მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს
ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს

„სერ­ვი­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა ტუ­რიზ­მში“ - ამ თე­მით გა­იხ­სნა სპი­კე­რე­ბის სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი ბა­თუმ­ში, რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში მოქ­მე­დი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა. მისი მი­ზა­ნი სექ­ტო­რის­თვის ტუ­რიზ­მში ბრენ­დინ­გის, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის, ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენ­ტის, გას­ტრო­ნო­მი­ის, სერ­ვი­სი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბაა.

ტრე­ნინ­გე­ბი­სა და რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით გახ­სნეს ღო­ნის­ძი­ე­ბა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ და აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სულ­ხან ღლონტმა.

„დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით ჩვენ ვას­რუ­ლებთ 2019 წლის სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მებს, რომ­ლის ფარ­გლებ­ში 800-მდე სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პირი გა­და­ვამ­ზა­დეთ. ყვე­ლა ის თემა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სპი­კე­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის მარ­თვის, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა თუ სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი 2020 წლის­თვის 100%-ით იზ­რდე­ბა. ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბით უფრო მეტი ტრე­ნინ­გი დავ­გეგ­მოთ. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა არის უფა­სო და მას­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს შე­უძ­ლია,“ მი­მარ­თა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

სპი­კე­რე­ბის სა­ჯა­რო ლექ­ცია ორ­დღი­ა­ნია. ის გუ­შინ ნა­თია გო­ცა­ძის, მე­რაბ გო­ცი­რი­ძი­სა და ქე­თე­ვან ალიმ­ბა­რაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ე­ბით და­ი­წყო. დღეს კი ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენ­ტის, ბრენ­დინ­გი­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსმე­ნე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს ოთარ ქი­რია, ქეთი კვი­ჭი­ძე და ივა­ნე ნა­დი­რა­ძე შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

ავტორი:

ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს

ბათუმში სპიკერების საჯარო ლექცია მიმდინარეობს

„სერვისის მნიშვნელობა ტურიზმში“ - ამ თემით გაიხსნა სპიკერების საჯარო ლექციები ბათუმში, რომელსაც რეგიონში მოქმედი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამის ფარგლებში ტარდება. მისი მიზანი სექტორისთვის ტურიზმში ბრენდინგის, ციფრული მარკეტინგის, ტურიზმის მენეჯმენტის, გასტრონომიის, სერვისისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაცნობაა.

ტრენინგებისა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრით გახსნეს ღონისძიება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა.

„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ვასრულებთ 2019 წლის სატრენინგო პროგრამებს, რომლის ფარგლებში 800-მდე სექტორში დასაქმებული პირი გადავამზადეთ. ყველა ის თემა, რომლის შესახებაც ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი სპიკერები ისაუბრებენ, აუცილებელია წარმატებული ტურისტული ბიზნესის მართვის, პოპულარიზაციისა თუ სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით. რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებასთან ერთად ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სერვისის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით ჩვენი ბიუჯეტი 2020 წლისთვის 100%-ით იზრდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს თქვენი ჩართულობით უფრო მეტი ტრენინგი დავგეგმოთ. რაც მთავარია, ყველა ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამა არის უფასო და მასში ჩართულობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია,“ მიმართა სექტორის წარმომადგენლებს თინათინ ზოიძემ.

სპიკერების საჯარო ლექცია ორდღიანია. ის გუშინ ნათია გოცაძის, მერაბ გოცირიძისა და ქეთევან ალიმბარაშვილის ლექციებით დაიწყო. დღეს კი ტურიზმის მენეჯმენტის, ბრენდინგისა და გასტრონომიის მიმართულებით მსმენელებს საინტერესო თემებს ოთარ ქირია, ქეთი კვიჭიძე და ივანე ნადირაძე შესთავაზებენ.

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე