კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან
როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

გუ­ლის სიღ­რმე­ში ყვე­ლა ქალს სურს, რომ ისე მო­ა­ჯა­დო­ოს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­მუ­და­მოდ თა­ვის­თან და­ი­ტო­ვოს. ყვე­ლა ქალს სურს ისე­თი სა­სურ­ვე­ლი იყოს, ვერ დათ­მონ, ვერ მი­ა­ტო­ვონ, ვერ გა­უშ­ვან…. მაგ­რამ ხში­რად ავი­წყდე­ბათ რა ატ­მოს­ფე­როს ქმნი­ან ირ­გვლივ.

რო­გორც ყვა­ვი­ლე­ბი იხ­რე­ბი­ან მზის­კენ, ადა­მი­ა­ნე­ბიც ისე ვართ მო­წყო­ბილ­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, სით­ბო­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ ვილ­ტვით და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვურ­ბი­ვართ სი­ცი­ვეს, და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბას.

მთა­ვა­რი ატ­მოს­ფე­როა, თქვე­ნი ყოფ­ნით შექ­მნი­ლი ატ­მოს­ფე­რო. სწო­რედ ატ­მოს­ფე­რო გვი­პყრობს და გვი­ზი­დავს. რო­გო­რია თქვენ­თან ყოფ­ნა? სად ხართ მა­შინ, რო­დე­საც თქვენს მა­მა­კაც­თან ერ­თად ხართ? რა ხდე­ბა თქვენ­ში ამ წუ­თებ­ში?

ატ­მოს­ფე­როს ვერ­ბა­ლუ­რად ვერ შექ­მნით. არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­უ­ბა­რი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­გონ. რით ხართ სავ­სე, ამას დუ­მი­ლი­თაც იგ­რძნო­ბენ.

და მერე გა­და­წყვე­ტენ: გა­იქ­ცნენ, თუ დარ­ჩნენ.

"კო­კა­სა ში­გან რაცა დგას, იგი­ვე წარ­მო­დინ­დე­ბის". თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ხან­და­ხან სი­ტყვის უთ­ქმე­ლა­დაც.

ამას ვერ გა­ი­თა­მა­შებ. კურ­სე­ბი, სა­დაც სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნის­თვის მა­ნე­რებს ას­წავ­ლი­ან, მხო­ლოდ მას შემ­დეგ და­გეხ­მა­რე­ბათ, რაც ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დის მო­პო­ვე­ბას შეძ­ლებთ.

ადა­მი­ა­ნე­ბი სიმ­შვი­დეს და­ე­ძე­ბენ! აი, რა უნდა იცო­დეს ქალ­მა, რომ­ლის­გა­ნაც მა­მა­კა­ცე­ბი გარ­ბი­ან, რო­მელ­საც სურს, მა­მა­კა­ცებს სურ­ვი­ლი ჰქონ­დეთ მას­თან დარ­ჩე­ნის.

ატ­მოს­ფე­როს შექ­მნის სა­ი­დუმ­ლო კი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე გა­დას­ცეს მას, ვინც გვერ­დით ჰყავს.

მა­მა­კაცს სიმ­სუ­ბუ­ქე სჭირ­დე­ბა, რომ თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­კენ ია­როს. ქა­ლის სიმ­ძი­მეს და და­ძა­ბუ­ლო­ბას აღიქ­ვამს რო­გორც ტვირთს, რო­მე­ლიც უნდა ჩა­მო­ი­ფერ­თხოს, თუკი ფრე­ნა სურს.

ქალს, რო­მე­ლიც ში­ნა­გან სიმ­შვი­დეს ფლობს, სწრა­ფი და გა­დამ­წყვე­ტი მოქ­მე­დე­ბე­ბი სჩ­ვე­ვია. ის შუ­შის თო­ჯი­ნა არ გახ­ლავთ. ცხოვ­რობს ახლა და აქ.

მას მო­ლო­დი­ნე­ბი არ სჭირ­დე­ბა. მო­ლო­დი­ნებს და­ძა­ბუ­ლო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ­დე. "აბა, რო­დის უნდა მო­ვი­დეს პრინ­ცი, მო­მარ­თვას ბრო­ლის ქო­შე­ბი და მიხ­სნას სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან?" წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
8

ძირითადად კი ლამაზ მანდილოსნებს აქვს თავიანთ თავებზე დიდი წარმოდგენა, იფასებენ თავებს და ამცირებენ გარშემომყოფთ, მამაკაცსაც ერთ დღეს ამოუვა ყელში ეგ ყველაფერი და მიგატოვებთ

ლილუ
11

სადაც უნდათ იქ იარონ,ქალებსაც ჭირდებათ სიმსუბუქე და მ ბედნიერი ცხოვრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

გულის სიღრმეში ყველა ქალს სურს, რომ ისე მოაჯადოოს საყვარელი მამაკაცი, სამუდამოდ თავისთან დაიტოვოს. ყველა ქალს სურს ისეთი სასურველი იყოს, ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან…. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ რა ატმოსფეროს ქმნიან ირგვლივ.

როგორც ყვავილები იხრებიან მზისკენ, ადამიანებიც ისე ვართ მოწყობილნი, თავისუფლებისკენ, სითბოსა და პატივისცემისკენ ვილტვით და შესაბამისად, გავურბივართ სიცივეს, დაძაბულობასა და უპირატესობის დამტკიცების მცდელობას.

მთავარი ატმოსფეროა, თქვენი ყოფნით შექმნილი ატმოსფერო. სწორედ ატმოსფერო გვიპყრობს და გვიზიდავს. როგორია თქვენთან ყოფნა? სად ხართ მაშინ, როდესაც თქვენს მამაკაცთან ერთად ხართ? რა ხდება თქვენში ამ წუთებში?

ატმოსფეროს ვერბალურად ვერ შექმნით. არ არის სავალდებულო საუბარი, რომ ადამიანებმა თქვენი შინაგანი მდგომარეობა გაიგონ. რით ხართ სავსე, ამას დუმილითაც იგრძნობენ.

და მერე გადაწყვეტენ: გაიქცნენ, თუ დარჩნენ.

"კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების". თქვენ წარმოიდგინეთ და ხანდახან სიტყვის უთქმელადაც.

ამას ვერ გაითამაშებ. კურსები, სადაც სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის მანერებს ასწავლიან, მხოლოდ მას შემდეგ დაგეხმარებათ, რაც შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ.

ადამიანები სიმშვიდეს დაეძებენ! აი, რა უნდა იცოდეს ქალმა, რომლისგანაც მამაკაცები გარბიან, რომელსაც სურს, მამაკაცებს სურვილი ჰქონდეთ მასთან დარჩენის.

ატმოსფეროს შექმნის საიდუმლო კი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარი შინაგანი სიმშვიდე გადასცეს მას, ვინც გვერდით ჰყავს.

მამაკაცს სიმსუბუქე სჭირდება, რომ თავისი მიზნებისკენ იაროს. ქალის სიმძიმეს და დაძაბულობას აღიქვამს როგორც ტვირთს, რომელიც უნდა ჩამოიფერთხოს, თუკი ფრენა სურს.

ქალს, რომელიც შინაგან სიმშვიდეს ფლობს, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებები სჩვევია. ის შუშის თოჯინა არ გახლავთ. ცხოვრობს ახლა და აქ.

მას მოლოდინები არ სჭირდება. მოლოდინებს დაძაბულობამდე მივყავართ, სხვებზე დამოკიდებულებამდე. "აბა, როდის უნდა მოვიდეს პრინცი, მომართვას ბროლის ქოშები და მიხსნას საკუთარი თავისგან?" წაიკითხეთ სრულად