კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს მიმართავენ - "პირველ ივნისამდე გაძლევთ ვადას..."
ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს მიმართავენ - "პირველ ივნისამდე გაძლევთ ვადას..."

"ბა­ტო­ნო კახა, პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე, გაძ­ლევთ გო­ნივ­რულ ვა­დას, რათა გა­ახ­მო­ვა­ნოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აპი­რებთ თუ არა ტაქ­სე­ბის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ვა­დე­ბას 2021 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე" - ასე მი­მარ­თავს თბი­ლი­სის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის სა­ხე­ლით ერთ-ერთი მძღო­ლი ლე­ვან ხუ­ზა­უ­რაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მერს კახა კა­ლა­ძეს.

მისი თქმით, ტაქ­სის მძღო­ლებს დრო სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­ერ­გონ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თუკი ტაქ­სის შე­სა­ხებ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ გა­და­ვად­დე­ბა, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს შექ­მნი­ან, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

ისი­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­საც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

"ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რი­ი­დან კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ, აპი­რებს თუ არა თბი­ლი­სის მერი ტაქ­სის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ვა­დე­ბას, ამი­ტომ გვინ­და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა წა­ვუ­ყე­ნოთ.

ტაქ­სის მძღო­ლე­ბი თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს მივ­მარ­თავთ: ბა­ტო­ნო კახა, პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე გაძ­ლევთ გო­ნივ­რულ ვა­დას, რათა გა­ახ­მო­ვა­ნოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აპი­რებთ თუ არა ტაქ­სის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ვა­დე­ბას 2021 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე. ეს არის ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იქ­მნე­ბა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ცო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შევა თბი­ლი­სის ტაქ­სის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და უახ­ლო­ეს დრო­ში და­ა­ნონსდე­ბა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია. ვიბ­რძო­ლებთ ბო­ლომ­დე, რათა ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი არ დარ­ჩნენ ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მარ­ჯვე­ნა სა­ჭი­ა­ნავ­ტო­მო­ბი­ლებს ხსნი­ან ბაზ­რი­დან, ასე­ვე გა­და­ღებ­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო და ა.შ. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი დრო მოგ­ვე­ცეს იმის­თვის, რომ ამ რე­გუ­ლა­ცი­ებს მო­ვერ­გოთ", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხუ­ზა­უ­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ტაქ­სის მძღო­ლე­ბი დღე­ი­დან იწყე­ბენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან, რათა "ამ ბრძო­ლა­ში არ იყ­ვნენ მარ­ტო".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს მიმართავენ - "პირველ ივნისამდე გაძლევთ ვადას..."

ტაქსის მძღოლები კახა კალაძეს მიმართავენ - "პირველ ივნისამდე გაძლევთ ვადას..."

"ბატონო კახა, პირველ ივნისამდე, გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსების ახალი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე" - ასე მიმართავს თბილისის ტაქსის მძღოლების სახელით ერთ-ერთი მძღოლი ლევან ხუზაურაშვილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს მოერგონ.

მისივე განცხადებით, თუკი ტაქსის შესახებ რეგულაციები არ გადავადდება, ტაქსის მძღოლები საინიციატივო ჯგუფს შექმნიან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.

ისინი საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

"ამ ხნის განმავლობაში მერიიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, აპირებს თუ არა თბილისის მერი ტაქსის რეგულაციების გადავადებას, ამიტომ გვინდა კონკრეტული მოთხოვნა წავუყენოთ.

ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატიცო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე.

რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა ლევან ხუზაურაშვილმა.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლები დღეიდან იწყებენ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "ამ ბრძოლაში არ იყვნენ მარტო".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ