კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მანქანის მფლობელი, თუ ავტომობილს სხვა მართავს?
რა შემთხვევაში დაჯარიმდება მანქანის მფლობელი, თუ ავტომობილს სხვა მართავს?

პი­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლო­ბენ, მაგ­რამ მარ­თვის მოწ­მო­ბა არ აქვთ, ე.წ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რით სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თვის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის გამო და­ა­ჯა­რი­მე­ბენ და ეს იმ შემ­თხვე­ვა­შიც მოხ­დე­ბა, თუ სა­ჭეს­თან თა­ვად არ ის­ხდე­ბი­ან.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა იქვე გან­მარ­ტა, რომ მან­ქა­ნის მფლო­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, სან­ქცია თა­ვი­დან აი­ცი­ლოს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­ა­ლურ სა­მარ­თალ­დამ­რღვევს წა­რად­გენს.

ცვლი­ლე­ბებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­ზა­დებს. ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, ვი­დე­ო­ჯა­რი­მებს ქუ­ლა­თა სის­ტე­მა უნდა მი­ე­ბას. კერ­ძოდ, მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბი ე.ჭ. ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას ჩა­მო­აკ­ლდე­ბა.

„ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით დღეს ვერ ვახ­დენთ უშუ­ა­ლოდ იმ პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ვინც სა­ჭეს­თან ზის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფო სან­ქცი­ას იყე­ნებს ე.წ. და­ნა­შა­უ­ლის პრე­ზუმ­პცი­ის მცნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. იმის გამო, რომ ვერ ახ­დენს პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, სა­ხელ­მწი­ფო თვლის, რომ მე­სა­კუთ­რემ ჩა­ი­დი­ნა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მე­სა­კუთ­რეს არ აქვს მარ­თვის უფ­ლე­ბა, სა­ხე­ზეა ორი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა. ერთი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, მე­ო­რე კი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის უფ­ლე­ბის გა­რე­შე მარ­თვა უფრო მეტ სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია აირ­ჩი­ოს ის სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­ზეც სან­ქცია მე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, მე­სა­კუთ­რეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ნო­მი­ნა­ლუ­რად უფრო მეტი ფუ­ლა­დი სან­ქცია და­ე­კის­რე­ბა, ვიდ­რე სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, ქუ­ლე­ბი კი თა­ვის თა­ვად ვერ ჩა­მო­აკ­ლდე­ბა, რად­გან მარ­თვის მოწ­მო­ბა არ აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ასეთ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა იმის მო­ტი­ვა­ცია, რომ წა­რად­გი­ნოს ის პირი, ვინც იჯდა სა­ჭეს­თან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს რე­ფორ­მე­ბი­სა და ანა­ლი­ზის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რი­მის თა­ვი­დან არი­დე­ბის მე­ქა­ნიზმს, ლი­ლუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის მე­სა­კუთ­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ჯა­რი­მის ჩა­ბა­რე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში წა­რად­გი­ნოს ის პირი, ვინც სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვი­სას სა­ჭეს­თან იჯდა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე მან­ქა­ნის მარ­თვის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცია გა­უქ­მდე­ბა, ხოლო წარ­დგე­ნილ პირს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის და­ე­კის­რე­ბა ჯა­რი­მა და ამას­თან, მარ­თვის მოწ­მო­ბა­ზე ქუ­ლე­ბიც ჩა­მო­აკ­ლდე­ბა. 10 დღი­ა­ნი ვა­დის ათ­ვლა კი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც მო­ქა­ლა­ქეს ფოს­ტით გაგ­ზავ­ნი­ლი სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი ჩა­ბარ­დე­ბა ან შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვენ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა შემთხვევაში დაჯარიმდება მანქანის მფლობელი, თუ ავტომობილს სხვა მართავს?

რა შემთხვევაში დაჯარიმდება მანქანის მფლობელი, თუ ავტომობილს სხვა მართავს?

პირებს, რომლებიც ავტომანქანას ფლობენ, მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვთ, ე.წ. ჭკვიანი კამერით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმებენ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ საჭესთან თავად არ ისხდებიან.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა, თუმცა იქვე განმარტა, რომ მანქანის მფლობელს საშუალება ექნება, სანქცია თავიდან აიცილოს იმ შემთხვევაში, თუ რეალურ სამართალდამრღვევს წარადგენს.

ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. ინიციატივის თანახმად, ვიდეოჯარიმებს ქულათა სისტემა უნდა მიებას. კერძოდ, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ე.ჭ. ჭკვიანი კამერების მიერ სიჩქარის გადაჭარბების გამოვლენისას ჩამოაკლდება.

„ვიდეოკამერებით დღეს ვერ ვახდენთ უშუალოდ იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც საჭესთან ზის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სანქციას იყენებს ე.წ. დანაშაულის პრეზუმპციის მცნების შესაბამისად. იმის გამო, რომ ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას, სახელმწიფო თვლის, რომ მესაკუთრემ ჩაიდინა სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს არ აქვს მართვის უფლება, სახეზეა ორი სამართალდარღვევა. ერთი სამართალდარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება, მეორე კი მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა. ამ შემთხვევაში მართვის უფლების გარეშე მართვა უფრო მეტ სანქციას ითვალისწინებს. ორი სამართალდარღვევის შემთხვევაში კი სახელმწიფო ვალდებულია აირჩიოს ის სამართალდარღვევა, რომელზეც სანქცია მეტია. შესაბამისად, მესაკუთრეს ამ შემთხვევაში ნომინალურად უფრო მეტი ფულადი სანქცია დაეკისრება, ვიდრე სიჩქარის გადაჭარბება ითვალისწინებს, ქულები კი თავის თავად ვერ ჩამოაკლდება, რადგან მართვის მოწმობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ასეთ ადამიანს ექნება იმის მოტივაცია, რომ წარადგინოს ის პირი, ვინც იჯდა საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებისას“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება ჯარიმის თავიდან არიდების მექანიზმს, ლილუაშვილი განმარტავს, რომ ავტომანქანის მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება ჯარიმის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს ის პირი, ვინც სამართალდარღვევისას საჭესთან იჯდა. ასეთ შემთხვევაში მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის გათვალისწინებული სანქცია გაუქმდება, ხოლო წარდგენილ პირს სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრება ჯარიმა და ამასთან, მართვის მოწმობაზე ქულებიც ჩამოაკლდება. 10 დღიანი ვადის ათვლა კი მას შემდეგ დაიწყება, რაც მოქალაქეს ფოსტით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ჩაბარდება ან შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვენდება.

ბოლო 24 საათში კარანტინში, იძულების წესით 55 ადამიანი გადაიყვანეს

"საბაჟოებზე კორუფცია და უკანონობაა" - რა პრობლემებზე საუბრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 20 ადამიანი გადაიყვანა