მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" - ახალგორში დაკავებული ექიმი, სავარაუდოდ, "საზღვრის კვეთის" ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობს
"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" - ახალგორში დაკავებული ექიმი, სავარაუდოდ, "საზღვრის კვეთის" ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გორ­ში და­კა­ვე­ბულ ქარ­თველ ექიმ-ტრავ­მა­ტო­ლოგ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს 2-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. ინ­ფორ­მა­ცია ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო კგბ-მ და ახალ­გო­რის დე ფაქ­ტო სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ავ­რცე­ლეს. 9 ნო­ემ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დე ფაქ­ტო მე­დი­ით მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 13 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და, და­კა­ვე­ბულს "სა­ზღვრის" უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თას ედა­ვე­ბი­ან. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია წი­თე­ლი ჯვა­რი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია. საქ­მის სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ზუს­ტად ვერ ამ­ბო­ბენ, რა­ტომ უნდა წა­სუ­ლი­ყო, ექი­მი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სახ­ლი­დან წას­ვლის წინ მხო­ლოდ ის თქვა, რომ საქ­მე­ებ­ზე მი­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე სა­ა­ათ­ში კი მე­უღ­ლეს მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის ცხე­ლი ხაზი და და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ახალ­გორ­ში, ჭაში ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი, თა­მარ გი­გა­უ­რი ჩა­ვარ­და. და­შა­ვე­ბულს თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნა­ზე უარი უთხრეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი, ახალ­გორ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ჩა­ვი­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. "სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე" მას მოს­თხო­ვეს, ეღი­ა­ნე­ბი­ნა "სა­ზღვრის" გა­დაკ­ვე­თის ფაქ­ტი, თუმ­ცა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მათ პა­სუ­ხობს, რომ ქარ­თულ მი­წა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი სა­ზღვა­რი გა­და­უ­ლა­ხავს.

ექი­მის და­კა­ვე­ბას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა "ფე­ის­ბუქ­ზეც" :

"ის კი არ მიკ­ვირს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს, სრუ­ლი­ად ფხი­ზელს, პი­რად­ყო­ფი­ე­რი დიდი პრობ­ლე­მე­ბის არმ­ქო­ნეს, ამო­ას­ხა ერთ დღეს და ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა; ის უფრო მიკ­ვირს, რომ არ­ცერთ ქარ­თველს, ჩემი ჩათ­ვლით, თუნ­დაც სიმ­თვრა­ლე­ში და თუნ­დაც რა­ღაც სულ სხვა ამ­ბავ­ზე გაბ­რა­ზე­ბულს, იგი­ვე ნა­ბი­ჯი პი­როვ­ნუ­ლად თავ­ში არ მოს­ვლია!! ... ნუ, სა­ზღვრის აქე­დან მას­ხრულ-მა­სობ­რივ პერ­ფო­მან­სებს სე­რი­ო­ზუ­ლად არც გან­ვი­ხი­ლავ! არც სა­სა­მარ­თლო­ზე აღი­ა­რა, რომ ეს მისი მხრი­დან "და­ნა­შა­უ­ლი" იყო- თა­ვა­დაც უნ­დო­დათ გა­მოშ­ვე­ბა, მაგ­რამ ვა­ჟამ -"არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარო!" აფე­რუმ ძმაო შენ კა­ცო­ბას!" - წერს აკა­დე­მი­კო­სი, ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ მისი მე­უღ­ლე, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და სხვა კავ­ში­რი ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან მას არ ჰქო­ნია.

თა­მი­ლა ლა­ფა­ნაშ­ვი­ლი: - მი­თხრა, საქ­მე­ზე მივ­დი­ვა­რო. მერე და­რე­კა სა­მის ნა­ხევ­რის­თვის, მა­კა­ვე­ბენ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზეო და გა­ი­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი. კი­ნა­ღამ გა­და­ვი­რიე... იმის თქმა კი მო­ას­წრო, ტე­ლე­ფონს მა­თი­ში­ნე­ბე­ნო. მე­ტად აღარ დამ­კონ­ტაქ­ტე­ბია. იხი­ლეთ ვრცლად

პატრიოტი 2
0

ვეთანხმები დავით გადელიას, დავამატებ - გასაოცარი იმ ქართველების საქციელია ვინც გაფრინდაშვილის ქმედებაში პროვოკაციას ხედავენ. ჩემი აზრით ზოგჯერ წაგებული ბრძოლა უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს პერსპექტივაში, ვიდრე ეს რაღაც არგაღიზიანების ,ვითომ პრაგმატული პოლიტიკა. დავკიდოთ თავისუფლების მოედანზე რუსეთის დროშა და საერთოდ აღარ იქნება ბორდერიზაცია საჭირო. საქართველოს მტრებო, ქართველებო და არაქართველებო,ვერ მოესწრებით ამ დღეს!!! თავისუფლება ყველა პატრიოტს შინ და გარეთ!!!

ავტორი:

"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" - ახალგორში დაკავებული ექიმი, სავარაუდოდ, "საზღვრის კვეთის" ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობს

"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" - ახალგორში დაკავებული ექიმი, სავარაუდოდ, "საზღვრის კვეთის" ფაქტის აღიარებაზე უარს ამბობს

ოკუპირებული ახალგორში დაკავებულ ქართველ ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კგბ-მ და ახალგორის დე ფაქტო საოლქო სასამართლომ გაავრცელეს. 9 ნოემბერს დაკავებული გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო მედიით მოგვიანებით, 13 ნოემბერს გავრცელდა, დაკავებულს "საზღვრის" უკანონო გადაკვეთას ედავებიან. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.

გაფრინდაშვილის ოჯახში ზუსტად ვერ ამბობენ, რატომ უნდა წასულიყო, ექიმი კონფლიქტის ზონაში.

როგორც ამბობენ, სახლიდან წასვლის წინ მხოლოდ ის თქვა, რომ საქმეებზე მიდიოდა, რამდენიმე სააათში კი მეუღლეს მისი დაკავების შესახებ ამცნო. ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ნოემბრის დასაწყისში ახალგორში, ჭაში ადგილობრივი მცხოვრები, თამარ გიგაური ჩავარდა. დაშავებულს თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დაკავებული, ახალგორში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. "სასამართლო სხდომაზე" მას მოსთხოვეს, ეღიანებინა "საზღვრის" გადაკვეთის ფაქტი, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილი მათ პასუხობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება და შესაბამისად, არანაირი საზღვარი გადაულახავს.

ექიმის დაკავებას უამრავი ადამიანი ეხმაურება "ფეისბუქზეც" :

"ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! ... ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან "დანაშაული" იყო- თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ -"არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!" აფერუმ ძმაო შენ კაცობას!" - წერს აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

ერთ-ერთ ინტერვიუში თამილა ლაფანაშვილი ამბობდა, რომ მისი მეუღლე, სავარაუდოდ, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და სხვა კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მას არ ჰქონია.

თამილა ლაფანაშვილი: - მითხრა, საქმეზე მივდივარო. მერე დარეკა სამის ნახევრისთვის, მაკავებენ საოკუპაციო ხაზზეო და გაითიშა ტელეფონი. კინაღამ გადავირიე... იმის თქმა კი მოასწრო, ტელეფონს მათიშინებენო. მეტად აღარ დამკონტაქტებია. იხილეთ ვრცლად

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - 11-დან 17 წლამდე ბავშვები პასიურები არიან და ძალიან ცოტას მოძრაობენ

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"