პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები
Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები

Bocuse d’Or Georgia-ს ეროვ­ნულ შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ებს ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი შეფ–მზა­რე­უ­ლე­ბი, რეს­ტო­რა­ტო­რე­ბი და ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ნე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ. მათ შო­რის არი­ან: გი­ორ­გი იო­სა­ვა, მა­ნუ­ელ ფა­უნ­დეზ ბა­რან­და, გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, მე­რი­კო გუ­ბე­ლა­ძე, მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი და ვლა­დის­ლავ ჯა­ცუ­კი.

ისი­ნი 2 და 3 ნო­ემ­ბერს „Expo Georgia”-ს მე–11 პა­ვი­ლი­ონ­ში შერ­ჩე­უ­ლი 8 კან­დი­და­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო გუნდს გა­მო­ავ­ლე­ნენ, რო­მე­ლიც ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­სდგე­ბა. ვრცლად აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით “გას­ტრო­ნავ­ტი“ ჟი­უ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რს გა­ე­სა­უბ­რა.

„ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­რო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლი იყო და ეროვ­ნულ სა­ზღვრებს არ სცდე­ბო­და, Bocuse d’Or–ის მეშ­ვე­ო­ბით კი სწო­რედ ამ სა­ზღვრე­ბის გახ­სნა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის შეფ–მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის გა­ნუ­ზომ­ლად დიდი სტი­მუ­ლია ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რის ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი გვაქვს, თუმ­ცა ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩვენ­თვის ერ­თგვა­რი ტრამ­პლი­ნი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის კუნ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას მოგ­ვი­ტანს“– აღ­ნიშ­ნა შეფ–მზა­რე­ულ­მა და რეს­ტო­რა­ტორ­მა– გი­ორ­გი იო­სა­ვამ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 30 წე­ლია რაც Bocuse d’Or ტარ­დე­ბა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გას­ტრო ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათ აქვთ ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა. სწო­რედ ამი­ტომ, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრენდ შეფი – გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან დიდ გა­მოწ­ვე­ვას­თან და ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა: "ძა­ლი­ან რთუ­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის წი­ნა­შეა Bocuse d’Or Georgia-ს თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე. უნა­რე­ბი, ტექ­ნი­კა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ფაქ­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა– ეს იმ სიის მცი­რე ნა­წი­ლია, რო­მელ­თა პი­რის­პირ შე­ჯა­ხე­ბაც მო­უ­წევს თი­თო­ე­ულ ქარ­თველ კონ­კურ­სანტს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ იმა­საც, რომ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღე­ბის მო­პო­ვე­ბა, რომ­ლი­თაც კერ­ძის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტი მზად­დე­ბა, ეს კი სწავ­ლა–სწავ­ლე­ბის პრო­ცესს ერ­თგვა­რად არ­თუ­ლებს“. მი­სი­ვე თქმით, 2 და 3 ნო­ემ­ბერს კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას Bocuse d’Or-ის სტან­დარ­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გარ­და, პი­რა­დი შე­ფა­სე­ბის სქე­მი­თაც იხელ­მძღვა­ნე­ლებს და ყუ­რა­დღე­ბას შემ­დეგ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს: სირ­თუ­ლე, თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცია და ტექ­ნო­ლო­გია, გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბა, ვი­ზუ­ა­ლი, ინო­ვა­ცია...

რო­გორც ბრენდ შეფი– გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვი­ლი ამ­ბობს, არც იმ­დე­ნად დიდი დრო გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც გა­ვი­გეთ, რომ ცე­ზა­რი­სა და მექ­სი­კუ­რის გარ­და კი­დევ სხვა უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძი არ­სე­ბობს. მი­სი­ვე თქმით, ჩვენ­თან სულ რა­ღაც 10 წე­ლია, რაც გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­რო­ში პო­ზი­ტი­უ­რი ძვრე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე წელი დაგ­ვჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე გან­ვი­თარ­დეს.

„Bocuse d’Or მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა შემ­დე­გი კომ­პო­ნენ­ტე­ბის დას­წავ­ლა: პრო­დუქ­ტის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა, ვი­ზუ­ა­ლი, პრე­ზენ­ტა­ცია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ყო­ვე­ლი­ვეს ათ­ვი­სე­ბა, რათა,ზო­გა­დად ჩვენ­თან გას­ტრო­ნო­მი­ის სფე­რო გან­ვი­თარ­დეს“ – გან­მარ­ტა გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვილ­მა.

პრო­დუქ­ტის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა, სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, და კერ­ძის პრე­ზენ­ტა­ცია – ეს ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­რა­ჯიშ­ვი­ლი კონ­კურ­სან­ტებს შე­ა­ფა­სებს.

„Bocuse d’Or Georgia“-ს პრე­ზი­დენ­ტი – ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჟი­უ­რის ერ­თერ­თი წევ­რიც გახ­ლავთ, მი­იჩ­ნევს, რომ Bocuse d’Or არის ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდას უწყობს ხელს: “Bocuse d’Or მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მაა, სა­დაც ტექ­ნი­კის დახ­ვე­წა­ზე მუ­შა­ო­ბენ, დიდ პრაქ­ტი­კას გა­დი­ან და დარ­გში და­ხე­ლოვ­ნე­ბას ახერ­ხე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სფე­რო­სა და ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. მსგავ­სი ტი­პის მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა“.

Bocuse d’Or Georgia–ს პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ბიზ­ნეს სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ა­გენ­ტო –„გას­ტრო­ნავ­ტი“ გახ­ლავთ. ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან ტა­ლინ­ში, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე. აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში წარ­მა­ტე­ბით ას­პა­რე­ზო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 2021 წელს, სა­ქარ­თვე­ლო საფ­რან­გეთ­ში Bocuse d’Or -ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნალ­ზე წარ­სდგე­ბა. ქა­ლაქ ლი­ონ­ში 24 ქვეყ­ნის ფი­ნა­ლის­ტი უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს - „ოქ­როს ბო­კუ­ზის“ მო­სა­პო­ვებ­ლად იბ­რძო­ლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები

Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები

Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე მონაწილეებს ქართველი თუ უცხოელი შეფ–მზარეულები, რესტორატორები და ამ სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამინები შეაფასებენ. მათ შორის არიან: გიორგი იოსავა, მანუელ ფაუნდეზ ბარანდა, გურამ ბაღდოშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი სარაჯიშვილი, მერიკო გუბელაძე, მიშა ავსაჯანიშვილი და ვლადისლავ ჯაცუკი.

ისინი 2 და 3 ნოემბერს „Expo Georgia”-ს მე–11 პავილიონში შერჩეული 8 კანდიდატიდან საუკეთესო გუნდს გამოავლენენ, რომელიც ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე საქართველოს სახელით წარსდგება. ვრცლად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გასტრონავტი“ ჟიურის რამდენიმე წევრს გაესაუბრა.

„ქართული გასტრონომიის სფერო წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ეროვნულ საზღვრებს არ სცდებოდა, Bocuse d’Or–ის მეშვეობით კი სწორედ ამ საზღვრების გახსნა გახდა შესაძლებელი. ჩვენი ახალგაზრდა თაობის შეფ–მზარეულებისთვის განუზომლად დიდი სტიმულია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა. აქვე აღვნიშნავ, რომ კონკურსის ფინალში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი გვაქვს, თუმცა ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ერთგვარი ტრამპლინი გახდება, რომელიც წლების შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო დონის კუნკურსში გამარჯვებას მოგვიტანს“– აღნიშნა შეფ–მზარეულმა და რესტორატორმა– გიორგი იოსავამ.

მოგეხსენებათ, 30 წელია რაც Bocuse d’Or ტარდება, სადაც მსოფლიოს წამყვანი გასტრო ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შესაბამისად, მათ აქვთ ამ სფეროში მოღვაწეობის ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა. სწორედ ამიტომ, აღმასრულებელი ბრენდ შეფი – გურამ ბაღდოშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოწვევასთან და ბევრი დაბრკოლების გადალახვასთან ასოცირდება: "ძალიან რთული დაბრკოლებების წინაშეა Bocuse d’Or Georgia-ს თითოეული მონაწილე. უნარები, ტექნიკა, ტექნოლოგიები, ფაქტურა, თანამედროვე იარაღების გამოყენების შესაძლებლობა– ეს იმ სიის მცირე ნაწილია, რომელთა პირისპირ შეჯახებაც მოუწევს თითოეულ ქართველ კონკურსანტს. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ გაგვიჭირდება თანამედროვე იარაღების მოპოვება, რომლითაც კერძის სხვადასხვა კომპონენტი მზადდება, ეს კი სწავლა–სწავლების პროცესს ერთგვარად ართულებს“. მისივე თქმით, 2 და 3 ნოემბერს კონკურსანტების შეფასებისას Bocuse d’Or-ის სტანდარტული კრიტერიუმების გარდა, პირადი შეფასების სქემითაც იხელმძღვანელებს და ყურადღებას შემდეგ კომპონენტებზე გაამახვილებს: სირთულე, თანამედროვე ტენდენცია და ტექნოლოგია, გემოვნური თვისება, ვიზუალი, ინოვაცია...

როგორც ბრენდ შეფი– გიორგი სარაჯიშვილი ამბობს, არც იმდენად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ცეზარისა და მექსიკურის გარდა კიდევ სხვა უამრავი საინტერესო კერძი არსებობს. მისივე თქმით, ჩვენთან სულ რაღაც 10 წელია, რაც გასტრონომიის სფეროში პოზიტიური ძვრები შეინიშნება და დაახლოებით ამდენივე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ აღნიშნული სფერო სათანადო დონეზე განვითარდეს.

„Bocuse d’Or მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქართული გასტრონომიის სფეროს განვითარებისკენ სწრაფვაში დაგვეხმარება. ჩვენ გვჭირდება შემდეგი კომპონენტების დასწავლა: პროდუქტის დამუშავების ტექნიკა, ვიზუალი, პრეზენტაცია. მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს ათვისება, რათა,ზოგადად ჩვენთან გასტრონომიის სფერო განვითარდეს“ – განმარტა გიორგი სარაჯიშვილმა.

პროდუქტის დამუშავების ტექნიკა, სეზონური პროდუქტები, და კერძის პრეზენტაცია – ეს ძირითადი მახასიათებლებია, რომლის მიხედვითაც სარაჯიშვილი კონკურსანტებს შეაფასებს.

„Bocuse d’Or Georgia“-ს პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, რომელიც ჟიურის ერთერთი წევრიც გახლავთ, მიიჩნევს, რომ Bocuse d’Or არის ის წარმატებული გასტრონომიული ჩემპიონატი მთელ მსოფლიოში, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს: “Bocuse d’Or მზარეულებისთვის მასშტაბური პლატფორმაა, სადაც ტექნიკის დახვეწაზე მუშაობენ, დიდ პრაქტიკას გადიან და დარგში დახელოვნებას ახერხებენ. აღნიშნული კონკურსი ქართული გასტრონომიული სფეროსა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ტიპის მასშტაბური პროექტი ამ დრომდე საქართველოში არ ჩატარებულა“.

Bocuse d’Or Georgia–ს პროექტის ორგანიზატორი კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო –„გასტრონავტი“ გახლავთ. ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულები გაემგზავრებიან ტალინში, ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე. აღნიშნულ კონკურსში წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში კი 2021 წელს, საქართველო საფრანგეთში Bocuse d’Or -ის საერთაშორისო ფინალზე წარსდგება. ქალაქ ლიონში 24 ქვეყნის ფინალისტი უმაღლესი ჯილდოს - „ოქროს ბოკუზის“ მოსაპოვებლად იბრძოლებს.

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

გლდანში, კაზინოში გაზით 5 ადამიანი მოიწამლა

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში