კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი ივანიშვილზე: "რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა"
სააკაშვილი ივანიშვილზე: "რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა"

თავს ძალა და­ვა­ტა­ნე და ვნა­ხე ივა­ნიშ­ვი­ლის ეს ბოლო, სრუ­ლი­ად არე­უ­ლი ინ­ტერ­ვიუ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლი პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­ე­ფა­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად აღი­ა­რა, რომ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა მან გას­ცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდი­ლობს თა­ვი­სი დარ­ჩე­ნი­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ტი­ვი გა­ამ­ხნე­ვოს, იმი­ტომ რომ ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის დრო წა­სუ­ლია და ის ბარ­დე­ბა წარ­სულ­ში. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ოლი­გარ­ქი გა­იქ­ცა მოლ­დო­ვი­დან, როცა უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ცხდა პო­რო­შენ­კო, ოლი­გარ­ქმა წა­ა­გო სომ­ხე­თი, სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩა ბოლო კუნ­ძუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის და ეს არ ეკად­რე­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ბო­ლომ­დე გა­და­ე­ფა­რა გა­ხა­რი­ას და პრაქ­ტი­კუ­ლად აღი­ა­რა, რომ დარ­ბე­ვის ბრძა­ნე­ბა გას­ცა თვი­თონ. ის ბო­ლომ­დე ამარ­თლებს რუ­სე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას და პუ­ტი­ნი­სად­მი გა­წო­ლის პო­ლი­ტი­კას. ის შლის ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, რა მა­გა­რი ქვე­ყა­ნა და­ვუ­ტო­ვეთ და რას და­ამ­სგავ­სა. მთა­ვარ ხე­ლის­შემ­შლე­ლად „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ასა­ხე­ლებს და ეს ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვია, იმი­ტომ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­მო­კი­თხვებ­ში იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ არის დიდი ცდო­მი­ლე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლად ლი­დე­რობს. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ჩვენ გვმარ­თებს ახლა რო­გორც არას­დროს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქ­მე ძა­ლი­ან დამფრ­თხალ, და­ში­ნე­ბულ, სა­შიშ ფსი­ქო­პატ­თან, რო­მე­ლიც მზად არის და აქვს უნა­რი, ბევ­რად მეტი სის­ხლი დაღ­ვა­როს, ბევ­რად მეტი მსხვერ­პლი შე­ი­წი­როს და ეს ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ, ჩვენ არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს მათი, მაგ­რამ როცა ის გვპირ­დე­ბა, რომ სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს რა­ღაც და­ლა­გე­ბას, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ 2016 წელ­საც ასე იძახ­და, შარ­შან, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წი­ნაც ასე იძახ­და. ყო­ველ ჯერ­ზე სულ ახა­ლი უბე­დუ­რე­ბე­ბი ხდე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს აღარ აქვს და­სა­კარ­გი დრო, აღარ აქვს ბინ­ძუ­რი ოლი­გარ­ქის ხუშ­ტუ­რებ­ზე და­სა­კარ­გი დრო, სა­ქარ­თვე­ლო არის ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვის ქვე­ყა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ლა­ხავს ეკო­ნო­მი­კურ სიძ­ნე­ლე­ებს, ძა­ლი­ან სწრა­ფად წავა წინ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის შვი­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა. ახლა მთა­ვა­რია ერ­თი­ა­ნო­ბა, კონ­სო­ლი­და­ცია, უკან არ და­ხე­ვა და ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რუ­ლე­ბა. აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი რა თქმა უნდა, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბია ახა­ლი, ფარ­თო ბა­ზის მქო­ნე ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ოლი­გარ­ქე­ბის გა­წე­ვა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლი­გარ­ქი, ძვე­ლი ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლი, თუნ­დაც ახა­ლი ოლი­გარ­ქი, რომ­ლე­ბიც ახლა მოძ­ვრე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

სააკაშვილი ივანიშვილზე: "რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა"

სააკაშვილი ივანიშვილზე: "რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა"

თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას გადაეფარა და ფაქტობრივად აღიარა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.

„ის რა თქმა უნდა, ცდილობს თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში. იმ პირობებში, როცა ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, როცა უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქმა წააგო სომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს არ ეკადრება ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა.

საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, აღარ აქვს ბინძური ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო, საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის ქვეყანა, საქართველო ძალიან სწრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, ძალიან სწრაფად წავა წინ თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენგანის შვილების საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნებია ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები