მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში
პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის „რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ადამ კინ­ზინ­გე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, შო­კი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩა­ეგ­დოთ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ და­პი­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მა.

„გა­სულ კვი­რას, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ვსტუმ­რობ­დი, ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი დავ­რჩი იმ რე­ფორ­მა­თა პა­კე­ტით, რო­მე­ლიც გარ­და­უ­ვა­ლი ჩან­და. მსგავ­სი პი­რო­ბა მი­ი­ღო რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ, ისე, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. იმე­დი მაქვს, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დე­ბა - გა­მოს­წორ­დე­ბა ძა­ლი­ან მალე“, - გა­ნა­ცხა­და კინ­ზინ­გერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მეტს იმ­სა­ხუ­რებს, ვიდ­რე მათ­მა პარ­ლა­მენ­ტმა ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით აჩ­ვე­ნა.

„სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი არ არის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ითხოვს და იმ­სა­ხუ­რებს უფრო მეტს, ვიდ­რე მათ პარ­ლა­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა დღეს. მე მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნა­ახ­ლონ მუ­შა­ო­ბა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მა­თა პა­კეტ­ზე. ჩვენ გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მე­ტად იყოს და­სავ­ლე­თის მე­კავ­ში­რე. ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის და გა­ა­ნად­გუ­რებს იმ პროგ­რესს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან თა­ვის და­სახ­სნე­ლად“, - აცხა­დებს კინ­ზინ­გე­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის თა­ნა­მომხსე­ნებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. გან­ცხა­დე­ბას ხელს ტი­ტუს კორ­ლა­ტე­ა­ნი (რუ­მი­ნე­თი) და კლოდ კერ­ნი (საფ­რან­გე­თი) აწე­რენ.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ვერ მი­ი­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

"ჩვენ ვწუხ­ვართ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. პრო­პორ­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მო­წო­დე­ბა იყო და მისი შე­მო­ღე­ბა დიდი ხნის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. იმ ფონ­ზე, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის კონ­სენ­სუ­სი არ­სე­ბობ­და 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ჩა­ვარ­დნა გა­უ­გე­ბა­რია. ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი," - წე­რენ ტი­ტუს კორ­ლა­ტე­ა­ნი (რუ­მი­ნე­თი) და კლოდ კერ­ნი (საფ­რან­გე­თი).

თა­ნა­მომხსე­ნებ­ლე­ბი ყვე­ლა მხა­რეს და გან­სა­კუთ­რე­ბით მმარ­თველ გუნდს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ გა­ნი­ხი­ლონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ეს შეს­წო­რე­ბე­ბი მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე აი­სა­ხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.

ამე­რი­კა­ში ბევ­რია შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იმით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი, კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი აცხა­დებს.

"მე არ ვე­რე­ვი სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ უნდა ვთქვა, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ იმით, რაც ახლა მოხ­და. ეს სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, წინ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად ჩან­და და ვერ ვი­გებ, რა­ტომ არ მი­ი­ღეს ის. ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რავ მე­გო­ბარს შო­რის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ის, თუ რა ბედი ეწე­ვა ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას და მე იმე­დი მაქვს, რომ პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, მათ შო­რის, მთავ­რო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მხრივ, გა­და­იდ­გმე­ბა,” - აცხა­დებს კე­ნეტ ია­ლო­ვი­ცი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

მოვ­ლე­ნებს უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს ლუის ნა­ვა­როც, ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მომ­ხილ­ვე­ლი. მისი აზ­რით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ში­შობს, რომ 2020 წელს ძა­ლა­უფ­ლე­ბას და­კარ­გავს, ამი­ტო­მაც თქვა უარი ცვლი­ლე­ბებ­ზე.

"სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის ჩაგ­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე თა­ვად ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ წა­რად­გი­ნა, გვაჩ­ვე­ნებს, რომ ისი­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან 2020 წელს ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვის ში­შით. ეს არის პრო­და­სავ­ლუ­რი "ახა­ლი სა­ხე­ე­ბის" აბუ­ჩად აგ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც 2016 წელს გუნდში გა­ა­წევ­რი­ა­ნეს. ეს, ასე­ვე, არის სრუ­ლი უპა­ტი­ვის­მცემ­ლო­ბა დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ამ ცვლი­ლე­ბას ივ­ნის­ში ითხოვ­დნენ, რო­დე­საც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ დუ­მის რუსი კო­მუ­ნის­ტი წევ­რი მო­იწ­ვია მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დას­წრე­ბის სა­ბა­ბით," - აღ­ნიშ­ნავს ნა­ვა­რო.

ვა­შინგტონ­ში ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­თი სა­ჭი­რო იყო, არ დამ­ტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის მარ­შა­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რი ჯო­ნა­თან კაცი თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს.

კა­ცის თქმით, პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბის ჩაგ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა, რო­გორც მთავ­რო­ბა­ზე, ისე ქვეყ­ნის სა­გა­რეო იმიჯ­ზეც.

"ეს არის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის, არა­მედ, პო­ტენ­ცი­უ­რად, ცუ­დად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბებ­ზეც. სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­სავ­ლეთ­ში აღიქ­მე­ბა, რო­გორც ლაკ­მუ­სის ტეს­ტი მთავ­რო­ბის­თვის, ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, რომ გა­ა­ტა­რონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ჩა­ა­ტა­რონ თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და გამჭვირ­ვა­ლე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი," - აღ­ნიშ­ნა ჯო­ნა­თან კაც­მა "ამე­რი­კის ხმას­თან” სა­უ­ბარ­ში.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღე­ვან­დე­ლი ჩაშ­ლი­ლი კენ­ჭისყ­რის­თვის "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და მის ლი­დერს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აკის­რი­ათ, რად­გან ეს მათ, რო­გორც ბლოკ­მა, არ მის­ცეს ხმა ცვლი­ლე­ბებს, ოპო­ზი­ცი­ის დღე­ვან­დელ შე­დეგ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ფლო­რი­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი დე­ვიდ კრა­მე­რი 14 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აცხა­დებს. კრა­მე­რის კო­მენ­ტარს „ამე­რი­კის ხმა“ ავ­რცე­ლებს.

"ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ შეთ­ქმუ­ლე­ბა­ზე, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის გა­ტა­რე­ბა­საც მთავ­რო­ბა ხალ­ხს ივ­ნი­სის პრო­ტეს­ტის პა­სუ­ხად და­თან­ხმდა, გან­წი­რუ­ლი იყო ჩა­ვარ­დნის­თვის მა­შინ, როცა პრო­ექ­ტის უშუ­ა­ლო კენ­ჭისყრა მოხ­დე­ბო­და. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, ცვლი­ლე­ბე­ბი რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქნა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ შექ­მნი­ლი იყო იმის­თვის, რომ მა­შინ დე­მონ­სტრან­ტე­ბი გა­ე­ჩუ­მე­ბი­ნათ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღე­ვან­დე­ლი ჩაშ­ლი­ლი კენ­ჭისყ­რის­თვის ეკის­რე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და მის ლი­დერს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რად­გან ცვლი­ლე­ბებს მათ არ და­უ­ჭი­რეს მხა­რი, რო­გორც ბლოკ­მა. ოპო­ზი­ცია არ შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დელ შე­დეგ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ", - ამ­ბობს კრა­მე­რი "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უბ­რი­სას და გან­მარ­ტავს, რომ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ად­გეს ამ გზას, გა­და­ვი­დეს პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა­ზე, რად­გან ის იქ­ნე­ბა უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი და შე­ამ­ცი­რებს რის­კებს, რომ­ლე­ბიც ერ­თმან­და­ტი­ა­ნი ოლ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს", - ამ­ბობს კრა­მე­რი და მო­უ­წო­დებს მხა­რე­ებს შე­იკ­რი­ბონ და კი­დევ ერთხელ უყა­რონ კენ­ჭი ცვლი­ლე­ბებს მა­ნამ, სა­ნამ "ამ ყვე­ლა­ფერს სწო­რად არ გა­ა­კე­თე­ბენ.

"სხვაგ­ვა­რად, პრო­ტეს­ტი გაგ­რძე­ლე­ბა და შე­საძ­ლო შე­ტა­კე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის რის­კიც გა­იზ­რდე­ბა. ვფიქ­რობ, ოპო­ზი­ცი­ას აქვს პრო­ტეს­ტის ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზე­ზი და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და მის­მა ლი­დერ­მა ეს სი­ტუ­ა­ცია უნდა გა­მო­ას­წო­რონ", - გან­მარ­ტავს დე­ვიდ კრა­მე­რი.

14 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა უმ­რავ­ლე­სო­ბის 93 დე­პუ­ტა­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის პრო­ექტს კენ­ჭი უყა­რა. კენ­ჭისყ­რის და­წყე­ბამ­დე რე­გის­ტრა­ცია 141-მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა - 101 მომ­ხრე იყო, 3 წი­ნა­აღ­მდე­გი, 37-მა დე­პუ­ტატ­მა კი რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რა, მაგ­რამ პო­ზი­ცია არ და­ა­ფიქ­სი­რა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს ენ­ძელ მკო­ი­ან­მა, კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვილ­მა და დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.

ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბას თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცია მოჰ­ყვა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "და­ვიბ­რუ­ნოთ ქვე­ყა­ნა.” პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­მარ­თა აქ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სხვა ქა­ლაქ­შიც.

პრო­ტესტს შე­ურთდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­აც, რო­მე­ლიც ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
i
61

ასეთ დროს ჩანს კარგათ საპატრიარქო რომ რუსეთისაა,რა საყვარლად არაიან გასუსულები

grisha
80

ესენი სუყველა ნაცების და ბოკერიას მოქოქილები არიან. გუშინ ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და საელჩოების, უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები სადაც მიღებული გადაწყვეტილება დადებითად იყო შეფასებული და აღქმული იყო როგორც დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი

ავტორი:

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება პუტინისთვის - როგორ ეხმაურებიან გუშინდელ მოვლენებს დასავლეთში

შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩაეგდოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებული რეფორმა.

„გასულ კვირას, როდესაც ქვეყანას ვსტუმრობდი, ნასიამოვნები დავრჩი იმ რეფორმათა პაკეტით, რომელიც გარდაუვალი ჩანდა. მსგავსი პირობა მიიღო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება - გამოსწორდება ძალიან მალე“, - განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, ვიდრე მათმა პარლამენტმა ბოლოდროინდელი მოვლენებით აჩვენა.

„საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე მათ პარლამენტმა აჩვენა დღეს. მე მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობა მეტად იყოს დასავლეთის მეკავშირე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რუსული აგრესიული პოლიტიკისგან თავის დასახსნელად“, - აცხადებს კინზინგერი.

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) აწერენ.

განცხადების თანახმად, ისინი შეწუხებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"ჩვენ ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება იყო და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდნა გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი," - წერენ ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

თანამომხსენებლები ყველა მხარეს და განსაკუთრებით მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ განიხილონ შესაძლებლობები, რომლითაც ეს შესწორებები მომავალ არჩევნებამდე აისახება კონსტიტუციაში.

ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი აცხადებს.

"მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს ის. ამერიკაში, საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას და მე იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ნაბიჯები, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ, გადაიდგმება,” - აცხადებს კენეტ იალოვიცი, რომლის კომენტარსაც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

მოვლენებს უარყოფითად აფასებს ლუის ნავაროც, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პროდასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით," - აღნიშნავს ნავარო.

ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

კაცის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც.

"ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი," - აღნიშნა ჯონათან კაცმა "ამერიკის ხმასთან” საუბარში.

პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან ეს მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება", - ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი 14 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს. კრამერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

"ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროექტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ", - ამბობს კრამერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას და განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემთხვევაში არსებობს", - ამბობს კრამერი და მოუწოდებს მხარეებს შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ "ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ.

"სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ", - განმარტავს დევიდ კრამერი.

14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა - 101 მომხრე იყო, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა კი რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ენძელ მკოიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ.

ცვლილებების ჩაგდებას თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "დავიბრუნოთ ქვეყანა.” პარალელურად, გაიმართა აქციები საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.

პროტესტს შეურთდა გაერთიანებული ოპოზიციაც, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

"ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა" - მიხეილ სააკაშვილი წინასაახალწლო მილოცვას ავრცელებს

"ბიძინა-ბიძინაა, ექვთიმე - ექვთიმეა" - კახა კალაძე ივანიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის შედარებაზე

2019 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - როგორ აფასებენ ექსპერტები გასულ წელს და რა მოლოდინი აქვთ 2020-ში