პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)
12:06 / 13-09-2019
21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)
12:06 / 13-09-2019

ნა­ხეთ დე­ტა­ლე­ბი AMBEBI.GE-ს სპე­ცპ­რო­ექ­ტში "კურსკის კა­ტას­ტრო­ფა"

21 წლის წინ, ბა­რენ­ცის ზღვა­ში რუ­სუ­ლი ბირ­თვუ­ლი სამ­ხედ­რო წყალ­ქვე­შა ნავი (АПЛ Курск) ჩა­ი­ძი­რა. ეკი­პა­ჟის 118-ვე წევ­რი და­ი­ღუ­პა. 2000 წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან ორი ათე­უ­ლი წლის გას­ვლის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ირ­გვლივ უამ­რა­ვი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა და ვერ­სია არ­სე­ბობს.


AMBEBI.GE კურსკის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ სპე­ცპ­რო­ექ­ტში ამ ვერ­სი­ებ­სა და გა­რე­მო­ე­ბებს გა­გახ­სე­ნებთ და ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნა­ხებთ.


ბირ­თვუ­ლი სამ­ხედ­რო წყალ­ქვე­შა ნავი იმ­დე­ნად მცი­რე სიღ­რმე­ზე ჩა­ი­ძი­რა, რომ მისი და­ნახ­ვა ზე­და­პი­რი­და­ნაც კი იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ კურსკის "აღ­მო­სა­ჩე­ნად" 30 სა­ათ­ზე მეტი დას­ჭირ­დათ...



NATO-ს 11-მა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ რუ­სეთს დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ­მა მოს­კოვ­მა ოპე­რა­ცი­ა­ში მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. გაჩ­ნდა ეჭვი, რომ კრემ­ლმა დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა გან­გებ გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა... ტრა­გე­დი­ი­დან 5 დღის შემ­დე­გაც კი მე­ზღვა­უ­რე­ბის ამოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, თუმ­ცა ამან რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის სი­ჯი­უ­ტე ვერ გა­ტე­ხა - ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ი­დან უპა­სუ­ხა მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რესს: "სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კუ­ლია, მაგ­რამ ჩრდი­ლო­ე­თის ფლოტს აქვს ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, რომ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს".


AMBEBI.GE-მ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი მე­ზღვა­უ­რის დე­დას­თან ნა­დეჟ­და ტი­ლიკ­თან. ტრა­გე­დი­ის დღე­ებ­ში ამ ქა­ლის მწვა­ვე გა­მოს­ვლე­ბი და კრი­ტი­კით სავ­სე გან­ცხა­დე­ბე­ბი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნი­და, თუმ­ცა წლე­ბის გას­ვლის შემ­დეგ ტი­ლი­კის რი­ტო­რი­კა საგ­რძნობ­ლად შეც­ვლი­ლია...

ნა­ხეთ დე­ტა­ლე­ბი AMBEBI.GE-ს სპე­ცპ­რო­ექ­ტში "კურსკის კა­ტას­ტრო­ფა"

ავ­ტო­რე­ბი: ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე; სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი




ავტორი:

21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)

21 წელი კურსკის ტრაგედიიდან: საეჭვო ფაქტები და ვერსიები, რომელზეც რუსეთი დღემდე დუმს (AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი)

ნახეთ დეტალები AMBEBI.GE-ს სპეცპროექტში "კურსკის კატასტროფა"

21 წლის წინ, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი (АПЛ Курск) ჩაიძირა. ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. 2000 წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედიიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, შემთხვევის ირგვლივ უამრავი საეჭვო გარემოება და ვერსია არსებობს.


AMBEBI.GE კურსკის ტრაგედიის შესახებ მომზადებულ სპეცპროექტში ამ ვერსიებსა და გარემოებებს გაგახსენებთ და ახლებურად დაგანახებთ.


ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავი იმდენად მცირე სიღრმეზე ჩაიძირა, რომ მისი დანახვა ზედაპირიდანაც კი იყო შესაძლებელი, თუმცა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებმა მაშინ განაცხადეს, რომ კურსკის "აღმოსაჩენად" 30 საათზე მეტი დასჭირდათ...



NATO-ს 11-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ოპერაციაში მათ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გაჩნდა ეჭვი, რომ კრემლმა დახმარების მიღება განგებ გააჭიანურა... ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგაც კი მეზღვაურების ამოყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ამან რუსეთის პირველი პირის სიჯიუტე ვერ გატეხა - ვლადიმერ პუტინმა საზაფხულო რეზიდენციიდან უპასუხა მედიისა და საზოგადოების ინტერესს: "სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტს აქვს ყველა შესაძლებლობა და მატერიალური რესურსი, რომ სამაშველო ოპერაცია უცხოური დახმარების გარეშე განახორციელოს".


AMBEBI.GE-მ პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთი დაღუპული მეზღვაურის დედასთან ნადეჟდა ტილიკთან. ტრაგედიის დღეებში ამ ქალის მწვავე გამოსვლები და კრიტიკით სავსე განცხადებები რუსეთის ხელისუფლებას უხერხულობას უქმნიდა, თუმცა წლების გასვლის შემდეგ ტილიკის რიტორიკა საგრძნობლად შეცვლილია...

ნახეთ დეტალები AMBEBI.GE-ს სპეცპროექტში "კურსკის კატასტროფა"

ავტორები: ლევან ტაბატაძე; სალომე აბულაშვილი




ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"