კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა - "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს"
უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა - "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს"

ბოლო დროს სულ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უბ­რუნ­დე­ბა მი­წას და რო­გორც შე­უძ­ლია, ამუ­შა­ვებს. შრო­მა არ ეზა­რე­ბათ, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხდე­ბა.

მათ შო­რის არი­ან, ცხა­დია ფერ­მე­რე­ბი, მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე­ე­ბი, მემ­ცე­ნა­რე­ე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც მე­ურ­ნე­ო­ბა იზი­დავთ და სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­თან ერ­თად, გულ­მოდ­გი­ნედ შრო­მო­ბენ.

ასე­თი ადა­მი­ან­თა შო­რის ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლიც აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი ბაღი აქვს და მი­წას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ამუ­შა­ვებს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, მოჰ­ყავს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტე­ბი და გა­რე­მო­ზე ზრუ­ნავს.

ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან ისა­უბ­რა:

- ყო­ველ­თვის მქონ­და სურ­ვი­ლი და დიდი ინ­ტე­რე­სი, მი­წას­თან მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ მე­ბა­ღე­ო­ბა ჩემი გა­დატ­ვირ­თუ­ლი, და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის, უდ­რო­ო­ბის გამო არ გა­მომ­დი­ო­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, დრო რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მო­მიჩ­ნდა და ძი­რი­თა­დად შა­ბათ-კვი­რას ვცდი­ლობ, ბაღ­ში შრო­მით დავ­კავ­დე.

ჩემი ნაკ­ვე­თი ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია, სო­ფელ ახალ­და­ბა­ში, სა­დაც საქ­მი­ა­ნო­ბას ახლა კი­დევ უფრო მეტ დროს ვუთ­მობ რო­გორც მე, ასე­ვე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ად­ვი­ლია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თგვა­რი კომ­პენ­სა­ცი­აც არის, რად­გა­ნაც ბუ­ნე­ბას­თან, მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­შვი­დებს, რე­ლაქ­სა­ცი­აა, მით უფრო, იმის ფონ­ზე, რაც ჩვენს ქა­ლაქ­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა - სულ და­ბინ­ძურ­და გა­რე­მო, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის გაქ­რო­ბა - სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

- მი­წის ნაკ­ვე­თი და სახ­ლი ახალ­და­ბა­ში მშობ­ლე­ბი­საა?

- არა, იქა­უ­რი არ ვარ, წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ კა­ხეთ­ში სახ­ლი და მიწა არ მაქვს. ახალ­და­ბის სახლ-კარი ოჯახ­მა შე­ვი­ძი­ნეთ. თბი­ლის­თან არც ისე შორს არის, ჩას­ვლა ად­ვი­ლია, შე­სა­ნიშ­ნავ ად­გილ­ზეა, კლი­მა­ტიც კარ­გია და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოა...

მაქვს ხე­ხი­ლის ბაღი, ბოს­ტა­ნი, ყვა­ვი­ლე­ბი. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლი დავრგეთ. ბოს­ტან­ში გვაქვს ბევ­რნა­ი­რი მწვა­ნი­ლი - რე­ჰა­ნი, ოხ­რა­ხუ­ში, კამა, ქინ­ძი, ბოსტნე­უ­ლი, კიტ­რი და პო­მი­დო­რიც...

შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი მათ მო­საყ­ვა­ნად გა­მო­რი­ცხუ­ლია - არ ვი­ყე­ნებთ! მი­ზე­ზი რა­ი­მეს მოყ­ვა­ნის სწო­რედ ის იყო, რომ ამას ავ­ცდე­ნო­დით და შხამ­ქი­მი­კა­ტებ­ზე უარი გვეთ­ქვა. მოკ­ლედ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტი მოგ­ვყავს. ისიც საკ­მა­რი­სია, როცა არც კი ვი­ცით, დღეს­დღე­ო­ბით რა პრო­დუქ­ტით ვიკ­ვე­ბე­ბით. ამი­ტომ, ჩვენ მიერ მოყ­ვა­ნი­ლი სუფ­თა მო­სა­ვა­ლი ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ისე, ახალ­და­ბა­ში მარ­თლა მშვე­ნი­ე­რი კლი­მა­ტია იმის­თვის, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი ხილი და ბოსტნე­უ­ლი მო­იყ­ვა­ნოთ... ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს თქვე­ნი ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბიც...

- კი, ნად­ვი­ლად ასეა, მშვე­ნი­ე­რი კლი­მა­ტი და ნი­ა­და­გია იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვიყ­ვა­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ყვა­ვი­ლებს, სა­დაც მივ­დი­ო­დი უცხო­ეთ­ში და სა­დაც მოვ­ხვდე­ბო­დი, ყვე­ლა მხრი­დან იშ­ვი­ა­თი ყვა­ვი­ლის თესლს, თუ ბოლ­ქვს ვი­ძენ­დი და მომ­ქონ­და...

მოკ­ლედ, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვაა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. გა­რე­მო, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის. ის შვი­ლე­ბის­თვის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, რო­მე­ლიც უნდა გა­დას­ცე და და­უ­ტო­ვო... გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი არ არის...

- ვე­ნა­ხი არ გაქვთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რე ვე­ნა­ხი გვაქვს, რო­გორც გი­თხა­რით, კა­ხუ­რი წარ­მო­შო­ბა მაქვს და სის­ხლი თა­ვი­სას შვე­ბა, ამის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბო­და. სა­მო­მავ­ლოდ ვე­ნა­ხიც გა­ფარ­თოვ­დე­ბა და ღვი­ნოც და­ი­წუ­რე­ბა...

- ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ გა­ა­მარ­თლა?

- ცოტა ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბა გა­მარ­თლე­ბა­ზე რა­ი­მეს თქმა, თუმ­ცა ალ­ბათ უფრო ხე­ხი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ური­გო შე­დე­გი არ გვაქვს...

- რით ანოყი­ე­რებთ ნი­ა­დაგს?

- ძი­რი­თა­დად ნა­კე­ლით, თუმ­ცა ნი­ა­და­გი ისე­დაც ნა­ყო­ფი­ე­რია... შა­ბათ-კვი­რას, რო­გორც გი­თხა­რით, სულ იქ ვართ, რა თქმა უნდა, თუ ამინ­დი შე­სა­ფე­რი­სია. მო­რი­გე­ო­ბი­თაც დავ­დი­ვართ, ვი­საც სცა­ლია - მე­უღ­ლე, ჩემი მშობ­ლე­ბი... შვი­ლე­ბი ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ რა­ღაც გა­ა­კე­თონ, რაც შე­უძ­ლი­ათ...

- თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა რჩე­ვებს მის­ცემ­დით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა უნდა? ზოგს მამა-პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლიც აქვს ამა თუ იმ სო­ფელ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი... რას ეტყო­დით მათ?

- მთა­ვა­რია, რომ დიდი რე­სურ­სი არ არის სა­ჭი­რო გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის­თვის, მი­წას­თან შრო­მა რომ შევ­ძლოთ და და­ვი­წყოთ. თა­ვი­დან სულ მცი­რე საქ­მი­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა. მე ასე და­ვი­წყე და ნელ-ნელა რა­ღაც შე­დე­გი მი­ვი­ღე, კი­დევ მე­ტიც შე­იძ­ლე­ბო­და და ამა­ზე მე­ტი­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუკი სად­მე ნაკ­ვე­თი გვაქვს, უკან არ უნდა და­ვი­ხი­ოთ.

ეს მხო­ლოდ გარ­თო­ბა და ჰობი არ არის, პირ­და­პირ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზეა მიბ­მუ­ლი, რო­გორც პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რისხზე, იგი­ვე ტოქ­სი­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რა­ზე. მოკ­ლედ, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია კომ­პლექ­სუ­რად ერ­თად, რა­ზეც უნდა დავ­ფიქ­რდეთ.

პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით და­ი­წყონ, გა­ბე­დონ, თა­ვი­დან ცოტა კი ჭირს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­ტი­ვია.

- დიდი რე­სურ­სი და დრო არ სჭირ­დე­ბა?

- სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ღირს, შრო­მა ფას­დე­ბა... ამას­თან, ხომ ვამ­ბობ, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ეს უნდა გახ­დეს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. იქ­ნებ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვუშ­ვე­ლოთ ამ და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მოს. ბოლო წლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი აშ­კა­რად ჩანს... მე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ და ვაგ­რძე­ლებ. ვნა­ხოთ, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, კი­დევ რის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა - "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს"

უჩა ნანუაშვილმა ბაღ-ბოსტანი გააშენა - "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს"

ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ადამიანი უბრუნდება მიწას და როგორც შეუძლია, ამუშავებს. შრომა არ ეზარებათ, რადგანაც ადამიანებისთვის ნატურალური პროდუქტის მიღება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტული ხდება.

მათ შორის არიან, ცხადია ფერმერები, მოყვარული მებაღეები, მემცენარეები, ცნობილი ადამიანებიც, რომლებსაც მეურნეობა იზიდავთ და საკუთარ ოჯახებთან ერთად, გულმოდგინედ შრომობენ.

ასეთი ადამიანთა შორის ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც აღმოჩნდა, რომელსაც საოცარი ბაღი აქვს და მიწას დიდი სიამოვნებით ამუშავებს ოჯახის წევრებთან ერთად, მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და გარემოზე ზრუნავს.

ახალ საქმიანობაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა პირველად AMBEBI.GE-სთან ისაუბრა:

- ყოველთვის მქონდა სურვილი და დიდი ინტერესი, მიწასთან მემუშავა, მაგრამ მებაღეობა ჩემი გადატვირთული, დაძაბული სამუშაო რეჟიმის, უდროობის გამო არ გამომდიოდა. ბოლო პერიოდში კი, უკვე რამდენიმე წელია, დრო რაღაცნაირად გამომიჩნდა და ძირითადად შაბათ-კვირას ვცდილობ, ბაღში შრომით დავკავდე.

ჩემი ნაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტშია, სოფელ ახალდაბაში, სადაც საქმიანობას ახლა კიდევ უფრო მეტ დროს ვუთმობ როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახის წევრები. ეს ყველაფერი არც ისე ადვილია, მაგრამ ადამიანისთვის ერთგვარი კომპენსაციაც არის, რადგანაც ბუნებასთან, მიწასთან ურთიერთობა გამშვიდებს, რელაქსაციაა, მით უფრო, იმის ფონზე, რაც ჩვენს ქალაქში ბოლო პერიოდში ხდება - სულ დაბინძურდა გარემო, ჰაერის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება, მწვანე სივრცეების გაქრობა - სერიოზული პრობლემაა.

- მიწის ნაკვეთი და სახლი ახალდაბაში მშობლებისაა?

- არა, იქაური არ ვარ, წარმოშობით კახეთიდან გახლავართ, მაგრამ კახეთში სახლი და მიწა არ მაქვს. ახალდაბის სახლ-კარი ოჯახმა შევიძინეთ. თბილისთან არც ისე შორს არის, ჩასვლა ადვილია, შესანიშნავ ადგილზეა, კლიმატიც კარგია და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა...

მაქვს ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყველანაირი ხეხილი დავრგეთ. ბოსტანში გვაქვს ბევრნაირი მწვანილი - რეჰანი, ოხრახუში, კამა, ქინძი, ბოსტნეული, კიტრი და პომიდორიც...

შხამქიმიკატები მათ მოსაყვანად გამორიცხულია - არ ვიყენებთ! მიზეზი რაიმეს მოყვანის სწორედ ის იყო, რომ ამას ავცდენოდით და შხამქიმიკატებზე უარი გვეთქვა. მოკლედ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოგვყავს. ისიც საკმარისია, როცა არც კი ვიცით, დღესდღეობით რა პროდუქტით ვიკვებებით. ამიტომ, ჩვენ მიერ მოყვანილი სუფთა მოსავალი ორმაგად მნიშვნელოვანია.

- ისე, ახალდაბაში მართლა მშვენიერი კლიმატია იმისთვის, რომ ხარისხიანი ხილი და ბოსტნეული მოიყვანოთ... ყურადღებას იქცევს თქვენი ულამაზესი ყვავილებიც...

- კი, ნადვილად ასეა, მშვენიერი კლიმატი და ნიადაგია იმისთვის, რომ ყველაფერი მოვიყვანოთ. რაც შეეხება ყვავილებს, სადაც მივდიოდი უცხოეთში და სადაც მოვხვდებოდი, ყველა მხრიდან იშვიათი ყვავილის თესლს, თუ ბოლქვს ვიძენდი და მომქონდა...

მოკლედ, ჩვენთვის მთავარი გარემოზე ზრუნვაა და მისი შენარჩუნებაა. გარემო, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის. ის შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ერთადერთი დიდი მემკვიდრეობაა, რომელიც უნდა გადასცე და დაუტოვო... გარემოზე ზრუნვა ლიტონი სიტყვები არ არის...

- ვენახი არ გაქვთ?

- ჯერჯერობით მცირე ვენახი გვაქვს, როგორც გითხარით, კახური წარმოშობა მაქვს და სისხლი თავისას შვება, ამის გარეშე როგორ იქნებოდა. სამომავლოდ ვენახიც გაფართოვდება და ღვინოც დაიწურება...

- ამ საქმიანობაში ყველაზე მეტად რამ გაამართლა?

- ცოტა ნაადრევი იქნება გამართლებაზე რაიმეს თქმა, თუმცა ალბათ უფრო ხეხილის მიმართულებით, ურიგო შედეგი არ გვაქვს...

- რით ანოყიერებთ ნიადაგს?

- ძირითადად ნაკელით, თუმცა ნიადაგი ისედაც ნაყოფიერია... შაბათ-კვირას, როგორც გითხარით, სულ იქ ვართ, რა თქმა უნდა, თუ ამინდი შესაფერისია. მორიგეობითაც დავდივართ, ვისაც სცალია - მეუღლე, ჩემი მშობლები... შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ ცდილობენ რაღაც გააკეთონ, რაც შეუძლიათ...

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, ვისაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა უნდა? ზოგს მამა-პაპისეული სახლიც აქვს ამა თუ იმ სოფელში მიტოვებული... რას ეტყოდით მათ?

- მთავარია, რომ დიდი რესურსი არ არის საჭირო გარემოზე ზრუნვისთვის, მიწასთან შრომა რომ შევძლოთ და დავიწყოთ. თავიდან სულ მცირე საქმიდანაც შეგვიძლია რაღაცების კეთება. მე ასე დავიწყე და ნელ-ნელა რაღაც შედეგი მივიღე, კიდევ მეტიც შეიძლებოდა და ამაზე მეტიცაა შესაძლებელი. თუკი სადმე ნაკვეთი გვაქვს, უკან არ უნდა დავიხიოთ.

ეს მხოლოდ გართობა და ჰობი არ არის, პირდაპირ ჩვენს ცხოვრებაზეა მიბმული, როგორც პროდუქტების ხარისხზე, იგივე ტოქსინების ორგანიზმში მოხვედრაზე. მოკლედ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია კომპლექსურად ერთად, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.

პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყონ, გაბედონ, თავიდან ცოტა კი ჭირს, მაგრამ სინამდვილეში მარტივია.

- დიდი რესურსი და დრო არ სჭირდება?

- სჭირდება, მაგრამ ღირს, შრომა ფასდება... ამასთან, ხომ ვამბობ, გარემოზე ზრუნვა აუცილებელია და ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იქნებ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუშველოთ ამ დაბინძურებულ გარემოს. ბოლო წლებში ეს ყველაფერი აშკარად ჩანს... მე გაჩერებას არ ვაპირებ და ვაგრძელებ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, კიდევ რის გაკეთებას შევძლებ...

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში