სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?
რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?

დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი მზე­სუმ­ზი­რი­სა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი. დი­ა­სახ­ლი­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცის, რომ სი­მინ­დის ზეთი უფრო მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა. ეს არის ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას, ასე­ვე შე­საწ­ვა­ვად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ სი­მინ­დის ზე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა სა­სარ­გებ­ლოა და ამავდრო­უ­ლად კერძს ანი­ჭებს სი­მინ­დის სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელ­სა და გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს. მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად კერ­ძი უფრო გემ­რი­ე­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო ხდე­ბა. დი­ე­ტო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბით, სი­მინ­დის ზეთი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის მარ­გე­ბე­ლი და ად­ვი­ლად მო­ნე­ლე­ბა­დია.

შე­მად­გენ­ლო­ბის წყა­ლო­ბით სი­მინ­დის ზეთი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ად­ვი­ლად ათ­ვი­სე­ბა­დია. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ „ოქ­როს“ სა­ხე­ლით. სი­მინ­დის ზეთი შე­ი­ცავს А, B1, B2, F, PP და Е ვი­ტა­მი­ნებს. მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბაა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით E ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა (თით­ქმის ორ­ჯერ მეტი, ვიდ­რე ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში). სი­მინ­დის ზეთი ორ­გა­ნიზმს ეხ­მა­რე­ბა კარ­ცე­რო­გე­ნებ­თან და თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებ­თან ბრძო­ლა­ში. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით კანი ინარ­ჩუ­ნებს ბუ­ნებ­რი­ო­ბას და ელას­ტი­უ­რო­ბას, მათ შო­რის ძლი­ე­რი მზის, ქა­რის ან გარე ტოქ­სი­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში.

რო­გორც დი­ე­ტუ­რი პრო­დუქ­ტი მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა დი­ე­ტურ საკ­ვებ­ში, მათ შო­რის სა­ლა­თებ­ში. ამი­სი მი­ზე­ზი არის ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი, რო­მელ­საც შე­ი­ცავს სი­მინ­დის ზეთი. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის გავ­ლე­ნა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია: აუმ­ჯო­ბე­სებს მე­ტა­ბო­ლიზმს ან უზ­რუვ­ნელ­ყოფს ენერ­გი­უ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბის მი­ღე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს ტვი­ნის ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უნა­რებს. სი­მინ­დის ზე­თის მი­ღე­ბა არის ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა, რად­გან აუმ­ჯო­ბე­სებს ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის პრო­ცესს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო სი­მინ­დის ზეთი პო­პუ­ლა­რუ­ლი.

დი­ე­ტო­ლო­გე­ბი სი­მინ­დის ზე­თის მი­ღე­ბას ურ­ჩე­ვენ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც გა­აჩ­ნი­ათ გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი ან ათე­როსკლე­რო­ზი. სი­მინ­დის ზეთი შე­ი­ცავს პო­ლი­უ­ჯე­რი ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი­სა და ლე­ცი­ტე­ბის კომ­პლექსს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მის ცვლის მო­წეს­რი­გე­ბა­სა და სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნის ნორ­მა­ლი­ზე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­მინ­დის ზეთი ებ­რძვის მავ­ნე ქო­ლეს­ტე­რი­ნებს, ამ­ცი­რებს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ბალ­თე­ბი­სა და თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბას.

ცხი­მის ცვლის პრო­ცე­სის ნორ­მა­ლი­ზე­ბის ხარ­ჯზე სი­მინ­დის ზეთი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზმს ზედ­მე­ტი წო­ნის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ ეს პრო­დუქ­ტი ხში­რად გვევ­ლი­ნე­ბა რო­გორც დი­ე­ტის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტი. რო­გორც გა­სახ­დო­მი ზე­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, მა­საც ახა­სი­ა­თებს კუჭ­ნაწ­ლა­ვის მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის მსუ­ფუ­ქი სტი­მუ­ლა­ცი­ის ეფექ­ტი. ასე­ვე ააქ­ტი­უ­რებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცესს, რად­გან ზეთს გა­აჩ­ნია ნაღ­ველმდე­ნი ფუნ­ქცი­ე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის უნა­რი. ის ზრდის ნაღ­ვლის ბუშ­ტის ტო­ნუს­სა და ნაღ­ვლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის ტემპს.

სი­მინ­დის ზეთი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შვე­ბის­თვის. ის ით­ვლე­ბა ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო (ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია) და მარ­ტი­ვად ათ­ვი­სე­ბად ცხი­მად, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს მთელ რიგ ნივ­თი­ე­რე­ბებს და ხელს უწყობს ნორ­მა­ლურ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას.

სი­მინ­დის ზეთი არის უნი­კა­ლუ­რი და შე­უც­ვლე­ლი პრო­დუქ­ტი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. მას პრაქ­ტი­კუ­ლად არ აქვს გემო და სუნი, ამი­ტომ ხში­რად იყე­ნე­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად თუ გა­მო­სა­ცხო­ბად, ასე­ვე ბავ­შვთა კვე­ბა­ში. მისი დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა 230-238°C შე­ად­გენს (უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მზე­სუმ­ზი­რის ან ზე­ი­თუ­ნის ზე­თის), შე­სა­ბა­მი­სად ის უძ­ლებს მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის და­კარ­გვი­სა და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ძე­ნის გა­რე­შე. სი­მინ­დის ზეთი ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებს ლა­მაზ ოქ­როს­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად არის გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო, ხელს უწყობს ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

R

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?

რატომ არის საჭირო სიმინდის ზეთის გამოყენება ყოველდღიურ რაციონში?

დიასახლისებისთვის კარგადაა ცნობილი მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები. დიასახლისების უმრავლესობამ არ იცის, რომ სიმინდის ზეთი უფრო მეტად სასარგებლოა. ეს არის ღირებული პროდუქტი, რომელის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სადილის მომზადებისას, ასევე შესაწვავად. აღსანიშნავია რომ სიმინდის ზეთის შემადგენლობა სასარგებლოა და ამავდროულად კერძს ანიჭებს სიმინდის სასიამოვნო სურნელსა და გემოვნურ თვისებებს. მისი გამოყენების შედეგად კერძი უფრო გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხდება. დიეტოლოგების მოსაზრებით, სიმინდის ზეთი ადამიანის ორგანიზმისთვის მარგებელი და ადვილად მონელებადია.

შემადგენლობის წყალობით სიმინდის ზეთი ორგანიზმისთვის ადვილად ათვისებადია. ბევრ ქვეყანაში მას მოიხსენიებენ „ოქროს“ სახელით. სიმინდის ზეთი შეიცავს А, B1, B2, F, PP და Е ვიტამინებს. მისი ყველაზე ცნობილი სასარგებლო თვისებაა დიდი რაოდენობით E ვიტამინის შემცველობა (თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ზეითუნის ზეთში). სიმინდის ზეთი ორგანიზმს ეხმარება კარცეროგენებთან და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში. მისი დამსახურებით კანი ინარჩუნებს ბუნებრიობას და ელასტიურობას, მათ შორის ძლიერი მზის, ქარის ან გარე ტოქსინების ზემოქმედების პირობებში.

როგორც დიეტური პროდუქტი მისი გამოყენება სასარგებლოა დიეტურ საკვებში, მათ შორის სალათებში. ამისი მიზეზი არის ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს სიმინდის ზეთი. ადამიანის ორგანიზმზე ცხიმოვანი მჟავების გავლენა სხვადასხვაგვარია: აუმჯობესებს მეტაბოლიზმს ან უზრუვნელყოფს ენერგიულობას. მაგალითად, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავების მიღება აუმჯობესებს ტვინის ეფექტური ფუნქციონირების უნარებს. სიმინდის ზეთის მიღება არის ათეროსკლეროზის პრევენციის წინაპირობა, რადგან აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს. სწორედ აღნიშნული თვისებების გამო სიმინდის ზეთი პოპულარული.

დიეტოლოგები სიმინდის ზეთის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ან ათეროსკლეროზი. სიმინდის ზეთი შეიცავს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ლეციტების კომპლექსს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის ცვლის მოწესრიგებასა და სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას. აღსანიშნავია, რომ სიმინდის ზეთი ებრძვის მავნე ქოლესტერინებს, ამცირებს ათეროსკლეროზული ბალთებისა და თრომბების წარმოქმნის ალბათობას.

ცხიმის ცვლის პროცესის ნორმალიზების ხარჯზე სიმინდის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმს ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში. სწორედ ამიტომ ეს პროდუქტი ხშირად გვევლინება როგორც დიეტის შემადგენელი კომპონენტი. როგორც გასახდომი ზეთების უმრავლესობას, მასაც ახასიათებს კუჭნაწლავის მოტორული ფუნქციის მსუფუქი სტიმულაციის ეფექტი. ასევე ააქტიურებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან ზეთს გააჩნია ნაღველმდენი ფუნქციების სტიმულირების უნარი. ის ზრდის ნაღვლის ბუშტის ტონუსსა და ნაღვლის გამომუშავების ტემპს.

სიმინდის ზეთი ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. ის ითვლება ყველაზე უსაფრთხო (ალერგიის შემთხვევები იშვიათია) და მარტივად ათვისებად ცხიმად, რომელიც შეიცავს მთელ რიგ ნივთიერებებს და ხელს უწყობს ნორმალურ ზრდასა და განვითარებას.

სიმინდის ზეთი არის უნიკალური და შეუცვლელი პროდუქტი კულინარიაში. მას პრაქტიკულად არ აქვს გემო და სუნი, ამიტომ ხშირად იყენებენ ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად თუ გამოსაცხობად, ასევე ბავშვთა კვებაში. მისი დუღილის ტემპერატურა 230-238°C შეადგენს (უფრო მაღალია, ვიდრე მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთის), შესაბამისად ის უძლებს მაღალ ტემპერატურას სასარგებლო თვისებების დაკარგვისა და მავნე ნივთიერებების შეძენის გარეშე. სიმინდის ზეთი ყოველთვის ინარჩუნებს ლამაზ ოქროსფერ შეფერილობას, რომელიც ამავდროულად არის გემრიელი და სასარგებლო, ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის