"მის საქართველო" 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი და ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე დაქორწინების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქტიურად აქვეყნებენ. წყვილი პირველი შვილის მოლოდინშია.
"ჩვენი ბედნიერების 7 თვე! მადლობა მეგობრებო ამდენი სითბოსთვის", - წერს "ინსტაგრამზე" ჯანეტი.
"ულამაზესი შვილი გეყოლებათ, პატარა ანგელოზი"
"კიდევ ერთი ბედნიერების მოლოდინში"
"ძალიან გიხდება ფეხმძიმობა" - წერენ გამომწერები.
ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ რამდენიმე თვის წინ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა.
ვინ არიან??? რა უნდათ???
ეჰ, მოცლილ და უზრუნველყოფილ ადამიანებს თვითრეკლამის მეტი საქმე რომ არა აქვთ.