კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ
კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ

კამ­პა­ნი­ას #Spendyoursummeringeorgia არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია შე­უ­ერ­თდა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მის კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­საყ­ვა­ნად და ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გა­დამ­წყვე­ტი როლი ეკის­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აღ­ნიშ­ნულ კამ­პა­ნი­ა­ში და ხელი შე­უ­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტის მოგ­ზა­უ­რო­ბას.

ახლა წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც კამ­პა­ნი­ას #SpendSummerinGeorgia ორი­გი­ნა­ლუ­რად შე­უ­ერ­თდა:

ნი­კო­რა

„ნი­კო­რამ“ გა­მო­ა­ცხა­და კონ­კურ­სი, რომ­ლის 8 გა­მარ­ჯვე­ბულს სვა­ნე­თის და­უ­ვი­წყა­რი, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე სამ დღი­ა­ნი ტუ­რის საგ­ზუ­რი გა­და­ე­ცათ. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ეს გახ­ლდათ მათი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებს და რეს­ტორ­ნებს მხარ­ში დად­გო­მოდ­ნენ. კონ­კურ­სის პი­რო­ბა ასე­თი იყო, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლებს უნდა გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლა­მა­ზი და შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბი­სა და ღირ­სშე­სა­ნი­შა­ო­ბე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰეშ­თე­გით #spendyoursummeringeorgia #მო­ი­ნა­ხუ­ლე­სა­ქარ­თვე­ლო. კომ­პა­ნი­ის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა 12-13-14 ივ­ლისს სვა­ნეთ­ში იმოგ­ზა­უ­რეს. ტუ­რის ფარ­გლებ­ში ისი­ნი და­ბი­ნავ­დნენ სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში, და­ა­გე­მოვ­ნეს უგემ­რი­ე­ლე­სი, ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მეს­ტი­ი­სა და უშ­გუ­ლის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი.

კონ­კურ­სმა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად სვა­ნეთ­ში ემოგ­ზა­უ­რათ, გარ­და ამი­სა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რა­მაც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­უ­ჩი­ნა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ივ­ლი­სი­დან შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­სა­წყო­ბად და წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად „ნი­კო­რა“თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ექ­სკურ­სი­ებს აწყობს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­გეგ­მი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 1000-მდე თა­ნამ­შრო­მელ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლოს მარ­ტვი­ლი, ვარ­ძია, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი, წი­ნან­და­ლი, ილი­ას ტბა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, ისარ­გებ­ლონ ად­გი­ლობ­რი­ვი, სა­ო­ჯა­ხო რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით.

„მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბა“

„მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­უშ­ვე­ბენ ღვი­ნოს სპე­ცი­ა­ლურ ეტი­კე­ტი­რე­ბით და დი­ზა­ი­ნით, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რა­ვი ტუ­რის­ტის­თვის, რომ მათ ზა­ფხუ­ლი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ქიმ­ნა ლე­იბ­ლი, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია გზავ­ნი­ლი #Spendyoursummeringeorgia და ასე­ვე პრო­ექ­ტის ლო­გო­ტი­პი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ პრო­დუქ­ცია დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ოს 20-მდე ქვეყ­ნის სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის შექ­მნი­ლი ლე­იბ­ლით ღვი­ნოს, 1,5 მი­ლი­არ­დზე მეტი ადა­მი­ა­ნი 20-მდე ქვე­ყა­ნა­ში იხი­ლავს. რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის­თვის მე­ტად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია.

„ტე­რა­ბან­კი“

კამ­პა­ნი­ას #Spendyoursummeringeorgia შე­უ­ერ­თდა „ტე­რა­ბან­კიც“. კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ბან­კის ყვე­ლა ფი­ლი­ალ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ი­თავ­სა, ბან­კის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი კი ტუ­რის­ტუ­ლი მრჩევ­ლე­ბის როლს ითავ­სე­ბენ.

ტუ­რის­ტულ ცენ­ტრად ქცე­უ­ლი ფი­ლი­ა­ლებ­ში მი­სულ ად­გი­ლობ­რივ თუ უცხო­ელ მოგ­ზა­უ­რებს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი დახ­ვდე­ბათ, რომ­ლე­ბიც მათ კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ზე ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის. ბუკ­ლეტ­ში მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ზე, კვე­ბის და გა­სარ­თობ ობი­ექ­ტებ­ზე, და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებ­საც, თუ რო­გორ გა­ა­ტა­რონ და­უ­ვი­წყა­რი ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ

კომპანიები, რომლებიც კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდნენ

კამპანიას #Spendyoursummeringeorgia არაერთი ქართული კომპანია შეუერთდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ტურიზმის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ეკონომიკის მხარდასაჭერად ქართული ბიზნესის გაერთიანებას გადამწყვეტი როლი ეკისრება. აუცილებელია, რომ ყველამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ კამპანიაში და ხელი შეუწყოს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტის მოგზაურობას.

ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართულ კომპანიას, რომლებიც კამპანიას #SpendSummerinGeorgia ორიგინალურად შეუერთდა:

ნიკორა

„ნიკორამ“ გამოაცხადა კონკურსი, რომლის 8 გამარჯვებულს სვანეთის დაუვიწყარი, თავგადასავლებით სავსე სამ დღიანი ტურის საგზური გადაეცათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გახლდათ მათი წამახალისებელი აქტივობა, რომ ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს და რესტორნებს მხარში დადგომოდნენ. კონკურსის პირობა ასეთი იყო, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლებს უნდა განეთავსებინათ ჩვენი ქვეყნის ლამაზი და შედარებით უცნობი ადგილებისა და ღირსშესანიშაობების ფოტოები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia #მოინახულესაქართველო. კომპანიის სრული დაფინანსებით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულებმა 12-13-14 ივლისს სვანეთში იმოგზაურეს. ტურის ფარგლებში ისინი დაბინავდნენ საოჯახო სასტუმროში, დააგემოვნეს უგემრიელესი, ადგილობრივი კერძები, მოინახულოთ მესტიისა და უშგულის ღირსშესანიშნაობები.

კონკურსმა გამარჯვებულებს საშუალება მისცა, ახლობლებთან ერთად სვანეთში ემოგზაურათ, გარდა ამისა სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს შედარებით უცნობი ადგილების ფოტოები, რამაც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის სურვილი კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩინა.

პარალელურად, ივლისიდან შიდა ტურიზმის ხელშესაწყობად და წასახალისებლად „ნიკორა“თანამშრომლებისთვის ექსკურსიებს აწყობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ზაფხულის განმავლობაში, დაგეგმილია დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელმა მოინახულოს მარტვილი, ვარძია, ოკაცეს კანიონი, წინანდალი, ილიას ტბა და სხვა საინტერესო ადგილები, ისარგებლონ ადგილობრივი, საოჯახო რესტორნებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

„მეღვინეობა ხარება“

„მეღვინეობა ხარებამ“ განაცხადა, რომ წარმოებაში ჩაუშვებენ ღვინოს სპეციალურ ეტიკეტირებით და დიზაინით, რომელიც პირდაპირი გზავნილი იქნება მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ტურისტისთვის, რომ მათ ზაფხული სწორედ საქართველოში გაატარონ. სპეციალურად შექიმნა ლეიბლი, რომელზეც დატანილია გზავნილი #Spendyoursummeringeorgia და ასევე პროექტის ლოგოტიპი.

აღსანიშნავია, რომ „მეღვინეობა ხარებას“ პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის საექსპორტო ბაზარზეა წარმოდგენილი. შესაბამისად, სპეციალურად ამ პროექტის მხარდაჭერისთვის შექმნილი ლეიბლით ღვინოს, 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანი 20-მდე ქვეყანაში იხილავს. რაც საქართველოში მოგზაურობის სტიმულირებისთვის მეტად მნიშნელოვანია.

„ტერაბანკი“

კამპანიას #Spendyoursummeringeorgia შეუერთდა „ტერაბანკიც“. კამპანიის ფარგლებში ბანკის ყველა ფილიალმა საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები შეითავსა, ბანკის გაყიდვების მენეჯერები კი ტურისტული მრჩევლების როლს ითავსებენ.

ტურისტულ ცენტრად ქცეული ფილიალებში მისულ ადგილობრივ თუ უცხოელ მოგზაურებს საინფორმაციო ბუკლეტები დახვდებათ, რომლებიც მათ კონკრეტულ რეგიონზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის. ბუკლეტში მოცემული იქნება ინფორმაცია საოჯახო სასტუმროებზე, კვების და გასართობ ობიექტებზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე. ისინი მიიღებენ სასარგებლო რჩევებსაც, თუ როგორ გაატარონ დაუვიწყარი ზაფხული საქართველოში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის