პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარგი საკრედიტო ქულით დაბალი საპროცენტო განაკვეთის მიღება შესაძლებელია -  რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და კიდევ რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ
კარგი საკრედიტო ქულით დაბალი საპროცენტო განაკვეთის მიღება შესაძლებელია -  რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და კიდევ რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ

თუ თქვენ ბანკთან ერთხელ მა­ინც გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა, მა­შინ გე­ცო­დი­ნე­ბათ, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კარგ საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­სა და საკ­რე­დი­ტო ქუ­ლას. სწო­რედ ამი­ტომ მას­ზე ისე­ვე უნდა იზ­რუ­ნოთ, რო­გორც მარ­თვის მოწ­მო­ბის ქუ­ლებ­ზე ან პას­პორ­ტის გვერ­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით შევ­სე­ბა­ზე. ფილ­მებ­ში ალ­ბათ გი­ნა­ხავთ კი­დეც, რო­გორ ამა­ყო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გი საკ­რე­დი­ტო ქუ­ლით. ეს ტენ­დენ­ცია ეტა­პობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც მკვიდ­რდე­ბა, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის სა­კი­თხის ცნო­ბა­დო­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მა­ინც არ არის. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ერთი საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო “კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მე­ლიც საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის შედ­გე­ნის, საკ­რე­დი­ტო ქუ­ლის გა­მოთ­ვლი­სა და მი­ნი­ჭე­ბის სის­ტე­მას ფლობს. ის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, ბი­უ­როს მი­ა­წო­დოს საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცია.

რა არის საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია?

საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ნე­ბის­მი­ე­რი საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან აფორ­მებს და ის “კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­ე­წო­დე­ბა. კრე­დი­ტინ­ფოს ბა­ზა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში გა­ცე­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სეს­ხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არის 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე. საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მო­ი­ცავს სა­ბა­ზი­სო პი­რად მო­ნა­ცე­მებს, გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს, გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რი­ას, ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბებს, ჯა­რი­მებს...

საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ში მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა 5 წელი, მი­უ­ხე­და­ვა­და იმი­სა, ეს არის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი, თუ დარ­ღვე­ვე­ბის და გა­და­ცი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

რა არის საკ­რე­დი­ტო ქულა?

საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან სწო­რი გათ­ვლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. სწო­რედ ამი­ტომ „კრე­დი­ტინ­ფო“ სტა­ტის­ტი­კუ­რად ამუ­შა­ვებს საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მო­ნა­ცემს და ად­გენს რე­ი­ტინგს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ანი­ჭებს ქუ­ლას 0-დან 400-მდე. საკ­რე­დი­ტო ქულა კი თა­ვის მხრივ 11 რე­ი­ტინ­გად იყო­ფა.

საკ­რე­დი­ტო ქულა იძ­ლე­ვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბი­სა და გა­და­უხ­დე­ლო­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს ინ­დი­კა­ტო­რი ეხ­მა­რე­ბა საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გან­სა­ზღვროს ადა­მი­ა­ნი რო­გო­რი გა­დამ­ხდე­ლია.

საკ­რე­დი­ტო ქუ­ლის გა­მოთ­ვლა­ში 40-ზე მეტი ცვლა­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რია ქუ­ლის გან­მსა­ზღვრე­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მია, თუმ­ცა არ არის გა­რან­ტია, რომ კარ­გი გა­დახ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მა­ღა­ლი ქულა გექ­ნე­ბათ, ვი­ნა­ი­დან საკ­რე­დი­ტო ქუ­ლა­ზე ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას:

  • გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რია
  • ჯა­რი­მა და ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა
  • ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბა
  • სეს­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა
  • საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა
  • სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის სიხ­ში­რე
  • გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტე­ბის ტი­პე­ბი
  • ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან ძი­ე­ბე­ბი (სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა და ის­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა რე­ი­ტინგზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს) და სხვ.

რა სარ­გე­ბელს მი­ვი­ღებ, თუ მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქულა მექ­ნე­ბა?

კარ­გი საკ­რე­დი­ტო ქულა მარ­თლაც სა­ა­მა­ყოა. ბევ­რმა, ალ­ბათ, არც იცის, რომ ის დრო­ი­სა და ენერ­გი­ის, რაც მთა­ვა­რია, ფი­ნან­სე­ბის და­ზოგ­ვა­ში გეხ­მა­რე­ბათ.

  • ზო­გი­ერ­თი სა­სეს­ხო პრო­დუქ­ტის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი პირ­და­პირ კავ­შირ­შია საკ­რე­დი­ტო ქუ­ლას­თან. ასე­თე­ბია - გან­ვა­დე­ბა, მცი­რე და სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხე­ბი და სხვ. ამ­გვა­რად, თუ კარ­გი რე­ი­ტინ­გი გაქვთ, დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ბან­კის­გან სესხს კარ­გი პი­რო­ბე­ბით მი­ი­ღებთ. ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ „ჩემი კრე­დიტ ინ­ფო­ში“ წი­ნას­წარ ნა­ხოთ თქვე­ნი საკ­რე­დი­ტო ქულა.
  • და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლით თქვენ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ შე­ღა­ვა­თი სა­კო­მი­სი­ო­ზე, სწრა­ფი პა­სუ­ხი გა­ნა­ცხად­ზე, ნაკ­ლე­ბი სა­გი­რავ­ნო მო­თხოვ­ნა და კი­დევ არა­ერ­თი სარ­გე­ბე­ლი.
  • სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბი­სას საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სხვა ფაქ­ტო­რებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბა. მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო ქულა არ იძ­ლე­ვა სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ გა­რან­ტი­ას, მაგ­რამ კარ­გი ქულა და რე­ი­ტინ­გი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად შე­გი­წყობთ ხელს საკ­რე­დი­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის კარ­გი პი­რო­ბე­ბით მი­ღე­ბა­ში. კარ­გი საკ­რე­დი­ტო ქულა სეს­ხის მი­ღე­ბის გა­რან­ტი არაა, მაგ­რამ ის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.წი­ნას­წარ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი­სა და გან­ვა­დე­ბის მი­ღე­ბა მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო ქუ­ლით ბევ­რად მარ­ტი­ვია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ნა­ხუ­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ას, გა­დახ­დებ­სა თუ სხვა საკ­რე­დი­ტო ქცე­ვებს და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით აწე­სე­ბენ წი­ნას­წარ დამ­ტკი­ცე­ბულ სა­სეს­ხო ლი­მი­ტებს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც მომ­ხმა­რე­ბელს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძლ
  • რო­გორც წესი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბან­კში დამფრ­თხა­ლი მი­დის და თავ­ში მუდ­მი­ვად უტ­რი­ა­ლებს კი­თხვე­ბი, და­მიმ­ტკი­ცე­ბენ სესხს, რამ­დენ პრო­ცენ­ტში მომ­ცე­მენ... ამ დროს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იცო­დეთ, რომ მა­ღა­ლი საკ­რე­დი­ტო ქუ­ლით ამ კი­თხვებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბით თავი აღარ უნდა შე­ი­წუ­ხოთ. ბან­კე­ბი თვი­თონ­ვე ეძე­ბენ მა­ღა­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლის მქო­ნე მომ­ხმა­რებ­ლებს და შე­გიძ­ლი­ათ, მათ­თან ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი მიხ­ვი­დეთ. იცო­დეთ, რომ ისი­ნი არა­ერთ დათ­მო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა წა­მო­ვიდ­ნენ.

თი­თო­ე­უ­ლი ამ სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ წი­ნას­წარ გა­და­ა­მოწ­მოთ საკ­რე­დი­ტო ქულა „ჩემი კრე­დი­ტინ­ფოს“ მეშ­ვე­ო­ბით. ეს ორ­მაგ სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. პირ­ველ რიგ­ში, და­ზღვე­უ­ლი იქ­ნე­ბით, რომ ხში­რი გა­და­მოწ­მე­ბა ქუ­ლას არ და­გი­წევთ, რად­გან მას­ზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ გა­და­მოწ­მე­ბა, სა­კუ­თა­რი ქუ­ლის შე­მოწ­მე­ბა კი ქუ­ლა­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ თა­ვად­ვე გა­და­ა­მოწ­მოთ ქულა და შეც­დო­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ბან­კში მის­ვლამ­დე გა­ას­წო­რე­ბი­ნოთ ის. მე­ო­რე მხრივ კი, შე­იძ­ლე­ბა ვე­რა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი ვერ მი­ი­ღოთ, თუ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ გე­ცო­დი­ნე­ბათ. ამი­ტომ გა­და­ა­მოწ­მეთ პირ­ველ­მა სა­კუ­თა­რი საკ­რე­დი­ტო ქულა, ეცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ზარ­დოთ ის და მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­დით ბან­კში ფი­ნან­სუ­რი შე­თან­ხმე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

ავტორი:

კარგი საკრედიტო ქულით დაბალი საპროცენტო განაკვეთის მიღება შესაძლებელია -  რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და კიდევ რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ

კარგი საკრედიტო ქულით დაბალი საპროცენტო განაკვეთის მიღება შესაძლებელია -  რას ნიშნავს საკრედიტო ქულა და კიდევ რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ

თუ თქვენ ბანკთან ერთხელ მაინც გქონიათ შეხება, მაშინ გეცოდინებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ საკრედიტო ისტორიასა და საკრედიტო ქულას. სწორედ ამიტომ მასზე ისევე უნდა იზრუნოთ, როგორც მართვის მოწმობის ქულებზე ან პასპორტის გვერდების წარმატებით შევსებაზე. ფილმებში ალბათ გინახავთ კიდეც, როგორ ამაყობენ ადამიანები კარგი საკრედიტო ქულით. ეს ტენდენცია ეტაპობრივად საქართველოშიც მკვიდრდება, თუმცა ამ დროისთვის საკითხის ცნობადობა ფართო საზოგადოებაში დიდი მაინც არ არის. საქართველოში არსებობს ერთი საკრედიტო ბიურო “კრედიტინფო საქართველო“, რომელიც საკრედიტო ისტორიის შედგენის, საკრედიტო ქულის გამოთვლისა და მინიჭების სისტემას ფლობს. ის ეროვნული ბანკის მიერ არის დარეგულირებული და ნებისმიერი საკრედიტო ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს მიაწოდოს საკრედიტო ინფორმაცია.

რა არის საკრედიტო ისტორია?

საკრედიტო ისტორია მოიცავს ინფორმაციას ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც მოქალაქე ფინანსურ ორგანიზაციასთან აფორმებს და ის “კრედიტინფო საქართველოს“ მიეწოდება. კრედიტინფოს ბაზაში შეგროვებულია ინფორმაცია ქვეყანაში გაცემული ნებისმიერი სესხის შესახებ, რომელიც არის 3 მილიონ ლარამდე. საკრედიტო ისტორია მოიცავს საბაზისო პირად მონაცემებს, გაცემული სესხის შესახებ დეტალებს, გადახდების ისტორიას, ვადაგადაცილებებს, ჯარიმებს...

საკრედიტო ისტორიაში მონაცემები ინახება 5 წელი, მიუხედავადა იმისა, ეს არის ვადაგადაცილებული კონტრაქტი, თუ დარღვევების და გადაცილებების გარეშე შესრულებული.

რა არის საკრედიტო ქულა?

საკრედიტო ისტორია საინტერესო მონაცემებს მოიცავს, თუმცა ეს არ არის საკმარისი ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან სწორი გათვლების გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ „კრედიტინფო“ სტატისტიკურად ამუშავებს საკრედიტო ისტორიის ყველა მონაცემს და ადგენს რეიტინგს, თითოეულ ადამიანს ანიჭებს ქულას 0-დან 400-მდე. საკრედიტო ქულა კი თავის მხრივ 11 რეიტინგად იყოფა.

საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. ეს ინდიკატორი ეხმარება საკრედიტო ორგანიზაციას, განსაზღვროს ადამიანი როგორი გადამხდელია.

საკრედიტო ქულის გამოთვლაში 40-ზე მეტი ცვლადი მონაწილეობს. გადახდების ისტორია ქულის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, თუმცა არ არის გარანტია, რომ კარგი გადახდების შემთხვევაში აუცილებლად მაღალი ქულა გექნებათ, ვინაიდან საკრედიტო ქულაზე ბევრი სხვა ფაქტორი ახდენს გავლენას:

  • გადახდების ისტორია
  • ჯარიმა და ვადაგადაცილება
  • ვალდებულებების მოცულობა
  • სესხის უზრუნველყოფა
  • საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა
  • საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე
  • გამოყენებული სასესხო პროდუქტების ტიპები
  • ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან ძიებები (საკუთარი თავის ძიება და ისტორიის შემოწმება რეიტინგზე გავლენას არ ახდენს) და სხვ.

რა სარგებელს მივიღებ, თუ მაღალი სარეიტინგო ქულა მექნება?

კარგი საკრედიტო ქულა მართლაც საამაყოა. ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ის დროისა და ენერგიის, რაც მთავარია, ფინანსების დაზოგვაში გეხმარებათ.

  • ზოგიერთი სასესხო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი პირდაპირ კავშირშია საკრედიტო ქულასთან. ასეთებია - განვადება, მცირე და სამომხმარებლო სესხები და სხვ. ამგვარად, თუ კარგი რეიტინგი გაქვთ, დიდია ალბათობა, რომ ბანკისგან სესხს კარგი პირობებით მიიღებთ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ „ჩემი კრედიტ ინფოში“ წინასწარ ნახოთ თქვენი საკრედიტო ქულა.
  • დაბალი საპროცენტო განაკვეთის პარალელურად, მაღალი სარეიტინგო ქულით თქვენ შეიძლება მიიღოთ შეღავათი საკომისიოზე, სწრაფი პასუხი განაცხადზე, ნაკლები საგირავნო მოთხოვნა და კიდევ არაერთი სარგებელი.
  • სესხის დამტკიცებისას საკრედიტო ორგანიზაციები სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ. მაგალითად, მათთვის მნიშვნელოვანია შემოსავლის ოდენობა. მაღალი საკრედიტო ქულა არ იძლევა სესხის დამტკიცების აბსოლუტურ გარანტიას, მაგრამ კარგი ქულა და რეიტინგი მნიშვნელოვანწილად შეგიწყობთ ხელს საკრედიტო მომსახურების კარგი პირობებით მიღებაში. კარგი საკრედიტო ქულა სესხის მიღების გარანტი არაა, მაგრამ ის თავდაჯერებულად მოქმედების საშუალებას იძლევა.წინასწარ დამტკიცებული სესხებისა და განვადების მიღება მაღალი საკრედიტო ქულით ბევრად მარტივია. ორგანიზაციები გარკვეული პერიოდულობით ნახულობენ თავიანთი მომხმარებლების საკრედიტო ისტორიას, გადახდებსა თუ სხვა საკრედიტო ქცევებს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აწესებენ წინასწარ დამტკიცებულ სასესხო ლიმიტებს, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლ
  • როგორც წესი მომხმარებელი ბანკში დამფრთხალი მიდის და თავში მუდმივად უტრიალებს კითხვები, დამიმტკიცებენ სესხს, რამდენ პროცენტში მომცემენ... ამ დროს კი აუცილებელია, იცოდეთ, რომ მაღალი საკრედიტო ქულით ამ კითხვებზე ნერვიულობით თავი აღარ უნდა შეიწუხოთ. ბანკები თვითონვე ეძებენ მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე მომხმარებლებს და შეგიძლიათ, მათთან ძალიან თავდაჯერებული მიხვიდეთ. იცოდეთ, რომ ისინი არაერთ დათმობაზე შეიძლება წამოვიდნენ.

თითოეული ამ სარგებლის მისაღებად აუცილებელია, რომ წინასწარ გადაამოწმოთ საკრედიტო ქულა „ჩემი კრედიტინფოს“ მეშვეობით. ეს ორმაგ სარგებელს მოგიტანთ. პირველ რიგში, დაზღვეული იქნებით, რომ ხშირი გადამოწმება ქულას არ დაგიწევთ, რადგან მასზე ნეგატიურად მოქმედებს ფინანსური ორგანიზაციების მიერ გადამოწმება, საკუთარი ქულის შემოწმება კი ქულაზე გავლენას არ ახდენს.. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავადვე გადაამოწმოთ ქულა და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ბანკში მისვლამდე გაასწორებინოთ ის. მეორე მხრივ კი, შეიძლება ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღოთ, თუ ამ შესაძლებლობის შესახებ არ გეცოდინებათ. ამიტომ გადაამოწმეთ პირველმა საკუთარი საკრედიტო ქულა, ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ ის და მომზადებული მიდით ბანკში ფინანსური შეთანხმების გასაფორმებლად.

Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

„მე უკვე ვგეგმავ აქ დაბრუნებას, რათა უფრო მეტი ვნახო“ - Traveller-ის ჟურნალისტი ბათუმზე

„თეთრი და შავი პური“, რომელს აქვს სასარგებლო თვისებები და რომელი უნდა გამოვიყენოთ დიეტების, ანუ სწორი კვების დროს