფელ ირ­გან­ჩა­ის­თან მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 80-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. ქვე­მო-ქარ­თლი - უკან­გორ­ში ცე­ცხლი უკი­დია ტყის ქვე­და სა­ფარს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 150-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მარ­ნე­უ­ლი - სო­ფე­ლი ახ­კერ­პი. იწ­ვის ტყის ქვე­და სა­ფა­რი. ად­გილ­ზე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. თი­ა­ნე­თი - სო­ფე­ლი ჩა­ბა­ნო. ტყის ქვე­და სა­ფა­რის ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. დუ­შე­თი - სო­ფელ ახალ ტონ­ჩას­თან ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გილ­ზე მუ­შა­ობს 15 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. წა­ლენ­ჯი­ხა - სო­ფელ მუ­ჟა­ვას­თან, აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იწ­ვის ბა­ლა­ხი. მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით ად­გილ­ზე რჩე­ბი­ან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. მარ­ტვი­ლი - სო­ფე­ლი ბალ­დი. ტყის ქვე­და სა­ფა­რის ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 50 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ად­გილ­ზე მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად გა­ნახ­ლდა ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ვანი - სო­ფე­ლი ძუ­ლუ­ხი. დი­ლი­დან ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა 40-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­მა. სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ცა­გე­რი - სო­ფელ სა­ირ­მეს­თან, ცე­ცხლი ტყის ქვე­და სა­ფარს უკი­დია. სა­ირ­მეს­თან მუ­შა­ობს 60 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ლან­ჩხუ­თი - სო­ფელ მა­მათ­თან, გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძარს 100-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ებ­რძვის. ცე­ცხლი ტყის ქვე­და სა­ფარს უკი­დია. ხან­ძრის ყვე­ლა აქ­ტი­ურ კე­რას­თან სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ცე­ცხლის და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს,“ - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მწყემ­სებს და მო­ნა­დი­რე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

„თქვენ­მა შე­საძ­ლო და­უ­დევ­რო­ბამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბუ­ნე­ბას დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოდ­გო­მა და დე­კემ­ბე­რიც მშრა­ლი ამინ­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­დე­გად, ტყის ქვე­და სა­ფა­რი გა­მომშრა­ლია, რაც ცე­ცხლის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბას იწ­ვევს. მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებს რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი აძ­ნე­ლებს. კე­რე­ბამ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა სა­ხან­ძრო ტექ­ნი­კის მის­ვლა. ამი­ტომ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­გი­წო­დებთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის­კენ,“ - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

ავტორი:

10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან

10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 10 აქტიური კერაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ყველა შემთხვევაში ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდს, ბალახს და ფოთლებს.

„სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, სოფელ ირგანჩაისთან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლოკალიზებულია. ქვემო-ქართლი - უკანგორში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მარნეული - სოფელი ახკერპი. იწვის ტყის ქვედა საფარი. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. თიანეთი - სოფელი ჩაბანო. ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დუშეთი - სოფელ ახალ ტონჩასთან ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მუშაობს 15 მეხანძრე-მაშველი. წალენჯიხა - სოფელ მუჟავასთან, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იწვის ბალახი. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მარტვილი - სოფელი ბალდი. ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დილიდან აქტიურად განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ვანი - სოფელი ძულუხი. დილიდან ადგილზე მუშაობა განაახლა 40-მდე მეხანძრე-მაშველმა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ცაგერი - სოფელ საირმესთან, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. საირმესთან მუშაობს 60 მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. ლანჩხუთი - სოფელ მამათთან, გაჩენილი ხანძარს 100-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ყველა აქტიურ კერასთან სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს,“ - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს და მონადირეებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს. ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომა და დეკემბერიც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. მსგავს შემთხვევებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფი აძნელებს. კერებამდე ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის მისვლა. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ,“ - აცხადებენ უწყებაში.

ავარია ქობულეთში - გარდაცვლილია 4 ადამიანი, არიან დაშავებულები

თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლე ცემეს - შსს-მ  გამოძიება დაიწყო

"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ