კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ
8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ

ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რი ქალი, 1901-1975 წლებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ის თე­ლავ­ში და­ი­ბა­და და რო­გორც მხატ­ვრის ბი­ოგ­რა­ფე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მას ბავ­შვო­ბი­დან იზი­დავ­და ხე­ლოვ­ნე­ბა.

1971 წელს ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­საც შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. 1975 წელს კი, პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში, თა­ვი­სი­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბულ მხატ­ვარ ქალ­თა ჯგუ­ფის სა­ზე­ი­მო გა­მო­ფე­ნის მსვლე­ლო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

ელე­ნე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბის ფიქ­სი­რე­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი ყავ­ლაშ­ვი­ლი ხში­რად ეყ­რდნო­ბო­და ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რებს, დე­და­ქა­ლა­ქის ძვე­ლი უბ­ნე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას.

ელე­ნეს ნა­ხა­ტე­ბი პირ­ვე­ლად მის­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა ვა­სილ ბარ­ნოვ­მა შე­ამ­ჩნია. მხატ­ვა­რი იხ­სე­ნებ­და, თუ რო­გორ უთხრა კლა­სის თან­დას­წრე­ბით ელე­ნეს: “ქარ­თვე­ლი ქალი ბუ­ნე­ბით მხატ­ვა­რია. აბა, და­აკ­ვირ­დით ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ნაქ­სოვ-ნა­ქარ­გებს. მათი შემ­ქმნე­ლე­ბი დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვრე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ისე გაქ­რნენ, რომ მათი ვი­ნა­ო­ბა მხო­ლოდ ნაქ­სოვ­ზე მი­წე­რი­ლი ამო­ნა­ქარ­გით­ღა ვი­ცით. შენ კი, ელე­ნე, ხატე, ხში­რად ხატე. თე­ლა­ვი და ალაზ­ნის ველი თა­ვის მხატ­ვარს ელო­დე­ბა”.

მან 72 სპექ­ტაკ­ლი გა­ა­ფორ­მა, რო­გორც თბი­ლი­სის და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბის, ისე მოს­კო­ვის, ლე­ნინ­გრა­დის, კი­ე­ვი­სა და ხარ­კო­ვის თე­ატ­რებ­ში; ის ასე­ვე თე­ატ­რის მხატ­ვრად მუ­შა­ობ­და ქუ­თა­ის­შიც, კ. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში.

ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა პა­რიზ­ში ბევრ სხვა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თან ერ­თად პი­კა­სო­მაც ნახა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნა “კა­ხე­თი, ზამ­თა­რი”.

ცნო­ბი­ლია, რომ ის წიგ­ნე­ბის ილუსტრა­ცი­ებ­ზეც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. სხვა­დას­ხვა დროს გა­ა­ფორ­მა “ტომ სო­ი­ე­რი", “კაცი, რო­მე­ლიც იცი­ნის”, ვაჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მე­ბი, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბი.

ელე­ნე ახვლე­დი­ანს 1939 წელს გა­დას­ცეს სა­ხე­ლოს­ნო, სა­დაც ინა­ხე­ბო­და მხატ­ვრის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი დე­კო­რა­ტი­ულ-გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სა­კუ­თა­რი, პი­კა­სოს და სხვა მხატ­ვრე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. მხატ­ვარ­მა სა­ხე­ლოს­ნო “პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოდ აქ­ცია”. დღეს იქ მისი სახლ-მუ­ზე­უ­მია.

სერ­გო ფა­რა­ჯა­ნო­ვი ამ­ბობ­და: “თბი­ლი­სი ჩემ­თვის ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნია”. დღე­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ასო­ცირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქთან ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი თემა თა­ვი­დან­ვე ძვე­ლი თბი­ლი­სი იყო.

1960-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რჯერ გა­ი­მარ­თა ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მოს­კოვ­ში, ტა­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის: ვან გო­გის, კლიმ­ტის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, რემ­ბრან­დტის ან სხვა უდი­დე­სი მხატ­ვრე­ბის ტი­ლო­ე­ბის სა­კუ­თარ კო­ლექ­ცი­ა­ზე, უკვე შე­გიძ­ლი­ათ აიხ­დი­ნოთ ეს ოც­ნე­ბა. თქვენ მი­ი­ღებთ ორი­გი­ნალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ ანა­ლოგს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით იბეჭ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტი­ლო­ზე (ე.წ. კან­ვას­ზე) და გა­და­ჭი­მუ­ლია ხის ჩარ­ჩო­ზე.

„კვი­რის პა­ლიტ­რის" ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­ირ­ჩე­ვა ჯერ მხატ­ვრე­ბი, შემ­დეგ კი მათი ტი­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლას­თვის მი­სა­ღებ ფა­სად.

უკვე ცნო­ბი­ლია ხალ­ხის რჩე­უ­ლი 7 მხატ­ვა­რი: ვან გოგი, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, კლოდ მონე, სალ­ვა­დორ დალი, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, პაბ­ლო პი­კა­სო და გუს­ტავ კლიმ­ტი. 22 ივ­ლი­სი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­გეძ­ლე­ბათ შე­ი­ძი­ნოთ გუს­ტავ კლიმ­ტის ერთი რჩე­უ­ლი ტილო „ამ­ბო­რი“. ასე­ვე გე­ლით სა­ჩუ­ქა­რი- დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებგ­ვერდს:http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარ­ე­კოთ ნო­მერ­ზე: 2 19 60 13

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ

8 საინტერესო ფაქტი ქართველი ფერმწერი ქალის, ელენე ახვლედიანის შესახებ

ელენე ახვლედიანი, ერთ-ერთი პირველი ქართველი ფერმწერი ქალი, 1901-1975 წლებში მოღვაწეობდა. ის თელავში დაიბადა და როგორც მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ, მას ბავშვობიდან იზიდავდა ხელოვნება.

1971 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. 1975 წელს კი, პოპულარობის ზენიტში, თავისივე ორგანიზებულ მხატვარ ქალთა ჯგუფის საზეიმო გამოფენის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.

ელენე აქტიურად მუშაობდა თბილისის ძველი უბნების ფიქსირებაზე. მოგვიანებით, ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი ხშირად ეყრდნობოდა ელენე ახვლედიანის ნამუშევრებს, დედაქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქციისას.

ელენეს ნახატები პირველად მისმა მასწავლებელმა, ცნობილმა მწერალმა ვასილ ბარნოვმა შეამჩნია. მხატვარი იხსენებდა, თუ როგორ უთხრა კლასის თანდასწრებით ელენეს: “ქართველი ქალი ბუნებით მხატვარია. აბა, დააკვირდით ჩვენი წინაპრების ნაქსოვ-ნაქარგებს. მათი შემქმნელები დიდებული მხატვრები იყვნენ, მაგრამ ისე გაქრნენ, რომ მათი ვინაობა მხოლოდ ნაქსოვზე მიწერილი ამონაქარგითღა ვიცით. შენ კი, ელენე, ხატე, ხშირად ხატე. თელავი და ალაზნის ველი თავის მხატვარს ელოდება”.

მან 72 სპექტაკლი გააფორმა, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში; ის ასევე თეატრის მხატვრად მუშაობდა ქუთაისშიც, კ. მარჯანიშვილის თეატრში.

ქართველი ფერმწერის პერსონალური გამოფენა პარიზში ბევრ სხვა დამთვალიერებელთან ერთად პიკასომაც ნახა. მას განსაკუთრებით მოეწონა “კახეთი, ზამთარი”.

ცნობილია, რომ ის წიგნების ილუსტრაციებზეც აქტიურად მუშაობდა. სხვადასხვა დროს გააფორმა “ტომ სოიერი", “კაცი, რომელიც იცინის”, ვაჟა-ფშაველას პოემები, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.

ელენე ახვლედიანს 1939 წელს გადასცეს სახელოსნო, სადაც ინახებოდა მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული და განადგურებას გადარჩენილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საკუთარი, პიკასოს და სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნახატები. მხატვარმა სახელოსნო “პატარა საქართველოდ აქცია”. დღეს იქ მისი სახლ-მუზეუმია.

სერგო ფარაჯანოვი ამბობდა: “თბილისი ჩემთვის ელენე ახვლედიანია”. დღესაც ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება საქართველოს დედაქალაქთან ელენე ახვლედიანი, მისი შემოქმედების მთავარი თემა თავიდანვე ძველი თბილისი იყო.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრჯერ გაიმართა ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოსკოვში, ტალინში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ცხადია, საქართველოში. თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

„კვირის პალიტრის" ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.

უკვე ცნობილია ხალხის რჩეული 7 მხატვარი: ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე, სალვადორ დალი, ამადეო მოდილიანი, პაბლო პიკასო და გუსტავ კლიმტი. 22 ივლისიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეგეძლებათ შეიძინოთ გუსტავ კლიმტის ერთი რჩეული ტილო „ამბორი“. ასევე გელით საჩუქარი- დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ცნობილი ნამუშევარი, სპეციალურ ფასად.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს:http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ