ავლაბარში, ღვინის აღმართზე სატვირთო ავტომობილის დაგორების შედეგად, სამი მანქანა დაზიანდა, მათ შორის ლურჯი ავტობუსი და საპატრულო პოლიციის ავტომობილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მას დაზიანებები ზედა კიდურის არეში აღენიშნება. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.