კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია
ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია

„ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი წა­რად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რია წა­რად­გი­ნეს. ამას­თან, თავ­დაც­ვის უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

გა­ხა­რი­ამ ნდო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნელს და მთავ­რო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა:

„ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ტი­ის თი­თო­ე­ულ წევ­რს, პო­ლიტ­საბ­ჭოს ასე­თი მხარ­და­ჭე­რის­თვის. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს წი­ნა­მორ­ბედს, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის.

დღეს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, მე წარ­ვად­გენ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას და პროგ­რა­მას პარ­ლა­მენ­ტში და მინ­და ასე­ვე გი­თხრათ, რომ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბი:

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს და­ი­კა­ვებს ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, ხოლო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს და­ი­კა­ვებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გა­აძ­ლი­ე­რებს მთავ­რო­ბას და გა­აძ­ლი­ე­რებს პო­ლი­ტი­კურ გუნდს. ლე­ვან იზო­რია ასე­ვე და­ი­კა­ვებს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ჩვენს გუნდში, ის უხელ­მძღვა­ნე­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს.

ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­აძ­ლი­ე­რებს გუნდს და გახ­დის მას უფრო ეფექ­ტურს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მას, შევ­ხვდე­ბით პარ­ლა­მენ­ტში და ვი­სა­უბ­რებთ დე­ტა­ლუ­რად იქ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

VIDEO: რა სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ხა­რია პრე­მი­ე­რად

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს საბ­ჭოს წევ­რი მი­ნის­ტრი, თუმ­ცა რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, „იზო­რი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნად და­ნიშ­ვნა პრობ­ლე­მა არ არის“.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა გუ­შინ და­ტო­ვა. პრე­მი­ე­რი­სა და მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტუ­რებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დი­ლი­დან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მებ­ზე შე­თან­ხმდა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია

ცვლილებები მთავრობაში: რა პოსტს დაიკავებს ღარიბაშვილი და სად მიდის იზორია

„ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ვახტანგ გომელაური წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინეს. ამასთან, თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

გახარიამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის ხელმძღვანელს და მთავრობაში ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

„ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის.

დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები:

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.

ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, - განაცხადა გახარიამ.

VIDEO: რა სიტყვებით წარადგინა ივანიშვილმა გახარია პრემიერად

აქვე აღსანიშნავია რომ, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს საბჭოს წევრი მინისტრი, თუმცა როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. პრემიერისა და მინისტრობის კანდიდატურებზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები